საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ" - ამირან გამყრელიძე
"ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ" - ამირან გამყრელიძე

"კო­რო­ნა­ვირუსს და­ას­რუ­ლებს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცია. ყვე­ლას გთხოვთ გა­ვერ­თი­ან­დეთ ამ სლო­გა­ნის ირ­გვლივ - "ავცრათ და და­ვიც­ვათ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე“, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდ­ხანს დას­ჭირ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, პირ­ბა­დე და ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა.

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე გა­დის სწო­რედ კო­ვი­დე­პი­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის მთა­ვა­რი გზა, თუმ­ცა რა თქმა უნდა, ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად ჩვენ დიდ­ხანს დაგ­ვჭირ­დე­ბა პირ­ბა­დე, დის­ტან­ცია, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა, სა­ნი­ტა­რი­ზა­ცია და უა­რის თქმა დიდ შეკ­რე­ბებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით, იქ­ნე­ბა ეს სა­სი­ხა­რუ­ლო თუ სამ­წუ­ხა­რო. ჩვენ რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­ლექ­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ, და­ახ­ლო­ე­ბით უნდა ავცრათ მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ნი­მუმ 60%, რად­გან არ­ცერ­თი ვაქ­ცი­ნა არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჯერ ბავ­შვთა ასაკ­ში, 18 წლამ­დე. ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა 16 წლი­დან, და­ნარ­ჩე­ნი არის 18 წლის ზე­მოთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იც­რე­ბა მხო­ლოდ მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი ბავ­შვებ­ში და ორ­სუ­ლებ­ში ამი­ტომ ამ ორ ჯგუფ­ზე თავს ვი­კა­ვებთ აც­რე­ბის­გან“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სო­ლი­და­რუ­ლი უნდა იყოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის მი­მართ.

"მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არის და­ახ­ლო­ე­ბით 3,8 მი­ლი­ო­ნი და მისი 60% არის და­ახ­ლო­ე­ბით 1 700 000 ადა­მი­ა­ნი. თუ ჩვენ წელს ეს რა­ო­დე­ნო­ბა ავ­ცე­რით, გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ იმი­სას, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ტყვით, რომ ეპი­დე­მი­ას ქვე­ყა­ნა­ში და­ვა­მარ­ცხებთ და ქვე­ყა­ნა თან­და­თა­ნო­ბით და­უბ­რუნ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რიტმს. ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვე­ცა­დოთ, ვი­ყოთ ძა­ლი­ან სო­ლი­და­რუ­ლი და აქ­ტი­უ­რი ამ პრო­ცეს­ში, რომ მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60% იქ­ნას აც­რი­ლი. ერ­თმა­ნეთს უნდა ვუ­თხრათ, ერ­თმა­ნე­თი უნდა და­ვარ­წმუ­ნოთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სი­კე­თე­ში. ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე უკე­თე­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­თი ინ­ტერ­ვენ­ცია ჯერ კა­ცობ­რი­ო­ბას არ მო­უ­გო­ნია“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qwerty
2

მასე დაჟინებით რომ ითხოვს ვაქცინაციას დავიჯერო ესე მაგრად ადარდებს ხალხის ბედი თუ დავალებული აქ.

რუსუდანი
2

შენ და შენი შვილი წიხეში უნდა იჯდეთ ნორმალურ ქვეყანაში მაფიოზებო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ" - ამირან გამყრელიძე

"ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ" - ამირან გამყრელიძე

"კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ - "ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმუნიზაციის პროცესისა, საზოგადოებას დიდხანს დასჭირდება სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადე და ხელების ხშირი დაბანა.

"ვაქცინაციაზე გადის სწორედ კოვიდეპიდემიის დამარცხების მთავარი გზა, თუმცა რა თქმა უნდა, ვაქცინასთან ერთად ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, სანიტარიზაცია და უარის თქმა დიდ შეკრებებზე ნებისმიერი მიზეზით, იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო. ჩვენ რომ ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, დაახლოებით უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%, რადგან არცერთი ვაქცინა არ გამოიყენება ჯერ ბავშვთა ასაკში, 18 წლამდე. ერთი გამონაკლისია, რომელიც გამოიყენება 16 წლიდან, დანარჩენი არის 18 წლის ზემოთ. აქედან გამომდინარე, იცრება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობა. ჯერჯერობით არ არის კლინიკური კვლევები ბავშვებში და ორსულებში ამიტომ ამ ორ ჯგუფზე თავს ვიკავებთ აცრებისგან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესის მიმართ.

"მოზრდილი მოსახლეობა საქართველოში არის დაახლოებით 3,8 მილიონი და მისი 60% არის დაახლოებით 1 700 000 ადამიანი. თუ ჩვენ წელს ეს რაოდენობა ავცერით, გარანტიას გაძლევთ იმისას, რომ სერიოზულად ვიტყვით, რომ ეპიდემიას ქვეყანაში დავამარცხებთ და ქვეყანა თანდათანობით დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ძალიან სოლიდარული და აქტიური ამ პროცესში, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60% იქნას აცრილი. ერთმანეთს უნდა ვუთხრათ, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის სიკეთეში. ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?

პიკეტირება ყველა ქალაქში, ავტობანის დაკეტვა... - რა გეგმა აქვთ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, თუ ხელისუფლება "არ გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯს"?

"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?