საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 საკითხიდან 3-ზე შევთანხმდით - პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა" - ელისაშვილი
"5 საკითხიდან 3-ზე შევთანხმდით - პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა" - ელისაშვილი

პი­რად გან­ცდას ვი­ტყვი, გულ­წრფე­ლი მზა­ო­ბა იქ რე­ა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის და კომ­პრო­მი­სე­ბის, არ იყო , - ამის შე­სა­ხებ „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მე­დი­ა­ცი­ით გა­მარ­თულ ოპო­ზი­ცი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მხა­რე­ე­ბი ხუ­თი­დან სამ სა­კი­თხზე თან­ხმდე­ბოდ­ნენ. ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იყო.

„სა­ერ­თო ჯამ­ში, შე­თან­ხმე­ბა ისევ არ არის. ხუთი სა­კი­თხი­დან, რა­ზეც ვმსჯე­ლობ­დით, სამ­ზე შევ­თან­ხმდით. სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა, მაგ­რამ ორ სა­კი­თხზე - პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან და ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა. პი­რად გან­ცდას ვი­ტყვი, გულ­წრფე­ლი მზა­ო­ბა იქ რე­ა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის და კომ­პრო­მი­სე­ბის, არ იყო. ეგ არის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა. ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი არის ჰა­ერ­ში გა­მო­კი­დე­ბუ­ლი, ოპო­ზი­ცია ამ­ბობს კიო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს არაო და პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თით­ქმის ვთან­ხმდე­ბო­დით, მაგ­რამ ვერ შევ­თან­ხმდით. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ გულ­წრფე­ლი კომ­პრო­მი­სი და მზა­ო­ბა, მე პი­რა­დად ვერ ვნა­ხე“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. შეხ­ვედ­რა­ზე მე­დი­ა­ტო­რებ­მა პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე მათ მი­ერ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი გა­აც­ნეს. მხა­რე­ე­ბი დო­კუ­მენტზე 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მსჯე­ლობ­დნენ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მე­დი­ა­ცი­ის მე­ო­რე რა­უნ­დიც უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმი
57

100 პროცენტით მართალია ალეკო. ოცნება და ოპოზიციის დიდი ნაწილი პირად ინტერესებს გადააყოლებს ქვეყანას. ღორი ღორს ეუბნება დრუნჩუანი ხარო-ასე ჭირთ... ორი დამნაშავე ერთმანეთს დამნაშავეს ეძახის-ქვეყანა კიდიათ!!!

იონა
9

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. 

ავტორი:

"5 საკითხიდან 3-ზე შევთანხმდით - პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა" - ელისაშვილი

"5 საკითხიდან 3-ზე შევთანხმდით - პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა" - ელისაშვილი

პირად განცდას ვიტყვი, გულწრფელი მზაობა იქ რეალური შეთანხმების და კომპრომისების, არ იყო , - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები ხუთიდან სამ საკითხზე თანხმდებოდნენ. ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლება და ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„საერთო ჯამში, შეთანხმება ისევ არ არის. ხუთი საკითხიდან, რაზეც ვმსჯელობდით, სამზე შევთანხმდით. საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულება და კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილება, მაგრამ ორ საკითხზე - პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირად განცდას ვიტყვი, გულწრფელი მზაობა იქ რეალური შეთანხმების და კომპრომისების, არ იყო. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ჰაერში გამოკიდებული, ოპოზიცია ამბობს კიო და ხელისუფლება ამბობს არაო და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით თითქმის ვთანხმდებოდით, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გულწრფელი კომპრომისი და მზაობა, მე პირადად ვერ ვნახე“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

"თალაკვაძემ იკითხა, - რურუას საქმეზე უკან რომ დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, ხელს თუ მოაწერთ  დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა" - მოლაპარკებების გაუხმაურებელი დეტალები

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

ვინ არის საქართველოს პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივანი?