სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თებერვლის თვის ხელფასს ველოდებით დღემდე" - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 22-ის ოპერატორების ნაწილი გაიფიცა
"თებერვლის თვის ხელფასს ველოდებით დღემდე" - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 22-ის ოპერატორების ნაწილი გაიფიცა

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხე­ლი ხა­ზის 15 22- ის თა­ნამ­შრომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ბერ­ვლის თვის სა­ხელ­ფა­სო ანა­ზღა­უ­რე­ბა ჯერ კი­დევ არ მი­უ­ღი­ათ, რის გა­მოც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ი­ფი­ცა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცხე­ლი ხა­ზის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი უყ­ვე­ბა, ხელ­ფა­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზად ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რის შემ­დე­გაც და­პი­რე­ბა მი­ი­ღეს, რომ დღეს 18:00 სა­ა­თამ­დე ხელ­ფა­სი და­ი­რი­ცხე­ბო­და, თუმ­ცა ამ დრომ­დე კუთ­ვნი­ლი შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ცხელ ხაზ­ზე მუ­შა­ო­ბას რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი აგ­რძე­ლებს, თუმ­ცა ოპე­რა­ტო­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი პრო­ტეს­ტის რე­ჟიმ­შია.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 15 22 არის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი ცხე­ლი ხაზი კერ­ძოდ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცხე­ლი ხაზი ვართ - ანუ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მის ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ჩვენ, ასე­ვე გვყავს ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ, მაგ­რამ უფრო მე­ტად ხაზს ვუს­ვამ, რომ ვართ ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის ცხე­ლი ხაზი. დღე­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ზარი შე­მო­დის ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის, არი­ან ასა­კო­ვა­ნი ექი­მე­ბი, ვინც ვერ კონ­ტაქ­ტო­ბენ კარ­გად “ბუ­კინ­გის” სა­იტ­ზე და ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ ხოლ­მე. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, თე­ბერ­ვლის თვის ხელ­ფასს ვე­ლო­დე­ბით დღემ­დე. ეს პე­რი­ო­დი გა­ი­წე­ლა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზით - ვი­თომ იმით, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში იყო რა­ღაც დარ­ღვე­ვა და ამის გამო ვერ რი­ცხავ­დნენ, ვი­თომ იმით, რომ სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კოდი იყო დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი და ა.შ. მოკ­ლედ, იყო მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი.

ვა­პი­რებ­დით, რომ პა­რას­კევს ჩვე­ნი წა­მოს­ვლით გაგ­ვეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ისევ უფ­რო­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დგომ, მათი მხრი­დან წა­მო­ვი­და ის პი­რო­ბა, რომ სამ­შა­ბათს ბოლო დღე მოგ­ვე­ცი­თო და აუ­ცი­ლებ­ლად და­გი­რი­ცხავთ თე­ბერ­ვლის ხელ­ფას­სო და დღეს უკვე სამ­შა­ბათს ისევ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, 6:00 სა­ა­თამ­დე, პა­ტი­ოს­ნად მი­ვიყ­ვა­ნეთ სა­მუ­შაო სა­ა­თამ­დე საქ­მე იმი­ტომ, რომ ვე­ლო­დე­ბო­დით რომ და­ი­რი­ცხე­ბო­და, მაგ­რამ არ და­ი­რი­ცხა. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ვი­შა­ლეთ და წა­მო­ვე­დით.

ახლა 15 22-ზე, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცხელ ხაზ­ზე რომ დარ­ე­კოთ, არა­ვინ არ გი­პა­სუ­ხებთ იმი­ტომ, რომ არა­ვინ არ ვართ, შე­სა­ბა­მი­სად ერთ-ერთი მომ­ხმა­რებ­ლის პოს­ტიც ვნა­ხე, რომ უკვე გა­მო­უწ­ვე­ვია პრო­ტეს­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და უთ­ქვამთ, რომ 15 05-ზე ვრე­კავთ, რად­გან 15 22-ზე არ გვპა­სუ­ხობს და 15 05-დან ისევ 15 22-ზე გვა­მი­სა­მარ­თე­ბე­ნო და მოკ­ლედ, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნია ეს გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა და ვე­ღარ ვეხ­მა­რე­ბით ხალ­ხს. ძა­ლი­ან ცუდი და სა­წყე­ნია, რო­დე­საც ერთ-ერთი მთა­ვა­რი დამ­ხმა­რე რგო­ლი ჩვენ ვართ ამ ეტაპ­ზე, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო და სა­ხელ­მწი­ფო ასე გვი­ფა­სებს ჩვენს შრო­მას. უფ­რო­სის­გან პა­სუ­ხი იყო, რომ შე­გიძ­ლი­ათ წახ­ვი­დე­თო - ანუ ასე, რომ ვთქვათ ჩვე­ნი მხა­რე და­ი­ჭი­რა, მაგ­რამ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან სა­ერ­თოდ არ გვაქვს პა­სუ­ხი", - აცხა­დებს ერთ-ერთი და­საქ­მე­ბუ­ლი.

