სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ "აჯობეს" ქართველებმა ვიკინგს..." - რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები დანიელსონის ვიზიტსა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე?
"როგორ "აჯობეს" ქართველებმა ვიკინგს..." - რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები დანიელსონის ვიზიტსა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში ევ­რო­საბ­ჭოს ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა. "რა იქ­ნე­ბა ხვალ?" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე. ზო­გი­ერ­თი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა ცდი­ლობს, პრობ­ლე­მა "სხვა კუ­თხით" წარ­მო­ა­ჩი­ნოს. კონ­კრე­ტუ­ლად, ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლი­სა და დიპ­ლო­მა­ტის და­ბალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა­ზე ირო­ნი­ით მი­ა­ნიშ­ნე­ბენ...

"რო­გორ "აჯო­ბეს" ქარ­თვე­ლებ­მა ვი­კინგს" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ekhokavkaza.com-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ევ­რო­საბ­ჭოს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფაქტს, რომ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან "ხელ­ცა­რი­ე­ლი" წა­ვი­და.

"დაბ­რუ­ნე­ბას არა, მაგ­რამ საქ­მის დე­ტა­ლე­ბის ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლამ­დე მი­ტა­ნას დაჰ­პირ­და, რო­მელ­მაც ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან - ოპო­ზი­ცი­ა­სა და მმარ­თველ გუნდს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში მე­დი­ა­ტო­რის როლი ითა­მა­შა...

ორი ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ - ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ფი­ნა­ლუ­რი სუ­რა­თი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი უშე­დე­გო შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვე­თა. პარ­ლა­მენ­ტი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ჩი­ხი­დან გა­მო­სა­ვალ­ზე პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­თან უნდა შე­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, ვრო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩა.

შვედ დიპ­ლო­მატს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არც და­უ­მა­ლავს, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა იმით, რომ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­დათ... დიპ­ლო­მატ­მა თა­ვი­სი პო­ზი­ცია მკა­ფი­ოდ და­ა­ფიქ­სი­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­საბ­ჭო მზად არის, თბი­ლისს და­ეხ­მა­როს, თუმ­ცა ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა პრობ­ლე­მე­ბი თა­ვად უნდა მო­აგ­ვა­რონ" - წერს გა­მო­ცე­მა.

eadaily.com-ის ცნო­ბით, უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გრძელ­დე­ბა. სტა­ტი­ის სა­თა­უ­რით, "იძუ­ლე­ბი­თი კომ­პრო­მი­სე­ბი - ვის აძ­ლევს ხელს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში", ავ­ტო­რი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რე­ე­ბის გა­ჯი­უ­ტე­ბის ახ­სნას ცდი­ლობს.

"არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­ვარ­ძლებ­ში ჩას­მა ვერა და ვერ მო­ხერ­ხდა. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას დახ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა ხან­გრძლი­ვი შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ არ­სე­ბულ კო­ვიდ-პან­დე­მი­ის ვი­თა­რე­ბა­სა და რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა, მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მებ­ზე უნდა გა­ა­კე­თონ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა" - წერს გა­მო­ცე­მა.

interfax.ru-ს ცნო­ბით, მცდე­ლო­ბა, კრი­ზი­სი "ევ­რო­პუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ით" მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო. ჩა­ვარ­და.

"ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მე­დი­ტა­ცი­ით გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა, უშე­დე­გოდ დას­რულ­და..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ჩაშ­ლი­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დიდი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გახ­და რუ­სულ ინ­ტერ­ნერტსივ­რცე­ებ­შიც.

"რა იცი­ან ევ­რო­პელ­მა დიპ­ლო­მა­ტებ­მა, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა გა­ემ­წვა­ვე­ბი­ნათ რო­მე­ლი­მე მე­ზო­ბელ­თან, სუ­ლაც შიდა კონ­ფლიქ­ტი გა­ნე­ახ­ლე­ბი­ნათ და შემ­დეგ ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ. ისე, რო­გორც სომ­ხეთ­ში გა­ა­კე­თა პუ­ტინ­მა, ლავ­რო­ვის დიპ­ლო­მა­ტი­ის მა­ღა­ლი კლა­სი, ტან­კე­ბით და კა­ლა­ში­ნი­კო­ვე­ბით, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რია. მთელ რე­გი­ონ­ში უნდა და­ი­ნერ­გოს, რა­ტომ­ღაც ვერ ის­წავ­ლეს ქარ­თვე­ლებ­მა..." - წერს ოლია კრი­ლო­ვა.

"ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ამა­ყი და ჯი­უ­ტი ხალ­ხია. ეს ალ­ბათ და­ნი­ელ­სონ­მა არ იცო­და და კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით დიპ­ლო­მა­ტია აწარ­მოა. ჩვენ კარ­გად ვფლობთ პა­ტა­რა ერებ­ზე ზე­წო­ლის ხე­ლოვ­ნე­ბას, ამის მა­გა­ლი­თია ყვე­ლა პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი კი არა, ყვე­ლა გზით ვცდი­ლობთ, რუ­სულ­მა რბილ­მა ძა­ლამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი და­დოს" - მი­აჩ­ნია სერგ მოსკვიჩს.

"ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებს აღი­ზი­ა­ნებთ, რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბი, რომ ჯერ შორს არი­ან დე­მოკ­რა­ტი­ის­გან. თუმ­ცა, თა­ვი­ან­თი ქცე­ვი­თა და ცხოვ­რე­ბის წე­სით, ყო­ველ­დღე ადას­ტუ­რე­ბენ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა, უფრო პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­მელ­საც სუს­ტი ეკო­ნო­მი­კა აქვს, ძა­ლი­ან რთუ­ლია" - წერს ნი­კოლ კლი­ცი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
8

კარგად წაიკითხეთ რუსების კომენტარები სტატიაშიც და ასევე გაეცანით მათ ვიდეოებს და კომენტარებს ინტერნეტში, რუსეთუმეებო. ამ ერისთვის ჩვენ ყოველთვის მდაბალ და იმპერიის მსახურ ერად აღვიქმებით, არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს! იუთიბში ჩაწერეთ деметре картвели და მის ვიდეო-რგოლებს უყურეთ.

დემეტრე
0

რუსეთი ოკუპანტია,ყველა რუსეთუმე კი ოკუპაციის თანამონაწილე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"როგორ "აჯობეს" ქართველებმა ვიკინგს..." - რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები დანიელსონის ვიზიტსა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე?

"როგორ "აჯობეს" ქართველებმა ვიკინგს..." - რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები დანიელსონის ვიზიტსა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე?

საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ევროსაბჭოს ძალისხმევის შედეგად, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. "რა იქნება ხვალ?" - წერს რუსული მედია საქართველოში განვითარებულ პროცესებზე. ზოგიერთი რუსული გამოცემა ცდილობს, პრობლემა "სხვა კუთხით" წარმოაჩინოს. კონკრეტულად, ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლისა და დიპლომატის დაბალკვალიფიციურობაზე ირონიით მიანიშნებენ...

"როგორ "აჯობეს" ქართველებმა ვიკინგს" - ასე ეხმაურება ekhokavkaza.com-ის ჟურნალისტი ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენელი ფაქტს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოდან "ხელცარიელი" წავიდა.

"დაბრუნებას არა, მაგრამ საქმის დეტალების ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელამდე მიტანას დაჰპირდა, რომელმაც ქართველ პოლიტიკოსებთან - ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების პროცესში მედიატორის როლი ითამაშა...

ორი ყველას წინააღმდეგ - ასე გამოიყურებოდა ფინალური სურათი, რომელიც რამდენიმედღიანი უშედეგო შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა. პარლამენტისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში შექმნილი ჩიხიდან გამოსავალზე პოლიტიკურ ოპონენტებთან უნდა შეთანხმებულიყვნენ, თუმცა რამდენიმე ათეულსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ვროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი იმედგაცრუებული დარჩა.

შვედ დიპლომატს, ფაქტობრივად, არც დაუმალავს, რომ გაოცებული დარჩა იმით, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთის მოსმენის სურვილი არ ჰქონდათ... დიპლომატმა თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ევროსაბჭო მზად არის, თბილისს დაეხმაროს, თუმცა ქართველმა პოლიტიკოსებმა პრობლემები თავად უნდა მოაგვარონ" - წერს გამოცემა.

eadaily.com-ის ცნობით, უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. სტატიის სათაურით, "იძულებითი კომპრომისები - ვის აძლევს ხელს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში", ავტორი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და პოლიტიკური მხარეების გაჯიუტების ახსნას ცდილობს.

"არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების დეპუტატების სავარძლებში ჩასმა ვერა და ვერ მოხერხდა. მართალია, საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი იმყოფებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დახმარებოდა, თუმცა ხანგრძლივი შეხვედრების შემდეგ, სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ არსებულ კოვიდ-პანდემიის ვითარებასა და რეგიონში შექმნილი გამოწვევების ფონზე, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, მნიშვნელოვან პრობლემებზე უნდა გააკეთონ კონცენტრირება" - წერს გამოცემა.

interfax.ru-ს ცნობით, მცდელობა, კრიზისი "ევროპული დიპლომატიით" მოგვარებულიყო. ჩავარდა.

"ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიტაციით გამართული შეხვედრა, უშედეგოდ დასრულდა..." - წერს გამოცემა.

ჩაშლილი მოლაპარაკებები დიდი ინტერესის საგანი გახდა რუსულ ინტერნერტსივრცეებშიც.

"რა იციან ევროპელმა დიპლომატებმა, უმჯობესი იქნებოდა სამხედრო დაპირისპირება გაემწვავებინათ რომელიმე მეზობელთან, სულაც შიდა კონფლიქტი განეახლებინათ და შემდეგ ჩარეულიყვნენ. ისე, როგორც სომხეთში გააკეთა პუტინმა, ლავროვის დიპლომატიის მაღალი კლასი, ტანკებით და კალაშინიკოვებით, ყველაზე ეფექტურია. მთელ რეგიონში უნდა დაინერგოს, რატომღაც ვერ ისწავლეს ქართველებმა..." - წერს ოლია კრილოვა.

"ცნობილია, რომ ქართველები ამაყი და ჯიუტი ხალხია. ეს ალბათ დანიელსონმა არ იცოდა და კლასიკური გაგებით დიპლომატია აწარმოა. ჩვენ კარგად ვფლობთ პატარა ერებზე ზეწოლის ხელოვნებას, ამის მაგალითია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა - დემოკრატიული პრინციპები კი არა, ყველა გზით ვცდილობთ, რუსულმა რბილმა ძალამ სასურველი შედეგი დადოს" - მიაჩნია სერგ მოსკვიჩს.

"ჩემს ქართველ მეგობრებს აღიზიანებთ, როდესაც ვეუბნები, რომ ჯერ შორს არიან დემოკრატიისგან. თუმცა, თავიანთი ქცევითა და ცხოვრების წესით, ყოველდღე ადასტურებენ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება, უფრო პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც სუსტი ეკონომიკა აქვს, ძალიან რთულია" - წერს ნიკოლ კლიცი.

"ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს" - თავდაცვის მინისტრი ოპონენტების ბრალდებებზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"