სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა" - თამარ გაბუნია გარდაცვლილ ექთანზე
"იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა" - თამარ გაბუნია გარდაცვლილ ექთანზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ახალ­ცი­ხელ ექთანს, რო­მე­ლიც ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად დღეს გარ­და­იც­ვა­ლა, გუ­შინ, კლი­ნი­კა „იმედ­ში“ ყვე­ლა ჩა­რე­ვა დრო­უ­ლად ჩა­უ­ტარ­და და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის ერთი წუთი არ და­კარ­გუ­ლა. ამის შე­სა­ხებ გა­ბუ­ნი­ამ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ვაქ­ცი­ნა­ცია მხო­ლოდ მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა და ასე­თი 40 კლი­ნი­კაა.

„გუ­შინ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ექ­სპერ­ტე­ბის საბ­ჭომ, ასე­ვე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის მარ­თვის საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რაც ასე­ვე ემ­ყა­რე­ბა ევ­რო­პის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის დას­კვნას, რო­მე­ლიც კვლა­ვაც უჭერს მხარს „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი" ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ფონ­ზე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი მარ­თა­ლია არ­სე­ბობს, მაგ­რამ რის­კე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცი­რეა მო­სა­ლოდ­ნელ სარ­გე­ბელ­თან შე­და­რე­ბით.

ვაქ­ცი­ნა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით ასე­ვე გუ­შინ ექ­სპერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით სა­მი­ნის­ტრომ და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია, „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შემ­თხვე­ვა­ში, ისე­ვე რო­გორც „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სტა­ცი­ო­ნა­რე­ბის დო­ნე­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ჩა­რე­ვა შეს­რულ­და დრო­უ­ლად და ერთი წუთი არ და­კარ­გუ­ლა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის, რად­გან იქვე იყო რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, პა­ცი­ენტს იქვე ჩა­უ­ტარ­და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მაგ­რამ იმ რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ანა­ფი­ლაქ­ცი­უ­რი რე­აქ­ცია თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია და უკავ­შირ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს, მა­ინც უფრო უსაფრ­თხო არის მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კებ­ში ამ პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა. ამ­დე­ნად, ყვე­ლა ის ჯავ­შა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენს კო­ლე­გებს ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში დღეს შე­იც­ვა­ლა და მათი გა­და­ნა­წი­ლე­ბა მოხ­დე­ბა მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კებ­ში. 40 კლი­ნი­კაა, რო­მელ­საც აქვს რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა და ყვე­ლა იმ პი­რო­ბას­თან ერ­თად, რაც რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებ­ში, ასე­ვე სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში არის, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცი­ის სწრა­ფი მარ­თვის­თვის აქ არის კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რაც გვაძ­ლევს გა­რან­ტი­ას, რომ ჩა­რე­ვა იყოს დრო­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მან გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­სა და ყვე­ლა კო­ლე­გას მი­უ­სამ­ძიმ­რა.

„მინ­და სამ­ძი­მა­რი გა­მოვ­ხა­ტო გარ­დაც­ვლი­ლი კო­ლე­გის ოჯა­ხის წი­ნა­შე, ასე­ვე ყვე­ლა ჩვე­ნი კო­ლე­გის წი­ნა­შე იმ და­ნა­კარ­გის გამო, რო­მე­ლიც გა­მოვ­ცა­დეთ. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა. ნამ­დვი­ლად არ მაქვს სი­ტყვე­ბი აღვწე­რო რამ­დე­ნად დიდი და­ნა­კარ­გია ეს სის­ტე­მის­თვის იმ რთულ პრო­ცეს­ში. მეგი იყო პირ­ვე­ლი ექთა­ნი, ვინც ახალ­ცი­ხე­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­და. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს შე­დე­გი დად­გა, რა­საც ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით. და­ნა­კარ­გი დი­დია, თუმ­ცა, ჩვენ ისიც გვეს­მის რამ­დე­ნად მა­ღა­ლი რის­კე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, რაც ეპი­დე­მი­ის პრო­ცესს უკავ­შირ­დე­ბა და ისიც, რო­გო­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სარ­გე­ბე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რის­კის სრუ­ლი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლას, ვინც დღეს ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გეგ­მა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გაგ­რძე­ლე­ბა და ამ სა­კი­თხებ­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­აა. მისი თქმით, ჯან­დაც­ვის უწყე­ბას კრი­ზი­სუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის რე­ჟიმ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა.

„გეგ­მა არის კო­მუ­ნი­კა­ცია. ამ შემ­თხვე­ვა­ში გვი­წევს კრი­ზი­სუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა, რაც არის „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ სარ­გებ­ლის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა. ამას გა­ვავ­რცე­ლებთ რო­გორც ჩვენ, ასე­ვე პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ყო­ველ­დღი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­ფინ­გე­ბი - ევ­რო­პის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­ში გუ­შინ იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ფე­რენ­ცია, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. ჩვენ­თვის მთა­ვა­რი გზა არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გაგ­რძე­ლე­ბა, კვლა­ვაც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ვაქ­ცი­ნა­ცია არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი. რის­კის სრუ­ლი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლას, ვინც დღეს ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ, რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გეგ­მავს მო­სახ­ლო­ე­ბას­თან უშუ­ა­ლო ახლო კონ­ტაქტს, რო­დე­საც მი­ვალთ უკვე იმ ეტაპ­ზე, რო­დე­საც პროგ­რა­მა გა­და­ვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მოც­ვა­ზე. ასე­ვე „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა ჩა­მო­ვა ქვე­ყა­ნა­ში და მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბაც უნდა მოხ­დეს. მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თის გა­ზი­ა­რე­ბა და ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მი­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყოს ობი­ექ­ტუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, 27 წლის ექთა­ნი, რო­მელ­საც „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა­ში 27 წლის ექთანს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ სა­ვა­რა­უ­დოდ, გვერ­დი­თი რე­აქ­ცია - ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გუ­შინ გა­ნუ­ვი­თარ­და. ის თბი­ლის­ში გვი­ან ღა­მით გად­მო­იყ­ვა­ნეს და პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

შსს-მ 27 წლის ექთ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დტ
1

თქვე მაჯლაჯუნებო თქვენ!

ბაია
1

მითუმეტეს ქალბატონო თამარ,თუ ყველაფერი იქვე იყო,ესეიგი ვაქცინაა უვარგისი.მე დიდ პატივს გცემთ,მაგრამ ფაქტია,რომ ეს ვაქცინა იწვევს გვერდით მოვლენებს,სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა" - თამარ გაბუნია გარდაცვლილ ექთანზე

"იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა" - თამარ გაბუნია გარდაცვლილ ექთანზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხელ ექთანს, რომელიც ანაფილაქსიური შოკით განვითარებული მოვლენების შედეგად დღეს გარდაიცვალა, გუშინ, კლინიკა „იმედში“ ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა. ამის შესახებ გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება და ასეთი 40 კლინიკაა.

„გუშინ ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების შესახებ, რაც ასევე ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას, რომელიც კვლავაც უჭერს მხარს „ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის გაგრძელებას, გამომდინარე იქედან, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის ფონზე გვერდითი მოვლენები მართალია არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით.

ვაქცინაცია გაგრძელდება და ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ასევე გუშინ ექსპერტების რეკომენდაციით სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც „ფაიზერის“ ვაქცინისთვის მომზადებული პროცესი გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქციური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამდენად, ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და ყველა იმ პირობასთან ერთად, რაც როგორც ამბულატორიებში, ასევე სტაციონარებში არის, ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის აქ არის კიდევ დამატებითი რეანიმაციული განყოფილება, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული“, - განაცხადა გაბუნიამ.

მან გარდაცვლილის ოჯახსა და ყველა კოლეგას მიუსამძიმრა.

„მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი კოლეგის ოჯახის წინაშე, ასევე ყველა ჩვენი კოლეგის წინაშე იმ დანაკარგის გამო, რომელიც გამოვცადეთ. უდიდესი ტრაგედიაა. ნამდვილად არ მაქვს სიტყვები აღვწერო რამდენად დიდი დანაკარგია ეს სისტემისთვის იმ რთულ პროცესში. მეგი იყო პირველი ექთანი, ვინც ახალციხეში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისკენ მოგვიწოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. დანაკარგი დიდია, თუმცა, ჩვენ ისიც გვესმის რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც ეპიდემიის პროცესს უკავშირდება და ისიც, როგორია მოსალოდნელი სარგებელი ვაქცინაციის პროგრამის“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის რისკის სრული გაცნობიერება შეუძლია ყველას, ვინც დღეს ამ პროცესში მონაწილეობს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გეგმა ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება და ამ საკითხებზე კომუნიკაციაა. მისი თქმით, ჯანდაცვის უწყებას კრიზისული კომუნიკაციის რეჟიმში უწევს მუშაობა.

„გეგმა არის კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში გვიწევს კრიზისული კომუნიკაციის რეჟიმში მუშაობა, რაც არის „ასტრაზენეკას“ სარგებლის შესახებ სრული ინფორმაციის გავრცელება. ამას გავავრცელებთ როგორც ჩვენ, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები. ყოველდღიურად მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით ბრიფინგები - ევროპის მარეგულირებელში გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჩვენთვის მთავარი გზა არის ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება, კვლავაც სამედიცინო პერსონალის აქტიური მონაწილეობით. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. რისკის სრული გაცნობიერება შეუძლია ყველას, ვინც დღეს ამ პროცესში მონაწილეობს, თუმცა სამომავლოდ, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე დაავადებათა ეროვნული ცენტრი გეგმავს მოსახლოებასთან უშუალო ახლო კონტაქტს, როდესაც მივალთ უკვე იმ ეტაპზე, როდესაც პროგრამა გადავა ასაკობრივი ჯგუფების მოცვაზე. ასევე „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვა ქვეყანაში და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც უნდა მოხდეს. მთავარია, საკუთარი მაგალითის გაზიარება და ის, რომ მოსახლეობასთან მიტანილი ინფორმაცია იყოს ობიექტური“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ის თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა

გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ?

უსაფრთხოა თუ არა ვაქცინაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსი შესაძლოა უსიმპტომოდ გადაიტანეს და არ იციან - ამირან გამყრელიძის კომენატრი