მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა საჭიროს გამბედაობა და კომპრომისი, კომპრომისი არის ევროპული გზა" - რას ამბობს კრისტიან დანიელსონი დღევანდელი შეხვედრების შემდეგ
"ახლა საჭიროს გამბედაობა და კომპრომისი, კომპრომისი არის ევროპული გზა" - რას ამბობს კრისტიან დანიელსონი დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

ჩვენ გვაქვს წი­ნა­და­დე­ბე­ბი, იდე­ე­ბი, რო­მელ­საც შევ­თა­ვა­ზებთ, მაგ­რამ კომ­პრო­მი­სი პარ­ტი­ებ­მა უნდა მო­ი­ძი­ონ, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის პი­რად­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და.

„ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ პარ­ტი­ებს და­ვეხ­მა­როთ. ჩვენ გვაქვს წი­ნა­და­დე­ბე­ბი, იდე­ე­ბი, რო­მელ­საც შევ­თა­ვა­ზებთ, იმის­თვის, რომ და­ვეხ­მა­როთ, მაგ­რამ კომ­პრო­მი­სი თა­ვად პარ­ტი­ებ­მა უნდა მო­ი­ძი­ონ“, - აღ­ნიშ­ნა და­ნი­ელ­სონ­მა.

მა­ნამ­დე და­ნი­ელ­სონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ახლა გამ­ბე­და­ო­ბის დროა.

„ახლა სა­ჭი­რო­ე­ბა არის გამ­ბე­და­ო­ბი­სა და კომ­პრო­მი­სის. კომ­პრო­მი­სი არ არის სი­სუს­ტის ნი­შა­ნი, კომ­პრო­მი­სი სიძ­ლი­ე­რის ნი­შა­ნია, კომ­პრო­მი­სი დე­მოკ­რა­ტი­ის ნი­შა­ნი და კომ­პრო­მი­სი არის ის გზა, რო­მე­ლიც არის ევ­რო­პუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ­სონ­მა.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან კომ­პრო­მი­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის.

„სა­უ­ბა­რია კომ­პრო­მის­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის. ჩემი წინა მი­სი­ის შემ­დეგ, ბრი­უ­სელ­ში ყვე­ლა იმ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­შია ჩარ­თუ­ლი. ეს ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი მო­ი­ცავ­და რო­გორც პრე­ზი­დენტ მი­შელს, ასე­ვე ევ­რო­პის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხურს.

ევ­რო­კავ­ში­რი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. რა თქმა უნდა, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირს არ ეკის­რე­ბა, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს. მგო­ნია, რომ წინა მი­სია, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და, ამ სა­კი­თხე­ბის კარ­გი გაც­ნო­ბა იყო. ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დერ­მა, რო­მე­ლიც ამ პრო­ცეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი, ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან ორი­ვე მხა­რის აზრი, ასე­ვე კარ­გად იცი­ან, თუ რისი გა­კე­თე­ბა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ შე­თან­ხმე­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ, მათ უნდა გა­მო­ნა­ხონ კომ­პრო­მი­სი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მარ­ტო და­ვეხ­მა­როთ ამა­ში. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც ამ დახ­მა­რე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. მინ­და ვთქვა, რომ ახლა გამ­ბე­და­ო­ბაა სა­ჭი­რო და კომ­პრო­მი­სი. კომ­პრო­მი­სი არ არის იმის ნი­შა­ნი, რომ ვი­ღაც ძლი­ე­რი არ არის, ეს არ არის სი­სუს­ტის ნი­შა­ნი, პი­რი­ქით, კომ­პრო­მი­სი არის სიძ­ლი­ე­რის, დე­მოკ­რა­ტი­ის ნი­შა­ნი და ევ­რო­პუ­ლი გზა“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ­სონ­მა.

