სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა
"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა

20 წლის ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს შე­უ­ერ­თდა და გუნდთან ერ­თად პირ­ვე­ლი ვარ­ჯი­შიც ჩა­ა­ტა­რა. გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეს 2020-2021 წლე­ბის სე­ზო­ნი ნამ­დვი­ლად კარ­გი გა­მო­უ­ვი­და. თავ­დამ­სხმელ­მა 18 გოლი გა­ი­ტა­ნა, ფრან­გულ "მეტც­თან" კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ხან­გრძლი­ვა, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­დან მიწ­ვე­ვაც მი­უ­ვი­და.

მი­ქა­უ­ტა­ძე ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თან ერ­თად მარ­ტში 3 შეხ­ვედ­რას, შვე­დე­თის (25 მარტს), ეს­პა­ნე­თი­სა (28 მარტს) და სა­ბერ­ძნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ (31 მარტს) გა­მარ­თავს.

seraing-ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა გვერდმა გი­ორ­გის­თან ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­სა და მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი გუნ­დის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

- რა გრძნო­ბა გქონ­დათ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას?

- მე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნელს, ვილი სა­ნი­ოლს ვე­სა­უბ­რე, რო­მელ­მაც მე ამირ­ჩია და მი­თხრა, რომ ჩემი თა­მა­ში მოს­წონ­და. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ­ჩე­ვის დროს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ არ ვყო­ფილ­ვარ, უფრო ამა­ყი ვი­ყა­ვი. ჩემი მშობ­ლე­ბი პა­რიზ­ში ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა მე ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­შიც მყავს.

- არ იყო რთუ­ლი საფ­რან­გეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში, რე­ა­ლის­ტე­ბი უნდა ვი­ყოთ და გა­ვი­აზ­როთ დღე­ვან­დე­ლი საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის შე­ტე­ვის ხაზი. ამას­თან ერ­თად, მე ვილი სა­ნი­ო­ლის ფეხ­ბურ­თი­სად­მი მიდ­გო­მა ძა­ლი­ან მომ­წონს. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2011 წლის შემ­დეგ აღარ ვყო­ფილ­ვარ, ჩემ­თვის კი ეს ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. გა­ე­ცა­ნით ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვერ­სი­ას

"არ­ჩე­ვა­ნი საფ­რან­გეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის? სა­ქარ­თვე­ლო­დან უფრო მალე მომ­მარ­თეს. დიდ­ხანს არ მი­ფიქ­რია. შემ­დეგ ვილი სა­ნი­ოლ­მა და­მი­რე­კა და ვი­ლა­პარ­კეთ. მი­თხრა, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მაკ­ვირ­დე­ბა და ჩემი თა­მა­ში მოს­წონს. კერ­ძოდ: მო­ბი­ლუ­რო­ბა, უნი­ვერ­სა­ლო­ბა და გო­ლე­ბის გა­ტა­ნა. ამან გა­მა­ხა­რა. მთე­ლი ოჯა­ხი ჩე­მით ამა­ყობს. ახლა შე­სარ­ჩევ ციკლში ბო­ლომ­დე უნდა და­ვი­ხარ­ჯო.

ჩემი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბის დაც­ვა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი. შვე­დეთ­თან, ეს­პა­ნეთ­თან და სა­ბერ­ძნეთ­თან რთუ­ლი მატ­ჩე­ბი გვე­ლის" - აღ­ნიშ­ნა მი­ქა­უ­ტა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წარმატებები
1

ადრე გეთქვა, შეკაცო, რაღას გვანერვიულე მთელი წელიწადი?!...

ss
16

RA SURAtIA SXVA FOTO VER NAXET

ავტორი:

"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა

"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა

20 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. გიორგი მიქაუტაძეს 2020-2021 წლების სეზონი ნამდვილად კარგი გამოუვიდა. თავდამსხმელმა 18 გოლი გაიტანა, ფრანგულ "მეტცთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, ასევე, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ეროვნული ნაკრებიდან მიწვევაც მიუვიდა.

მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მარტში 3 შეხვედრას, შვედეთის (25 მარტს), ესპანეთისა (28 მარტს) და საბერძნეთის წინააღმდეგ (31 მარტს) გამართავს.

seraing-ის ოფიციალურმა გვერდმა გიორგისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და მისი ამჟამინდელი გუნდის შესახებ საუბრობს:

- რა გრძნობა გქონდათ არჩევანის გაკეთებისას?

- მე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს ვესაუბრე, რომელმაც მე ამირჩია და მითხრა, რომ ჩემი თამაში მოსწონდა. სიმართლე რომ გითხრათ, არჩევის დროს გაკვირვებული საერთოდ არ ვყოფილვარ, უფრო ამაყი ვიყავი. ჩემი მშობლები პარიზში ცხოვრობენ, თუმცა მე ოჯახი საქართველოშიც მყავს.

- არ იყო რთული საფრანგეთსა და საქართველოს შორის არჩევანის გაკეთება?

- პირველ რიგში, რეალისტები უნდა ვიყოთ და გავიაზროთ დღევანდელი საფრანგეთის ნაკრების შეტევის ხაზი. ამასთან ერთად, მე ვილი სანიოლის ფეხბურთისადმი მიდგომა ძალიან მომწონს. საქართველოში 2011 წლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, ჩემთვის კი ეს ქვეყანა ძალიან ბევრს ნიშნავს. გაეცანით ინტერვიუს სრულ ვერსიას

"არჩევანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის? საქართველოდან უფრო მალე მომმართეს. დიდხანს არ მიფიქრია. შემდეგ ვილი სანიოლმა დამირეკა და ვილაპარკეთ. მითხრა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაკვირდება და ჩემი თამაში მოსწონს. კერძოდ: მობილურობა, უნივერსალობა და გოლების გატანა. ამან გამახარა. მთელი ოჯახი ჩემით ამაყობს. ახლა შესარჩევ ციკლში ბოლომდე უნდა დავიხარჯო.

ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან რთული მატჩები გველის" - აღნიშნა მიქაუტაძემ.

რუსეთის თასზე, მატჩის შემდეგ, გია გრიგალავა ცსკა-ს მწვრთნელებს თავს დაესხა და თავის გახვრეტით დაემუქრა - ქართველი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვა

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი, ნაკლებად ცნობილი 5 ფოტო

"ამერიკელი ვარსკვლავი შეროლ პორტერი პირველად სინჯავს ქართულ ხინკალს" - ნახეთ როგორი რეაქცია აქვს მას დაგემოვნებისას