პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვის დაურეკავს გახარია - ივანიშვილს, ბრიუსელს, მოსკოვს თუ ვაშინგტონს...“ - როგორი იქნება ექსპრემიერის პოლიტიკური რეინკარნაცია?
"ვის დაურეკავს გახარია - ივანიშვილს, ბრიუსელს, მოსკოვს თუ ვაშინგტონს...“ - როგორი იქნება ექსპრემიერის პოლიტიკური რეინკარნაცია?

გა­მარ­თლდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ლო­დი­ნი და ეჭვი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პრე­მი­ე­რო­ბი­დან კა­რის გა­ჯა­ხუ­ნე­ბით წა­სუ­ლი გი­ორ­გი გა­ხა­რია შე­საძ­ლოა, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა ჭორი და­დი­ო­და, არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ. უფრო მე­ტიც, არც პო­ლი­ტი­კი­დან არ წა­ვალ. რე­ა­ლუ­რად, გეგ­მებს მივ­ყვე­ბით, ჩვენს დღის წეს­რიგს, რაც მოგ­ვცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად გა­გი­ზი­ა­როთ და მო­გიყ­ვეთ. მალე შევ­ხვდე­ბით. ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა", - გა­ნა­ცხა­და ახ­ლა­ხან ექ­სპრე­მი­ერ­მა. გაჩ­ნდა იმის მო­ლო­დი­ნიც, რომ შე­საძ­ლოა მან მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სცა­დოს. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­ხა­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტიც იყოს. ამის თა­ო­ბა­ზე მით­ქმა-მოთ­ქმა მას მერე გა­აქ­ტი­ურ­და, რაც გა­ხა­რი­ას კო­მენ­ტა­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ­მა "ფე­ის­ბუქგ­ვერდმა", სა­ხე­ლად: Bidzina Ivanishvili & Media გა­ა­ზი­ა­რა.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შან­სებ­ზე ambebi.ge-სთან პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი სა­უბ­რო­ბენ.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

"ძა­ლი­ან კარ­გი, თუ არ აპი­რებს გა­ხა­რია პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას, გა­მო­ცო­ცხლდე­ბა ჩვე­ნი ჩამ­ყა­ყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია და ამ ველ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ელე­მენ­ტი გაჩ­ნდე­ბა. მარ­თა­ლია, მას აქვს გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წონა, პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა, მაგ­რამ მის შან­სებ­ზე ნა­ად­რე­ვია ლა­პა­რა­კი, დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გზის გაკ­ვლე­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლია - გა­სა­გე­ბია, მას პირ­ველ ეტაპ­ზე მო­უ­წევს ორ­მხრი­ვი ცე­ცხლის გაძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ცოტა ხან­ში "ნა­ცე­ბი" იტყვი­ან, ის ბი­ძი­ნას პრო­ექ­ტია, "ქო­ცე­ბი" იტყვი­ან - მი­შას შე­ე­ეკ­რა და მისი პრო­ექ­ტი­აო. ვნა­ხოთ, რო­გორ გა­უძ­ლებს გა­ხა­რია ამ ყვე­ლა­ფერს. ისე, პერ­სპექ­ტი­ვა აქვს. პრაქ­ტი­კუ­ლად, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამას დრო გვაჩ­ვე­ნებს. შე­საძ­ლოა, ის მე­სა­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ცენ­ტრად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს კი­დეც“.

ასევე დაგაინტერესებთ
11:42 / 22-03-2021

"არსად წასვლას არ ვაპირებ... არც პოლიტიკიდან..." - გახარია გადადგომის შემდეგ ტელეკამერებთან პირველად გამოჩნდა

13:08 / 22-03-2021

რას წერს გიორგი გახარია "ფეისბუქში" მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს? - ყოფილი პრემიერის პოსტი

13:40 / 22-03-2021

"პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ - ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი" - ელისო ბოლქვაძე

18:53 / 22-03-2021

"არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, რომ ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა... დღეს პარლამენტში ვიყავი და ყველა გაკვირვებული იყო" - წულუკიანი გახარიაზე

19:56 / 22-03-2021

"პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გახარია "ოცნებას" ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს, მას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს" - პოლიტოლოგი

23:03 / 22-03-2021

რას წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე"? - "საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა"

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე:

"გა­ხა­რი­ას შე­მოს­ვლა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებს რომ გა­მო­იწ­ვევს, ეს ცხა­დია. სულ მცი­რე იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ქუ­ჩა­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე არ გა­მო­დის, ეს იმას ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხში პრო­ტეს­ტი არ არის. ვფიქ­რობ, რო­გორც მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­უ­რი ვე­ლის, ისე ოპო­ზი­ცი­უ­რი ამომ­რჩევ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ლა­გე­ბა და­ი­წყე­ბა.

ეს, უპირ­ვე­ლე­სად, "ოც­ნე­ბას“ გა­მო­აც­ლის იმ ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც მას "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ში­შით აძ­ლევ­და ხმას, ამომ­რჩევ­ლის იმ ნა­წილს, რო­მელ­საც "ოც­ნე­ბა“ სჭირ­დე­ბო­და, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რე­ვან­შის­გან დამ­ცა­ვი ფარი. ასეთ­მა ამომ­რჩე­ველ­მა, შე­იძ­ლე­ბა გა­ხა­რია გა­ნი­ხი­ლოს ახა­ლი ფა­რის როლ­ში. ვფიქ­რობ, რომ ერ­თის მხრივ, ეს არის გა­მოწ­ვე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ და დღეს იქ დარ­ჩე­ნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბის­თვის. მე­ო­რეს მხრივ, არა­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან მათი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა გარ­თულ­დე­ბა და მო­უ­წევთ ან ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან მი­კედ­ლე­ბა, ან თა­ვი­სი სივ­რცის ძა­ლი­ან მკვეთ­რად გა­მოკ­ვე­თა იმის­თვის, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი არა თუ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ, არა­მედ გა­ზარ­დონ.

პლუს ამას, თუ ჩავ­თვლით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ტენ­ცი­ურ ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც იქ არის არა იმი­ტომ, რომ მოს­წონს, არა­მედ იმი­ტომ, რომ დამ­ცა­ვი ფარი სჭირ­დე­ბა, ამ ამომ­რჩევ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დაჯ­გუ­ფე­ბა და­ი­წყე­ბა. გა­ხა­რია იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, თუ ვინ­მეს პრო­ექ­ტი, ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­სა­შიფ­რი სქე­მაა. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დი­ე­ბი მის მი­მარ­თაც თუ ისე­თი­ვე და­უ­ფა­რა­ვი აგ­რე­სი­ით იქ­ნე­ბი­ან გან­წყო­ბილ­ნი, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ და ისე­ვე დაბ­ლო­კა­ვენ, რო­გორც და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ას, ჩემ­თვის პი­რა­დად, ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინ­დი­კა­ტო­რი იმი­სა, რე­ა­ლუ­რად, გა­ხა­რია არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­თა­მა­შე, თუ ვინ­მეს პრო­ექ­ტი.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც მას და­უდ­გე­ბა, ეს არის მე­დი­ის თემა. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, მას გა­ა­შუ­ქე­ბენ, ვი­ნა­ი­დან, ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი, მაგ­რამ მის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მე­დი­ის მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა გან­მსა­ზღვრე­ლი - ექ­ნე­ბა თუ არა მას მის­და­მი მკვეთ­რად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ტელე-მე­დია რე­სურ­სი. ცალ­სა­ხაა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი და ასე ვთქვათ, ტექ­ტო­ნი­კუ­რი ძვრე­ბი და­ი­წყო ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და ამომ­რჩე­ველ­შიც და და­ვე­ლო­დოთ, შე­იქ­მნე­ბა თუ არა კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­ძი­მის ცენ­ტრი იგი­ვე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. სა­ერ­თოდ, როცა ცა­რი­ე­ლია სივ­რცე და როცა არის მო­თხოვ­ნა სი­ახ­ლე­ზე, მი­წო­დე­ბაც ხდე­ბა ხოლ­მე, პო­ლი­ტი­კაც ამ ლო­გი­კას მიჰ­ყვე­ბა“.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

"გი­ორ­გი გა­ხა­რია და­მო­უ­კი­დებ­ლად თუ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს რა­ი­მე პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, მას აქვს შან­სი, რომ 1%-იანი ბა­რი­ე­რის შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ი­ღოს, შე­საძ­ლოა 5%-მდეც აწი­ოს, გა­აჩ­ნია, რო­დის იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და რო­გორ იმუ­შა­ვებს. უფრო მეტი შან­სი და პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი აქვს გა­ხა­რი­ას, მაგ­რამ ის კა­პი­ტა­ლი უფრო მეტ­ზე არ ჰყოფ­ნის. მას თუ პრე­ტენ­ზია აქვს შექ­მნას მე­სა­მე ცენ­ტრი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი გა­ზარ­დოს, რაც თა­ვის­თა­ვად ვერ გა­იზ­რდე­ბა. გა­ხა­რია-კა­ლა­ძე-კვი­რი­კაშ­ვი­ლი თუ ტრი­უმ­ვი­რატს შექ­მნი­ან, ეს იქ­ნე­ბა და­ნარ­ჩე­ნი ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი, თა­ნა­ზო­მა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. სა­მი­ვეს ცალ-ცალ­კე აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი და, რაც მთა­ვა­რია, მათი ელექ­ტო­რა­ტი არის ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დი. ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მათ ივა­ნიშ­ვი­ლის არც პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი დას­ჭირ­დე­ბათ და არც - ფი­ნან­სუ­რი, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. არ ვიცი, რა ხდე­ბა კუ­ლუ­ა­რებ­ში, ვისი პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ან რა მიზ­ნე­ბი აქვს გა­ხა­რი­ას, მაგ­რამ მათ ექ­ნე­ბათ საკ­მა­რი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი, რა­საც ჩათ­ვლი­ან, ის პო­ლი­ტი­კა რომ აწარ­მო­ონ. ვის და­უ­რე­კავს გა­ხა­რია - ივა­ნიშ­ვილს, ბრი­უ­სელს, მოს­კოვს, თუ ვა­შინგტონს, ეს მალე გა­მოჩ­ნდე­ბა“.

ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი:

"გი­ორ­გი გა­ხა­რის შე­უძ­ლია და ვფიქ­რობ, ვალ­დე­ბუ­ლი­ცაა სტაგ­ნა­ცი­ა­ში მყოფ ოპო­ზო­ცი­ა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა შექ­მნას. აქ, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა სფე­რო­ში, კად­რე­ბის და არა მხო­ლოდ ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი. მისი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბი­უ­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ახა­ლი მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა ერ­თო­ბით და­ი­წყოს. ეს მხო­ლოდ მო­ლო­დი­ნი არ არის, ეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის მო­თხოვ­ნაა. ის თუ რამ­დე­ნად არი­ან ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი მზად ამ მი­სი­ის­თვის, ამას უხ­ლო­ე­სი მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს. წი­ნას­წარ რთუ­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ნამ­დვი­ლად არ მაქვს არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ვი­ფიქ­რო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ალი­ანსზე. რო­დე­საც გი­ორ­გი გა­ხა­რია ისა­უბ­რებს თა­ვის გეგ­მებ­ზე, შემ­დეგ უფრო დე­ტა­ლუ­რად შევ­ძლებთ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბას“.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
74

მიკვირს ისეთი პოტენციალის ადამიანი როგორიც გია ხუხაშვილია რატომ არ შემოდის ქართულ პოლიტიკაში,თუნდაც ერთჯერადად,რომ დაალაგოს სიტუაცია.

რობერტი
82

რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ხმები აიღეს იმაზე მეტი ლაიქი მოაგროვა კაცმა ერთი სელფით და ყველასთვის ჯობია არ სცადონ გახარიას გაშავება ისევ მაგათ რეიტინგზე აისახება ცუდად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ვის დაურეკავს გახარია - ივანიშვილს, ბრიუსელს, მოსკოვს თუ ვაშინგტონს...“ - როგორი იქნება ექსპრემიერის პოლიტიკური რეინკარნაცია?

"ვის დაურეკავს გახარია - ივანიშვილს, ბრიუსელს, მოსკოვს თუ ვაშინგტონს...“ - როგორი იქნება ექსპრემიერის პოლიტიკური რეინკარნაცია?

