საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები შეეხება ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფს - "ბილეთით, საათნახევრის განმავლობაში, მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლებათ"
რა ცვლილებები შეეხება ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფს - "ბილეთით, საათნახევრის განმავლობაში, მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლებათ"

თბი­ლის­ში 1-ელი აპ­რი­ლი­დან სატ­რან­სპორ­ტო სქე­მის ახა­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა ამოქ­მედ­დე­ბა, რო­მე­ლიც ახალ, ლურჯ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფის ცვლი­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 300 ლურ­ჯი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა 80-ის ნაც­ვლად 50 თეთ­რი ეღი­რე­ბა და გუ­ლის­ხმობს, რომ ერთხელ აღე­ბუ­ლი ბი­ლე­თით მგზავრს სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბა მეტ­რო­თი, ავ­ტო­ბუ­სით და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა.

რო­გორც თბი­ლი­სის ვიცე-მერი ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, მგზავ­რე­ბი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­შიც ისარ­გებ­ლე­ბენ ყვე­ლა იმ სა­შე­ღა­ვა­თო პი­რო­ბე­ბით, რაც ახლა მეტ­რო­სა და ავ­ტო­ბუ­სებ­ში მოქ­მე­დებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლე­ბას, რო­გორც ხმა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, 1000 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი თბი­ლის­ში 2021 წლის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა და არ­სე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კი სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლდე­ბა.

"ამ წლის ბო­ლომ­დე ჩვენ ამ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს მთლი­ა­ნად ვა­ნაც­ვლებთ და ივ­ლი­ან ახა­ლი ლურ­ჯი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი. იმ ფუ­ლით, რა­საც ჩვენ ავი­ღებთ 300-ის გა­მოს­ყიდ­ვის შე­დე­გად, კი­დევ 300 მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს შე­ვი­ძენთ. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­პა­ტა­რავ­და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ბა­ზა­რი, 1500 ერ­თე­უ­ლი­დან ჩა­მო­ვი­და 1000 ერ­თე­უ­ლამ­დე.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ტა­რი­ფის ზრდა დღის წეს­რიგ­ში არ დგას, არც გა­ნი­ხი­ლე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩვენ ვა­ტა­რებთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ მომ­ხდა­რი­ყო მეტ­როს­თან და ავ­ტო­ბუს­თან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის სინ­ქრო­ნი­ზა­ცია და ინ­ტეგ­რი­რე­ბა გა­დახ­დის სის­ტე­მა­შიც. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე დად­გინ­და ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მი­აკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ფასი 50 თეთ­რის ოდე­ნო­ბით. ეს იყო ჩვენ­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ახლა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ქსე­ლი სინ­ქრონ­შია მოყ­ვა­ნი­ლი ავ­ტო­ბუ­სებ­თან და მეტ­როს­თან და რე­ა­ლუ­რად, მათ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად იქცა.

"ასე­ვე იცით, რომ მეტ­რო­სა და ავ­ტო­ბუსს შო­რის გვაქვს უფა­სო გა­დაჯ­დო­მის 90-წუ­თი­ა­ნი რე­ჟი­მი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ერთხელ თუ გა­და­იხ­დი მეტ­რო­ში ან ავ­ტო­ბუს­ში, 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უფა­სოდ გა­დაჯ­დე­ბი, ახლა ამ სის­ტე­მა­ში ჩა­ერ­თო ასე­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სიც. ეს კი ნიშ­ნავს, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი­დან ავ­ტო­ბუს­ში ან მეტ­რო­ში და პი­რი­ქით, 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დაჯ­დო­მა უფა­სო იქ­ნე­ბა. მე­ო­რეც, ავ­ტო­ბუს­ში და მეტ­რო­ში მოქ­მე­დებ­და შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ტა­რი­ფი სტუ­დენ­ტებ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე, ვე­ტე­რა­ნებ­ზე და ეს რე­ჟი­მი ასე­ვე გა­და­ვა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­შიც“, - აღ­ნიშ­ნა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

გა­ე­ცა­ნით ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
15

ეგ ევროპაში მუშაობს 15-20 წელია! კალაძეს არჩევნები მოუახლოვდა)))

????
1
ეგ არჩევნებამდე ეღირება 50 თეთრი, არჩევნების მერე კი 1.50 გახდება, როგორც ადრე იძახოდნენ, გახსოვთ???? დაიმახსოვრეთ და ნახავთ. არ დაბლოკოთ ambebi.ge
ავტორი:

რა ცვლილებები შეეხება ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფს - "ბილეთით, საათნახევრის განმავლობაში, მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლებათ"

რა ცვლილებები შეეხება ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფს - "ბილეთით, საათნახევრის განმავლობაში, მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლებათ"

თბილისში 1-ელი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.

რაც შეეხება მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას, როგორც ხმალაძე აღნიშნავს, 1000 მიკროავტობუსი თბილისში 2021 წლის ბოლომდე იქნება და არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.

"ამ წლის ბოლომდე ჩვენ ამ მიკროავტობუსებს მთლიანად ვანაცვლებთ და ივლიან ახალი ლურჯი მიკროავტობუსები. იმ ფულით, რასაც ჩვენ ავიღებთ 300-ის გამოსყიდვის შედეგად, კიდევ 300 მიკროავტობუსს შევიძენთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაპატარავდა მიკროავტობუსების ბაზარი, 1500 ერთეულიდან ჩამოვიდა 1000 ერთეულამდე.

მიკროავტობუსების ტარიფის ზრდა დღის წესრიგში არ დგას, არც განიხილება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვატარებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებულ სატრანსპორტო პოლიტიკას, მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო მეტროსთან და ავტობუსთან მიკროავტობუსის სინქრონიზაცია და ინტეგრირება გადახდის სისტემაშიც. სწორედ აქედან გამომდინარე დადგინდა ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული მიაკროავტობუსების ფასი 50 თეთრის ოდენობით. ეს იყო ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ ახლა მიკროავტობუსების ქსელი სინქრონშია მოყვანილი ავტობუსებთან და მეტროსთან და რეალურად, მათთან დამაკავშირებელ საშუალებად იქცა.

"ასევე იცით, რომ მეტროსა და ავტობუსს შორის გვაქვს უფასო გადაჯდომის 90-წუთიანი რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ თუ გადაიხდი მეტროში ან ავტობუსში, 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდები, ახლა ამ სისტემაში ჩაერთო ასევე მიკროავტობუსიც. ეს კი ნიშნავს, რომ მიკროავტობუსიდან ავტობუსში ან მეტროში და პირიქით, 90 წუთის განმავლობაში გადაჯდომა უფასო იქნება. მეორეც, ავტობუსში და მეტროში მოქმედებდა შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებზე, ვეტერანებზე და ეს რეჟიმი ასევე გადავა მიკროავტობუსებშიც“, - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ირაკლი ხმალაძემ.

გაეცანით ინტერვიუს სრულად

"წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია" - ამირან გამყრელიძე

"ის აქტივობა, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვაქვს, კარგი არ არის" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ქართველ ექიმებზე

"ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ" - ამირან გამყრელიძე