საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექნებათ თუ არა დათა ვანიშვილის ნათესავებს სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შესაძლებლობა - ირაკლი ანთაძის კომენტარი
ექნებათ თუ არა დათა ვანიშვილის ნათესავებს სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შესაძლებლობა - ირაკლი ანთაძის კომენტარი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ირაკ­ლი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს და­ზუს­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ექ­ნე­ბათ თუ არა შე­საძ­ლებ­ლო­ბა დათა ვა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვებს, და­ეს­წრონ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდს. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მუ­ნი­კა­ცია დამ­ყა­რე­ბუ­ლია არ­სე­ბუ­ლი არ­ხე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, თუმ­ცა სა­ბო­ლოო კონ­ფი­გუ­რა­ცია, ანუ დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი.

„კი­დევ ერთხელ მინ­და, ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო დათა პა­პას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც არის არა მხო­ლოდ ოკუ­პა­ცი­ის, არა­მედ ქარ­თვე­ლი კა­ცის სუ­ლით უტე­ხო­ბის სიმ­ბო­ლო და დღეს მას მი­ი­ბა­რებს ქარ­თუ­ლი მიწა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ან­თა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მცხოვ­რე­ბი დათა ვა­ნიშ­ვი­ლი 19 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. მას დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ. დათა ვა­ნიშ­ვილს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დათა ვა­ნიშ­ვილს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სოფ­ლის ძველ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

დათა ვა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად, მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა დარ­ჩა. მას სა­კუ­თა­რი სახ­ლი არ და­უ­ტო­ვე­ბია. ვა­ნიშ­ვილს მავ­თულხლარ­თე­ბის მე­ო­რე მხრი­დან უწევ­და კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნილ პი­რებ­თან, მათ შო­რის არა­ერ­თი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის გა­საც­ნო­ბად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხელისუფლებას
2

გთხოვთ მიანიჭოთ ბატონ დათას გმირის წოდება, სამწუხაროდ, ადრე უნდა გვეფიქრა 

mariami 555
2

ვეთანხმები , ნამდვილად უნდა მიენიჭოსოს გვიან მაგრამ მაინვ გმირის წოდება რადგან თუვნმეს ეს ტიტული ეკუთვნის ეს დათა პაპა და მისი მეღლე არიან

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ექნებათ თუ არა დათა ვანიშვილის ნათესავებს სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შესაძლებლობა - ირაკლი ანთაძის კომენტარი

ექნებათ თუ არა დათა ვანიშვილის ნათესავებს სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შესაძლებლობა - ირაკლი ანთაძის კომენტარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული პასუხი იმასთან დაკავშირებით, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს, დაესწრონ სამოქალაქო პანაშვიდს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია დამყარებულია არსებული არხების მეშვეობით, თუმცა საბოლოო კონფიგურაცია, ანუ დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

„კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დათა პაპას გარდაცვალების გამო ადამიანის, რომელიც არის არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ქართველი კაცის სულით უტეხობის სიმბოლო და დღეს მას მიიბარებს ქართული მიწა“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.

"ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისი კვალი ოჩამჩირის სკოლებში აღმოაჩინეს" - რას წერენ აფხაზები გალში დაკავებულ ნარკოდამნაშავეებზე?

"ასეთ პირობებში უწევთ გალელებს პენსიების ასაღებად და მედიკამენტების შესაძენად ზუგდიდში გადმოსვლა" - "ფეისბუქზე" უმძიმესი კადრები ვრცელდება

დათა ვანიშვილი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს - ემოციური ფოტორეპორტაჟი ხურვალეთიდან