ექიმი
0

ვინც ოქტომბერს ელოდება...............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თებერვლის თვის ხელფასს ველოდებით დღემდე" - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 22-ის ოპერატორების ნაწილი გაიფიცა

"თებერვლის თვის ხელფასს ველოდებით დღემდე" - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 22-ის ოპერატორების ნაწილი გაიფიცა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის 15 22- ის თანამშრომლის ინფორმაციით, თებერვლის თვის სახელფასო ანაზღაურება ჯერ კიდევ არ მიუღიათ, რის გამოც თანამშრომლების დიდი ნაწილი გაიფიცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხელი ხაზის ერთ-ერთი თანამშრომელი უყვება, ხელფასის დაგვიანების მიზეზად ხელმძღვანელობამ ტექნიკური მიზეზები დაასახელა, რის შემდეგაც დაპირება მიიღეს, რომ დღეს 18:00 საათამდე ხელფასი დაირიცხებოდა, თუმცა ამ დრომდე კუთვნილი შრომითი ანაზღაურება არ მიუღიათ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ცხელ ხაზზე მუშაობას რამდენიმე თანამშრომელი აგრძელებს, თუმცა ოპერატორების დიდი ნაწილი პროტესტის რეჟიმშია.

"მოგეხსენებათ, რომ 15 22 არის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ცხელი ხაზი კერძოდ, ვაქცინაციის ცხელი ხაზი ვართ - ანუ ვაქცინასთან დაკავშირებით შესაბამის ტექნიკურ დახმარებას უზრუნველვყოფთ ჩვენ, ასევე გვყავს ექიმები, რომლებიც პირველად დახმარებას უწევენ, მაგრამ უფრო მეტად ხაზს ვუსვამ, რომ ვართ ტექნიკური დახმარების ცხელი ხაზი. დღეში ძალიან ბევრი ზარი შემოდის ტექნიკური მხარდაჭერისთვის, არიან ასაკოვანი ექიმები, ვინც ვერ კონტაქტობენ კარგად “ბუკინგის” საიტზე და ჩვენი დახმარება სჭირდებათ ხოლმე. ამის პარალელურად, თებერვლის თვის ხელფასს ველოდებით დღემდე. ეს პერიოდი გაიწელა მრავალი მიზეზით - ვითომ იმით, რომ ხელშეკრულებებში იყო რაღაც დარღვევა და ამის გამო ვერ რიცხავდნენ, ვითომ იმით, რომ საიდენტიფიკაციო კოდი იყო დაგვიანებული და ა.შ. მოკლედ, იყო მრავალი მიზეზი.

ვაპირებდით, რომ პარასკევს ჩვენი წამოსვლით გაგვეპროტესტებინა ეს ამბავი, მაგრამ ისევ უფროსობასთან შეხვედრის შემდგომ, მათი მხრიდან წამოვიდა ის პირობა, რომ სამშაბათს ბოლო დღე მოგვეცითო და აუცილებლად დაგირიცხავთ თებერვლის ხელფასსო და დღეს უკვე სამშაბათს ისევ ჩვეულებრივად, 6:00 საათამდე, პატიოსნად მივიყვანეთ სამუშაო საათამდე საქმე იმიტომ, რომ ველოდებოდით რომ დაირიცხებოდა, მაგრამ არ დაირიცხა. პროტესტის ნიშნად დავიშალეთ და წამოვედით.

ახლა 15 22-ზე, ვაქცინაციის ცხელ ხაზზე რომ დარეკოთ, არავინ არ გიპასუხებთ იმიტომ, რომ არავინ არ ვართ, შესაბამისად ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტიც ვნახე, რომ უკვე გამოუწვევია პროტესტი საზოგადოებაში და უთქვამთ, რომ 15 05-ზე ვრეკავთ, რადგან 15 22-ზე არ გვპასუხობს და 15 05-დან ისევ 15 22-ზე გვამისამართებენო და მოკლედ, გაფუჭებული ტელეფონია ეს გადამისამართება და ვეღარ ვეხმარებით ხალხს. ძალიან ცუდი და საწყენია, როდესაც ერთ-ერთი მთავარი დამხმარე რგოლი ჩვენ ვართ ამ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც ვაქცინაცია დაიწყო და სახელმწიფო ასე გვიფასებს ჩვენს შრომას. უფროსისგან პასუხი იყო, რომ შეგიძლიათ წახვიდეთო - ანუ ასე, რომ ვთქვათ ჩვენი მხარე დაიჭირა, მაგრამ ხელმძღვანელობისგან საერთოდ არ გვაქვს პასუხი", - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.

საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი კვლევა ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

კორონავირუსის PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტი 200 ლარად - დაკავებულია ერთი ადამიანი

350 ვაკანსია  97 436 მსურველზე - როგორ მიმდინარეობს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პროგრამა?