გამართლდა საზოგადოების მოლოდინი და ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერობიდან კარის გაჯახუნებით წასული გიორგი გახარია შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკაში დაბრუნებულიყო. "მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. მალე შევხვდებით. ყველა კითხვას პასუხი გაეცემა", - განაცხადა ახლახან ექსპრემიერმა. გაჩნდა იმის მოლოდინიც, რომ შესაძლოა მან მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება სცადოს. არსებობს ვარაუდი, რომ არ არის გამორიცხული, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტიც იყოს. ამის თაობაზე მითქმა-მოთქმა მას მერე გააქტიურდა, რაც გახარიას კომენტარი "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა "ფეისბუქგვერდმა", სახელად: Bidzina Ivanishvili & Media გააზიარა.

გიორგი გახარიას შანსებზე ambebi.ge-სთან პოლიტოლოგები საუბრობენ.

გია ხუხაშვილი:

"ძალიან კარგი, თუ არ აპირებს გახარია პოლიტიკიდან წასვლას, გამოცოცხლდება ჩვენი ჩამყაყებული პოლიტიკური სიტუაცია და ამ ველზე საინტერესო ელემენტი გაჩნდება. მართალია, მას აქვს გარკვეული პოლიტიკური წონა, პოლიტიკური პერსპექტივა, მაგრამ მის შანსებზე ნაადრევია ლაპარაკი, დღევანდელ სიტუაციაში გზის გაკვლევა საკმაოდ რთულია - გასაგებია, მას პირველ ეტაპზე მოუწევს ორმხრივი ცეცხლის გაძლება იმიტომ, რომ ცოტა ხანში "ნაცები" იტყვიან, ის ბიძინას პროექტია, "ქოცები" იტყვიან - მიშას შეეეკრა და მისი პროექტიაო. ვნახოთ, როგორ გაუძლებს გახარია ამ ყველაფერს. ისე, პერსპექტივა აქვს. პრაქტიკულად, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი, ამას დრო გვაჩვენებს. შესაძლოა, ის მესამე ალტერნატიულ ცენტრად ჩამოყალიბდეს კიდეც“.

ხათუნა ლაგაზიძე:

"გახარიას შემოსვლა პოლიტიკურ ველზე სერიოზულ ცვლილებებს რომ გამოიწვევს, ეს ცხადია. სულ მცირე იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება, მიუხედავად იმისა, ქუჩაში, საპროტესტო აქციებზე არ გამოდის, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ხალხში პროტესტი არ არის. ვფიქრობ, როგორც მთლიანად ოპოზიციური ველის, ისე ოპოზიციური ამომრჩევლის სერიოზული გადალაგება დაიწყება.

ეს, უპირველესად, "ოცნებას“ გამოაცლის იმ ამომრჩეველს, რომელიც მას "ნაციონალების" შიშით აძლევდა ხმას, ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელსაც "ოცნება“ სჭირდებოდა, როგორც "ნაციონალების" რევანშისგან დამცავი ფარი. ასეთმა ამომრჩეველმა, შეიძლება გახარია განიხილოს ახალი ფარის როლში. ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ, ეს არის გამოწვევა "ქართული ოცნებისთვის“ და დღეს იქ დარჩენილი პოლიტიკური ფიგურებისთვის. მეორეს მხრივ, არანაციონალური პარტიებისთვის, ვინაიდან მათი პოზიციონირება გართულდება და მოუწევთ ან ნაციონალებთან მიკედლება, ან თავისი სივრცის ძალიან მკვეთრად გამოკვეთა იმისთვის, რომ ამომრჩეველი არა თუ შეინარჩუნონ, არამედ გაზარდონ.

პლუს ამას, თუ ჩავთვლით "ქართული ოცნების“ პოტენციურ ამომრჩეველს, რომელიც იქ არის არა იმიტომ, რომ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ დამცავი ფარი სჭირდება, ამ ამომრჩევლის სერიოზული გადაჯგუფება დაიწყება. გახარია იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, თუ ვინმეს პროექტი, ეს ძალიან მარტივად გასაშიფრი სქემაა. სახელისუფლებო მედიები მის მიმართაც თუ ისეთივე დაუფარავი აგრესიით იქნებიან განწყობილნი, როგორც დანარჩენი ოპოზიციის მიმართ და ისევე დაბლოკავენ, როგორც დანარჩენ ოპოზიციას, ჩემთვის პირადად, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, რეალურად, გახარია არის დამოუკიდებელი მოთამაშე, თუ ვინმეს პროექტი.

