პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?
10:45 / 22-03-2021
როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?
10:45 / 22-03-2021

სი­ტყვა "ყვა­ვი­ლი" თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში მხო­ლოდ მშვე­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბა ამ სა­ხე­ლით, კა­ცობ­რი­ო­ბას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კლავ­და და ასა­ხიჩ­რებ­და. ეს და­ა­ვა­დე­ბა 1980 წელს სა­ბო­ლო­ოდ აღ­მო­ფხვრეს - რო­გორ გაქ­რა ინ­ფექ­ცია, რომ­ლის მძვინ­ვა­რე­ბის დროს, თით­ქმის ყო­ვე­ლი მე­ო­რე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იღუ­პე­ბო­და, სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნილ­თა შო­რის კი მრა­ვა­ლი ბრმავ­დე­ბო­და ან და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი რჩე­ბო­და?


პა­სუ­ხი შემ­დე­გია: ფი­ზი­კოს­მა ედ­ვარდ ჯე­ნერ­მა 1796 წელს კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი - ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნა გა­მო­ი­გო­ნა. მის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მე­თო­დი კი, სხვა ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­გო­ნე­ბის­თვის უმ­თავ­რეს კონ­ცეფ­ცი­ად იქცა.


ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, დიფ­ტე­რია, ტე­ტა­ნუ­სი, ყი­ვა­ნახ­ვე­ლა, ჰე­პა­ტი­ტი ბ, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი, რო­ტა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, პა­პი­ლო­მა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია (საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო), ზო­გი­ერ­თი პნევ­მო­ნია და მე­ნინ­გი­ტი - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა, რო­მელ­თან ბრძო­ლა­შიც ვაქ­ცი­ნებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს.


ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მა­რი­ამ ჯაში სა­კუ­თა­რი წი­ნაპ­რე­ბის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა, მისი მო­ნა­თხრო­ბი ამ­ყა­რებს მო­საზ­რე­ბას აც­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე:



მა­რი­ამ ჯაში:


"ყვა­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ ინ­ფექ­ცი­ებს შო­რის, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ო­ზე ტრა­გი­კუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვა და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ბოლო ას­წლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ ვაქ­ცი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­ვა­დე­ბის სრუ­ლი ერა­დი­კა­ცია მოხ­დე­ბო­და, მან 500 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებს თუ გა­ვეც­ნო­ბით, ვნა­ხავთ, თუ რამ­დე­ნად დიდი იყო ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვა­ვი­ლის, თუ სხვა სა­სიკ­ვდი­ლო ინ­ფექ­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ად­გა მსოფ­ლი­ოს. თუმ­ცა, ხში­რად გვი­ჭირს ხოლ­მე ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან გა­ი­გი­ვე­ბა და ვფიქ­რობთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­სა და სიცრ­ცე­ში ჩვენ­გან ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან შორს ხდე­ბო­და, ამი­ტომ, ჩემი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით:


ბე­ბი­ა­ჩე­მი წარ­მო­შო­ბით გუ­რუ­ლია, მისი ოჯა­ხი ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ბოხ­ვა­ურ­ში ცხოვ­რობ­და. ბა­ბუ­ა­მი­სი, პორ­ფი­ლე მუ­ჯი­რი კი ფო­თის პორ­ტში და­დი­ო­და სა­მუ­შა­ოდ, სა­დაც ყვა­ვი­ლის ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და. სიმპტო­მუ­რად არა­ფე­რი უგ­რძნია და სახ­ლში უშფოთვე­ლად დაბ­რუნ­და, სა­დაც 7 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ელო­და. შვი­დი­ვე და­ა­ვად­და ყვა­ვი­ლით.


რო­გორც ჩანს, და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი და რის­კე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უცხო არ იყო, რად­გან რო­გორც კი ბავ­შვებს პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დათ, ოჯა­ხი სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვი­და, მე­ზობ­ლე­ბი კი მათ ღო­ბის მე­ო­რე მხრი­დან საკ­ვებ­სა და სა­ჭი­რო ნივ­თებს გრძე­ლი ჯო­ხით აწ­ვდიდ­ნენ


მა­შინ სჯე­რო­დათ, რომ "ბა­ტო­ნებს" სიმ­ღე­რა შვე­ლით, ამი­ტომ დედა ჩონ­გურ­ზე უკ­რავ­და და ბავ­შვებს უმ­ღე­რო­და, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც გვერ­დზე ოთახ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლი შვი­ლი ეს­ვე­ნა... ინ­ფექ­ცია მცი­რე­წლოვ­ნებ­ში და­უნ­დობ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ექ­ვსი მათ­გა­ნი მა­ლე­ვე იმ­სხვერ­პლა. მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი გა­და­ურ­ჩა მა­შინ სიკ­ვდილს და სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ნა­წი­ბუ­რი­თა და მკვეთ­რად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხით, კი­დევ რამ­დე­ნი­მე წელი იცო­ცხლა. ვერც მიც­ვა­ლე­ბულ ბავ­შვებს ეკა­რე­ბო­და ვინ­მე, ამი­ტომ, წი­ნას­წარ გა­თხრილ საფ­ლა­ვებ­ში გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლე­ბი მა­მას მარ­ტოს მიჰ­ყავ­და და თვი­თონ­ვე მარ­ხავ­და...


ოჯახ­ში კი­დევ სამი შვი­ლი ჰყავ­დათ, რომ­ლე­ბიც იმ დრო­ის­თვის ნა­თე­სა­ვებ­თან იყ­ვნენ გაგ­ზავ­ნი­ლი და ასე გა­და­ურჩნენ ინ­ფექ­ცი­ას. მათ შო­რის ერთ-ერთი ჩემი დიდი ბა­ბუა იყო, რო­მე­ლიც შემ­დე­გი 2 წელი სახ­ლში არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. მხო­ლოდ ეს იღ­ბლი­ა­ნი შემ­თხვე­ვი­თო­ბა აღ­მოჩ­ნდა იმის მი­ზე­ზი, რომ დღეს მისი შთა­მო­მავ­ლო­ბა, მათ შო­რის მეც, ვარ­სე­ბობთ.


