საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა CERN-ის მასტერკლასს უმასპინძლა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა CERN-ის მასტერკლასს უმასპინძლა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სტუ-ის ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით, CERN/IPPOG ონ­ლა­ინ მას­ტერკლა­სი გა­ი­მარ­თა, რაც STEM და ტექ­ნო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის CERN-ში მიმ­დი­ნა­რე სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ცე­სე­ბის უშუ­ა­ლოდ გაც­ნო­ბის უნი­კა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, CERN/IPPOG-ი ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან (CERN) და­კავ­ში­რე­ბულ მეც­ნი­ერ-მკვლევ­რე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კო­ლა­ბო­რა­ცი­აა, რომ­ლის მი­ზა­ნი სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. IPPOG კო­ლა­ბო­რა­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი, აშშ, კა­ნა­და, ია­პო­ნია და ა.შ. ერთ-ერთი წევ­რი-ქვე­ყა­ნა კი სა­ქარ­თვე­ლოა.

CERN/IPPOG მას­ტერკლას­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა: Democritus University (სა­ბერ­ძნე­თი); Università di Padova (იტა­ლია); Ozyegin University (თურ­ქე­თი); University of Novi Sad (სერ­ბე­თი); University of Kragujevac (სერ­ბე­თი). ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თბი­ლი­სის #175 სა­ჯა­რო სკო­ლა, სკო­ლა “პროგ­რე­სი“; QSI Iternational School of Tbilisi; სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი „აია-GESS“; ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა; ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა; Backswood-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა.

CERN-ის სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ გახ­სნა. მას­ტერკლა­სის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ ზაზა მა­რუ­აშ­ვილ­მა. შეკ­რე­ბილ აუ­დი­ტო­რი­ას ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან ცნო­ბი­ლი ფი­ზი­კო­სი, ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო და სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კო­ლა­ბო­რა­ცი­ის (IPPOG) თავ­მჯდო­მა­რე, პრო­ფე­სო­რი სტი­ვენ გოლ­დფარ­ბი მი­ე­სალ­მა, ხოლო CERN/IPPOG მას­ტერკლა­სის მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის CERN-იდან, პირ­და­პი­რი ჩარ­თვით, ვირ­ტუ­ა­ლურ ტურ­სა და სა­ლექ­ციო კურსს ATLAS-ის ინ­ჟი­ნერ­თა ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე შარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი უძღვე­ბო­და.

„CERN-ის ეს პრო­ექ­ტი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ მეც­ნი­ერ­თა კვლე­ვებს გა­ეც­ნონ, მი­ი­ღონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლონ ის მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც მათ ელით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის გზით ივ­ლი­ან. ეს რთუ­ლი და უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო გზაა. სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამი­ტომ, გსურს მეც­ნი­ე­რე­ბა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახალ­გაზ­რდა ჩა­ერ­თოს, გვინ­და მათ გა­ი­თა­ვი­სონ, რომ დღეს მთე­ლი მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე დგას. CERN-ის შე­მეც­ნე­ბი­თი მას­ტერკლა­სი უდა­ვოდ გა­ა­ფარ­თო­ებს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის აზ­როვ­ნე­ბის დი­ა­პა­ზონს, გაზ­რდის მათ ერუ­დი­ცი­ას, გა­ა­ჩენს მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას ია­რონ პროგ­რე­სის გზით“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს CERN/IPPOG კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის იდეა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2018 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი CERN-ის შე­მეც­ნე­ბით ფეს­ტი­ვალ­ზე და­ი­ბა­და. CERN/IPPOG კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ფი­ზი­კი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ებ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებ­სა და აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ჩა­ერ­თონ ამ ერთ-ერთ უდი­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­ა­ტა­რონ მას­ტერკლა­სე­ბი, მო­ა­წყონ ვორ­ქშო­ფე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა.

"2020 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შუ­ა­მავ­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრ ბა­ტონ მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­სა და CERN/IPPOG-ის შო­რის ხელი მო­ე­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას აღ­ნიშ­ნულ პრეს­ტი­ჟულ სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში. ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლად CERN/IPPOG-ში სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე შარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და. უფრო ადრე კი, 2017 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში CERN/IPPOG მას­ტერკლა­სი ჩა­ტარ­და, რაც დღეს უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა. სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რა და ახალ­გაზ­რდო­ბაა ჩარ­თუ­ლი. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უჭერს მხარს პრო­ექტს და ზრუ­ნავს მის მას­შტა­ბებ­სა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე. ჩვე­ნი მხრი­დან, ახალ­გაზ­რდებს გაძ­ლევთ პი­რო­ბას, თქვე­ნი ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო გა­მო­გო­ნე­ბა იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტოს­გან, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა მა­რუ­აშ­ვილ­მა.

CERN/IPPOG მას­ტერკლა­სი­სა და ვორ­ქშო­ფე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იხ­სნა Art@Science გა­მო­ფე­ნა. CERN-ის უახ­ლეს სა­მეც­ნი­ე­რო აღ­მო­ჩე­ნებ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინო­ვა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კო­ლა­ჟე­ბი, ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბი და ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი ახალ­გაზ­რდა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას უქ­მნის ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის კომ­პლექ­სუ­რო­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა CERN-ის მასტერკლასს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა CERN-ის მასტერკლასს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ორგანიზებით, CERN/IPPOG ონლაინ მასტერკლასი გაიმართა, რაც STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ქართველი ახალგაზრდებისთვის CERN-ში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების უშუალოდ გაცნობის უნიკალური საშუალებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, CERN/IPPOG-ი ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) დაკავშირებულ მეცნიერ-მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაციაა, რომლის მიზანი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში ფუნდამენტური მეცნიერებების, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისა და ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციაა. IPPOG კოლაბორაციის წევრები არიან ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, იაპონია და ა.შ. ერთ-ერთი წევრი-ქვეყანა კი საქართველოა.

CERN/IPPOG მასტერკლასში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტებმა: Democritus University (საბერძნეთი); Università di Padova (იტალია); Ozyegin University (თურქეთი); University of Novi Sad (სერბეთი); University of Kragujevac (სერბეთი). ასევე მონაწილეობდნენ თბილისის #175 საჯარო სკოლა, სკოლა “პროგრესი“; QSI Iternational School of Tbilisi; სკოლა-ლიცეუმი „აია-GESS“; ქართულ-ამერიკული სკოლა; ევროპული სკოლა; Backswood-ის საერთაშორისო სკოლა.

CERN-ის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. მასტერკლასის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა. შეკრებილ აუდიტორიას ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან ცნობილი ფიზიკოსი, ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო და სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციის (IPPOG) თავმჯდომარე, პროფესორი სტივენ გოლდფარბი მიესალმა, ხოლო CERN/IPPOG მასტერკლასის მონაწილე მოსწავლეებისთვის CERN-იდან, პირდაპირი ჩართვით, ვირტუალურ ტურსა და სალექციო კურსს ATLAS-ის ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი უძღვებოდა.

„CERN-ის ეს პროექტი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ახალგაზრდები მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა კვლევებს გაეცნონ, მიიღონ განსაკუთრებული გამოცდილება და საკუთარი თვალით იხილონ ის მომავალი, რომელიც მათ ელით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მეცნიერების გზით ივლიან. ეს რთული და უაღრესად საინტერესო გზაა. საქართველოს განვითარება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, გსურს მეცნიერებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს, გვინდა მათ გაითავისონ, რომ დღეს მთელი მსოფლიო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე დგას. CERN-ის შემეცნებითი მასტერკლასი უდავოდ გააფართოებს ჩვენი ახალგაზრდების აზროვნების დიაპაზონს, გაზრდის მათ ერუდიციას, გააჩენს მეტ მოტივაციას იარონ პროგრესის გზით“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს CERN/IPPOG კოლაბორაციაში გაწევრიანების იდეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს ჩატარებული CERN-ის შემეცნებით ფესტივალზე დაიბადა. CERN/IPPOG კოლაბორაციაში საქართველოს გაწევრიანება ფიზიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ამ ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო გაერთიანებაში, რეგულარულად ჩაატარონ მასტერკლასები, მოაწყონ ვორქშოფები და მრავალი სხვა ღონისძიება.

"2020 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შუამავლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ბატონ მიხეილ ჩხენკელსა და CERN/IPPOG-ის შორის ხელი მოეწერა საქართველოს გაწევრიანებას აღნიშნულ პრესტიჟულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაციაში. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლად CERN/IPPOG-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი დასახელდა. უფრო ადრე კი, 2017 წელს, საქართველოს მასშტაბით პირველად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN/IPPOG მასტერკლასი ჩატარდა, რაც დღეს უკვე ტრადიციად იქცა. სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც, კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურა და ახალგაზრდობაა ჩართული. მოხარული ვართ, რომ უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობა მაქსიმალურად უჭერს მხარს პროექტს და ზრუნავს მის მასშტაბებსა და პროდუქტიულობაზე. ჩვენი მხრიდან, ახალგაზრდებს გაძლევთ პირობას, თქვენი ყველა საინტერესო და საჭირო გამოგონება იქნება მხარდაჭერილი, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსგან, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან“, - განაცხადა ზაზა მარუაშვილმა.

CERN/IPPOG მასტერკლასისა და ვორქშოფების პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა Art@Science გამოფენა. CERN-ის უახლეს სამეცნიერო აღმოჩენებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებული კოლაჟები, ფოტონამუშევრები და ვიდეორგოლები ახალგაზრდა დამთვალიერებელს ნათელ წარმოდგენას უქმნის ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში მიმდინარე მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ექსპერიმენტების კომპლექსურობისა და გლობალური მნიშვნელობის შესახებ.

ტრაგედია გუდაურში - მოქალაქე, რომელიც გაუკვალავ თოვლში სრიალებდა, გარდაცვლილი იპოვეს

"ახალციხის კლინიკაში მეუღლე რომ მივიდა, მეგის ზეწარი ჰქონდა გადაფარებული... ის  ფიქრობს, რომ იქიდანვე გარდაცვლილი წამოიყვანეს" - ექთნის ბიძა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა ეწვია