სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონ ირაკლის ერთხელ შევხვდი დერეფანში... ერთხელ ვნახე ვაკის პარკში, გაწვიმდა და ქოლგით დამეხმარა" - გიული ალასანია ღარიბაშვილს პასუხობს
"ბატონ ირაკლის ერთხელ შევხვდი დერეფანში... ერთხელ ვნახე ვაკის პარკში, გაწვიმდა და ქოლგით დამეხმარა" - გიული ალასანია ღარიბაშვილს პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია იხ­სე­ნებს, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ერთხელ შეხ­ვდა.

ამის შე­სა­ხებ მან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუს" მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს დე­რე­ფან­ში შეხ­ვდა და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვი­თა და მად­ლო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა.

"ბა­ტონ ირაკ­ლის ერთხელ შევ­ხვდი დე­რე­ფან­ში, ხელი ჩა­მო­ვარ­თვი და მად­ლო­ბა ვუ­თხა­რი. სხვა­თა­შო­რის ის მა­შინ იმ­სა­ხუ­რე­ბა ამ მად­ლო­ბას. ეს იყო 2004-2005 წელს. ეს ეხე­ბო­და ჩვენს ფეს­ტი­ვალს. სა­ერ­თოდ, მერე მახ­სოვს ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ჩვენს კონ­ცერ­ტებს ეს­წრე­ბო­და და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლიც იყო ხოლ­მე. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და მე­სი­ა­მოვ­ნა კი­დეც ეს თემა, რომ წა­მო­ტივ­ტივ­და, კარ­გი საქ­მე­ე­ბი გა­მახ­სენ­და, რო­მე­ლიც ერ­თად ვა­კე­თეთ. არა მარ­ტო ბა­ტონ ირაკ­ლის­თან, ამ პრო­ექ­ტში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი... ერთხელ მახ­სოვს კი­დევ, ვა­კის პარკში კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბო­და, გაწ­ვიმ­და და ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ქოლ­გით და­მეხ­მა­რა" - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დამ ასე­ვე გა­იხ­სე­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა.

"ერთხელ შევ­ხვდი ბა­ტონ ბი­ძი­ნას. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რა­ღაც ხდე­ბო­და. შე­ვირ­ბი­ნე ერთი წუ­თით და ვი­ღა­ცამ მი­თხრა, ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლო და ვთხო­ვე, გა­ეც­ნოთ. ჩემი უკა­ნას­კნე­ლი კონ­ტაქ­ტი ფონდთან იყო 2012 წელს" - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ­მა ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, რას ნიშ­ნავს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მის­თვის ნათ­ქვა­მი ფრა­ზა "მი­ნის­ტრე­ბი და­გი­რე­კა­ვენ". მისი გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის დროს, მას, რო­გორც "ქარ­თუ ფონ­დის" დი­რექ­ტორს მი­ნის­ტრებ­თან კონ­ტაქ­ტი ხში­რად უწევ­და.

"სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რა­ტომ ახ­სე­ნებ­და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში, რომ მი­ნის­ტრე­ბი და­მი­რე­კავ­დნენ. მე 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 200-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გვქონ­და.

ბუ­ნებ­რი­ვია, მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მთავ­რო­ბის უწყე­ბებ­თან, მათ შო­რის მი­ნის­ტრებ­თან. მქონ­და არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ ბა­ტონ რუ­რუ­ას­თან, თბი­ლი­სის მერ­თან. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს­თან, ქალ­ბა­ტონ სან­დრას­თან გვქონ­და არა­ერ­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბა და მათი თხოვ­ნე­ბის მოს­მე­ნა გვი­წევ­და. პრე­ზი­დენ­ტის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია ჩვე­ნი ხში­რი სტუ­მა­რი იყო და „ქარ­თუ ფონდში“ გვსტუმ­რობ­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე პა­სუ­ხი ნა­თე­ლია.

