მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა თუ ნავალნის "გაანეიტრალებენ", რუსეთში კიდევ 30 წელი არაფერი შეიცვლება" - როგორ ეპყრობიან ციხეში რუს ოპოზიციონერს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
"ახლა თუ ნავალნის "გაანეიტრალებენ", რუსეთში კიდევ 30 წელი არაფერი შეიცვლება" - როგორ ეპყრობიან ციხეში რუს ოპოზიციონერს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. მისი ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ კვი­რას ნა­ვალ­ნის ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და ზურ­გის არე­ში და ვერ გრძნობ­და ფეხს. ცი­ხის ექიმ­მა მას ორი აბი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი მის­ცა, რის შემ­დე­გაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და.

რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სის ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, კო­ლო­ნი­ა­ში ბოლო ვი­ზი­ტის დროს ისი­ნი ალექ­სეი ნა­ვალ­ნის­თან არ შე­უშ­ვეს. მა­თი­ვე თქმით, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გან­მარ­ტა, რომ ნა­ვალ­ნი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას "სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით" იტა­რებ­და. რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი მე­ხუ­თე კვი­რაა პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და სას­ჯელს რუ­სე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სას­ტიკ, პოკ­რო­ვის კო­ლო­ნი­ა­ში იხ­დის, სა­დაც კი­დევ ორი წელი მო­უ­წევს ყოფ­ნა. მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, პუ­ტი­ნის მთა­ვა­რი კრი­ტი­კო­სის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა­ში სწო­რედ პრე­ზი­დენ­ტის ხელი ურე­ვია.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნა­ვალ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბას არ ადას­ტუ­რებს. კრემ­ლის პრესს­პი­კე­რი დი­მიტ­რი პეს­კო­ვი აცხა­დებს, რომ ნა­ვალ­ნი თავს კარ­გად გრძნობს და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. იგი­ვეს აცხა­დებს კო­ლო­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ვალ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მოწ­მე­ბუ­ლია და ის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

გუ­შინ პო­ლი­ტი­კო­სის გუნ­დის წევ­რებ­მა მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დეს, შე­უ­ერ­თდნენ მო­მა­ვალ მი­ტინგს მის მხარ­და­სა­ჭე­რად. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე, რო­მე­ლიც კამ­პა­ნია "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნა­ვალ­ნის" ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა და 23 მარტს ჩა­ეშ­ვა, 300 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

tvrain.ru-ს ცნო­ბით, ნა­ვალ­ნიმ ცი­ხი­დან ორი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს სთხოვ­და, მის­თვის 8 სა­ა­თი­ა­ნი ძი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

"ცნო­ბი­ლია, რომ მას ყო­ველ ღამე აღ­ვი­ძე­ბენ, რა­საც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის­თვის იყე­ნე­ბენ. მას სის­ტე­მა­ტუ­რად უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზეც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უკვე სა­უბ­რო­ბენ, რომ ნა­ვალ­ნის საქ­მე ძა­ლი­ან ჰგავს "მაგ­ნიტსკის საქ­მეს", თუმ­ცა, იმე­დია, ისე­თი­ვე და­სას­რუ­ლი არ ექ­ნე­ბა", - წერს ტე­ლე­ვი­ზი­ის ინ­ტერ­ნეტ-გვერ­დი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სე­თის ცი­ხე­ებ­ში, "არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის" გამო, მხო­ლოდ ერთ წელ­წად­ში 4 000-ზე მეტი პა­ტი­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ რუ­სულ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა მე­დი­ამ ამა­ზე აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხა, თუმ­ცა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რურ­მა, იური ჩა­ი­კამ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სიც­რუე უწო­და. შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია, ვინ­მე და­ი­სა­ჯა თუ არა.

"2018 წელს ევ­რო­საბ­ჭოს სპე­ცი­ა­ლურ მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ რუ­სე­თის ცი­ხე­ებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ბოლო ათი წლის გან­მა­ლო­ბა­ში 20%-ით გა­ი­ზარ­და. ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თი პა­ტიმ­რე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით, ევ­რო­პა­ში დღემ­დე ლი­დე­რია.

რითი ჰგავს სერ­გეი მაგ­ტინ­სკის საქ­მეს ალექ­სეი ნა­ვალ­ნის საქ­მეს? შე­სა­და­რებ­ლად გა­მოგ­ვად­გე­ბა მაგ­ტინ­სკის ბოლო ჩა­ნა­წე­რე­ბი, - მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას არ უწევ­დნენ, სამ­კურ­ნა­ლოდ მხო­ლოდ "რა­ღაც გა­მა­ყუ­ჩე­ბელს" აძ­ლევ­დნენ და ძილს რე­გუ­ლა­ლუ­რად უშ­ლიდ­ნენ", - წერს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ტერ­ნეტ-გვერ­დი.

შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ვალ­ნის მხარ­დამ­ჭე­რებს შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად აქვთ.

  • "ასე მგო­ნია, არ არის საკმრი­სი რა­საც ვა­კე­თებთ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. რა­საც პეს­კო­ვი ამ­ბობს, ეს პუ­ტი­ნის სი­ტყვე­ბია. ასე "წაყ­რუ­ე­ბით", ჩუ­მად, მათ არა­ერ­თი არა­სა­სუს­რვე­ლი პერ­სო­ნა მო­უ­შო­რე­ბი­ათ. რო­მე­ლი ერთი გა­ვიხ­სე­ნო?! მახ­რჩო­ბე­ლა­სა­ვით გუ­და­ვენ ადა­მი­ა­ნებს, იცი­ან, რომ ამის გამო ომს არა­ვინ გა­მო­უ­ცხა­დებს, სან­ქცი­ებს კი შე­ეჩ­ვივ­ნენ", - წერს ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხა­რე­ბე­ლი მი­ხა­ილ შვალ­ბი.
  • "რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს თა­ვის "ღირ­სე­ულ საქ­მეს". ეს არის ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი სან­ქცია მი­ი­ღო. რუ­სე­თი და სან­ქცი­ე­ბი ხომ სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ძმე­ბი არი­ან" - წერს ოლეგ მელ­ნი­კი.
  • "საქ­მე ის არის, რომ ნა­ვალ­ნი ცო­ცხა­ლი არც ოპო­ზი­ცი­ის და­ნარ­ჩენ ძა­ლებს სჭირ­დე­ბათ. მათ პუ­ტი­ნი კვე­ბავს და რაში სჭირ­დე­ბათ რა­მის შეც­ვლა?! ახლა თუ ნა­ვალ­ნის "გა­ა­ნე­იტ­რა­ლე­ბენ", რუ­სეთ­ში კი­დევ 30 წელი არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, რად­გან ტალ­ღა, რო­მე­ლიც ნა­ვალ­ნის გარ­შე­მო აგორ­და, თან­და­თან ძა­ლას კარ­გავს", - წერს სერ­გეი პი­ა­ტი­ნი.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნი 17 იან­ვარს და­ა­კა­ვეს, როცა ის რუ­სეთ­ში გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუნ­და, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დი­ო­და. ნა­ვალ­ნი გერ­მა­ნი­ა­ში 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში ჩა­იყ­ვა­ნეს. ბერ­ლი­ნის და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა დას­კვნით, ის საბ­რძო­ლო ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით, "ნო­ვი­ჩო­კით" მო­წამ­ლეს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ერ­თხელ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბრალ­დე­ბას ამ­ჯე­რა­დაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gv
24

ოპოზიციონერს?)))))))

...
74

მიშიკოსგან განსხვავებით, ყველა თავის ადგილას მოჯდა... გელოდებით გიულიჩ... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ახლა თუ ნავალნის "გაანეიტრალებენ", რუსეთში კიდევ 30 წელი არაფერი შეიცვლება" - როგორ ეპყრობიან ციხეში რუს ოპოზიციონერს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ახლა თუ ნავალნის "გაანეიტრალებენ", რუსეთში კიდევ 30 წელი არაფერი შეიცვლება" - როგორ ეპყრობიან ციხეში რუს ოპოზიციონერს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისი ადვოკატების ინფორმაციით, გასულ კვირას ნავალნის ტკივილები ჰქონდა ზურგის არეში და ვერ გრძნობდა ფეხს. ციხის ექიმმა მას ორი აბი ტკივილგამაყუჩებელი მისცა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

როგორც პოლიტიკოსის ადვოკატები აცხადებენ, კოლონიაში ბოლო ვიზიტის დროს ისინი ალექსეი ნავალნისთან არ შეუშვეს. მათივე თქმით, ციხის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ნავალნი სამედიცინო შემოწმებას "საკუთარი სურვილით" იტარებდა. რუსი ოპოზიციონერი მეხუთე კვირაა პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, პოკროვის კოლონიაში იხდის, სადაც კიდევ ორი წელი მოუწევს ყოფნა. მისი მხარდამჭერების ვარაუდით, პუტინის მთავარი კრიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაში სწორედ პრეზიდენტის ხელი ურევია.

რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას არ ადასტურებს. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნავალნი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგივეს აცხადებს კოლონიის ადმინისტრაციაც. მათი ინფორმაციით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმებულია და ის დამაკმაყოფილებელია.

გუშინ პოლიტიკოსის გუნდის წევრებმა მიმართვა გაავრცელეს და საზოგადოებას მოუწოდეს, შეუერთდნენ მომავალ მიტინგს მის მხარდასაჭერად. ბოლო მონაცემებით, სპეციალურ საიტზე, რომელიც კამპანია "თავისუფლება ნავალნის" ფარგლებში შეიქმნა და 23 მარტს ჩაეშვა, 300 ათასზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული.

tvrain.ru-ს ცნობით, ნავალნიმ ციხიდან ორი მიმართვა გაავრცელა, სადაც გენერალურ პროკურორს სთხოვდა, მისთვის 8 საათიანი ძილის საშუალება მიეცათ.

"ცნობილია, რომ მას ყოველ ღამე აღვიძებენ, რასაც ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის იყენებენ. მას სისტემატურად უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო მომსახურებაზეც. ადგილობრივები უკვე საუბრობენ, რომ ნავალნის საქმე ძალიან ჰგავს "მაგნიტსკის საქმეს", თუმცა, იმედია, ისეთივე დასასრული არ ექნება", - წერს ტელევიზიის ინტერნეტ-გვერდი.

მათივე ცნობით, რუსეთის ციხეებში, "არასწორი მკურნალობის" გამო, მხოლოდ ერთ წელწადში 4 000-ზე მეტი პატიმარი გარდაიცვალა. მაშინ რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ ამაზე აჟიოტაჟი ატეხა, თუმცა გენერალურმა პროკურურმა, იური ჩაიკამ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. შესაბამისად, უცნობია, ვინმე დაისაჯა თუ არა.

"2018 წელს ევროსაბჭოს სპეციალურ მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ციხეებში სიკვდილიანობა ბოლო ათი წლის განმალობაში 20%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, რუსეთი პატიმრების გარდაცვალების მაჩვენებლით, ევროპაში დღემდე ლიდერია.

რითი ჰგავს სერგეი მაგტინსკის საქმეს ალექსეი ნავალნის საქმეს? შესადარებლად გამოგვადგება მაგტინსკის ბოლო ჩანაწერები, - მას სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ, სამკურნალოდ მხოლოდ "რაღაც გამაყუჩებელს" აძლევდნენ და ძილს რეგულალურად უშლიდნენ", - წერს ტელეკომპანიის ინტერნეტ-გვერდი.

შესაბამისად, ნავალნის მხარდამჭერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ.

  • "ასე მგონია, არ არის საკმრისი რასაც ვაკეთებთ მისი გათავისუფლებისთვის. რასაც პესკოვი ამბობს, ეს პუტინის სიტყვებია. ასე "წაყრუებით", ჩუმად, მათ არაერთი არასასუსრველი პერსონა მოუშორებიათ. რომელი ერთი გავიხსენო?! მახრჩობელასავით გუდავენ ადამიანებს, იციან, რომ ამის გამო ომს არავინ გამოუცხადებს, სანქციებს კი შეეჩვივნენ", - წერს ინტერნეტ-მომხარებელი მიხაილ შვალბი.
  • "რუსეთი განაგრძობს თავის "ღირსეულ საქმეს". ეს არის ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ყველაზე მეტი სანქცია მიიღო. რუსეთი და სანქციები ხომ საუკუნოვანი ძმები არიან" - წერს ოლეგ მელნიკი.
  • "საქმე ის არის, რომ ნავალნი ცოცხალი არც ოპოზიციის დანარჩენ ძალებს სჭირდებათ. მათ პუტინი კვებავს და რაში სჭირდებათ რამის შეცვლა?! ახლა თუ ნავალნის "გაანეიტრალებენ", რუსეთში კიდევ 30 წელი არაფერი შეიცვლება, რადგან ტალღა, რომელიც ნავალნის გარშემო აგორდა, თანდათან ძალას კარგავს", - წერს სერგეი პიატინი.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს, როცა ის რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ნავალნი გერმანიაში 2020 წლის აგვისტოში ჩაიყვანეს. ბერლინის დამოუკიდებელ ექსპერტთა დასკვნით, ის საბრძოლო ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამლეს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ გამოუყენებია. პუტინის ხელისუფლება ბრალდებას ამჯერადაც კატეგორიულად უარყოფს.

რა ბედი ელის "სუპერ ლიგას"?- ინგლისური კლუბების პროტესტი, აქციები   და სანქციები კლუბების მფლობელებს: საფეხბურთო სკანდალი გრძელდება

"რომ მნახოთ,  გაგეცინებათ,  საკანში ჩონჩხი  დაბარბაცებს - ჩემი ანალიზებით ან რეანიმაციაში,  ან კუბოში უნდა ვიყო" - ალექსეი ნავალნის წერილი

ვლადიმერ ზელენსკი: "ბატონო პუტინო, მზად ვარ დონბასში შეგხვდეთ, სადაც ომია უკრაინის"