მთავარი პრობლემა, რაც მას დაუდგება, ეს არის მედიის თემა. ყველა შემთხვევაში, მას გააშუქებენ, ვინაიდან, ინტერესი იქნება მაღალი, მაგრამ მის მიმართ კეთილგანწყობილი მედიის მომენტი იქნება განმსაზღვრელი - ექნება თუ არა მას მისდამი მკვეთრად კეთილგანწყობილი ტელე-მედია რესურსი. ცალსახაა, ძალიან საინტერესო პროცესები და ასე ვთქვათ, ტექტონიკური ძვრები დაიწყო ქართულ პოლიტიკაში და ამომრჩეველშიც და დაველოდოთ, შეიქმნება თუ არა კიდევ ერთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი იგივე მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. საერთოდ, როცა ცარიელია სივრცე და როცა არის მოთხოვნა სიახლეზე, მიწოდებაც ხდება ხოლმე, პოლიტიკაც ამ ლოგიკას მიჰყვება“.

ვახტანგ ძაბირაძე:

"გიორგი გახარია დამოუკიდებლად თუ ჩამოაყალიბებს რაიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას, მას აქვს შანსი, რომ 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში გარკვეული ხმების რაოდენობა მიიღოს, შესაძლოა 5%-მდეც აწიოს, გააჩნია, როდის იქნება არჩევნები და როგორ იმუშავებს. უფრო მეტი შანსი და პოლიტიკური კაპიტალი აქვს გახარიას, მაგრამ ის კაპიტალი უფრო მეტზე არ ჰყოფნის. მას თუ პრეტენზია აქვს შექმნას მესამე ცენტრი, აუცილებელია, თავისი პოლიტიკური კაპიტალი გაზარდოს, რაც თავისთავად ვერ გაიზრდება. გახარია-კალაძე-კვირიკაშვილი თუ ტრიუმვირატს შექმნიან, ეს იქნება დანარჩენი ორი პოლიტიკური ძალის სერიოზული, თანაზომადი პოლიტიკური ძალა. სამივეს ცალ-ცალკე აქვს პოლიტიკური კაპიტალი და, რაც მთავარია, მათი ელექტორატი არის ურთიერთთავსებადი. ასეთი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად, ამ შემთხვევაში, მათ ივანიშვილის არც პოლიტიკური კაპიტალი დასჭირდებათ და არც - ფინანსური, სრულიად საკმარისი იქნება. არ ვიცი, რა ხდება კულუარებში, ვისი პროექტი შეიძლება იყოს, ან რა მიზნები აქვს გახარიას, მაგრამ მათ ექნებათ საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი, რასაც ჩათვლიან, ის პოლიტიკა რომ აწარმოონ. ვის დაურეკავს გახარია - ივანიშვილს, ბრიუსელს, მოსკოვს, თუ ვაშინგტონს, ეს მალე გამოჩნდება“.

ნიკოლოზ მეტრეველი:

"გიორგი გახარის შეუძლია და ვფიქრობ, ვალდებულიცაა სტაგნაციაში მყოფ ოპოზოციაში ალტერნატიული ფართო პოლიტიკური მოძრაობა შექმნას. აქ, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, კადრების და არა მხოლოდ ფინანსების საკითხი იქნება გადამწყვეტი. მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური დებიუტი აუცილებელია ახალი მაღალი რეპუტაციისა და კომპეტენციის მქონე ადამიანებისა ერთობით დაიწყოს. ეს მხოლოდ მოლოდინი არ არის, ეს ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის და საქართველოს მოკავშირეების მოთხოვნაა. ის თუ რამდენად არიან ბატონი გიორგი და მისი თანამოაზრეები მზად ამ მისიისთვის, ამას უხლოესი მომავალი გვიჩვენებს. წინასწარ რთულია ამაზე საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაქვს არავითარი საფუძველი, რომ ვიფიქრო ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე. როდესაც გიორგი გახარია ისაუბრებს თავის გეგმებზე, შემდეგ უფრო დეტალურად შევძლებთ სიტუაციის შეფასებას“.

რა წერია უკრაინისა და საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა

"სენატში ნაჯახივით კითხვები იყო - ხალხზე და რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო, რომ გეტყვიან, არ უნდა შეგრცხვეს ქართველი პოლიტიკოსი რომ ხარ?" - ელისაშვილი

"ამერიკის მთავარი გზავნილია, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება" - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების განცხადებებს