სა­უ­ბა­რი ასე­ვე იყო იმა­ზე, თით­ქოს ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი 2017 წელს იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, 2017 წელს ვი­ყა­ვი ბიზ­ნეს­ში, პო­ლი­ტი­კა დავ­ტო­ვე 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში, მას შემ­დეგ 4 წელი არ ვყო­ფილ­ვარ სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ში და ეს არ­გუ­მენ­ტიც არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
189

ოჰჰჰჰ გიული გიული როგორი.მატყუარა გახდით 

შე.ჩე.მა
107

კი, კი. გვახსოვს 1 ლარად როგორ ყიდულობდით სახელმწიფო ქონებას. ის კაცი რომ იძახის 3 ლარდი დავხარჯეო, მე მჯერა ! წარმომიდგენია წინა ხელისუფლების რიგი, ქართუ ჯგუფში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ბატონ ირაკლის ერთხელ შევხვდი დერეფანში... ერთხელ ვნახე ვაკის პარკში, გაწვიმდა და ქოლგით დამეხმარა" - გიული ალასანია ღარიბაშვილს პასუხობს

"ბატონ ირაკლის ერთხელ შევხვდი დერეფანში... ერთხელ ვნახე ვაკის პარკში, გაწვიმდა და ქოლგით დამეხმარა" - გიული ალასანია ღარიბაშვილს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია იხსენებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ერთხელ შეხვდა.

ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართუს" მაშინდელ ხელმძღვანელს დერეფანში შეხვდა და მათი ურთიერთობა მხოლოდ ხელის ჩამორთმევითა და მადლობით შემოიფარგლა.

"ბატონ ირაკლის ერთხელ შევხვდი დერეფანში, ხელი ჩამოვართვი და მადლობა ვუთხარი. სხვათაშორის ის მაშინ იმსახურება ამ მადლობას. ეს იყო 2004-2005 წელს. ეს ეხებოდა ჩვენს ფესტივალს. საერთოდ, მერე მახსოვს ბატონი ირაკლი ჩვენს კონცერტებს ესწრებოდა და ძალიან კმაყოფილიც იყო ხოლმე. გაგიკვირდებათ და მესიამოვნა კიდეც ეს თემა, რომ წამოტივტივდა, კარგი საქმეები გამახსენდა, რომელიც ერთად ვაკეთეთ. არა მარტო ბატონ ირაკლისთან, ამ პროექტში ბევრი ადამიანი იყო ჩართული... ერთხელ მახსოვს კიდევ, ვაკის პარკში კონცერტი ტარდებოდა, გაწვიმდა და ბატონი ირაკლი ქოლგით დამეხმარა" - აღნიშნა ალასანიამ.

ექსპრეზიდენტის დედამ ასევე გაიხსენა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა.

"ერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას. კონსერვატორიაში რაღაც ხდებოდა. შევირბინე ერთი წუთით და ვიღაცამ მითხრა, ეს არის ბიძინა ივანიშვილო და ვთხოვე, გაეცნოთ. ჩემი უკანასკნელი კონტაქტი ფონდთან იყო 2012 წელს" - აღნიშნა ალასანიამ.

ცნობისთვის, პრემიერმა ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განმარტა, რას ნიშნავს ბერა ივანიშვილის მიერ მისთვის ნათქვამი ფრაზა "მინისტრები დაგირეკავენ". მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მას, როგორც "ქართუ ფონდის" დირექტორს მინისტრებთან კონტაქტი ხშირად უწევდა.

"საუბარი იყო იმაზე, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს და წლის განმავლობაში 200-მილიონიანი პროექტები გვქონდა.

ბუნებრივია, მიწევდა ურთიერთობა და პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან. მქონდა არაერთი შეხვედრა კულტურის მინისტრ ბატონ რურუასთან, თბილისის მერთან. მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჩვენი ხშირი სტუმარი იყო და „ქართუ ფონდში“ გვსტუმრობდა, აქედან გამომდინარე პასუხი ნათელია.

საუბარი ასევე იყო იმაზე, თითქოს ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული, 2017 წელს ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში, მას შემდეგ 4 წელი არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში და ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია" - ამირან გამყრელიძე

"ის აქტივობა, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვაქვს, კარგი არ არის" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ქართველ ექიმებზე

"ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ" - ამირან გამყრელიძე