პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა
სემეკში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში (სე­მეკ) ქ. თბი­ლი­სის, ქ. რუს­თა­ვი­სა და ქ. მცხე­თის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლეს. გა­ნი­ხი­ლეს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით პრო­ექ­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და წევ­რე­ბი, შპს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“, შპს „რუს­თა­ვის წყა­ლის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნი სა­ლო­მე ვარ­დი­აშ­ვი­ლი და ქ. რუს­თა­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტთა ჯგუ­ფის წევ­რე­ბი.

„ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღოს უწყვე­ტად ხა­რის­ხი­ა­ნი სას­მე­ლი წყა­ლი, რაც კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან დიდ ძა­ლის­ხმე­ვა­სა და მო­ცუ­ლო­ბით ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­სე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია და სა­ჭი­რო­ებს გა­მოც­ვლა­სა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს. და­წყე­ბუ­ლია მილ­სა­დე­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სას­მე­ლი წყლის უწყვეტ და სა­ი­მე­დო მი­წო­დე­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შპს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი“ და შპს „რუს­თა­ვის წყა­ლი“ 200 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ქსელ­ზე ავა­რი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბას“- აღ­ნიშ­ნა სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

სე­მეკ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მის ფარ­გლებ­ში, 2021-2023 წლებ­ში ქ. თბი­ლი­სის, ქ. რუს­თა­ვი­სა და ქ. მცხე­თის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მებ­ში 200 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბა და ხა­რის­ხი. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შეც­ვლი­სა და გა­ნახ­ლე­ბის მიზ­ნით ჩა­ტარ­დე­ბა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს სას­მე­ლი წყლი­სა და წყა­ლა­რი­ნე­ბის მილ­სა­დე­ნებ­ზე ავა­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

NS

თედო
0

ალბათ კიდევ მოუმატებენ ტარიფებს,,(აბა ბოლო მომატებიდან 3 თვეა გასული,,,ერთი 2 ლარიც რომ მოუმატოდ დავეწევით ევროპას-ეს ხომ შეგიძლიათ>>>>>>>>>>>>>>>>

ავტორი:

სემეკში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

სემეკში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის წყალმომარაგების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტების მიმდინარეობა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე და წევრები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის წევრები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს უწყვეტად ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც კომპანიების მხრიდან დიდ ძალისხმევასა და მოცულობით ინვესტიციების განხორციელებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, არსებული წყალმომარაგების სისტემების უმეტესობა ამორტიზებულია და საჭიროებს გამოცვლასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დაწყებულია მილსადენების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სასმელი წყლის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას. ამ მიმართულებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს „რუსთავის წყალი“ 200 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, რაც უზრუნველყოფს ქსელზე ავარიების მნიშვნელოვნად შემცირებას“- აღნიშნა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ.

სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, 2021-2023 წლებში ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის წყალმომარაგების სისტემებში 200 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდება და ხარისხი. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შეცვლისა და განახლების მიზნით ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების რაოდენობას.

NS

გაიცანით ოქროს მედალოსანი გოგონა წალენჯიხიდან, რომელმაც KIU-ში უფასოდ სწავლებისა და ცხოვრების შესაძლებლობა, ასევე, უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა

როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?

"ჩემს ცხოვრებაში იყო ემოციური ნგრევა... რაღაც მხრივ ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა კოტე მათითაშვილი პლასტიკურ ქირურგიას და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან