საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ "რაზგონით“, რა "რაზგონითაც“ კობახიძე მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს" - გიგი უგულავა
"იმ "რაზგონით“, რა "რაზგონითაც“ კობახიძე მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს" - გიგი უგულავა

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ, მა­შინ აღა­რა­ვის ემახ­სოვ­რე­ბა კო­ბა­ხი­ძე, მაქ­სი­მუმ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლე­ბით იყოს გა­ჯე­რე­ბუ­ლი, სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი, დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი ტიპი, რო­მე­ლიც უში­ნა­არ­სო თვა­ლე­ბით უყუ­რებს ტე­ლე­ვი­ზორს და აღა­რა­ვის ახ­სოვს“, - ასე აფა­სებს „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, გიგი უგუ­ლა­ვა პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბებს, სა­დაც ის აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არ არი­ან, არი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში.

რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვა აცხა­დებს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის­გან "ასე­თი გა­მოხ­ტო­მე­ბი არა­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლია“.

"რო­დე­საც ასე­თი მძაფ­რი კრი­ზი­სია და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ასე­თი მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის­გან ასე­თი გა­მოხ­ტო­მე­ბი ძა­ლი­ან არა­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლია, ალ­ბათ, მიზ­ნად ისა­ხავს ჩაშ­ლას, ან სა­კუ­თარ მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი, რომ მა­გა­რი ბი­ჭე­ბი არი­ან, ან და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებს. ამის გარ­კვე­ვას აზრი არ აქვს, სა­ნამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ დას­რულ­დე­ბა, მხო­ლოდ მის ტყუ­ი­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რებ.

იტყუ­ე­ბა კო­ბა­ხი­ძე, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ სარ­ჩე­ლი არ მაქვს შე­ტა­ნი­ლი. მე­ტიც, ორი­ვე პა­ტიმ­რო­ბა­ზე მაქვს სარ­ჩე­ლი შე­ტა­ნი­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში. მე­ტიც, კო­მუ­ნი­კა­ცია და ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა აქვს გავ­ლი­ლი ორი­ვე სარ­ჩელს, ადრე თუ გვი­ან, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ვი­მარ­ჯვებ. მა­შინ აღა­რა­ვის ემახ­სოვ­რე­ბა კო­ბა­ხი­ძე, მაქ­სი­მუმ კო­ბა­ხი­ძე იყოს ფსი­ქოტ­რო­პუ­ლე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი, დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი ტიპი, რო­მე­ლიც უში­ნა­არ­სო თვა­ლე­ბით უყუ­რებს ტე­ლე­ვი­ზორს და აღა­რა­ვის ახ­სოვს.

სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი იქ­ნე­ბა კო­ბა­ხი­ძის ბედი. იმ აჩ­ქა­რე­ბით და "რაზ­გო­ნით“, რა "რაზ­გო­ნი­თაც“ ის მი­დის, სამ­წუ­ხა­როდ, გა­კო­ჭი­ლი და­ამ­თავ­რებს. ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს, და­ი­ბე­ვოს მი­ნი­მუმ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა, აი ჩავ­შა­ლე იმი­ტომ, რომ იქით მხა­რეს კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან.

აღარ შე­ვალ შე­ფა­სე­ბებ­ში, რო­გორ ვუ­ყუ­რებ ივა­ნიშ­ვილს, კო­ბა­ხი­ძეს, ღა­რი­ბაშ­ვილს, მთლი­ა­ნად "ქო­ცო­ბას“ რო­გორც მოვ­ლე­ნას. ამ ნა­წილ­ში ვე­რას­დროს შევ­თან­ხმდე­ბით. ჩემ­თვის დარ­ჩე­ბი­ან სა­ზი­ზღრო­ბად, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას თალ­ხი­ვით ადევს და უნდა მო­ვი­შო­როთ. ამი­ტომ გვინ­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნად მოხ­დეს ცვლი­ლე­ბე­ბი, ქვე­ყა­ნა გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე გა­და­ვი­დეს. დიახ, ივა­ნიშ­ვი­ლი, კო­ბა­ხი­ძე, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ეს ფსი­ქი­უ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­დის­ტუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი მმარ­თა­ვენ ქვე­ყა­ნას. ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა ქვეყ­ნის­თვის“,-აცხა­დებს უგუ­ლა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შალრ მი­შე­ლის პი­რად წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში, მაგ­რამ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არ არი­ან.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "აღი­ა­რე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი რჩე­ბი­ან პო­ლი­ტი­კა­ში, რაც არის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის“.

მან "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერ­ზე, გიგი უგუ­ლა­ვა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა: „უგუ­ლა­ვა, რო­მელ­მაც მო­ი­პა­რა 48 მი­ლი­ო­ნი და ამი­სათ­ვის აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი. ეს ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იპა­რავ­დნენ ხალ­ხის ფულს, რომ­ლე­ბიც აწა­მებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს და ა.შ. არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და მათი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი არის აღი­ა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ის მიერ და ვერც ერთი ვერ ბე­დავს, ვერც ერთი სარ­ჩე­ლის გაგ­ზავ­ნას სტრას­ბურ­გში“.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელი
12

შენ შენს საკუთარ "რაზგონს" მიხედე- მაგის "გაკოჭვა" სანატრელი რომ არ გაგიხდეს

ავთო
15

უგულავა რომ იტყვის სხვაზე თალხივით აწევსო -სასწაულია რა ეს ქვეყანა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"იმ "რაზგონით“, რა "რაზგონითაც“ კობახიძე მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს" - გიგი უგულავა

"იმ "რაზგონით“, რა "რაზგონითაც“ კობახიძე მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს" - გიგი უგულავა

"დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ გავიმარჯვებ, მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ ფსიქოტროპულებით იყოს გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, არიან კრიმინალები პოლიტიკაში.

როგორც გიგი უგულავა აცხადებს, ირაკლი კობახიძისგან "ასეთი გამოხტომები არაკონსტრუქციულია“.

"როდესაც ასეთი მძაფრი კრიზისია და მოლაპარაკებები ასეთი მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან ასეთი გამოხტომები ძალიან არაკონსტრუქციულია, ალბათ, მიზნად ისახავს ჩაშლას, ან საკუთარ მაყურებელზეა გათვლილი, რომ მაგარი ბიჭები არიან, ან დავალებით მოქმედებს. ამის გარკვევას აზრი არ აქვს, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მხოლოდ მის ტყუილებზე ვისაუბრებ.

იტყუება კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ სარჩელი არ მაქვს შეტანილი. მეტიც, ორივე პატიმრობაზე მაქვს სარჩელი შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში. მეტიც, კომუნიკაცია და ყველა პროცედურა აქვს გავლილი ორივე სარჩელს, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, გავიმარჯვებ. მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ კობახიძე იყოს ფსიქოტროპულებით გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს.

სამწუხაროდ, ასეთი იქნება კობახიძის ბედი. იმ აჩქარებით და "რაზგონით“, რა "რაზგონითაც“ ის მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს. ასეთი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს, დაიბევოს მინიმუმ მოლაპარაკებების ჩაშლა, აი ჩავშალე იმიტომ, რომ იქით მხარეს კრიმინალები არიან.

აღარ შევალ შეფასებებში, როგორ ვუყურებ ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, მთლიანად "ქოცობას“ როგორც მოვლენას. ამ ნაწილში ვერასდროს შევთანხმდებით. ჩემთვის დარჩებიან საზიზღრობად, რომელიც ქვეყანას თალხივით ადევს და უნდა მოვიშოროთ. ამიტომ გვინდა რიგგარეშე არჩევნები, არჩევნებით მშვიდობიანად მოხდეს ცვლილებები, ქვეყანა განვითარების გზაზე გადავიდეს. დიახ, ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი ეს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები, სადისტური მიდრეკილების ადამიანები მმართავენ ქვეყანას. ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის“,-აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალრ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან.

მისივე განმარტებით, "აღიარებული დამნაშავეები რჩებიან პოლიტიკაში, რაც არის სისტემური პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის“.

მან "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერზე, გიგი უგულავაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „უგულავა, რომელმაც მოიპარა 48 მილიონი და ამისათვის აქვს შეფარდებული სასჯელი. ეს ლიდერები, რომლებიც იპარავდნენ ხალხის ფულს, რომლებიც აწამებდნენ ადამიანებს და ა.შ. არიან დამნაშავეები და მათი დანაშაულებები არის აღიარებული სხვადასხვა ინსტანციის მიერ და ვერც ერთი ვერ ბედავს, ვერც ერთი სარჩელის გაგზავნას სტრასბურგში“.

"მე არ ვისვენებ, მე "ზაგარი" მივიღე უკვე" - როგორ პასუხობს ირაკლი ზარქუა ვაშაძის განცხადებას, რომ "ოცნებამ" "მაისკი პრაზნიკი" მოიწყო

"თალაკვაძე დაასუსტეს... დარწმუნებული ვარ, ამაში კობახიძის ხელი ურევია" - ეკა ბესელია

"ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგოდ მყოფნის ვაჟკაცობაც და გამბედაობაც, რომ ამანისტიის კანონი მივიღოთ" - გიორგი ვაშაძე