რამდენიმე დღის წინ გურიაში ტრაგედია დატრიალდა. 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც მეგობრებთან ერთად გომის მთაზე წავიდა, გაყინული იპოვეს. მისი სამი მეგობარი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
დღეს კი ერთ-ერთი მათგანი შემთხვევის დეტალებს იხსენებს:
"ვერ დავტოვეთ, ხელები დავუზილეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ ვუშველეთ. ცუდად გახდა, ფეხში გაესკვნა ძარღვი და ვეღარ დადიოდა, თოვლში რამდენიმეჯერ წაიქცა. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.
რომ გარდაიცვალა, არ ვტოვებდით, ვერ დავტოვეთ, მის გვერდით ვიყავით გაყინულები, გვერდზე გვეწვა და გავათენეთ, სანამ მაშველები ამოვიდოდნენ, ბოლოს ძაან გაგვიჭირდა და ტანსაცმელებს წავუკიდეთ ცეცხლი.
კარგი ამინდი იყო... რომ ავედით, უცებ შეიცვალა ამინდი - თოვლი, ქარბუქი, ნისლი... ერთმანეთს ვერ ვხედავდით" - იხსენებს გარდაცვლილის მეგობარი "ტვ პირველთან" საუბრისას.
გარდაცვლილი სოფელ ბოხვაურის მცხოვრები 24 წლის ვაჟა ანდღულაძეა. ბიჭის დედა ემიგრანტია და საქართველოში გუშინ დილით დაბრუნდა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ აქ გაიგო.
მართალია შორიდან ადვილია საუბარი მაგრამ მაინც ვერ წარმომიდგენია როგორ აღმოჩნდნენ ასეთ ვითარებაში. ალბათ მთლად შესაფერისადაც არ ეცვათ თორემ განა მაინც რამდენი უნდა ყოფილიყო ყინვა? საუბარი გურიის ტყიან მთაზეა, ჯავახეთის ტრამალებზე ხომ არა... თანაც თუ ცეცხლის დანთების საშუალება გააჩნდათ, რა თოვლიც არ უნდა იყოს, ტყეში ხმელი ხის ტოტებს როგორ ვერ მოაგროვებს კაცი?
სავარაუდოდ ოთხივეს ჩაეძინა და გვიან შენიშნეს რომ ერთერთი იყინებოდა, მერე კი ცეცხლის დანთებაც დაგვიანებული აღმოჩნდა და ხელფეხის დაზილვაც. ბავშური გამოუცდელობა :(
ისიც დაწერეთ რისთვის იყვნენ იქ ასულები. ერთერთი უიშვიათესი ჩლიქოსანის მოსაკლავად