პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეალურად, გვერდს მართავდა ჩემი ძმა..." - რას წერს გაბრიელ წულაია "ოცნებასთან" ასოცირებულ "ფეიჯზე", რომელმაც სახელი შეიცვალა?
"რეალურად, გვერდს მართავდა ჩემი ძმა..." - რას წერს გაბრიელ წულაია "ოცნებასთან" ასოცირებულ "ფეიჯზე", რომელმაც სახელი შეიცვალა?

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გაბ­რი­ელ წუ­ლა­ია მას­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

რო­გორც ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა, რომ გვერდს, სა­ხელ­წო­დე­ბით "Bidzina ivanishvili&media" თა­ვად მარ­თავ­და.

"მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დო რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია:

1. ტყუ­ი­ლია თით­ქოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი გა­ხა­რი­ას მხარ­დამ­ჭერ გვერ­დად გა­და­კეთ­და.აღ­ნიშ­ნუ­ლი გვერ­დი, რო­მე­ლიც არ იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი, არა­მედ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მხარ­დამ­ჭერ­თა გვერ­დი იყო, მე და ჩემ­მა ძმამ, ირაკ­ლი წუ­ლა­ი­ამ ჯერ კი­დევ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის და­ფუძ­ნე­ბამ­დე, 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში შევ­ქმე­ნით.

2. ასე­ვე, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა, თით­ქოს ჩემი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბი­სას ვმარ­თავ­დი აღ­ნიშ­ნულ გვერდს. რე­ა­ლუ­რად - მხარ­დამ­ჭერ გვერდს მარ­თავ­და ჩემი ძმა

3. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბი­სა, მომ­ხდა­რი­ყო გვერ­დის "და­რე­პორ­ტე­ბა", გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მხარ­დამ­ჭერ­თა გვერ­დი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სოცქსე­ლის ყვე­ლა სტან­დარ­ტი­სა და წე­სის დაც­ვით, ფე­ის­ბუ­ქის მხრი­დან მისი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა არა­სო­დეს შე­ფერ­ხე­ბუ­ლა (სოცქსე­ლის მცოდ­ნე ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდე­ბა ამის მნიშ­ვნე­ლო­ბას).

4. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის­თა­ნა­ვე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დავ­ტო­ვე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სტრატ­კო­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის პო­ზი­ცია. ამი­ტომ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გი­ტი­მუ­რად და ღიად, სწო­რედ ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ ძმას­თან ერ­თად, გა­ვაგ­რძე­ლებ აღ­ნიშ­ნუ­ლი გვერ­დის მარ­თვას" - წერს წუ­ლა­ია.

ცნო­ბის­თვის, თე­ბერ­ვალ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან წა­სუ­ლი გი­ორ­გი გა­ხა­რია გუ­შინ ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.

არ­სე­ბობს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ მან შე­საძ­ლოა მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სცა­დოს. ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­ხა­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტიც იყოს. ამის თა­ო­ბა­ზე მით­ქმა-მოთ­ქმა მას მერე გა­აქ­ტი­ურ­და, რაც გა­ხა­რი­ას კო­მენ­ტა­რი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ­მა "ფე­ის­ბუქგ­ვერდმა", სა­ხე­ლად: Bidzina Ivanishvili & Media გა­ა­ზი­ა­რა.

მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნულ გვერ­დზე გა­ხა­რი­ას კო­მენ­ტა­რი გა­ზი­არ­და, ფე­ის­ბუქ-გვერ­დი არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა გა­ა­ქი­ლი­კა. დღეს კი "ფე­ი­ჯ­მა" სა­ხე­ლი გა­და­ირ­ქვა.

გვერდთან და­კავ­ში­რე­ბით დღეს ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა".

მათი ცნო­ბით, ფე­ის­ბუქ გვერ­დი 2011 წლის 9 ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის”, მისი წევ­რე­ბი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

"ფე­ის­ბუქ-გვერ­დი „Bidzina Ivanishvili & Media” 2011 წელს გაბ­რი­ელ წუ­ლა­ი­ას მიერ არის შექ­მნი­ლი. CrowdTangle-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, Შექ­მნის დღი­დან გვერდმა სულ 5,631 პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ჯამ­ში 2,041,736 ინ­ტე­რაქ­ცია (კო­მენ­ტა­რი, რე­აქ­ცია, გა­ზი­ა­რე­ბა) ჰქონ­და" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

nina
6

რავა სულ თავის მართლების რეჟიმში გაყენებთ ეს ოხერი ნაცები? სულ ასე შიშით უნდა კანკალებდეთ და ბოდიშებს იხდიდეთ? გვერდები მაგათ რომ აქვთ ტროლებიან-ბოტებიანი ისეთი უნდა, მაგრამ ვინმემ რამე ამოუქექეთ? ამიტომაც არ მოსწონხართ ხალხს, როდემდე უნდა გათრიოთ პრინციპით: "ოღონდ ეგ დემაგოგ-ტირანები არ მოვიდნენ და ხმას თქვენ გაძლევთო?"

ავტორი:

"რეალურად, გვერდს მართავდა ჩემი ძმა..." - რას წერს გაბრიელ წულაია "ოცნებასთან" ასოცირებულ "ფეიჯზე", რომელმაც სახელი შეიცვალა?

"რეალურად, გვერდს მართავდა ჩემი ძმა..." - რას წერს გაბრიელ წულაია "ოცნებასთან" ასოცირებულ "ფეიჯზე", რომელმაც სახელი შეიცვალა?

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გაბრიელ წულაია მასზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც ის "ფეისბუქზე" წერს, დეზინფორმაციაა, რომ გვერდს, სახელწოდებით "Bidzina ivanishvili&media" თავად მართავდა.

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო რეალური ინფორმაცია:

1. ტყუილია თითქოს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი გახარიას მხარდამჭერ გვერდად გადაკეთდა.აღნიშნული გვერდი, რომელიც არ იყო ოფიციალური, არამედ, ჩვეულებრივი მხარდამჭერთა გვერდი იყო, მე და ჩემმა ძმამ, ირაკლი წულაიამ ჯერ კიდევ ქართული ოცნების დაფუძნებამდე, 2011 წლის ოქტომბერში შევქმენით.

2. ასევე, დეზინფორმაციაა, თითქოს ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობისას ვმართავდი აღნიშნულ გვერდს. რეალურად - მხარდამჭერ გვერდს მართავდა ჩემი ძმა

3. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პირების არაერთი მცდელობისა, მომხდარიყო გვერდის "დარეპორტება", გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მხარდამჭერთა გვერდი ფუნქციონირებს სოცქსელის ყველა სტანდარტისა და წესის დაცვით, ფეისბუქის მხრიდან მისი ფუნქციონირება არასოდეს შეფერხებულა (სოცქსელის მცოდნე ნებისმიერი ადამიანი მიხვდება ამის მნიშვნელობას).

4. გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომისთანავე მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. ამიტომ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად და ღიად, სწორედ ჩემი შეხედულებების შესაბამისად, ჩემ ძმასთან ერთად, გავაგრძელებ აღნიშნული გვერდის მართვას" - წერს წულაია.

ცნობისთვის, თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასული გიორგი გახარია გუშინ ტელეკამერების წინ პირველად გამოჩნდა და ჟურნალისტებთან პოლიტიკაში დაბრუნების შესახებაც ისაუბრა.

არსებობს იმის მოლოდინი, რომ მან შესაძლოა მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება სცადოს. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებით, არ არის გამორიცხული, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტიც იყოს. ამის თაობაზე მითქმა-მოთქმა მას მერე გააქტიურდა, რაც გახარიას კომენტარი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა "ფეისბუქგვერდმა", სახელად: Bidzina Ivanishvili & Media გააზიარა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ გვერდზე გახარიას კომენტარი გაზიარდა, ფეისბუქ-გვერდი არაერთმა ადამიანმა გააქილიკა. დღეს კი "ფეიჯმა" სახელი გადაირქვა.

გვერდთან დაკავშირებით დღეს ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება".

მათი ცნობით, ფეისბუქ გვერდი 2011 წლის 9 ოქტომბრიდან მოყოლებული ემსახურებოდა პარტია “ქართული ოცნების”, მისი წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის პოპულარიზაციას.

"ფეისბუქ-გვერდი „Bidzina Ivanishvili & Media” 2011 წელს გაბრიელ წულაიას მიერ არის შექმნილი. CrowdTangle-ის მონაცემებით, Შექმნის დღიდან გვერდმა სულ 5,631 პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ჯამში 2,041,736 ინტერაქცია (კომენტარი, რეაქცია, გაზიარება) ჰქონდა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

სოფო ნიჟარაძე საბავშვო ეტლით - მომღერლის პირველი ფოტო შვილთან ერთად

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?

"სხვათაშორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც "ტრადიციული" მეთოდით არის დამზადებული" - გოცირიძე "სინოფარმზე" კრიტიკას ეხმაურება