მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?
ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან თით­ქმის ერთი კვი­რა გა­ვი­და, თემა ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გუ­შინ "იმე­დის“ ეთერ­ში პირ­და­პი­რი ჩარ­თვის დროს მი­ლი­არ­დე­რის ვაჟ­მა არ უარ­ყო ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ნამ­დვი­ლო­ბა და პი­რი­ქით, გა­ნა­ცხა­და, რომ ვინც მას დე­დას შე­ა­გი­ნებ­და, აუ­ცი­ლებ­ლად პა­სუხს მოს­თხოვ­და. იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა მის მე­გობ­რებ­ზეც, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ და­წე­რი­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ფლიქ­ტში შე­დი­ოდ­ნენ.

"რო­გორ გა­ვამ­ტყუ­ნო ჩემი ძმა­კა­ცი, ჩემი მეჯ­ვა­რე ამი­კო, რო­მე­ლიც გა­მო­იყ­ვა­ნეს ლაკი ლუ­ჩი­ა­ნო თუ პაბ­ლო ეს­კო­ბა­რი, რომ ის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, ჩვენს ოჯახ­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, უცებ ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­ღაც გი­ჟის ნა­წერს კი­თხუ­ლობს ჩემს დე­დი­კო­ზე, ის ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბას აკე­თებს, მე კი არ გა­ვამ­ტყუ­ნებ, მეც იგი­ვეს ვი­ზამ ნე­ბის­მი­ე­რი ჩემი ძმა­კა­ცის დე­და­ზე, რომ ვნა­ხო მსგავ­სი სი­ტყვე­ბი, მეც იგი­ვეს ვი­ზამ და თავს ვერ შე­ვი­კა­ვებ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აქ მე ჩემი ძმა­კა­ცი გა­ვამ­ტყუ­ნო ამ შემ­თხვე­ვა­ში", - თქვა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა.

  • ვინ არის ამი­კო და რა იცის მას­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ?

ამი­კო ჯა­ნე­ლი­ძე წლე­ბის წინ საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­პე­რი გახ­ლდათ. მისი სიმ­ღე­რა "მე არ და­გა­ნე­ბებ თავს", თი­ნე­ი­ჯე­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოს­წონ­დათ. თუმ­ცა რე­პის სამ­ყა­რო­ში ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ძა­ლი­ან მალე ამი­კომ სა­კუ­თარ კა­რი­ე­რა­ზე უარი თქვა და მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლის სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში და­საქმდა.

ამი­კოს ჰყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი. რე­პე­რის ერთ-ერთი ვაჟი ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია და ხში­რად სტუმ­რობს ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის სა­სახ­ლეს. ამი­კო ჯა­ნე­ლი­ძე ბე­რას მეჯ­ვა­რე და შვი­ლის, ბე­რუ­კას ნათ­ლი­აა. ამ­ჟა­მად „ბლექ­სი არე­ნას“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებს. ის ყველ­გან თან ახ­ლავს ბერა ივა­ნიშ­ვილს და დიდ დროს ატა­რებს შეკ­ვე­თილ­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში.

ამი­კო ჯა­ნე­ლი­ძე შვილ­თან და ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად

  • ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე, თემო მჟა­ვია და ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი (ფაქო) - ბი­ჭე­ბი "რუს­თა­ვი 2"-დან
ასევე დაგაინტერესებთ
23:41 / 09-03-2021

"მალე მივემგზავრები სამხრეთ კორეაში" - რას აცხადებს ბერა ივანიშვილი საკუთარ გეგმებზე?

23:49 / 09-03-2021

"თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც" - ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე

00:44 / 10-03-2021

"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

10:53 / 11-03-2021

"მე, კრიმინალი და მოძალადე..." - როგორ ეხმაურება ფარულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ამიკო ბერას ინტერვიუს

23:01 / 07-04-2021

ბიძინა ივანიშვილის რძალი სამხრეთ კორეაში დასთან და შვილთან ერთად მოგზაურობს (ფოტოები)

წლე­ბის წინ ჯერ კი­დევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლამ­დე, ისი­ნი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ ვინც სკან­და­ლუ­რად და­ტო­ვეს "კო­მე­დი შოუს“ გუნ­დი და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დი­ას შე­უ­ერ­თდნენ. შემ­დეგ იყო "ჯი­დი­ე­სი", სა­დაც იუ­მო­რის­ტე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღალ ხელ­ფას­ზე მუ­შა­ობ­დნენ და გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბიც გახ­ლდნენ. მე­გობ­რო­ბა წლე­ბი გაგ­რძელ­და და ურ­თი­ერ­თო­ბას დღემ­დე ინარ­ჩუ­ნე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ „ჯი­დი­ე­სის“ და­ხურ­ვის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა არ­ხებ­ზე არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. სა­მი­ვე იუ­მო­რისტს ბე­რას მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტი ინ­სტაგ­რა­მის სთო­რი­ში ჰქონ­დათ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

  • ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია მომ­ღე­რალ სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძის ქმა­რი ლაშა ბას­ლან­ძე.

