ავტორი:

"რუსთავი 2“- ის გადაცემები - "პროფილი“ და "შორენას ეფექტი“ იხურება?

"რუსთავი 2“- ის გადაცემები - "პროფილი“ და "შორენას ეფექტი“ იხურება?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2“-ის პოპულარული გადაცემები - "პროფილი“ და "შორენას ეფექტი“ იხურება. როდესაც ამის გადამოწმება ტელეკომპანიის თაობაზე ინფორმირებულ ადამიანებთან ვცადეთ, გვითხრეს, რომ ამ ამბავს ვერც დაგვიდასტურებდნენ და ვერც უარყოფდნენ. "კომპანიაში ამის თაობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. დღეს ჩვეულებრივად მიმდინარეობს "შორენას ეფექტის“ ჩაწერა", - ამბობს ინფორმირებული წყარო.

დავუკავშირდით "პროფილის“ და "შორენას ეფექტის“ პროდიუსერ ნიკოლოზ ხაჩიძესაც.

"რაც შემიძლია გითხრათ, "პროფილი“ არავის დაუხურავს და ხუთშაბათს დაგველოდონ ჩვეულ დროს, "რუსთავი 2“-ის ეთერში... ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა პროდიუსერმა სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის შემცირების გამო "რუსთავი 2"-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელი იყო კომპანია გაკოტრებულადაც გამოცხადებულიყო. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან, რაც კომპანიების წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

"უსიმპტომო კოვიდის დროს, ვაქცინაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შესაძლებელია აცრა და ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბდება კარგი იმუნიტეტი" - ხათუნა ზახაშვილი

"ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება" - რა რეკომენდაციას გვაძლევს ალერგოლოგი

"კოვიდის გადატანის შემდეგ ფილტვში გაურკვეველი წარმონაქმნი გაუჩნდა..." - 37 წლის კობა ალხაზაშვილს დახმარება ესაჭიროება