საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი" - გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს
"ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი" - გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ძლი­ე­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლის შექ­მნა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც მარ­ვე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ასე­ვე ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი არ არი­ან მზად იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ა­ბა­რონ რო­მე­ლი­მე ერთ მო­თა­მა­შეს - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“.

"უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის გა­ჩე­ნა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე და ამ ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის მეშ­ვე­ო­ბით იმ ნა­თე­ლი, გან­ჭვრე­ტა­დი მო­მავ­ლის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­შიც კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლის ირ­გვლივ ფორ­მირ­დე­ბა. ეს არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ამის ელექ­ტო­რა­ლუ­რი რე­სურ­სი არ­სე­ბობს. მე ვუ­ყუ­რებ იმ მო­ნა­ცე­მებს, რაც გა­აჩ­ნი­ათ არა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, არა­მედ სხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ჯა­მუ­რად. ეს შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­ცენ­ტია,

პლუს კი­დევ სხვა ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც აძ­ლევს ხმას არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, არა­მედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ. ესეც ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლია. ამ ალი­ანსს ვხე­დავ მე რო­გორც ძა­ლას, შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვაჩ­ვე­ნოთ პარტნი­ო­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ჭვრე­ტა­დი, სტა­ბი­ლუ­რი მო­მავ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტა.

ასე­ვე მე ვეყ­რდნო­ბი იმ კვლე­ვებს, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა. ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი და მზა­ო­ბა არ­სე­ბობს. მაგ­რამ დღეს ეს ძალა არა უბ­რა­ლოდ კარ­გი სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გის და­დე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, ეს არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი, იმი­ტომ, რომ ორი სხვა­დას­ხვა პო­ლუ­სი სა­შიშ­რო­ე­ბის და დის­ბა­ლან­სის პო­ტე­ცი­ალს ქმნის“, - აცხა­დებს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი "მთა­ვა­რი არხთან" სა­უბ­რი­სას.

კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ასეთ ძა­ლას ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი პა­სუ­ხობს, რომ ის ამ ბრძო­ლა­ში ერთ-ერთი რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი იქ­ნე­ბა.

"მე ამ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს მი­ვე­ცი ხმა 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში და ჯა­მუ­რად კმა­ყო­ფი­ლი ვარ მათი შე­დე­გით. ბუ­ნებ­რი­ვია, მე ამ ბრძო­ლა­ში ვიქ­ნე­ბი, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის ბრძო­ლაა, მე ვიქ­ნე­ბი ერთ-ერთი რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი ისე­ვე, რო­გორც ვი­ყა­ვი ხოლ­მე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ჩემს როლს ვთა­მა­შობ­დი“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
91

ნაცების წინააღმდეგ რომ მისცა ხმა იმ ხალხს ჩაუდგები სათავეში ნამდვილი ნაცი, წარსულში ქოცი და ბიძინასგან გაპირველებული კაცი? ეს რაღაც სხვა ფილოსოფიააა და დიდი შრომა დაგჭირდება ჩვეულებრი მოკვდავებამდე რომ ჩამოიყვანო შენი ფილოსოფია.. შენს ადგილზე არ გავრისკავდი მორიგი ცუდი საქციელის ჩადენას. 

5555
17

მარგველაშვილ-ელიოზი ოცნებობს და ეძებს დიმიტრი გელოვანს. ბატონო მარგველაშვილო , თქვენ ბავშვობისას ქოცებმა ჭურში რომ მოგათავსესთ, ისევ იქა ზიხართ ?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი" - გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს

"ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი" - გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს. როგორც მარველაშვილი ამბობს, ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს - "ქართულ ოცნებას“, ან "ნაციონალურ მოძრაობას“.

"უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება. ეს არის გასაკეთებელი, ამის ელექტორალური რესურსი არსებობს. მე ვუყურებ იმ მონაცემებს, რაც გააჩნიათ არა "ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჯამურად. ეს შთამბეჭდავი პროცენტია,

პლუს კიდევ სხვა ამომრჩეველი, რომელიც აძლევს ხმას არა "ქართული ოცნების“, არამედ "ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ესეც ამ პოლიტიკური ძალის პოტენციალია. ამ ალიანსს ვხედავ მე როგორც ძალას, შესაძლებლობას, ვაჩვენოთ პარტნიორებს და საზოგადოებას განჭვრეტადი, სტაბილური მომავლის პოლიტიკური გადაწყვეტა.

ასევე მე ვეყრდნობი იმ კვლევებს, რომელიც ტარდება. ეს პოტენციალი და მზაობა არსებობს. მაგრამ დღეს ეს ძალა არა უბრალოდ კარგი საარჩევნო შედეგის დადების წინაპირობაა, ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა პოლუსი საშიშროების და დისბალანსის პოტეციალს ქმნის“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი "მთავარი არხთან" საუბრისას.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მარგველაშვილი ასეთ ძალას ჩაუდგეს სათავეში, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს, რომ ის ამ ბრძოლაში ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი იქნება.

"მე ამ პოლიტიკურ პარტიებს მივეცი ხმა 2020 წლის არჩევნებში და ჯამურად კმაყოფილი ვარ მათი შედეგით. ბუნებრივია, მე ამ ბრძოლაში ვიქნები, რომელიც დემოკრატიულობის და სტაბილურობის ბრძოლაა, მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ისევე, როგორც ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემს როლს ვთამაშობდი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

"ყველა ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს, ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება დაფასებული" - ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტზე

"სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - საქართველოსთვის“ - რას წერს გიორგი გახარია ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