ლაშა ბე­რას წლე­ბია იც­ნობს. ის ჯერ კი­დევ "ჯი­დი­ეს­ში“ მუ­შა­ობ­და, სა­დაც ერთ-ერთი გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი გახ­ლდათ. ამ­ჟა­მად ლაშა სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი და ზა­ფხულ­ში ბა­თუმ­ში ერთ-ერთ კლუბს ხელ­ძღვა­ნე­ლობს, სა­დაც უცხო­ელ სტუმ­რებს მე­გო­ბარ ბე­რას­თან ერ­თად არა­ერ­თხელ უმას­პინ­ძლა.

ივა­ნიშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რია და მას­თან დიდ დროს ატა­რებს ვა­ნი­კო ხვე­დე­ლი­ძე, რო­მე­ლიც მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. ბერა ამა­ვე დროს ვა­ნი­კოს მეჯ­ვა­რე და შვი­ლის ნათ­ლია გახ­ლავთ. ბერა და ვა­ნი­კო ხში­რად ატა­რე­ბენ დროს ერ­თად და მოგ­ზა­უ­რო­ბენ.

ბერა, ამი­კო ჯა­ნე­ლი­ძე, ვა­ნი­კო ხვე­დე­ლი­ძე

ბე­რას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია კომ­პო­ზი­ტორ ავთო ბა­დუ­აშ­ვი­ლის შვი­ლი გი­ორ­გი ბა­დუ­აშ­ვი­ლი. გი­ორ­გის 2012 წელს ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ბერა და­არ­ქვა და მე­გო­ბარ ბე­რას მო­ა­ნათ­ლი­ნა.

ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ინგა გრი­გო­ლი­ას ქა­ლიშ­ვილს მა­რი­ამ გრი­გო­ლი­ას და სიძე ნი­კო­ლოზ გა­მე­ზარ­დაშ­ვილს. ბერა მათ ქორ­წილ­შიც სტუმ­რობ­და. ასე­ვე ინგა გრი­გო­ლი­ას სი­ძეა (დის­შვი­ლის ქმა­რია) ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი (ფაქო), რომ­ლის ბე­რას­თან მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხე­ბაც ზე­ვით ვწერ­დით...

აქამ­დე თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბე­რას მე­გობ­რე­ბი­დან ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილს, მეტ­სა­ხე­ლად "კაწ­როს“იც­ნობ­და, შე­ვე­ცა­დეთ, რომ თქვენ­თვის რე­პე­რის სხვა ახლო მე­გობ­რე­ბიც გაგ­ვეც­ნო...

თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ კაწ­რო რო­გორც ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმა­კა­ცი, პირ­ვე­ლად გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ახ­სე­ნეს. ამ საქ­მე­ზე ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­კი­თხა, თუმ­ცა მისი შემ­ხებ­ლო­ბა ან ბრა­ლე­უ­ლო­ბა მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან არ და­დას­ტურ­და...

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
214

ტერორ ბრიგადირები, ამათ კიდევ თავის ბრიგადებში რამდენი ხალხი ყავთ და ჯაბა იოსეანი ალბათ საფლავში ბრუნავს.

www
20

ე ბიჭო გვიშველეთ დარჩა ქვეყანა რეპერების ამარა .)))

ავტორი:

ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?

ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?

მიუხედავად იმისა, რომ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თემა ისევ აქტუალურია. გუშინ "იმედის“ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს მილიარდერის ვაჟმა არ უარყო ფარული ჩანაწერის ნამდვილობა და პირიქით, განაცხადა, რომ ვინც მას დედას შეაგინებდა, აუცილებლად პასუხს მოსთხოვდა. იგივე გაიმეორა მის მეგობრებზეც, რომლებიც მის მიმართ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, ადამიანებთან კონფლიქტში შედიოდნენ.

"როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი, რომ ის უახლოესი მეგობარი, ჩვენს ოჯახში არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე, ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, მე კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე, რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივეს ვიზამ და თავს ვერ შევიკავებ. როგორ შეიძლება აქ მე ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში", - თქვა ბერა ივანიშვილმა.

