საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ცხრება ვნებათაღელვა ასტრაზენიკას ირგვლივ... ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ვაქცინაზე და რა გზა გაიარა მან აცრამდე და მის შემდეგ
"არ ცხრება ვნებათაღელვა ასტრაზენიკას ირგვლივ... ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ვაქცინაზე და რა გზა გაიარა მან აცრამდე და მის შემდეგ

ავტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ირმა კვი­ცა­რი­ძე "ატ­რა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"არ ცხრე­ბა ვნე­ბა­თა ღელ­ვა ას­ტრა­ზე­ნი­კას ვაქ­ცი­ნის ირ­გვლივ. ვის­მენ ათას შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას - (ბოდ­ვას ემ­ბრი­ო­ნებ­ზე)! არი­ქა ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი აღარ აკე­თე­ბენ ამ ვაქ­ცი­ნა­სო და ა.შ.

მოკ­ლედ: საქ­მე შემ­დეგ­შია, ვაქ­ცი­ნას შექ­მნას, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ფე­რი გვე­ცო­დი­ნე­ბა ჭირ­დე­ბა მი­ნი­მუმ 5 წელი მაქ­სი­მუმ 10 წელი. პან­დე­მი­ამ (შევ­წუხ­დი­თო, გვი­ზღუ­და­ვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სო, ნი­ღა­ბი არ გვინ­დაო და ზო­გიც ხე­ლის და­ბა­ნა­საც აპ­რო­ტეს­ტებს) სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში გა­ა­ჩე­რა თით­ქმის ყვე­ლა კვლე­ვა, რაც არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კო­ვიდ­თან, მის ვაქ­ცი­ნა­სა თუ წა­მალ­თან. ფი­ნა­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­და კო­ვი­დის კვლე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დიდი თან­ხე­ბი ჩა­ი­დო ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ფორს მა­ჟორ­ში შე­იქ­მნა ვაქ­ცი­ნე­ბი, ბევ­რი ღია კი­თხვე­ბით.

ჯერ-ჯე­რო­ბით დაშ­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფილ და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად - პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე პა­სუ­ხე­ბი აქვს გა­ცე­მუ­ლი დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე "ას­ტრა­ზე­ნი­კას". ასე­ვე აღ­ნიშ­ნულ­მა ფარ­მა ფირ­მამ, მი­სი­ვე ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქვეყ­ნებ­თან, ვი­საც აწო­დებს ვაქ­ცი­ნას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩადო ერთი პუნ­ქტი: თუ ვაქ­ცი­ნა გა­მოწ­ვევს გარ­თუ­ლე­ბებს , მა­შინ ვიდ­რე არ გა­ირ­კვე­ვა მი­ზე­ზი, უნდა შე­ჩერ­დეს ამ შარ­ჟის ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა! რი­თაც ის ქვეყ­ნე­ბი, რო­მე­ლებ­მაც დრო­ებთ შე­ა­ჩე­რეს ას­რა­ზე­ნი­კას ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, სარ­გებ­ლო­ბენ.

ასევე დაგაინტერესებთ
19:20 / 14-03-2021

"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

20:10 / 14-03-2021

"არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება ​"ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან იყო დაკავშირებული" - ცერცვაძე

23:09 / 16-03-2021

"...გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ინფექციონისტი ვაქცინაციასა და "ასტრაზენეკაზე"

10:47 / 17-03-2021

"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს

13:39 / 17-03-2021

"AstraZeneca-ს ვაქცინა Covid-19-ისთვის უფრო ძლიერია, ვიდრე Pfizer-ისა და Moderna-ს რნმ ვაქცინები" - როგორ მუშაობს Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა?

20:01 / 25-03-2021

"ადამიანები მხოლოდ რეანიმაციის წინ თანხმდებიან ვაქცინაციას, თან კარებს იქეთ ლევან რატიანი უნდა იყოს" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი?

ასე მო­იქ­ცა ავ­სტრი­აც როცა, ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ფიქ­სირ­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან 10 დღის შემ­დეგ. ობ­დუქ­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი არ იყო ვაქ­ცი­ნა. დღეს ას­ტრაზ­ნი­კა­თი ვაქ­ცი­ნა­ცია არ არის შე­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­სტრი­ა­ში. ასე­ვე და­ახ­ლო­ვე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი მო­ქა­ლა­ქე აცრა ბრი­ტა­ნეთ­მა ას­ტრა­ზე­ნი­კას ვაქ­ცი­ნით, რო­გორ ფიქ­რობთ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის სტა­ტის­ტი­კა რო­გო­რია? - 0!

რაც შე­ე­ხე­ბა "ფა­ი­ზერს", გვახ­სოვს მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­ბა­ვი და სხვა ამ­ბე­ბიც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, რა­ტომ­ღაც არ მახ­სენ­დე­ბა, რომ მი­უ­ხე­და­ვად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­სა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა "ფა­ი­ზე­რით" ვაქ­ცი­ნა­ცია, პი­რი­ქით... აქ არ გიჩ­ნდე­ბათ კი­თხვე­ბი? მა­შინ მე გე­ტყვით, "ფა­ი­ზე­რის" კონ­ტრაქ­ტში, არ წე­რია ის, რაც დევს ას­ტრა­ზე­ნი­კას კონ­ტრაქ­ტში. ადრე დავ­წე­რე, რა­ტომ იკა­ვებ­და თავს ავ­სტრია ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა­ზე. იმი­ტომ, რომ სწო­რედ ფარ­მა ფირ­მის მიერ და­დე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ითხოვ­და ავ­სტრი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ფა­ი­ზერ-ბა­ინ­ტე­ქი­სა­გან", რა­ზეც უარი მი­ი­ღეს! დი­ლით გა­დავ­ხე­დე, ჩემს კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ვე­ბით 4880 თა­ნაშ­რო­მე­ლია აც­რი­ლი "ას­ტრა­ზე­ნი­კას" ვაქ­ცი­ნით. აბა რა გი­თხრათ, ცო­ცხლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი! წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!" - წერს ექი­მი.

ირმა კვი­ცა­რი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და აც­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც გვი­ზი­ა­რებს:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა ჩა­მო­ვი­და, ეს კარ­გია!

მო­ვის­მი­ნე, რომ არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი სწო­რად წარ­მარ­თვა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის იმი­ჯი გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა, მისი წარ­მარ­ტე­ბი­სათ­ვის. ამი­ტომ გი­ამ­ბობთ, რო­გორ გა­ვი­ა­რე გზა აც­რამ­დე და მის შემ­დეგ.

1. სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­მუ­შაო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სამი კვი­რით ადრე მი­ვი­ღე ინფრო­მა­ცია ყვე­ლა ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ, რაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო კლი­ნი­კის მიერ, რო­მელ ვაქ­ცი­ნას გა­ვი­კე­თებ­დი, არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე თა­ვად.

2. მი­ვი­ღე წი­ნა­სარ კი­თხვა­რი (ელექტრო­ნუ­ლი სა­ხით), სა­დაც კი­თხვე­ბი იყო გა­წე­რი­ლი, რის­კე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად. შევ­სე­ბუ­ლი ან­კე­ტა გა­და­ვაგ­ზავ­ნე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრში. 2 დღე­ში და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და რის­კე­ბის მი­ხედ­ვით შე­ფა­სე­ბუ­ლი ან­კე­ტა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და­მიბ­რუნ­და უკან.

3. ან­კე­ტა­ში მი­თი­ტე­ბუ­ლი იყო დღე, სა­ა­თი და ად­გი­ლი, სა­დაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა ვაქ­ცი­ნა. ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, თუ რო­მელ გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე უნდა გა­მე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა ყუ­რა­დღე­ბა, თუ ის წარ­მო­იქ­მნე­ბო­და.

4. ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგნ 30 წუთი დავ­ყოვ­ნდით ობ­სერ­ვა­ცი­ის ოთახ­ში, რა­მე­თუ ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს პირ­ვე­ლი 15 წუ­თი­დან 30 წუ­თამ­დე.

5. ობ­სერ­ვა­ცი­ის ოთა­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ვე­ცი 3 შე­კი­თხვას პა­სუ­ხი. რაც უშუ­ა­ლოდ ეხე­ბო­და სწო­რედ ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის ნიშ­ნებს.

6. მი­ვი­ღე ჩემი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პას­პორ­ტი, სა­დაც კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნის მო­ნა­ცე­მე­ბიც იქნა შე­ტა­ნი­ლი, ასე­ვე გად­მომ­ცეს კი­თხვა­რი, სა­დაც შე­მიძ­ლია შე­ვი­ტა­ნაო ჩემს მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი თუ ასე­თი გან­ვი­თარ­და, ასე­ვე ექი­მის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია, პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში.

7. ასე­ვე მი­ვი­ღე რე­კო­მე­და­ცია, თუ რო­გორ შე­მეძ­ლო შე­საძ­ლო მსუ­ბუ­ქი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის­გან თავი და­მეღ­წია

8. მი­ვი­ღე მე­ო­რე დო­ზის გა­კე­თე­ბის თა­რი­ღი.

მე გა­ვი­კე­თე "ას­ტრა­ზე­ნი­კას" ვაქ­ცი­ნა, არ მქო­ნია არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა. ცხე­ლე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის მი­ვი­ღე 1 აბი პა­რა­ცე­ტა­მო­ლი. ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კარ­გად. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ", - წერს ექი­მი.

ექი­მი ან­ტი­ვაქ­ცე­რულ გან­წყო­ბებ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"ვფიქ­რობ, მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა მი­ე­წო­დოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის და ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ. მი­ნის­ტრი და პა­სუ­ხიმ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი უნდა იჯ­დნენ ყვე­ლა ტე­ლა­ვი­ზი­ის ეთერ­ში და უნდა პა­სუ­ხობ­დნენ თუნ­დაც მე­ა­სე­ჯერ დას­მულ ერ­თსა და იგი­ვე შე­კი­თხვას, მი­მი­კე­ბის და ხმის ტო­ნის ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე. ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ მათ­თვის მი­სა­ღებ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკე­თე­ბენ აქ­ცეპ­ტი­რე­ბას. თუ ვინ­მე ყოყ­მა­ნობს და ჯერ კი­დევ ვერ გა­და­უ­წყვე­ტია, გა­ი­კე­თუს თუ არა ვაქ­ცი­ნა, მათ არ უნდა დას­ცი­ნონ და არ უნდა მი­ა­წე­რონ ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბა. ამის ძა­ლი­ან ცუდი მა­გა­ლი­თია თუნ­დაც ამ #ან­ტი­ვაქ­სე­რი­ა­რა­ვარ­მაგ­რამ პლატ­ფორ­მის შექ­მნე­ლი პირი. თან დას­ცი­ნი და თან ჭკუ­ას ას­წავ­ლი...! ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას მა­შინ შეძ­ლებ, როცა თა­ვად კარ­გად გეს­მის მისი არსი. ასე რომ..."

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნას
15

მოკლედ ჩვენ პროფესიონალებს არ ვუჯერებთ და გვჯერა ჭორების რაც ძალიან ცუდია! მე თუ მკითხავთ აქ გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ჩალაძეს, მას დავუჯეროთ! ის მალე შემოიტანს ვაქცინას მალტიდან და ყველაზე უსაფრთხო იქნება! ჩალაძის შემოსვლამ ქართულ პოლიტიკაში ბალანსი შეცვალა,აშკარად დიდი მომავალი აქვს!

n
15

morchit sisuleleebs! Britanetmac sheachera eg vaccina! gshetqmulebis teoriaa?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არ ცხრება ვნებათაღელვა ასტრაზენიკას ირგვლივ... ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ვაქცინაზე და რა გზა გაიარა მან აცრამდე და მის შემდეგ

"არ ცხრება ვნებათაღელვა ასტრაზენიკას ირგვლივ... ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ვაქცინაზე და რა გზა გაიარა მან აცრამდე და მის შემდეგ

ავტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე "ატრაზენეკას" ვაქცინის შესახებ, რომლითაც დღეს საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო, სოციალურ ქსელში წერს:

"არ ცხრება ვნებათა ღელვა ასტრაზენიკას ვაქცინის ირგვლივ. ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას - (ბოდვას ემბრიონებზე)! არიქა ევროპის ქვეყნები აღარ აკეთებენ ამ ვაქცინასო და ა.შ.

მოკლედ: საქმე შემდეგშია, ვაქცინას შექმნას, რომელზეც ყველაფერი გვეცოდინება ჭირდება მინიმუმ 5 წელი მაქსიმუმ 10 წელი. პანდემიამ (შევწუხდითო, გვიზღუდავენ თავისუფლებასო, ნიღაბი არ გვინდაო და ზოგიც ხელის დაბანასაც აპროტესტებს) სამედიცინო მეცნიერებაში გააჩერა თითქმის ყველა კვლევა, რაც არ იყო დაკავშირებული კოვიდთან, მის ვაქცინასა თუ წამალთან. ფინასების მობილიზება მოხდა კოვიდის კვლევების მიმართულებით. დიდი თანხები ჩაიდო ვაქცინის განვითარებაში. ფორს მაჟორში შეიქმნა ვაქცინები, ბევრი ღია კითხვებით.

ჯერ-ჯერობით დაშვებული ვაქცინებიდან, ყველაზე სრულყოფილ და კეთილსინდისიერად - პროფესიულ დონეზე პასუხები აქვს გაცემული დასმულ შეკითხვებზე "ასტრაზენიკას". ასევე აღნიშნულმა ფარმა ფირმამ, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნებთან, ვისაც აწოდებს ვაქცინას ხელშეკრულებაში ჩადო ერთი პუნქტი: თუ ვაქცინა გამოწვევს გართულებებს , მაშინ ვიდრე არ გაირკვევა მიზეზი, უნდა შეჩერდეს ამ შარჟის ვაქცინის გაკეთება! რითაც ის ქვეყნები, რომელებმაც დროებთ შეაჩერეს ასრაზენიკას ვაქცინის გამოყენება, სარგებლობენ.

ასე მოიქცა ავსტრიაც როცა, ერთი ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა ვაქცინაციიდან 10 დღის შემდეგ. ობდუქციამ დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი არ იყო ვაქცინა. დღეს ასტრაზნიკათი ვაქცინაცია არ არის შეჩერებული ავსტრიაში. ასევე დაახლოვებით 10 მილიონი მოქალაქე აცრა ბრიტანეთმა ასტრაზენიკას ვაქცინით, როგორ ფიქრობთ სიკვდილიანობის სტატისტიკა როგორია? - 0!

რაც შეეხება "ფაიზერს", გვახსოვს მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაცვლილი ადამიანების ამბავი და სხვა ამბებიც გარდაცვალების შესახებ ვაქცინაციის შემდეგ, რატომღაც არ მახსენდება, რომ მიუხედავად დაფიქსირებული სიკვდილიანობის შემთხვევებისა რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა "ფაიზერით" ვაქცინაცია, პირიქით... აქ არ გიჩნდებათ კითხვები? მაშინ მე გეტყვით, "ფაიზერის" კონტრაქტში, არ წერია ის, რაც დევს ასტრაზენიკას კონტრაქტში. ადრე დავწერე, რატომ იკავებდა თავს ავსტრია ფაიზერის ვაქცინის შემოტანაზე. იმიტომ, რომ სწორედ ფარმა ფირმის მიერ დადებულ მონაცემებზე პასუხისმგებლობას ითხოვდა ავსტრიის ხელისუფლება "ფაიზერ-ბაინტექისაგან", რაზეც უარი მიიღეს! დილით გადავხედე, ჩემს კლინიკაში დაახლოვებით 4880 თანაშრომელია აცრილი "ასტრაზენიკას" ვაქცინით. აბა რა გითხრათ, ცოცხლები ვართ ყველანი! წარმატებებს გისურვებთ!" - წერს ექიმი.

ირმა კვიცარიძე საქართველოში ვაცინაციის პროცესის დაწყებასაც ეხმაურება და აცრებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს:

"საქართველოში ვაქცინა ჩამოვიდა, ეს კარგია!

მოვისმინე, რომ არსებობს ვაქცინაციის გეგმა. მნიშვნელოვანია მისი სწორად წარმართვა, ვაქცინაციის იმიჯი გადამწყვეტი იქნება, მისი წარმარტებისათვის. ამიტომ გიამბობთ, როგორ გავიარე გზა აცრამდე და მის შემდეგ.

1. საინფორმაციო სამუშაო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი კვირით ადრე მივიღე ინფრომაცია ყველა ვაქცინის შესახებ, რაც შემოთავაზებული იყო კლინიკის მიერ, რომელ ვაქცინას გავიკეთებდი, არჩევანი გავაკეთე თავად.

2. მივიღე წინასარ კითხვარი (ელექტრონული სახით), სადაც კითხვები იყო გაწერილი, რისკების შესაფასებლად. შევსებული ანკეტა გადავაგზავნე ვაქცინაციის ცენტრში. 2 დღეში დამუშავებული და რისკების მიხედვით შეფასებული ანკეტა რეკომენდაციებით დამიბრუნდა უკან.

3. ანკეტაში მითიტებული იყო დღე, საათი და ადგილი, სადაც უნდა გამეკეთებინა ვაქცინა. ასევე მითითებული იყო, თუ რომელ გვერდით მოვლენებზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, თუ ის წარმოიქმნებოდა.

4. ვაქცინის გაკეთების შემდეგნ 30 წუთი დავყოვნდით ობსერვაციის ოთახში, რამეთუ ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს პირველი 15 წუთიდან 30 წუთამდე.

5. ობსერვაციის ოთახიდან გამოსვლის შემდეგ გავეცი 3 შეკითხვას პასუხი. რაც უშუალოდ ეხებოდა სწორედ ალერგიული რეაქციის ნიშნებს.

6. მივიღე ჩემი ვაქცინაციის პასპორტი, სადაც კოვიდის ვაქცინის მონაცემებიც იქნა შეტანილი, ასევე გადმომცეს კითხვარი, სადაც შემიძლია შევიტანაო ჩემს მიერ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები თუ ასეთი განვითარდა, ასევე ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია, პრობლემების შექმნის შემთხვევაში.

7. ასევე მივიღე რეკომედაცია, თუ როგორ შემეძლო შესაძლო მსუბუქი გვერდითი მოვლენებისგან თავი დამეღწია

8. მივიღე მეორე დოზის გაკეთების თარიღი.

მე გავიკეთე "ასტრაზენიკას" ვაქცინა, არ მქონია არანაირი პრობლემა. ცხელების პროფილაქტიკისათვის მივიღე 1 აბი პარაცეტამოლი. ყველაფერი იქნება კარგად. წარმატებებს გისურვებთ", - წერს ექიმი.

ექიმი ანტივაქცერულ განწყობებსაც ეხმაურება და წერს:

"ვფიქრობ, მოქალაქეებს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია ვაქცინაციის აუცილებლობის და ვაქცინების შესახებ. მინისტრი და პასუხიმგებელი პირები უნდა იჯდნენ ყველა ტელავიზიის ეთერში და უნდა პასუხობდნენ თუნდაც მეასეჯერ დასმულ ერთსა და იგივე შეკითხვას, მიმიკების და ხმის ტონის ცვლილების გარეშე. ადამიანები მხოლოდ მათთვის მისაღებ მედია საშუალებებში გაჟღერებულ ინფორმაციას უკეთებენ აქცეპტირებას. თუ ვინმე ყოყმანობს და ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, გაიკეთუს თუ არა ვაქცინა, მათ არ უნდა დასცინონ და არ უნდა მიაწერონ ანტივაქსერობა. ამის ძალიან ცუდი მაგალითია თუნდაც ამ #ანტივაქსერიარავარმაგრამ პლატფორმის შექმნელი პირი. თან დასცინი და თან ჭკუას ასწავლი...! ინფორმაციის მიწოდებას მაშინ შეძლებ, როცა თავად კარგად გესმის მისი არსი. ასე რომ..."

"ჩვენი ბავშვობა..." - მაკა ჩიჩუა წლების წინ, შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი

"კვლევამ აჩვენა, რომ MRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება!" - კულუმბეგოვი