ეს ის­ტო­რია ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში მო­ვის­მი­ნე. მო­ყო­ლი­სას მი­თხრა: "ბე­ბი­ა­ჩე­მი ხში­რად ამ­ბობ­და: ჩემი შვი­ლე­ბი­თაა მიწა სავ­სეო. ამ სი­ტყვებ­მა ისე იმოქ­მე­და, დღემ­დე არ დამ­ვი­წყე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან გა­ცი­ლე­ბით მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, შენ ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დია ემო­ცი­უ­რად ბევ­რად უფრო დიდ კვალს ტო­ვებს ცნო­ბი­ერ­ზე.



ვფიქ­რობ, იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზეც. Covid-19-ის პან­დე­მი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ ხში­რად მსმე­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ მათ არ სჯე­რათ ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის ან არ ეში­ნი­ათ მისი. ისეთ შემ­თხვე­ვებ­საც ხში­რად ვხვდე­ბით, რო­დე­საც, თუნ­დაც ქუ­ჩა­ში უხე­შად არ­ღვე­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, სრუ­ლი­ად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით. სხვას გა­დამ­ხდა­რი ის­ტო­რი­ე­ბის სრუ­ლად გა­აზ­რე­ბა ალ­ბათ ისე­თი­ვე რთუ­ლია, რო­გორც სხვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლა. თუმ­ცა, არა­ვის ვუ­სურ­ვებ, სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დოს ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ამ ჯაში.


კი­თხვა­ზე - "რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და სამ­ყა­რო ვაქ­ცი­ნე­ბის გა­რე­შე?", ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გვპა­სუ­ხობს:


"ამის წარ­მოდ­გე­ნა არ მჭირ­დე­ბა, რად­გან სამ­ყა­რო უკვე არ­სე­ბობ­და ვაქ­ცი­ნე­ბის გა­რე­შე და ის­ტო­რი­აც, რო­მე­ლიც ჩემს ოჯახ­ზე მო­გი­ყე­ვით, სწო­რედ იმ სამ­ყა­რო­და­ნაა. იმუ­ნი­ზა­ცია რომ არ არ­სე­ბობ­დეს, სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცია დღე­საც უამ­რავ ადა­მი­ანს შე­ი­წი­რავ­და, სწო­რედ ისე, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია გვა­კარ­გი­ნებს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, დღეს ერ­თის მა­გივ­რად რამ­დე­ნი­მე პან­დე­მი­ას­თან რომ გვი­წევ­დეს გამ­კლა­ვე­ბა... ჩვენ მუდ­მი­ვად ვებ­რძვით მიკ­რო­სამ­ყა­როს და ვაქ­ცი­ნა ამ ბრძო­ლა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღია.


ცხა­დია, ვაქ­ცი­ნებს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი აქვთ და ხში­რად ადა­მი­ა­ნებ­ში ეს გარ­კვე­ულ შიშს ან უნ­დობ­ლო­ბას იწ­ვევს. გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი აქვთ მე­დი­კა­მენ­ტებ­საც, თუმ­ცა ხში­რად ადა­მი­ა­ნებს მა­შინ უწევთ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, რო­დე­საც შე­უძ­ლოდ არი­ან და ნათ­ლად ხე­და­ვენ მისი მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, არ უჭირთ მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბის სარ­გებ­ლი­სა და რის­კე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­და­რე­ბა.


ვაქ­ცი­ნას ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იკე­თე­ბენ და ამი­ტომ, ის იშ­ვი­ა­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბიც კი, რაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, მე­ტად აფო­რი­ა­ქებთ. ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს ხოლ­მე ეჭვი, რომ აუც­რე­ლა­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­და­ურჩნენ და­ინ­ფი­ცი­რე­ბას, აც­რას კი, თუნ­დაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. ამას ეჭი­დე­ბი­ან "ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი" კამ­პა­ნი­ე­ბი და ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბით თუ არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბით ცდი­ლო­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შიში გა­აღ­ვი­ვონ. ში­შის დაძ­ლე­ვა კი მხო­ლოდ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბით და რის­კე­ბის სწო­რად შე­ფა­სე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.


დღეს რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი, ასე­ვე, სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა ამ­ყა­რებს იმ აზრს, რომ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით აჭარ­ბებს რისკს. კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რით, მე პირ­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე ავიც­რე­ბი" - გვე­უბ­ნე­ბა მა­რი­ამ ჯაში.


პა­ა­ტა იმ­ნა­ძე, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის, რო­გორც მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიღ­წე­ვის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:



"დღეს კო­ვი­დია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ლე­ტა­ლო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი არაა, მა­ინც ვხე­დავთ, რამ­ხე­ლა მსხვერ­პლი გა­მო­იწ­ვია მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ახლა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ყვა­ვი­ლი, რო­მე­ლიც როცა და­ი­წყე­ბო­და ხოლ­მე, დე­და­მი­წა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 10% იღუ­პე­ბო­და და კონ­კრე­ტუ­ლად იმ ად­გი­ლას, სა­დაც ყვა­ვი­ლის ეპი­დე­მია იყო, შე­საძ­ლოა, ნა­ხე­ვა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ღუ­პუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, მსოფ­ლი­ო­ში დღე­საც კი 2 მი­ლი­ო­ნი ბავ­შვი იღუ­პე­ბა წი­თე­ლას­გან, რად­გან ვაქ­ცი­ნის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრობ­ლე­მაა - ეს ძი­რი­თა­დად, აფ­რი­კა­ში ხდე­ბა...


ფაქ­ტი ერ­თია, კა­ცობ­რი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა­ში ყვე­ლა­ზე დიდ 10 მიღ­წე­ვას შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზე იმუ­ნი­ზა­ცია დგას. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვაქ­ცი­ნე­ბი­დან უმ­თავ­რე­სი ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნაა, პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც მე-18 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ედ­ვარდ ჯე­ნერ­მა შექ­მნა. ერთ-ერთ უდი­დეს მიღ­წე­ვად ასე­ვე ით­ვლე­ბა წი­თე­ლა-წი­თუ­რა-ყბა­ყუ­რას კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა. უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი შე­იძ­ლე­ბა მო­იყ­ვა­ნო იმა­ზე, თუ რა სი­კე­თე­ე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია.


1950-იანი წლე­ბის თა­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა 18 წლი­თაა მო­მა­ტე­ბუ­ლი, რაც სწო­რედ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა; ისე­ვე რო­გორც ის, რომ ჩვილ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მსოფ­ლი­ო­ში თით­ქმის 80%-ითაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი ამ უკა­ნას­კნე­ლი 70 წლის პე­რი­ოდ­ში


დღე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო, რო­მე­ლიც კო­ვიდ პან­დე­მი­ამ ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ა­პა­უ­ზა, იმე­დით შეჰ­ყუ­რებს ვაქ­ცი­ნას. ამის დამ­თავ­რე­ბის გზა სწო­რედ ისაა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რას, რათა პან­დე­მი­აც და­ვას­რუ­ლოთ და და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს...



რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და მსოფ­ლიო ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე - ამის წარ­მოდ­გე­ნაც კი, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს ძა­ლი­ან უჭირს, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ჩემი ასა­კის ან ჩემ­ზე ცოტა უფ­როს თა­ო­ბას ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს. ის­ტო­რი­ა­ში ხან­და­ხან შორს წას­ვლაც არ გვჭირ­დე­ბა, შეგ­ვიძ­ლია, 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხნის და­ვი­წყე­ბუ­ლი დიფ­ტე­რი­ის ეპი­დე­მია დაგ­ვიბ­რუნ­და; 1992 წელს შე­მობ­რუნ­და პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში მა­ნამ­დე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ სულ რა­ღაც 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ინ­გრე­ო­და, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­ფერ­ხდა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მობ­რუნ­და ის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ვის ახ­სოვ­და.


სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი ახა­ლი თა­ო­ბი­დან არა­ვის ახ­სოვს, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ყვე­ლა აც­რი­ლია. ორი ქვე­ყა­ნაა დარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც ეს და­ა­ვა­დე­ბა ჯერ კი­დევ არის... აც­რე­ბი უნდა გრძელ­დე­ბო­დეს, რად­გან კო­რო­ნას გავ­რცე­ლე­ბა­მაც დაგ­ვა­ნა­ხა, თუ დღეს დე­და­მი­წა­ზე სად­მე ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­ცენ­დე­ბა, რა სწრა­ფად შე­უძ­ლია, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში გავ­რცელ­დეს. ხან ყვა­ვი­ლი, ხან პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი, ხან დიფ­ტე­რია, ხან წი­თე­ლა, და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, რო­დე­საც არა­ვი­თა­რი დაც­ვა არ გაქვს - დღეს უბ­რა­ლოდ ვერ წარ­მო­ვიდ­გენთ, რა იქ­ნე­ბო­და სამ­ყა­რო, ვაქ­ცი­ნე­ბი რომ არ არ­სე­ბობ­დეს", - აღ­ნიშ­ნავს პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.


იმუ­ნი­ტე­ტის უუ­ნა­რო­ბას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­რი­თა­დად ბავ­შვე­ბი ეწი­რე­ბოდ­ნენ. მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პე­დი­ატ­რი ივა­ნე ჩხა­ი­ძე ამ­ბობს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ კა­ცობ­რი­ო­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცი­აა:



"კი­თხვა­ზე, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და სამ­ყა­რო ვაქ­ცი­ნე­ბის გა­რე­შე, ძა­ლი­ან მოკ­ლე პა­სუ­ხი მაქვს - სამ­ყა­რო ვაქ­ცი­ნე­ბის გა­რე­შე არ იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლა­ზე მეტი, ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და მძი­მე გა­მოწ­ვე­ვა სწო­რედ ავა­დო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ლე­ტა­ლო­ბაა. პა­ტა­რა ფაქ­ტი მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო - რო­დე­საც 1492 წელს ამე­რი­კის აღ­მო­ჩე­ნას და ეს­პა­ნე­ლე­ბის მიერ ამე­რი­კის რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის (მაია, აცტე­კე­ბი) დამ­ხო­ბას ვიხ­სე­ნებთ, ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ ეს­პა­ნე­ლებ­მა ეს ძა­ლის, ია­რა­ღის, სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა თუ სამ­ხედ­რო ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ა­ხერ­ხეს. სრუ­ლე­ბი­თაც არა - ეს­პა­ნე­ლებ­მა იქ და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს: წი­თე­ლა, ვირუ­სუ­ლი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ტე­ტი მათ არ ჰქონ­დათ. ძა­ლი­ან იო­ლად და­ა­მარ­ცხეს, რად­გან ლე­ტა­ლო­ბა მა­ღა­ლი იყო, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა არ დას­ჭირ­დათ. ანუ, უხე­შად რომ ვთქვათ, მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია წი­თე­ლამ და­ამ­ხო.


შე­სა­ბა­მი­სად, რამ გა­მო­იწ­ვია ასე­თი, მარ­თლაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ბევ­რად პროგ­რე­სუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის დამ­ხო­ბა, თუ ჩვენს კი­თხვას პე­რიფ­რაზს გა­ვუ­კე­თებთ - იმან, რომ მა­შინ წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არ არ­სე­ბობ­და. იგი­ვე შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­ზეც - შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შავი ჭი­რის ლე­ტა­ლო­ბის წილი 300-დან 500 მი­ლი­ონ ადა­მი­ა­ნამ­დეა. თუ ამას და­ვუ­მა­ტებთ ისეთ ინ­ფექ­ცი­ებს, რო­გო­რი­ცაა ყვა­ვი­ლი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ქო­ლე­რა და ა.შ..


ეს ნიშ­ნავს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ კა­ცობ­რი­ო­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცი­აა. ამან მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა 8 მი­ლი­არ­დი არ იქ­ნე­ბო­და


ზო­გა­დად, ვაქ­ცი­ნა­ცია მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ და მნიშ­ვნე­ლო­ვან მიღ­წე­ვად გა­ნი­ხი­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, გა­ვიხ­სე­ნოთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა, გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­დე­ნი­მე დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი მე­თო­დი, მა­გა­ლი­თად, ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი რენტგე­ნი - რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის მე­თო­დე­ბის გა­რე­შე თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ ამას აჭარ­ბებს და ყვე­ლა­ფერ ამა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბის გახ­ლავთ ვაქ­ცი­ნა­ცია. უფრო მე­ტიც, თუ გინ­დათ, ილა­პა­რა­კოთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ხა­რისხზე, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი კრი­ტე­რი­უ­მი შე­იძ­ლე­ბა აი­ღოთ - რაც უფრო მეტი და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ატა­რებს, მით უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა, ვი­ნა­ი­დან მით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის დაც­ვა შე­უძ­ლია, რო­გორც ბავ­შვე­ბის, ასე­ვე - მოზ­რდი­ლე­ბის“, - აღ­ნიშ­ნავს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.


სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად 13 და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ტარ­დე­ბა. აშშ-ის და ავ­სტრა­ლი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 16-ია. ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სას ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი გზა ორ­გა­ნიზ­მის­თვის ერთჯე­რა­დად რამ­დე­ნი­მე და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის მი­წო­დე­ბაა. ჩხა­ი­ძის თქმით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს 6-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნაა - ერთი ჩხვლე­ტით ბავ­შვს 6 და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ეძ­ლე­ვა იმუ­ნი­ტე­ტი.



"თუნ­დაც აშშ-ის მო­ნა­ცე­მე­ბი ძა­ლი­ან ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაძ­ლევს, რომ ნათ­ლად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რა როლი აქვს ვაქ­ცი­ნებს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში. თუ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით დავ­თვლით, 2017 წლის სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 700 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ; წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით - 62 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე; ყი­ვა­ნახ­ვე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით 91 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა; ჰე­პა­ტი­ტის - 85 000 ადა­მი­ა­ნის, მე­ნინ­გი­ტის ვაქ­ცი­ნით - 75 000 და ა.შ.


სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს გა­და­არ­ჩენს! თუ ამას პან­დე­მი­ას და­ვუ­მა­ტებთ და დავ­თვლით, რამ­დე­ნი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას, ეს მარ­თლაც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდი ციფ­რია


გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ეფექ­ტუ­რი მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს. წი­თე­ლა ვახ­სე­ნეთ, ყი­ვა­ნახ­ვე­ლა გახ­სე­ნეთ - მათ წი­ნა­აღ­მდეგ კა­ცობ­რი­ო­ბას ჯერ არც ერთი მე­დი­კა­მენ­ტი მო­უ­გო­ნია. იმ 13 და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ტარ­დე­ბა, მე­დი­ცი­ნა უძ­ლუ­რია, მათ ვერ ვმკურ­ნა­ლობთ. ისევ რომ და­ვუბ­რუნ­დეთ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბას, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ მხო­ლოდ 1 წე­ლია, ან­ტი­ვირუ­სულ ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით, ვერ გა­მო­ი­გო­ნა მსოფ­ლი­ომ და დიდი ალ­ბა­თო­ბით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ იქ­ნე­ბა. მაგ­რამ გვაქვს ვაქ­ცი­ნა, ასე რომ, ვაქ­ცი­ნას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია“, - ხაზს უს­ვამს ივა­ნე ჩხე­ი­ძე.


სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც უმეტს ქვეყ­ნებ­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი ახალ­შო­ბი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში იწყე­ბა და 14 წლის ასაკ­ში მთავ­რდე­ბა. ივა­ნე ჩხა­ი­ძის თქმით, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში არ და­იშ­ვე­ბი­ან, თუ ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა გა­კე­თე­ბუ­ლი არ ექ­ნე­ბათ.


"5 წლის ასაკ­ში ბავ­შვი უკვე და­ცუ­ლია ყვე­ლა იმ და­ა­ვა­დე­ბის­გან, რაც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე. ასე­თი ბავ­შვი რომ შე­ვა­და­როთ იმ ბავ­შვს, რო­მელ­საც ვაქ­ცი­ნა სა­ერ­თოდ არ გა­უ­კე­თე­ბია, პირ­ვე­ლი, ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის ამ ასა­კამ­დე ავა­დო­ბის გა­რე­შე ვერ მოვა და ეს ავა­დო­ბის ეპი­ზო­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და მძი­მე იყოს. რაც უმ­თავ­რე­სია, და­ა­ვა­დე­ბე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი შორ­სმი­მა­ვა­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, გარ­თუ­ლე­ბე­ბით, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.



სამ­წუ­ხა­როდ, ხან­და­ხან მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, "არა­უ­შავს, მე არ მინ­და, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­ვარ­ჩი­ნო ჩემი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე, მირ­ჩევ­ნია და­ე­მარ­თოს, მო­ი­ხა­დოს ბუ­ნებ­რი­ვად“. მაგ­რამ ჩვენ ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი­ად უძ­ლუ­რე­ბი ვართ... ერთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რის­თვის უც­ნო­ბი დი­აგ­ნო­ზი უნდა და­ვა­სა­ხე­ლო: მწვა­ვე მასკლე­რო­ზი­ლე­ბე­ლი პა­ნენ­ცე­ფა­ლი­ტი. ეს გახ­ლავთ და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც წი­თე­ლას გა­და­ტა­ნი­დან ძა­ლი­ან დიდი პე­რი­ო­დის, 10, 12, 15 წლის შემ­დეგ ვი­თარ­დე­ბა. ბავ­შვს, რო­მელ­საც და­ე­მარ­თა წი­თე­ლა და ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გა­და­ი­ტა­ნა, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად უვი­თარ­დე­ბა ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. მწვა­ვე მასკლე­რო­ზი­ლე­ბე­ლი პა­ნენ­ცე­ფა­ლი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს - რო­გორც კი თქვენ ამ დი­აგ­ნოზს დას­ვამთ და მშო­ბე­ლი შე­გე­კი­თხე­ბათ: "ექი­მო, რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ?" სამ­წუ­ხა­როდ, თქვენ უნდა უთხრათ: "ვე­რა­ფე­რი".


სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებთ, თქვენ ამ ბავ­შვს უნდა და­ეხ­მა­როთ, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სიკ­ვდი­ლის ხა­რის­ხი - ცუდი ტერ­მი­ნია, მაგ­რამ მე­დი­ცი­ნა­ში ასეთ ტერ­მინს ვი­ყე­ნებთ... ასე­თი ბავ­შვი გან­წი­რუ­ლია, რად­გან ამ და­ა­ვა­დე­ბას 100%-იანი ლე­ტა­ლო­ბა აქვს, მი­ზე­ზი კი გა­და­ტა­ნი­ლი წი­თე­ლაა. ამი­ტომ თუ რე­ა­ლუ­რად წარ­მო­იდ­გენთ, თუ რა დგას სა­პირ­წო­ნედ, გა­ვა­კე­თოთ წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნა თუ გა­და­ი­ტა­ნოს და­ა­ვა­დე­ბა, ნათ­ლად და­ი­ნა­ხავთ, რომ ამ მარ­თლაც მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­გან მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცია დაგ­ვი­ცავს" - აფრ­თხი­ლებს ან­ტი­ვაქ­სერ მშობ­ლებს ჩხა­ი­ძე.


მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ამ­ბობს, რომ რო­დე­საც შენ, ერთი ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბი, ამით სხვა­საც იცავ.


"ერ­თია, რო­დე­საც ერთი ადა­მი­ა­ნი აიც­რე­ბა და თავს იცავს, მაგ­რამ მე­ო­რეა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი წილი აიც­რე­ბა, რაც უკვე მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას იცავს. რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვისი აც­რაც რა­ი­მე მი­ზე­ზით არ შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა თუ ყვე­ლა სხვა აც­რი­ლია, ასე­თი ადა­მი­ა­ნიც და­ცუ­ლია. ჩვენ სამ­წუ­ხა­როდ გვქონ­და ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ქვე­ყა­ნა­ში სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც იგი­ვე წი­თე­ლა­თი და­ი­ღუ­პა ბავ­შვი, რომ­ლის აც­რაც არ შე­იძ­ლე­ბო­და. მაგ­რამ ის ბავ­შვი ხომ გა­დარ­ჩე­ბო­და, გარ­შე­მო ყვე­ლა სხვა რომ აც­რი­ლი ყო­ფი­ლი­ყო გარ­შე­მო და წი­თე­ლა მის­თვის არ მი­ე­ტა­ნათ?" - აღ­ნიშ­ნავს პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.


და ბო­ლოს: თქვენ გი­ფიქ­რი­ათ, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და სამ­ყა­რო ვაქ­ცი­ნე­ბის გა­რე­შე?

ტექ­სტი და ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია: ეკა აბა­ში­ძე

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

Არ იკეთებს ხალხი და ჩართეს პროპაგანდა 

Sd
5

საქართველოს ამყაყებულ ჯანდაცვაზე რომ დაგეწერა? დანარჩენი შეკვეთილი პროპაგანდაა!!!

ავტორი:

როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?

როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?

სიტყვა "ყვავილი" თანამედროვეობაში მხოლოდ მშვენიერებასთან ასოცირდება, თუმცა დაავადება ამ სახელით, კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში კლავდა და ასახიჩრებდა. ეს დაავადება 1980 წელს საბოლოოდ აღმოფხვრეს - როგორ გაქრა ინფექცია, რომლის მძვინვარების დროს, თითქმის ყოველი მეორე დაავადებული იღუპებოდა, სიკვდილს გადარჩენილთა შორის კი მრავალი ბრმავდებოდა ან დამახინჯებული რჩებოდა?


პასუხი შემდეგია: ფიზიკოსმა ედვარდ ჯენერმა 1796 წელს კაცობრიობის ისტორიაში პირველი - ყვავილის ვაქცინა გამოიგონა. მის მიერ შემუშავებული ვაქცინის განვითარების მეთოდი კი, სხვა ვაქცინების გამოგონებისთვის უმთავრეს კონცეფციად იქცა.


ტუბერკულოზი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი ბ, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია, პაპილომავირუსული ინფექცია (საშვილოსნოს ყელის კიბო), ზოგიერთი პნევმონია და მენინგიტი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ინფექციებისა, რომელთან ბრძოლაშიც ვაქცინებმა გაიმარჯვეს.


ჩვენი რესპონდენტი მარიამ ჯაში საკუთარი წინაპრების ამბავს გვიყვება, მისი მონათხრობი ამყარებს მოსაზრებას აცრების აუცილებლობაზე:



მარიამ ჯაში:


"ყვავილი ერთ-ერთია იმ ინფექციებს შორის, რომელმაც მსოფლიოზე ტრაგიკული კვალი დატოვა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო ასწლეულის განმავლობაში, სანამ ვაქცინის საშუალებით დაავადების სრული ერადიკაცია მოხდებოდა, მან 500 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისტორიულ წყაროებს თუ გავეცნობით, ვნახავთ, თუ რამდენად დიდი იყო ზიანი, რომელიც ყვავილის, თუ სხვა სასიკვდილო ინფექციების მეშვეობით მიადგა მსოფლიოს. თუმცა, ხშირად გვიჭირს ხოლმე ისტორიული ფაქტების თანამედროვეობასთან გაიგივება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დროსა და სიცრცეში ჩვენგან ძალიან, ძალიან შორს ხდებოდა, ამიტომ, ჩემი ოჯახის ისტორიას მოგიყვებით:


ბებიაჩემი წარმოშობით გურულია, მისი ოჯახი ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბოხვაურში ცხოვრობდა. ბაბუამისი, პორფილე მუჯირი კი ფოთის პორტში დადიოდა სამუშაოდ, სადაც ყვავილის ვირუსით დაინფიცირდა. სიმპტომურად არაფერი უგრძნია და სახლში უშფოთველად დაბრუნდა, სადაც 7 მცირეწლოვანი შვილი ელოდა. შვიდივე დაავადდა ყვავილით.


როგორც ჩანს, დაავადების სიმპტომები და რისკები მოსახლეობისთვის უცხო არ იყო, რადგან როგორც კი ბავშვებს პირველი ნიშნები გამოუვლინდათ, ოჯახი სრულ იზოლაციაში გადავიდა, მეზობლები კი მათ ღობის მეორე მხრიდან საკვებსა და საჭირო ნივთებს გრძელი ჯოხით აწვდიდნენ


მაშინ სჯეროდათ, რომ "ბატონებს" სიმღერა შველით, ამიტომ დედა ჩონგურზე უკრავდა და ბავშვებს უმღეროდა, მაშინაც კი, როდესაც გვერდზე ოთახში მიცვალებული შვილი ესვენა... ინფექცია მცირეწლოვნებში დაუნდობლად მიმდინარეობდა და ექვსი მათგანი მალევე იმსხვერპლა. მხოლოდ ყველაზე უფროსი გადაურჩა მაშინ სიკვდილს და სხეულზე მრავლობითი ნაწიბურითა და მკვეთრად დაქვეითებული ცხოვრების ხარისხით, კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა. ვერც მიცვალებულ ბავშვებს ეკარებოდა ვინმე, ამიტომ, წინასწარ გათხრილ საფლავებში გარდაცვლილი შვილები მამას მარტოს მიჰყავდა და თვითონვე მარხავდა...


ოჯახში კიდევ სამი შვილი ჰყავდათ, რომლებიც იმ დროისთვის ნათესავებთან იყვნენ გაგზავნილი და ასე გადაურჩნენ ინფექციას. მათ შორის ერთ-ერთი ჩემი დიდი ბაბუა იყო, რომელიც შემდეგი 2 წელი სახლში არ დაუბრუნებიათ. მხოლოდ ეს იღბლიანი შემთხვევითობა აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ დღეს მისი შთამომავლობა, მათ შორის მეც, ვარსებობთ.


ეს ისტორია ბებიაჩემისგან ჯერ კიდევ ბავშვობაში მოვისმინე. მოყოლისას მითხრა: "ბებიაჩემი ხშირად ამბობდა: ჩემი შვილებითაა მიწა სავსეო. ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა, დღემდე არ დამვიწყებია. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურიდან გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, შენ ოჯახში დატრიალებული ტრაგედია ემოციურად ბევრად უფრო დიდ კვალს ტოვებს ცნობიერზე.



ვფიქრობ, იმავეს თქმა შეიძლება დღევანდელობაზეც. Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ხშირად მსმენია ადამიანებისგან, რომ მათ არ სჯერათ ვირუსის არსებობის ან არ ეშინიათ მისი. ისეთ შემთხვევებსაც ხშირად ვხვდებით, როდესაც, თუნდაც ქუჩაში უხეშად არღვევენ უსაფრთხოების წესებს, მიუხედავად იმისა, რომ, სრულიად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად კორონავირუსით. სხვას გადამხდარი ისტორიების სრულად გააზრება ალბათ ისეთივე რთულია, როგორც სხვის შეცდომებზე სწავლა. თუმცა, არავის ვუსურვებ, საკუთარ თავზე გამოსცადოს ასეთი საშინელება" - აღნიშნავს მარიამ ჯაში.


კითხვაზე - "როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?", ჩვენი რესპონდენტი გვპასუხობს:


"ამის წარმოდგენა არ მჭირდება, რადგან სამყარო უკვე არსებობდა ვაქცინების გარეშე და ისტორიაც, რომელიც ჩემს ოჯახზე მოგიყევით, სწორედ იმ სამყაროდანაა. იმუნიზაცია რომ არ არსებობდეს, სხვადასხვა ინფექცია დღესაც უამრავ ადამიანს შეიწირავდა, სწორედ ისე, როგორც კორონავირუსული ინფექცია გვაკარგინებს საყვარელ ადამიანებს. წარმოვიდგინოთ, დღეს ერთის მაგივრად რამდენიმე პანდემიასთან რომ გვიწევდეს გამკლავება... ჩვენ მუდმივად ვებრძვით მიკროსამყაროს და ვაქცინა ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი იარაღია.


ცხადია, ვაქცინებს გვერდითი ეფექტები აქვთ და ხშირად ადამიანებში ეს გარკვეულ შიშს ან უნდობლობას იწვევს. გვერდითი ეფექტები აქვთ მედიკამენტებსაც, თუმცა ხშირად ადამიანებს მაშინ უწევთ მედიკამენტების მიღება, როდესაც შეუძლოდ არიან და ნათლად ხედავენ მისი მიღების აუცილებლობას. შესაბამისად, არ უჭირთ მედიკამენტის მიღების სარგებლისა და რისკების ერთმანეთთან შედარება.


ვაქცინას ჯანმრთელი ადამიანები იკეთებენ და ამიტომ, ის იშვიათი გვერდითი ეფექტებიც კი, რაც ვაქცინაციას შეიძლება მოჰყვეს, მეტად აფორიაქებთ. ყოველთვის არსებობს ხოლმე ეჭვი, რომ აუცრელადაც შეიძლება გადაურჩნენ დაინფიცირებას, აცრას კი, თუნდაც ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, რაიმე გართულება მოჰყვეს. ამას ეჭიდებიან "ანტივაქსერული" კამპანიები და ფაქტების დამახინჯებით თუ არასწორი ინტერპრეტირებით ცდილობენ, მოსახლეობაში შიში გააღვივონ. შიშის დაძლევა კი მხოლოდ მეტი ინფორმაციის მიღებით და რისკების სწორად შეფასებითაა შესაძლებელი.


დღეს როგორც ისტორიული ფაქტები, ასევე, სამეცნიერო ლიტერატურა ამყარებს იმ აზრს, რომ, ვაქცინაციისგან მიღებული სარგებელი გაცილებით აჭარბებს რისკს. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრით, მე პირველი შესაძლებლობისთანავე ავიცრები" - გვეუბნება მარიამ ჯაში.


პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ჩვენთან საუბარში ვაქცინაციის, როგორც მედიცინის ერთ-ერთი მთავარი მიღწევის შესახებ საუბრობს:



"დღეს კოვიდია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ლეტალობა ძალიან მაღალი არაა, მაინც ვხედავთ, რამხელა მსხვერპლი გამოიწვია მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ახლა წარმოვიდგინოთ ყვავილი, რომელიც როცა დაიწყებოდა ხოლმე, დედამიწაზე მოსახლეობის დაახლოებით 10% იღუპებოდა და კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც ყვავილის ეპიდემია იყო, შესაძლოა, ნახევარი მოსახლეობა დაღუპულიყო. სამწუხაროდ, მსოფლიოში დღესაც კი 2 მილიონი ბავშვი იღუპება წითელასგან, რადგან ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემაა - ეს ძირითადად, აფრიკაში ხდება...


ფაქტი ერთია, კაცობრიობის ჯანმრთელობის დაცვაში ყველაზე დიდ 10 მიღწევას შორის პირველ ადგილზე იმუნიზაცია დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინებიდან უმთავრესი ყვავილის ვაქცინაა, პირველი ვაქცინა, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს ედვარდ ჯენერმა შექმნა. ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ასევე ითვლება წითელა-წითურა-ყბაყურას კომბინირებული ვაქცინის შექმნა. უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო იმაზე, თუ რა სიკეთეებით ხასიათდება ვაქცინაცია.


1950-იანი წლების თაობასთან შედარებით, დღევანდელი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 წლითაა მომატებული, რაც სწორედ ვაქცინაციის დამსახურებაა; ისევე როგორც ის, რომ ჩვილთა სიკვდილიანობა მსოფლიოში თითქმის 80%-ითაა შემცირებული ამ უკანასკნელი 70 წლის პერიოდში


დღესაც მთელი მსოფლიო, რომელიც კოვიდ პანდემიამ ფაქტობრივად, დააპაუზა, იმედით შეჰყურებს ვაქცინას. ამის დამთავრების გზა სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი აიცრას, რათა პანდემიაც დავასრულოთ და დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს...



როგორი იქნებოდა მსოფლიო ვაქცინის გარეშე - ამის წარმოდგენაც კი, თანამედროვე ადამიანს ძალიან უჭირს, თუმცა ჯერ კიდევ ჩემი ასაკის ან ჩემზე ცოტა უფროს თაობას ყველაფერი ახსოვს. ისტორიაში ხანდახან შორს წასვლაც არ გვჭირდება, შეგვიძლია, 90-იანი წლების დასაწყისი გავიხსენოთ, როდესაც საქართველოში დიდი ხნის დავიწყებული დიფტერიის ეპიდემია დაგვიბრუნდა; 1992 წელს შემობრუნდა პოლიომიელიტი, რომელიც ქვეყანაში მანამდე დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. რატომ? იმიტომ, რომ სულ რაღაც 1 წლის განმავლობაში, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა. აქედან გამომდინარე, შემობრუნდა ის დაავადებები, რომელიც პრაქტიკულად, არავის ახსოვდა.


საქართველოში დღეს, პოლიომიელიტი ახალი თაობიდან არავის ახსოვს, რატომ? იმიტომ, რომ ყველა აცრილია. ორი ქვეყანაა დარჩენილი, სადაც ეს დაავადება ჯერ კიდევ არის... აცრები უნდა გრძელდებოდეს, რადგან კორონას გავრცელებამაც დაგვანახა, თუ დღეს დედამიწაზე სადმე ნებისმიერი დაავადება აღმოცენდება, რა სწრაფად შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გავრცელდეს. ხან ყვავილი, ხან პოლიომიელიტი, ხან დიფტერია, ხან წითელა, და ეს ყველაფერი ერთად, როდესაც არავითარი დაცვა არ გაქვს - დღეს უბრალოდ ვერ წარმოვიდგენთ, რა იქნებოდა სამყარო, ვაქცინები რომ არ არსებობდეს", - აღნიშნავს პაატა იმნაძე.


იმუნიტეტის უუნარობას საუკუნეების განმავლობაში ძირითადად ბავშვები ეწირებოდნენ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ პრაქტიკულად ერთადერთი შესაძლებლობა, შევინარჩუნოთ კაცობრიობა, ვაქცინაციაა:



"კითხვაზე, როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე, ძალიან მოკლე პასუხი მაქვს - სამყარო ვაქცინების გარეშე არ იქნებოდა. ყველაზე მეტი, ყველაზე სერიოზული და მძიმე გამოწვევა სწორედ ავადობით გამოწვეული ლეტალობაა. პატარა ფაქტი მინდა მოვიყვანო - როდესაც 1492 წელს ამერიკის აღმოჩენას და ესპანელების მიერ ამერიკის რამდენიმე ძალიან განვითარებული ცივილიზაციის (მაია, აცტეკები) დამხობას ვიხსენებთ, ყველას ჰგონია, რომ ესპანელებმა ეს ძალის, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა თუ სამხედრო ხერხების გამოყენებით მოახერხეს. სრულებითაც არა - ესპანელებმა იქ დაავადებები შეიტანეს: წითელა, ვირუსული რესპირაციული ინფექციები, რომლის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მათ არ ჰქონდათ. ძალიან იოლად დაამარცხეს, რადგან ლეტალობა მაღალი იყო, იარაღის გამოყენება არ დასჭირდათ. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, მთელი ცივილიზაცია წითელამ დაამხო.


შესაბამისად, რამ გამოიწვია ასეთი, მართლაც განვითარებული და ბევრად პროგრესული ცივილიზაციის დამხობა, თუ ჩვენს კითხვას პერიფრაზს გავუკეთებთ - იმან, რომ მაშინ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არსებობდა. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა დაავადებებზეც - შუა საუკუნეებში შავი ჭირის ლეტალობის წილი 300-დან 500 მილიონ ადამიანამდეა. თუ ამას დავუმატებთ ისეთ ინფექციებს, როგორიცაა ყვავილი, ტუბერკულოზი, ქოლერა და ა.შ..


ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ერთადერთი შესაძლებლობა, შევინარჩუნოთ კაცობრიობა, ვაქცინაციაა. ამან მოგვიყვანა დღემდე, ვაქცინაციის გარეშე მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდი არ იქნებოდა


ზოგადად, ვაქცინაცია მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და მნიშვნელოვან მიღწევად განიხილება. შეიძლება, გავიხსენოთ ანტიბიოტიკები, რომელმაც ძალიან ბევრი დაავადება დაამარცხა, გავიხსენოთ რამდენიმე დიაგნოსტიკური მეთოდი, მაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილი რენტგენი - რადიოლოგიური კვლევის მეთოდების გარეშე თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია. მაგრამ ყველაფერ ამას აჭარბებს და ყველაფერ ამაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობის გახლავთ ვაქცინაცია. უფრო მეტიც, თუ გინდათ, ილაპარაკოთ ქვეყნის განვითარების ხარისხზე, ძალიან მარტივი კრიტერიუმი შეიძლება აიღოთ - რაც უფრო მეტი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებს, მით უფრო განვითარებულია ქვეყანა, ვინაიდან მით უფრო მეტი ადამიანის დაცვა შეუძლია, როგორც ბავშვების, ასევე - მოზრდილების“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.


საქართველოში ამჟამად 13 დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება. აშშ-ის და ავსტრალიის მაჩვენებელი 16-ია. ვაქცინაციისას ყველაზე კომფორტული გზა ორგანიზმისთვის ერთჯერადად რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებაა. ჩხაიძის თქმით, ჩვენს ქვეყანაში ეს 6-კომპონენტიანი ვაქცინაა - ერთი ჩხვლეტით ბავშვს 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ეძლევა იმუნიტეტი.



"თუნდაც აშშ-ის მონაცემები ძალიან ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ, რა როლი აქვს ვაქცინებს სიკვდილიანობის შემცირებაში. თუ მსოფლიო მასშტაბით დავთვლით, 2017 წლის სტატისტიკის თანახმად, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს, 1 წლის განმავლობაში 1 700 000 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ; წითელას ვაქცინის გამოყენებით - 62 000 ადამიანის სიცოცხლე; ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით 91 000 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება; ჰეპატიტის - 85 000 ადამიანის, მენინგიტის ვაქცინით - 75 000 და ა.შ.


საბოლოო ჯამში, ვაქცინების გამოყენება წლის განმავლობაში 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს! თუ ამას პანდემიას დავუმატებთ და დავთვლით, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ეს მართლაც ძალიან, ძალიან დიდი ციფრია


გარდა ამისა, არსებობს დაავადებების ჯგუფი, რომლის საწინააღმდეგოდ ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს. წითელა ვახსენეთ, ყივანახველა გახსენეთ - მათ წინააღმდეგ კაცობრიობას ჯერ არც ერთი მედიკამენტი მოუგონია. იმ 13 დაავადების წინააღმდეგ, რომელზეც საქართველოში ვაქცინაცია ტარდება, მედიცინა უძლურია, მათ ვერ ვმკურნალობთ. ისევ რომ დავუბრუნდეთ დღევანდელ ვითარებას, კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 1 წელია, ანტივირუსულ ეფექტურ საშუალებას ველოდებით, ვერ გამოიგონა მსოფლიომ და დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში არ იქნება. მაგრამ გვაქვს ვაქცინა, ასე რომ, ვაქცინას ალტერნატივა არ გააჩნია“, - ხაზს უსვამს ივანე ჩხეიძე.


საქართველოში, ისევე როგორც უმეტს ქვეყნებში, ვაქცინაციის პროცესი ახალშობილობის პერიოდში იწყება და 14 წლის ასაკში მთავრდება. ივანე ჩხაიძის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე წლის წინ საქართველოში მიღებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ბავშვები სკოლაში არ დაიშვებიან, თუ ყველა ვაქცინა გაკეთებული არ ექნებათ.


"5 წლის ასაკში ბავშვი უკვე დაცულია ყველა იმ დაავადებისგან, რაც ზემოთ აღვნიშნე. ასეთი ბავშვი რომ შევადაროთ იმ ბავშვს, რომელსაც ვაქცინა საერთოდ არ გაუკეთებია, პირველი, ძალიან დიდი ალბათობით, ის ამ ასაკამდე ავადობის გარეშე ვერ მოვა და ეს ავადობის ეპიზოდები შეიძლება, ძალიან სერიოზული და მძიმე იყოს. რაც უმთავრესია, დაავადებების ძალიან დიდი ნაწილი შორსმიმავალი გართულებებით ხასიათდება, გართულებებით, რომლის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს.



სამწუხაროდ, ხანდახან მშობლები ამბობენ, "არაუშავს, მე არ მინდა, ხელოვნურად გადავარჩინო ჩემი ბავშვის სიცოცხლე, მირჩევნია დაემართოს, მოიხადოს ბუნებრივად“. მაგრამ ჩვენ ამ დაავადებების გართულების შემთხვევაში სრულიად უძლურები ვართ... ერთი განსხვავებული, სამწუხაროდ ბევრისთვის უცნობი დიაგნოზი უნდა დავასახელო: მწვავე მასკლეროზილებელი პანენცეფალიტი. ეს გახლავთ დაავადება, რომელიც წითელას გადატანიდან ძალიან დიდი პერიოდის, 10, 12, 15 წლის შემდეგ ვითარდება. ბავშვს, რომელსაც დაემართა წითელა და ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიტანა, სრულიად მოულოდნელად უვითარდება ნერვული სისტემის მძიმე დაზიანება. მწვავე მასკლეროზილებელი პანენცეფალიტის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს - როგორც კი თქვენ ამ დიაგნოზს დასვამთ და მშობელი შეგეკითხებათ: "ექიმო, რა შეიძლება გავაკეთოთ?" სამწუხაროდ, თქვენ უნდა უთხრათ: "ვერაფერი".


სამწუხაროდ, ვერაფერს გააკეთებთ, თქვენ ამ ბავშვს უნდა დაეხმაროთ, რომ გააუმჯობესოს სიკვდილის ხარისხი - ცუდი ტერმინია, მაგრამ მედიცინაში ასეთ ტერმინს ვიყენებთ... ასეთი ბავშვი განწირულია, რადგან ამ დაავადებას 100%-იანი ლეტალობა აქვს, მიზეზი კი გადატანილი წითელაა. ამიტომ თუ რეალურად წარმოიდგენთ, თუ რა დგას საპირწონედ, გავაკეთოთ წითელას ვაქცინა თუ გადაიტანოს დაავადება, ნათლად დაინახავთ, რომ ამ მართლაც მძიმე დაავადების განვითარებისგან მხოლოდ ვაქცინაცია დაგვიცავს" - აფრთხილებს ანტივაქსერ მშობლებს ჩხაიძე.


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ როდესაც შენ, ერთი ადამიანი იცრები, ამით სხვასაც იცავ.


"ერთია, როდესაც ერთი ადამიანი აიცრება და თავს იცავს, მაგრამ მეორეა, როდესაც საზოგადოების გარკვეული წილი აიცრება, რაც უკვე მთლიანად საზოგადოებას იცავს. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ადამიანი, ვისი აცრაც რაიმე მიზეზით არ შეიძლება. თუმცა თუ ყველა სხვა აცრილია, ასეთი ადამიანიც დაცულია. ჩვენ სამწუხაროდ გვქონდა ტრაგიკული შემთხვევები ქვეყანაში სულ რამდენიმე წლის წინ, როდესაც იგივე წითელათი დაიღუპა ბავშვი, რომლის აცრაც არ შეიძლებოდა. მაგრამ ის ბავშვი ხომ გადარჩებოდა, გარშემო ყველა სხვა რომ აცრილი ყოფილიყო გარშემო და წითელა მისთვის არ მიეტანათ?" - აღნიშნავს პაატა იმნაძე.


და ბოლოს: თქვენ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?

ტექსტი და ვიზუალიზაცია: ეკა აბაშიძე

"ჩემი შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოვიყვანე... პედაგოგმა სახეში დაარტყა" - სავარაუდო ძალადობა 3 წლის ბავშვზე და 128-ე ბაღის პასუხი

"როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა - ქვეყანა ვერ ჩაიკეტება" - პაატა იმნაძე

"ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით"- რას ამბობს ამირან გამყრელიძე ინდურ შტამთან დაკავშირებით?