  • ვინ არის ამიკო და რა იცის მასზე საზოგადოებამ?

ამიკო ჯანელიძე წლების წინ საკმაოდ პოპულარული რეპერი გახლდათ. მისი სიმღერა "მე არ დაგანებებ თავს", თინეიჯერებს განსაკუთრებულად მოსწონდათ. თუმცა რეპის სამყაროში ბერა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ძალიან მალე ამიკომ საკუთარ კარიერაზე უარი თქვა და მილიარდერის შვილის სხვადასხვა პროექტებში დასაქმდა.

ამიკოს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. რეპერის ერთ-ერთი ვაჟი ცოტნე ივანიშვილის მეგობარია და ხშირად სტუმრობს ივანიშვილების სასახლეს. ამიკო ჯანელიძე ბერას მეჯვარე და შვილის, ბერუკას ნათლიაა. ამჟამად „ბლექსი არენას“ დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს. ის ყველგან თან ახლავს ბერა ივანიშვილს და დიდ დროს ატარებს შეკვეთილში ივანიშვილების რეზიდენციაში.

ამიკო ჯანელიძე შვილთან და ცოტნე ივანიშვილთან ერთად

  • ამიკო ჩოხარაძე, თემო მჟავია და ლევან გოგორელიანი (ფაქო) - ბიჭები "რუსთავი 2"-დან

წლების წინ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების“ მოსვლამდე, ისინი პირველები იყვნენ ვინც სკანდალურად დატოვეს "კომედი შოუს“ გუნდი და ბერა ივანიშვილის სტუდიას შეუერთდნენ. შემდეგ იყო "ჯიდიესი", სადაც იუმორისტები საკმაოდ მაღალ ხელფასზე მუშაობდნენ და გადაცემების წამყვანებიც გახლდნენ. მეგობრობა წლები გაგრძელდა და ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა რომ „ჯიდიესის“ დახურვის შემდეგ სხვადასხვა არხებზე არიან დასაქმებულები. სამივე იუმორისტს ბერას მხარდამჭერი პოსტი ინსტაგრამის სთორიში ჰქონდათ გამოქვეყნებული.

  • ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარია მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი ლაშა ბასლანძე.

ლაშა ბერას წლებია იცნობს. ის ჯერ კიდევ "ჯიდიესში“ მუშაობდა, სადაც ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერი გახლდათ. ამჟამად ლაშა სარესტორნო ბიზნესშია ჩართული და ზაფხულში ბათუმში ერთ-ერთ კლუბს ხელძღვანელობს, სადაც უცხოელ სტუმრებს მეგობარ ბერასთან ერთად არაერთხელ უმასპინძლა.

ივანიშვილის ახლო მეგობარია და მასთან დიდ დროს ატარებს ვანიკო ხვედელიძე, რომელიც მილიარდერის შვილის ბიძაშვილია. ბერა ამავე დროს ვანიკოს მეჯვარე და შვილის ნათლია გახლავთ. ბერა და ვანიკო ხშირად ატარებენ დროს ერთად და მოგზაურობენ.

ბერა, ამიკო ჯანელიძე, ვანიკო ხვედელიძე

ბერას უახლოესი მეგობარია კომპოზიტორ ავთო ბადუაშვილის შვილი გიორგი ბადუაშვილი. გიორგის 2012 წელს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბერა დაარქვა და მეგობარ ბერას მოანათლინა.

ბერა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა აქვს ინგა გრიგოლიას ქალიშვილს მარიამ გრიგოლიას და სიძე ნიკოლოზ გამეზარდაშვილს. ბერა მათ ქორწილშიც სტუმრობდა. ასევე ინგა გრიგოლიას სიძეა (დისშვილის ქმარია) ლევან გოგორელიანი (ფაქო), რომლის ბერასთან მეგობრობის შესახებაც ზევით ვწერდით...

აქამდე თუ საზოგადოება ბერას მეგობრებიდან ავთანდილ ბილანიშვილს, მეტსახელად "კაწროს“იცნობდა, შევეცადეთ, რომ თქვენთვის რეპერის სხვა ახლო მეგობრებიც გაგვეცნო...

თუმცა საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კაწრო როგორც ბერა ივანიშვილის ძმაკაცი, პირველად გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ახსენეს. ამ საქმეზე ბილანიშვილი რამდენჯერმე გამოიკითხა, თუმცა მისი შემხებლობა ან ბრალეულობა მკვლელობის საქმესთან არ დადასტურდა...

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე