გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც ვეფხია ბაქრაძე "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მისი შვილი ვაქცინაციაზე უარს იტყოდა, სამსახურს დაატოვებინებდნენ.
"იმედის" კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა... ან ყველას, ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდა სამსახურს. აქ არის ის, რომ ვერ აღმოუჩინეს დახმარება. დაიბნენ და ვერ გააკეთეს ვერაფერი.
შეეშინდათ, შეიძლება არც ჰქონდათ არც ადრენალინი და არც სხვა რამე, არ იყვნენ მზად, რომ ეს გაეკეთებინათ. ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო,"- განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.
გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
თუ ვაქცინის გაკეთება აიძულეს გამოდის სახელმწიფომ მოკლა, კერძოდ 3 მუშკეტერმა.
მწამს, რომ ზუსტად მასე მოხდა! ნახავთ დაიწყებენ, ვინც არ აიცრება, წავა სამსახურიდან! შეხედეთ ვიდეოს, აცრა დამთავრებული არ იყო და გოგო უკვე აჭრელდა! ვერ დაეხმარნენ, არ იცოდნენ, არ ქონდათ--- ვინ იცის!? რაც გაითამაშეს, ჩამოყვანა, კონსილიუმი, რატიანის სოლო--- ეს კიდევ უფრო ამაზრზენია და ამას დადარტურება--უარყოფას ვთხოულობთ ხალხი!!!