მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ
რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ

აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რად გვგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და სა­სურ­ველ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მოხ­ვედ­რაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში მთა­ვა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მა­შინ იწყე­ბა, როცა პირ­ველ დღეს, უკვე მარ­ტო ცდი­ლობ იპო­ვო ჯერ შენი ფა­კულ­ტე­ტი, შემ­დეგ შენი ჯგუ­ფი, აირ­ჩიო და და­რე­გის­ტრირ­დე საგ­ნებ­ზე სწო­რად და, უბ­რა­ლოდ, მი­აგ­ნო იმ აუ­დი­ტო­რი­ას, სა­დაც პირ­ვე­ლი ლექ­ცია ტარ­დე­ბა.

დაბ­ნე­უ­ლი პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი ზოგს აღი­ზი­ა­ნებს, ზოგს კი - ახა­ლი­სებს, თუმ­ცა თა­ვად ახალ­ბე­და სტუ­დენ­ტებს სუ­ლაც არ სცხე­ლათ გა­სარ­თო­ბად.

მაშ ასე: რა სირ­თუ­ლე­ებს შე­იძ­ლე­ბა წა­ა­წყდე, თუკი პირ­ველ­კურ­სე­ლი ხარ?

ჩა­რი­ცხვა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რე­გის­ტრა­ცია

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნახო სპე­ცი­ა­ლუ­რად პირ­ველ­კურ­სელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სივ­რცე, სა­დაც ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას წა­რად­გენ, მათ ჩა­მო­ნათ­ვალს კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებგ­ვერ­დზე ნა­ხავ. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ დღეს­ვე გა­არ­კვიო, სად მდე­ბა­რე­ობს შენი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნა­ტი - მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ხომ შენი სტუ­დენ­ტო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა.

ლექ­ცი­ე­ბის ცხრი­ლი

ზო­გი­ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ჭი­როა საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიდა პორ­ტალ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა. დაბ­ნე­უ­ლო­ბა მა­შინ იზ­რდე­ბა, როცა არ იცი, რო­მე­ლია სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბი; რა საგ­ნე­ბი უნდა გქონ­დეს გავ­ლი­ლი, რომ აირ­ჩიო ესა თუ ის მი­მარ­თუ­ლე­ბა; სა­ერ­თო­დაც, რას ნიშ­ნავს ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბი საგ­ნებ­ზე და ა.შ.

ლი­ტე­რა­ტუ­რა და აუ­დი­ტო­რი­ე­ბი

ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ სცე­ნა ჰარი პო­ტე­რი­დან, სა­დაც დაბ­ნე­უ­ლი ჰარი და რონი მა­კგო­ნა­გე­ლის პირ­ველ ლექ­ცი­ა­ზე იმი­ტომ იგ­ვი­ა­ნე­ბენ, რომ აუ­დი­ტო­რი­ას ვერ აგ­ნე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში თა­ვის ნე­ბა­ზე მო­სი­ა­რუ­ლე კი­ბე­ებ­სა და გამ­ქრალ და გა­ჩე­ნილ აუ­დი­ტო­რი­ებს ვერ შეხ­ვდე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ სე­მესტრში საკ­მა­ოდ რთუ­ლია სა­სურ­ვე­ლი აუ­დი­ტო­რი­ის პოვ­ნა, მით უფრო მა­შინ, თუკი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია და რამ­დე­ნი­მე კორ­პუს­შია გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, სა­სურ­ვე­ლია, პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში­ვე მო­აგ­ვა­როთ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ჩა­წე­რის სა­კი­თხიც, რად­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა სულ მალე აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, რომ იშ­ვი­ა­თი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ერ­თა­დერ­თი ეგ­ზემპლა­რი უკვე გა­ტა­ნი­ლია და არა­ვინ იცის, რო­დის და­აბ­რუ­ნე­ბენ.

ამ და სხვა სირ­თუ­ლე­ებ­ში და­სახ­მა­რებ­ლად კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი კად­რია გა­მო­ყო­ფი­ლი. სტუ­დენ­ტე­ბის მენ­ტო­რი პირ­ველ­კურ­სე­ლებს (და არამ­ხო­ლოდ) სწო­რედ ასეთ და სხვა, უფრო მას­შტა­ბურ პრობ­ლე­მებ­საც უგ­ვა­რებს. მისი წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ზე დაბ­ნე­უ­ლი პირ­ველ­კურ­სე­ლიც კი ახერ­ხებს ამ და სხვა, უფრო რთულ სა­კი­თხებ­თან შე­ჭი­დე­ბას და მათ გა­და­ლახ­ვას.

თუკი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ხარ და გეგ­მავ, 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სტუ­დენ­ტი გახ­დე, მა­შინ სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვაა. გა­ე­ცა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიმ­ზიდ­ველ შე­თა­ვა­ზე­ბებს ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით და აირ­ჩიე 11

NS

ავტორი:

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ

აბიტურიენტობის პერიოდში ხშირად გვგონია, რომ ყველაზე რთული მისაღები გამოცდების ჩაბარება და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრაა. სინამდვილეში მთავარი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა პირველ დღეს, უკვე მარტო ცდილობ იპოვო ჯერ შენი ფაკულტეტი, შემდეგ შენი ჯგუფი, აირჩიო და დარეგისტრირდე საგნებზე სწორად და, უბრალოდ, მიაგნო იმ აუდიტორიას, სადაც პირველი ლექცია ტარდება.

დაბნეული პირველკურსელები ზოგს აღიზიანებს, ზოგს კი - ახალისებს, თუმცა თავად ახალბედა სტუდენტებს სულაც არ სცხელათ გასართობად.

მაშ ასე: რა სირთულეებს შეიძლება წააწყდე, თუკი პირველკურსელი ხარ?

ჩარიცხვა და უნივერსიტეტში რეგისტრაცია

უნივერსიტეტში პირველი ვიზიტის დროს, აუცილებელია ნახო სპეციალურად პირველკურსელთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც ყველა საჭირო დოკუმენტაციას წარადგენ, მათ ჩამონათვალს კი უნივერსიტეტის ვებგვერდზე ნახავ. ასევე, მნიშვნელოვანია იმ დღესვე გაარკვიო, სად მდებარეობს შენი ფაკულტეტის დეკანატი - მათთან ურთიერთობა ხომ შენი სტუდენტობის განუყოფელი ნაწილი იქნება.

ლექციების ცხრილი

ზოგიერთ უნივერსიტეტში საჭიროა საგნების არჩევა და უნივერსიტეტის შიდა პორტალზე დარეგისტრირება. დაბნეულობა მაშინ იზრდება, როცა არ იცი, რომელია სავალდებულო საგნები; რა საგნები უნდა გქონდეს გავლილი, რომ აირჩიო ესა თუ ის მიმართულება; საერთოდაც, რას ნიშნავს ბოლონიის პროცესით მინიჭებული კრედიტები საგნებზე და ა.შ.

ლიტერატურა და აუდიტორიები

ალბათ ყველას გახსოვთ სცენა ჰარი პოტერიდან, სადაც დაბნეული ჰარი და რონი მაკგონაგელის პირველ ლექციაზე იმიტომ იგვიანებენ, რომ აუდიტორიას ვერ აგნებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში თავის ნებაზე მოსიარულე კიბეებსა და გამქრალ და გაჩენილ აუდიტორიებს ვერ შეხვდებით, განსაკუთრებით პირველ სემესტრში საკმაოდ რთულია სასურველი აუდიტორიის პოვნა, მით უფრო მაშინ, თუკი უნივერსიტეტის შენობა საკმაოდ დიდია და რამდენიმე კორპუსშია განაწილებული. გარდა ამისა, სასურველია, პირველივე კვირაშივე მოაგვაროთ ბიბლიოთეკაში ჩაწერის საკითხიც, რადგანაც შეიძლება სულ მალე აღმოაჩინოთ, რომ იშვიათი სახელმძღვანელოს ერთადერთი ეგზემპლარი უკვე გატანილია და არავინ იცის, როდის დააბრუნებენ.

ამ და სხვა სირთულეებში დასახმარებლად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სპეციალური კადრია გამოყოფილი. სტუდენტების მენტორი პირველკურსელებს (და არამხოლოდ) სწორედ ასეთ და სხვა, უფრო მასშტაბურ პრობლემებსაც უგვარებს. მისი წყალობით, ყველაზე დაბნეული პირველკურსელიც კი ახერხებს ამ და სხვა, უფრო რთულ საკითხებთან შეჭიდებას და მათ გადალახვას.

თუკი აბიტურიენტი ხარ და გეგმავ, 2021 წლის შემოდგომაზე სტუდენტი გახდე, მაშინ საუკეთესო გადაწყვეტილება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის არჩევაა. გაეცანი უნივერსიტეტის მიმზიდველ შეთავაზებებს ვებგვერდის საშუალებით და აირჩიე 11

NS

"ერთ კომპანიას 12 000 ლარის ნაცვლად 600 ლარი ჩაურიცხეს" - "კარფურს" ქართველი დისტრიბუტორები სასამართლოში უჩივიან

"მძიმე ქრონიკული თანმხლები დაავადებები ართულებს მდგომარეობას" - კოვიდინფიცირებული ანზორ ერქომაიშვილი აპარატზეა შეერთებული

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა