საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით“ - თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ
"მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით“ - თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ

ფ. თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

რა როლი აქვს მკურ­ნა­ლო­ბას მშობ­ლი­ურ გა­რე­მო­ში?

მშობ­ლი­უ­რი გა­რე­მო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს თა­მა­შობს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში, ასეთ დროს, პა­ცი­ენ­ტის სხვა­დას­ხვა ემო­ცი­ე­ბი სწრა­ფად ენაც­ვლე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს - ღი­მი­ლი, ცრემ­ლი, სევ­და, სი­ხა­რუ­ლი, იმე­დი - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის დროს მშობ­ლი­ურ გა­რე­მო­ში იყო, ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან, ში­ნა­ურ ცხო­ველ­თან, კო­ლე­გებ­თან, რად­გან ხში­რად სწო­რედ ეს გა­რე­მო ხდე­ბა სიმ­შვი­დის გა­რან­ტი. ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ დე­ტალს ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­საც კი, ვი­საც ყო­ველ დღე ვხვდე­ბით ნაც­ნობ ქუ­ჩა­ზე, სახ­ლი, სა­დაც ვცხოვ­რობთ, სა­წო­ლი ოთა­ხი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მშვი­დად გვძი­ნავს, ად­გი­ლე­ბი და ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩვენ­თვის, მო­გო­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­დე­ბით მუხტს გად­მოგ­ვცემს, სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა გვაძ­ლევს ემო­ცი­ურ სიძ­ლი­ე­რეს! უც­ნობ გა­რე­მო­ში ადაპ­ტი­რე­ბა კი­დევ უფრო სტრე­სუ­ლია, რო­დე­საც მკურ­ნა­ლო­ბის­თვის იც­ვლი სა­ცხოვ­რე­ბელს - პა­ცი­ენ­ტის­თვის ხში­რად მშობ­ლი­ურ ენა­ზე ექი­მებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­საც კი დიდი როლი ენი­ჭე­ბა. ჩვე­ნი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ჩვე­უ­ლე­ბე­ბის გამო, ორ­გა­ნიზს უჭირს ახალ საკ­ვებ­თან შე­გუ­ე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის მი­ღე­ბა, ალერ­გი­ულ დერ­მა­ტიტს ხში­რად იწ­ვევს კა­ნის­თვის მი­უჩ­ვე­ვე­ლი წყლის შე­ხე­ბაც.

ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის მთა­ვარ ვი­დეო რგოლ­ში სწო­რედ ეს ჩანს - პა­ცი­ენ­ტის წე­რი­ლე­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მად­ლო­ბას უხ­დის სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ტე­ლე­ვი­ზი­ით თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლით გა­და­არ­ჩი­ნა, მად­ლო­ბას უხ­დის ჩვე­ნი კლი­ნი­კის პი­ა­ნისტს, რო­მე­ლიც ამ რთუ­ლი გზის გავ­ლის დროს პო­ზი­ტი­უ­რად გა­ნა­წყობ­და პრო­ცე­დუ­რე­ბამ­დე. ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტის, ნო­ნას ის­ტო­რია კი­დევ ერთი დას­ტუ­რია, იმის, თუ რა შე­უც­ვლე­ლი ძალა აქვს მშობ­ლი­ურ გა­რე­მო­ში მკურ­ნა­ლო­ბას და სწორ ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რას.

თქვე­ნი კლი­ნი­კა მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნი­აც ამას მოწ­მობს - რა­ტომ ონ­კო­ლო­გი­ა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი?

ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე­ო­რეა გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის შემ­დეგ. გა­ცი­ლე­ბით მეტი სტე­რე­ო­ტი­პი, ცრუ ინ­ფორ­მა­ცია და არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა სწო­რედ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა პო­ზი­ტი­უ­რად ცვლის მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ქცე­ვას. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აკის­რია სწორ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ე­ბით ვცდი­ლობთ და­ვამ­სხვრი­ოთ არა­ერ­თი მითი - მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს აქვთ დი­აგ­ნო­ზის მოს­მე­ნის შიში, და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს კი ხში­რად ჰგო­ნი­ათ, რომ ქი­მი­ო­თე­რა­პია ან სხი­ვუ­რი თე­რა­პია „ან­გრევს“. ჩვენს კლი­ნი­კა­ში თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ტო­კო­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რად და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი მკურ­ნა­ლო­ბა გარ­თუ­ლე­ბებს და გვერ­დით მოვ­ლე­ნებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს.

ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი კამ­პა­ნი­ით გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნოთ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რამ - რო­დე­საც ხარ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, ხარ ძლი­ე­რი!

ვი­დეო რგო­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ქუ­თა­ი­სი­დან არის, ალ­ბათ სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან და ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გყავთ, რა არის ის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი რის გა­მოც ნდო­ბას გი­ცხა­დე­ბენ?

ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მო­დი­ან და არა­მარ­ტო ქვეყ­ნის, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში ყვე­ლა თა­ნას­წო­რი ვართ. ვფიქ­რობ, რომ ნდო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მრა­ვალ­წლი­ა­ნი, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით, გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მუდ­მი­ვი გა­ნათ­ლე­ბით.

სა­ჯა­როდ ათე­უ­ლო­ბით პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რია გვაქვს გად­მო­ცე­მუ­ლი, ეს რი­ცხვი რე­ა­ლუ­რად, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია - ათე­უ­ლო­ბით ათა­სი პა­ცი­ენ­ტი თა­ვად არი­ან ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თე­ბი, რომ კიბო გა­ნა­ჩე­ნი არ არის, რომ დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თვას.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუფრ­თხილ­დე­ბით ნდო­ბას, რო­მე­ლიც 30 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბით, ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბით და პა­ცი­ენ­ტებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვით მო­ვი­პო­ვეთ.

ვი­დეო რგო­ლის გარ­და, სხვა რა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო გეგ­მე­ბი გაქვთ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში?

კამ­პა­ნია ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, ჩვენს მკი­თხველს უკვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს კამ­პა­ნი­ის მთა­ვარ ვი­დე­ოს გა­ეც­ნოს, რო­მელ­საც მოჰ­ყვე­ბა ფო­ტო­სე­სია პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და იმ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ითა­მა­შეს მათი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის რთულ, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვან გზა­ზე.

იქ­ნე­ბა მო­რი­გი ვი­დეო რგო­ლი, სა­დაც კი­დევ ერთხელ ვაჩ­ვე­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ რამ­ხე­ლა როლი აქვს სწორ ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რას. კამ­პა­ნი­ას სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ონ­ლა­ინ მე­დი­ა­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში.

NS

ავტორი:

"მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით“ - თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ

"მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით“ - თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ საუბრობს:

რა როლი აქვს მკურნალობას მშობლიურ გარემოში?

მშობლიური გარემო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მკურნალობის პროცესში, ასეთ დროს, პაციენტის სხვადასხვა ემოციები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს - ღიმილი, ცრემლი, სევდა, სიხარული, იმედი - მნიშვნელოვანია ამ ემოციების გამოხატვის დროს მშობლიურ გარემოში იყო, ახლობელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, შინაურ ცხოველთან, კოლეგებთან, რადგან ხშირად სწორედ ეს გარემო ხდება სიმშვიდის გარანტი. ჩვენ, ადამიანები, ყოველდღიურად უამრავ დეტალს ვაქცევთ ყურადღებას, უცნობ ადამიანებსაც კი, ვისაც ყოველ დღე ვხვდებით ნაცნობ ქუჩაზე, სახლი, სადაც ვცხოვრობთ, საწოლი ოთახი, სადაც ყველაზე მშვიდად გვძინავს, ადგილები და ნივთები, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, მოგონებები, რომლებიც დადებით მუხტს გადმოგვცემს, სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა გვაძლევს ემოციურ სიძლიერეს! უცნობ გარემოში ადაპტირება კიდევ უფრო სტრესულია, როდესაც მკურნალობისთვის იცვლი საცხოვრებელს - პაციენტისთვის ხშირად მშობლიურ ენაზე ექიმებთან კომუნიკაციასაც კი დიდი როლი ენიჭება. ჩვენი გასტრონომიული ჩვეულებების გამო, ორგანიზს უჭირს ახალ საკვებთან შეგუება, განსხვავებული სასმელი წყლის მიღება, ალერგიულ დერმატიტს ხშირად იწვევს კანისთვის მიუჩვეველი წყლის შეხებაც.

ჩვენი კამპანიის მთავარ ვიდეო რგოლში სწორედ ეს ჩანს - პაციენტის წერილებით გადმოცემული ისტორია, რომელიც მადლობას უხდის სრულიად უცნობ ადამიანს, რომელმაც ტელევიზიით თავისი ისტორიის მოყოლით გადაარჩინა, მადლობას უხდის ჩვენი კლინიკის პიანისტს, რომელიც ამ რთული გზის გავლის დროს პოზიტიურად განაწყობდა პროცედურებამდე. ჩვენი პაციენტის, ნონას ისტორია კიდევ ერთი დასტურია, იმის, თუ რა შეუცვლელი ძალა აქვს მშობლიურ გარემოში მკურნალობას და სწორ ემოციურ მხარდაჭერას.

თქვენი კლინიკა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა, მიმდინარე კამპანიაც ამას მოწმობს - რატომ ონკოლოგიაზე განსაკუთრებული აქცენტი?

ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის მაჩვენებლებით მსოფლიოში რიგით მეორეა გულსისხლძარღვთა დაავადების შემდეგ. გაცილებით მეტი სტერეოტიპი, ცრუ ინფორმაცია და არასწორი დამოკიდებულებაა სწორედ ონკოლოგიური დაავადებების მიმართ.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პოზიტიურად ცვლის მოსახლეობის დამოკიდებულებას, ქცევას. განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს მნიშვნელოვანი როლი აკისრია სწორ კომუნიკაციაში. ჩვენი კამპანიებით ვცდილობთ დავამსხვრიოთ არაერთი მითი - მოსახლეობის ნაწილს აქვთ დიაგნოზის მოსმენის შიში, დაავადებულ პაციენტებს კი ხშირად ჰგონიათ, რომ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია „ანგრევს“. ჩვენს კლინიკაში თითოეულ პაციენტს განიხილავენ ინდივიდუალურად, საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით, სწორად და ინდივიდუალურად დაგეგმილი მკურნალობა გართულებებს და გვერდით მოვლენებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ჩვენი თითოეული კამპანიით გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ ყველაზე მთავარი რამ - როდესაც ხარ ინფორმირებული, ხარ ძლიერი!

ვიდეო რგოლის მთავარი გმირი ქუთაისიდან არის, ალბათ სხვადასხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდანაც ბევრი პაციენტი გყავთ, რა არის ის მთავარი მიზეზი რის გამოც ნდობას გიცხადებენ?

ჩვენთან პაციენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდიან და არამარტო ქვეყნის, ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა თანასწორი ვართ. ვფიქრობ, რომ ნდობა განპირობებულია მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომით, გამოცდილებით, სამედიცინო პერსონალის მუდმივი განათლებით.

საჯაროდ ათეულობით პაციენტის ისტორია გვაქვს გადმოცემული, ეს რიცხვი რეალურად, გაცილებით მეტია - ათეულობით ათასი პაციენტი თავად არიან ცოცხალი მაგალითები, რომ კიბო განაჩენი არ არის, რომ დროული დიაგნოსტიკა პრინციპულად მნიშვნელოვანს ხდის მკურნალობის ეფექტურად წარმართვას.

განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით ნდობას, რომელიც 30 წლიანი გამოცდილებით, პროფესიონალი ექიმებით, ჩვენი სოციალური კამპანიებით და პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით მოვიპოვეთ.

ვიდეო რგოლის გარდა, სხვა რა საკომუნიკაციო გეგმები გაქვთ კამპანიის ფარგლებში?

კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ჩვენს მკითხველს უკვე შესაძლებლობა აქვს კამპანიის მთავარ ვიდეოს გაეცნოს, რომელსაც მოჰყვება ფოტოსესია პაციენტებისა და იმ ახლობელი ადამიანების, ვინც გასაკუთრებული როლი ითამაშეს მათი გამოჯანმრთელების რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან გზაზე.

იქნება მორიგი ვიდეო რგოლი, სადაც კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ რამხელა როლი აქვს სწორ ემოციურ მხარდაჭერას. კამპანიას სრული მხარდაჭერა ექნება სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიასა და სატელევიზიო გადაცემებში.

NS

CIU-ს მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021 წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება

ევროკავშირის მხარდაჭერით BTU-ში ახალი ტექლაბი “ინდუსტრია 4.0” გაიხსნა

"ან ვაქცინაციის გზა ავირჩიოთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ და მოგვიწევს "ლოკდაუნების“ შემოღება" - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს