მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან..." - რატომ არ იყო "გირჩი" პარლამენტთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან?
"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან..." - რატომ არ იყო "გირჩი" პარლამენტთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან?

"კო­ლე­გე­ბი ჩვენ­ზე გა­ბუ­ტუ­ლე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ მათ და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში“,- ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, რა­ტომ არ იყო დღეს პარ­ტია „გირ­ჩი“ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან შეკ­რე­ბილ ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებ­თან, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გა­აც­ნეს.

რო­გორც იაგო ხვი­ჩია აცხა­დებს, „გირ­ჩის ღო­ნის­ძი­ე­ბა ლა­პა­რა­კია“.

"ხომ იცით, ჩვენ­ზე გა­ბუ­ტუ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ მათ და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ჩვენ არ გვაქვს ასე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არც მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მათ მიერ და­გეგ­მილ აქ­ცი­ებ­ში. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ არ დავ­გეგ­მავთ აქ­ცი­ებს და არ ვიქ­ნე­ბით არაფ­რის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი.

ჩვენ არ გვეს­მის მათი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, ისე­დაც არ გავ­ყვე­ბო­დით. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა არის ლა­პა­რა­კი, ვა­პი­რებთ კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს, ყვე­ლას და­ვე­ლა­პა­რა­კოთ, გა­ვი­გოთ რა იდო მარ­თლა მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე, რაზე იყო წა­მომ­სვლე­ლი ერთი ან მე­ო­რე მხა­რე, და­ვი­წყებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან“,-აცხა­დებს ხვი­ჩია.

კი­თხვა­ზე, თუ რა გახ­და ოპო­ზი­ცი­ის გა­ბუტვის მი­ზე­ზი, იაგო ხვი­ჩია ასე გან­მარ­ტავს: “ბევ­რი მი­ზე­ზი უთ­ქვამთ, ჩემ­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­ცერ­თი იყო, ჩვენ სი­მარ­თლეს ვსა­უბ­რობთ, ეს არ მო­წონთ და შე­სა­ბა­მი­სად, გაგ­ვე­მიჯ­ნენ“.

შე­გახ­სე­ნებთ, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­მოქ­მე­დო გეგ­მა დღეს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან გა­აც­ნეს. აღ­ნიშ­ნულ შეკ­რე­ბა­ზე დღეს "გირ­ჩის" ლი­დე­რე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერე
39

იაგო ძალიან მაგარი კაცია, იმედია ბ-ნი ირაკლის ადგილს მერე ეგ დაიკავებს. 

ნინი
27

ესაა ქართული პოლიტიკის ახალი სახე?

ავტორი:

"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან..." - რატომ არ იყო "გირჩი" პარლამენტთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან?

"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან..." - რატომ არ იყო "გირჩი" პარლამენტთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან?

"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან, შესაბამისად, ჩვენ არ ვმონაწილეობთ მათ დაგეგმილ ღონისძიებებში“,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ იყო დღეს პარტია „გირჩი“ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან, სადაც საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნეს.

როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, „გირჩის ღონისძიება ლაპარაკია“.

"ხომ იცით, ჩვენზე გაბუტულები არიან ჩვენი კოლეგები, შესაბამისად, ჩვენ არ ვმონაწილეობთ მათ დაგეგმილ ღონისძიებებში. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ვალდებულება, არც მივიღებთ მონაწილეობას მათ მიერ დაგეგმილ აქციებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავგეგმავთ აქციებს და არ ვიქნებით არაფრის ინიციატორები.

ჩვენ არ გვესმის მათი სამოქმედო გეგმა, ისედაც არ გავყვებოდით. ჯერჯერობით ჩვენი ღონისძიება არის ლაპარაკი, ვაპირებთ კონფლიქტის მონაწილეებს, ყველას დაველაპარაკოთ, გავიგოთ რა იდო მართლა მოლაპარაკების მაგიდაზე, რაზე იყო წამომსვლელი ერთი ან მეორე მხარე, დავიწყებთ ხელისუფლებისგან“,-აცხადებს ხვიჩია.

კითხვაზე, თუ რა გახდა ოპოზიციის გაბუტვის მიზეზი, იაგო ხვიჩია ასე განმარტავს: “ბევრი მიზეზი უთქვამთ, ჩემთვის დამაჯერებელი არცერთი იყო, ჩვენ სიმართლეს ვსაუბრობთ, ეს არ მოწონთ და შესაბამისად, გაგვემიჯნენ“.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას სამოქმედო გეგმა დღეს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან გააცნეს. აღნიშნულ შეკრებაზე დღეს "გირჩის" ლიდერები არ იმყოფებოდნენ.

"ასლანს თავისი დასასრულის ჟამს ბევრად მეტი ყავდა... ფარჩაკები ჩვენ უნდა ვიყოთ, ესენი რომ ვერ დავასრულოთ" - მიხეილ სააკაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი სამეფო ოჯახს უსამძიმრებს

"გვაინტერესებს, რა გავლენა აქვს სააკაშვილს ოპოზიციაში - ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებს" - არჩილ თალაკვაძე