მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აცხადებს, კავსაძე რეანიმაციულ განყოფილებაშია.
"სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს და ისევ რეანიმაციაშია, კოვიდისგან გამოჯანმრთელდა, გაეწერა, მაგრამ კოვიდმა თავისი ძველი დაავადებები გაააქტიურა, გაამწვავა და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა“, - აცხადებს ტურძელაძე.
ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ეს მიდის და ჩვენ ვრჩებით ? ? ? ! ! !
მაგარი კაცია კახი, ძალიან მაგარი! ღმერთმა უშველოს. ხუთი თვე ჩვენ ექიმების ხელში, კიდო რომ ცოცხალი იქნები, თან ამ ხნის კაცი...მაი პატარა საქმე კი არაა სიმონ! გინესის წიგნში უნდა შეიტანო. გინესის!