მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯორჯიან მანგანეზმა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მონუმენტური ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადეს
"ჯორჯიან მანგანეზმა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მონუმენტური ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადეს

„ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი­სა“ და ჭი­ა­თუ­რის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქა­ლა­ქის შე­სას­ვლელ­თან, მდი­ნა­რე ჯრუ­ჭუ­ლას ხიდ­თან არ­სე­ბუ­ლი მო­ნუ­მენ­ტუ­რი ძეგლი გა­ნახ­ლდე­ბა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნუ­მენ­ტის ეს­კი­ზე­ბის შექ­მნა­ზე კონ­კურ­სი დღეს გა­მო­ცხად­და, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნე­რებს – რო­გორც ფი­ზი­კურ, ისე იუ­რი­დი­ულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ.

რო­გორც "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კონ­კურ­სი ორი ეტა­პის­გან შედ­გე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე, ხუთი სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში შე­ირ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ი­სა და „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ ვებგ­ვერ­დებ­ზე, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურ­სის მე­ო­რე ეტაპს, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი ერთ სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვარს შე­არ­ჩევს, შემ­დეგ კი გა­მარ­ჯვე­ბულს გა­მო­ავ­ლენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს­კი­ზე­ბის შერ­ჩე­ვის დროს, პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბათ ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რებ კონ­კურ­სან­ტებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევრთა ვი­ნა­ო­ბა კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე ანო­ნი­მუ­რი იქ­ნე­ბა.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­კონ­კურ­სო მო­თხოვ­ნე­ბი: კონ­კურ­სან­ტებ­მა უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ ეს­კი­ზე­ბი, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ურ­თონ მა­სა­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა, რი­თიც მო­ნუ­მენ­ტი შეს­რულ­დე­ბა; სა­კონ­კურ­სო წი­ნა­და­დე­ბას თან უნდა და­ერ­თოს პრო­ექ­ტის გან­ფა­სე­ბა. სა­კონ­კურ­სო წი­ნა­და­დე­ბის ფასი გა­მო­სა­ხუ­ლი უნდა იყოს ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში - ლარ­ში (ყვე­ლა ხარ­ჯის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით); მო­ნუ­მენ­ტის წარ­წე­რა წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნდა იყოს ორ - ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე;

მო­ნუ­მენ­ტუ­რი ძეგლის ეს­კი­ზი უნდა იყოს მარ­ტი­ვი, ად­ვი­ლად აღ­ქმა­დი, ეს­თე­ტი­უ­რი, ორი­გი­ნა­ლუ­რი, არ უნდა შე­ი­ცავ­დეს პლა­გი­ატს და არ იწ­ვევ­დეს მცდარ ასო­ცი­ა­ცი­ებს;

ძეგლის სივ­რცი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი დი­ზა­ი­ნის, სკულპ­ტუ­რულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სინ­თე­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით. გრა­ფი­კუ­ლი მა­სა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რა -თა­ვი­სუ­ფა­ლი;

ეს­კი­ზის ში­ნა­არ­სი უნდა ასა­ხავ­დეს ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, კომ­პო­ზი­ცი­ის შერ­ჩე­ვი­სას კი ან­გა­რი­ში უნდა გა­ე­წი­ოს მიმ­დე­ბა­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რას;

მო­ნუ­მენ­ტუ­რი ეს­კი­ზი შე­საძ­ლოა შეს­რულ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი სახ­ვი­თი სა­შუ­ა­ლე­ბით (3D ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, ფან­ქა­რი, გუ­ა­ში, შე­რე­უ­ლი ტექ­ნი­კა (სხვა­დას­ხვა კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მა­ში აგე­ბუ­ლი);

მო­ნუ­მენ­ტუ­რი ძეგლის ეს­კიზ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს მო­ნუ­მენ­ტის გარე გა­ნა­თე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც.

შეს­რუ­ლე­ბის ვადა: კონ­კურ­სან­ტებ­მა ნა­მუ­შევ­რე­ბი უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ არა უგ­ვი­ა­ნეს 2021 წლის 26 აპ­რილს (სა­მუ­შაო დღის ბო­ლომ­დე); დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ეს­კი­ზე­ბი აღარ მი­ი­ღე­ბა.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია: შპს „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­სა“ და ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას უფ­ლე­ბა აქვთ, კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბულს მოს­თხო­ვონ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს­კი­ზის დი­ზა­ინ­ში ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა; დამ­კვე­თე­ბი იტო­ვე­ბენ უფ­ლე­ბას, სა­კონ­კურ­სო წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან არ გა­მო­ავ­ლი­ნონ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ასე­ვე უფ­ლე­ბა აქვთ, კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ეტაპ­ზე, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­წყვი­ტონ კონ­კურ­სი, თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და წი­ნას­წარ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბით.

კონ­კურ­სის ერთ გა­მარ­ჯვე­ბულ­თან გა­ფორმ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა მო­ნუ­მუნ­ტუ­რი ძეგლის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყოს; მო­ნუ­მენ­ტის შექ­მნას "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი" და­ა­ფი­ნან­სებს", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

კონ­კურ­სან­ტებს ნა­მუ­შავ­რე­ბის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლი­ათ შემ­დეგ ბმულ­ზე: https://forms.gle/B2QfGJ5VbYtAAiQx8

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ჯორჯიან მანგანეზმა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მონუმენტური ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადეს

"ჯორჯიან მანგანეზმა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მონუმენტური ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადეს

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და ჭიათურის მერიის ინიციატივით, ქალაქის შესასვლელთან, მდინარე ჯრუჭულას ხიდთან არსებული მონუმენტური ძეგლი განახლდება. განახლებული მონუმენტის ესკიზების შექმნაზე კონკურსი დღეს გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს, არქიტექტორ-დიზაინერებს – როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ.

როგორც "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ხუთი საუკეთესო ნიმუში შეირჩევა, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ვებგვერდებზე, ასევე სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება.

რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპს, სპეციალური საინიციატივო ჯგუფი ერთ საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს, შემდეგ კი გამარჯვებულს გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ ესკიზების შერჩევის დროს, პრიორიტეტი მიენიჭებათ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კონკურსანტებს. მათივე ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის წევრთა ვინაობა კონკურსის დასრულებამდე ანონიმური იქნება.

"აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები: კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესკიზები, რომელსაც აუცილებლად უნდა დაურთონ მასალის სახელწოდება, რითიც მონუმენტი შესრულდება; საკონკურსო წინადადებას თან უნდა დაერთოს პროექტის განფასება. საკონკურსო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ყველა ხარჯის გათვალისწინებით); მონუმენტის წარწერა წარმოდგენილი უნდა იყოს ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე;

მონუმენტური ძეგლის ესკიზი უნდა იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი, ესთეტიური, ორიგინალური, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს;

ძეგლის სივრცითი გადაწყვეტილება უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა -თავისუფალი;

ესკიზის შინაარსი უნდა ასახავდეს ქალაქის ისტორიულ ღირებულებებს, კომპოზიციის შერჩევისას კი ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარე ინფრასტრუქტურას;

მონუმენტური ესკიზი შესაძლოა შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით (3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა (სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში აგებული);

მონუმენტური ძეგლის ესკიზში გათვალისწინებული უნდა იყოს მონუმენტის გარე განათების უზრუნველყოფაც.

შესრულების ვადა: კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2021 წლის 26 აპრილს (სამუშაო დღის ბოლომდე); დაგვიანებული ესკიზები აღარ მიიღება.

დამატებითი ინფორმაცია: შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვთ, კონკურსში გამარჯვებულს მოსთხოვონ წარმოდგენილი ესკიზის დიზაინში ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება; დამკვეთები იტოვებენ უფლებას, საკონკურსო წინადადებებიდან არ გამოავლინონ გამარჯვებული, ასევე უფლება აქვთ, კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე, ნებისმიერ დროს შეწყვიტონ კონკურსი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით.

კონკურსის ერთ გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მას შესაძლებლობა ექნება მონუმუნტური ძეგლის შექმნაზე მუშაობა დაიწყოს; მონუმენტის შექმნას "ჯორჯიან მანგანეზი" დააფინანსებს", - აცხადებენ კომპანიაში.

კონკურსანტებს ნამუშავრების გაგზავნა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/B2QfGJ5VbYtAAiQx8

ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთანზე - "ეს კვლევა, საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა"

ბოლო დღე-ღამეში 29 341 კორონავირუსის ტესტი ჩატარდა - რამდენი ახალი ინფიცირებულია და რამდენმა დაამარცხა ვირუსი

"აცრამდე რაიმე ტიპის კვლევების ჩატარების რეკომენდაცია მსოფლიოში არსად არსებობს" - რა მიზეზით შეიძლება ადამიანს უარი უთხრან აცრაზე და ვისთვის არის ვაქცინის გაკეთება უფრო საყურადღებო?