მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მიიღწა შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან შეძლოს წინსვლა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი გამოიძებნოს.
„როგორც თქვენ იცით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა, რომ მედიაციის პროცესის პირველი რაუნდის შემდეგ, რომელსაც უძღვებოდა მისი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ის ისურვებდა, რომ მისი წარმომადგენელი კვლავ დაბრუნებულიყო. ეს მოხდება ძალიან სწრაფად, ჩვენ ვართ მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე. მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მიიღწა შეთანხმება, რომელიც, ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან შეძლოს წინსვლა. ეს არის სიმართლის მომენტი, დანიელსონი კვლავ ჩამოვა საქართველოში და ჩვენ განვაცხადებთ მისი საქართველოში გამომგზავრების დეტალებს, როგორც კი ეს დაზუსტებული იქნება, მაგრამ ცხადია, რომ ის აქ ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მოიძებნოს საერთო ნიადაგი მხარეებს შორის.
მინდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია,“- განაცხადა ჰარცელმა.
"ნაც-ოპოზიციამ" პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მიიღო. ამის დასტურია 8 მარტის შეთანხმებაზე კენჭისყრაზე უარის თქმა. "ვაშაძე-აღმაშენებელი" პრემიერობას აპირებდა. "ნაც-ბოლშევიკები", "ევრო-ნაცები" და "ლელო" უმრავლესობის შექმნას. "ლეიბორისტები" არჩევნებში გამარჯვებას... "გირჩი" პლანაქეშობას. სამწუხაროა, რომ მათ რიგებში "პატრიოტები" ფრიად საეჭვოდ ჩადგნენ. რეალურად არჩევნებში "ოცნებამ" გაიმარჯვა, რაც მთელმა მსოფლიომ ერთხმად აღიარა. ეხლა ისღა დარჩენიათ, რომ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ. ჩემის აზრით, უკვე ყველა დონის მედიაცია განწირულია "ნაც-ოპოზიციის" ავადმყოფური აკვიატების წინაშე.
იჯდეს მელია ციხეში, სანამ გამოსვლას არ გადაწყვეტს, ნუ შევა ოპოზიცია პარლამენტში და იყოს ფანჩატურსა და კარავში, გავაუმჯობესოთ რასაც ისე შევძლებთ და ნუ შევცვლით კონსტოტუციას და რა მოხდება? არაფერიც! ოპოზიციამ იკრიახოს და მივხედოთ ქვეყანას!