რო­გორც და­ნი­ელ­სონ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„იცით იმ 6 - პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა მი­შელ­მა წა­რად­გი­ნა. ჩვენ ასე­ვე ვსა­უბ­რობთ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის თე­მა­ზე და შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის სა­კი­თხებ­ზე, ეს სა­კი­თხე­ბი ამ კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლე­ბა. მინ­და ვთქვა, რა არის აქ არ­სე­ბი­თი - სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნდო­ბა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს ქმე­დე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხში, ასე­ვე არ­ჩევ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით. ამი­ტო­მაც, პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის ამ 6 პუნ­ქტი­ან გეგ­მა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გას­მუ­ლია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი და არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ­სონ­მა.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­ო­რედ გუ­შინ, ჩა­მო­ვი­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
11

არავითარი კომპრომისი ნაცებს, ნაცები რუსული გზაა.

ილკარი
0

ე ბიჭო ნუ დაგვღალეთ ამ ქარაგმებით საუბრით!!! მიიღეთ გადაწყვეტილება და გაგვაცანით ვინ რაზე იქნება წინააღმდეგი!!! მერე ჩვენ გავარჩევთ და მტყუან მართალს!!! 

ავტორი:

"ახლა საჭიროს გამბედაობა და კომპრომისი, კომპრომისი არის ევროპული გზა" - რას ამბობს კრისტიან დანიელსონი დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

"ახლა საჭიროს გამბედაობა და კომპრომისი, კომპრომისი არის ევროპული გზა" - რას ამბობს კრისტიან დანიელსონი დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, მაგრამ კომპრომისი პარტიებმა უნდა მოიძიონ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტიებს დავეხმაროთ. ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მაგრამ კომპრომისი თავად პარტიებმა უნდა მოიძიონ“, - აღნიშნა დანიელსონმა.

მანამდე დანიელსონმა აღნიშნა, რომ ახლა გამბედაობის დროა.

„ახლა საჭიროება არის გამბედაობისა და კომპრომისის. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია, კომპრომისი დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული“, - განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.

„საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ჩემი წინა მისიის შემდეგ, ბრიუსელში ყველა იმ ინსტიტუციებთან მქონდა ურთიერთობა, ვინც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებშია ჩართული. ეს ინსტიტუციები მოიცავდა როგორც პრეზიდენტ მიშელს, ასევე ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს.

ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს არ ეკისრება, არამედ პოლიტიკურ ლიდერებს. მგონია, რომ წინა მისია, რომელიც განხორციელდა, ამ საკითხების კარგი გაცნობა იყო. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ძალიან კარგად იციან ორივე მხარის აზრი, ასევე კარგად იციან, თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მათ უნდა გამონახონ კომპრომისი. ჩვენ შეგვიძლია მარტო დავეხმაროთ ამაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, როდესაც ამ დახმარებაზეა საუბარი. მინდა ვთქვა, რომ ახლა გამბედაობაა საჭირო და კომპრომისი. კომპრომისი არ არის იმის ნიშანი, რომ ვიღაც ძლიერი არ არის, ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, კომპრომისი არის სიძლიერის, დემოკრატიის ნიშანი და ევროპული გზა“, - განაცხადა დანიელსონმა.

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, საქართველოში სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„იცით იმ 6 - პუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა წარადგინა. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემის თემაზე და შერჩევითი სამართლის საკითხებზე, ეს საკითხები ამ კონტექსტში განიხილება. მინდა ვთქვა, რა არის აქ არსებითი - სტრუქტურული რეფორმები საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, როგორც სახელმწიფოს ქმედებები სხვადასხვა საკითხში, ასევე არჩევნებთან მიმართებით. ამიტომაც, პრეზიდენტ მიშელის ამ 6 პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა“, - განაცხადა დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ გუშინ, ჩამოვიდა.

"რადიკალიზმი ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას" - როგორ აფასებს გახარია ჩაშლილ მოლაპარაკებებს?

"დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას" - რას წერს გიორგი გახარია

"ხელისუფლება იძახდა, - რაც არ უნდა იყოს, მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, ოპოზიციამ თავი შეიკავა რურუას "ქეისის" გამო" - მოლაპარაკების რა დეტალებზე საუბრობს ვახტანგ მეგრელიშვილი