მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე
"ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე

ჩვენ ყვე­ლა­ნი ვუ­ყუ­რებ­დით 9-თვი­ან სპექ­ტაკლს, რო­მელ­საც ატა­რებ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თა­ვის ოჯა­ხებ­თან ერ­თად - გა­ნა­ჩე­ნი არის ობი­ექ­ტუ­რი, - ამის შე­სა­ხებ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

მისი თქმით, საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საკ­მა­რის­ზე მეტი იყო, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნი დამ­დგა­რი­ყო.

"რა თქმა უნდა, გა­ნა­ჩე­ნი არის ობი­ექ­ტუ­რი. ეს იყო ზუს­ტი და იდენ­ტუ­რი ასახ­ვა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა დამ­ნა­შა­ვე პი­როვ­ნე­ბე­ბის, მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა მომ­ხდარ ფაქტთან. სა­ბო­ლო­ოდ ეს აი­სა­ხა სწორ სას­ჯელ­ში. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვუ­ყუ­რებ­დით 9-თვი­ან სპექ­ტაკლს, რო­მელ­საც ატა­რებ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თა­ვის ოჯა­ხებ­თან ერ­თად. მე არ ვიცი ოჯახ­მა რამ­დე­ნად იცი­ან მათ­გან სი­მარ­თლე, მაგ­რამ ეს არც არის სა­ინ­ტე­რე­სო ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის, ეს მათი საქ­მეა. ეს 9-თვი­ა­ნი შოუ დას­რულ­და, როცა მათ უნ­დო­დათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა იმით, რომ ისი­ნი იყ­ვნენ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი. მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, არ­ცერ­თი პირი ტყუ­ი­ლად არ ყო­ფი­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში მი­ცე­მუ­ლი. თუ ვინ­მეს სის­ხლის სა­მარ­თა­ლი ეს­მის ყვე­ლა და­მერ­წმუ­ნე­ბა იმა­ში, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იყო საკ­მა­რის­ზე მეტი იმი­სათ­ვის, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნი დამ­დგა­რი­ყო. იგი­ვე ჩემი კო­ლე­გე­ბის პო­ზი­ცია, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს არ შევ­ხე­ბი­ვარ და ვთვლი­დი, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ამ­პლუ­ი­სა მო­ცე­მულ საქ­მე­ში, მა­ინც ვი­ცავ­დი ად­ვო­კა­ტურ ეთი­კას მათ მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფორ­მის კუ­თხით. ეს ქმე­დე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სხვის და­სარ­წმუ­ნებ­ლად რომ ისი­ნი იყ­ვნენ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი. ყვე­ლამ კარ­გად იცო­და, რომ ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი იყ­ვნენ და ყვე­ლამ კარ­გად იცო­და, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბო­და, იმი­ტომ რომ სხვა რა­ი­მე ვერ მოხ­დე­ბო­და სა­მარ­თლებ­რი­ვად და შე­სა­ბა­მი­სად მი­ვი­ღეთ ის შე­დე­გი, რაც მი­ვი­ღეთ", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლა­ძემ.

ამას­თან, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვად მსგავს საქ­მე­ებს სტრას­ბურ­გი წარ­მო­ე­ბა­ში არ იღებს.

„სტრას­ბურ­გში რას ასა­ჩივ­რებ უნდა იცო­დე და წარ­მოდ­გე­ნა უნდა გქონ­დეს. სტრას­ბურ­გი მტყუ­ან-მარ­თალს არ იხი­ლავს. სტრას­ბურ­გი ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით ჩა­დე­ნილ დარ­ღვე­ვას იხი­ლავს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. სა­მარ­თლებ­რი­ვად ასეთ საქ­მე­ებს სტრას­ბურ­გი წარ­მო­ე­ბა­ში არ იღებს“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 3 პირს - არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­სა და ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს 16-16-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, 2 არას­რულ­წლოვ­ნის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი კი 16 მარტს გა­მო­ცხად­დე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლი 5 პი­რი­დან ბრალს არ­ცერ­თი აღი­ა­რებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
/
2

განაჩენი უფრო მზიმე ეკუთვნოდათ .მაგენი გარეტ საშიში ადამიანები იქნებიან მუდამ.

ვი–რუსი
1

მაგათ ვინც მისცა დავალება ეგენიც უნდა დაისაჯონ!

ავტორი:

"ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე

"ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე

ჩვენ ყველანი ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ატარებდნენ ბრალდებულები თავის ოჯახებთან ერთად - განაჩენი არის ობიექტური, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებები საკმარისზე მეტი იყო, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო.

"რა თქმა უნდა, განაჩენი არის ობიექტური. ეს იყო ზუსტი და იდენტური ასახვა ჩადენილი დანაშაულისა დამნაშავე პიროვნებების, მათ დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან. საბოლოოდ ეს აისახა სწორ სასჯელში. ჩვენ ყველანი ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ატარებდნენ ბრალდებულები თავის ოჯახებთან ერთად. მე არ ვიცი ოჯახმა რამდენად იციან მათგან სიმართლე, მაგრამ ეს არც არის საინტერესო ჩვენი ოჯახისთვის, ეს მათი საქმეა. ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა, როცა მათ უნდოდათ საზოგადოების ინფორმირებულობა იმით, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არცერთი პირი ტყუილად არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეში მიცემული. თუ ვინმეს სისხლის სამართალი ესმის ყველა დამერწმუნება იმაში, რომ მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი იმისათვის, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო. იგივე ჩემი კოლეგების პოზიცია, რომლებსაც არასოდეს არ შევხებივარ და ვთვლიდი, რომ მიუხედავად ჩემი ამპლუისა მოცემულ საქმეში, მაინც ვიცავდი ადვოკატურ ეთიკას მათ მიერ გაჟღერებული საზოგადოებრივი ფორმის კუთხით. ეს ქმედება განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სხვის დასარწმუნებლად რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები. ყველამ კარგად იცოდა, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ და ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა, იმიტომ რომ სხვა რაიმე ვერ მოხდებოდა სამართლებრივად და შესაბამისად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ", - განაცხადა ნიკოლაძემ.

ამასთან, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ სამართლებრივად მსგავს საქმეებს სტრასბურგი წარმოებაში არ იღებს.

„სტრასბურგში რას ასაჩივრებ უნდა იცოდე და წარმოდგენა უნდა გქონდეს. სტრასბურგი მტყუან-მართალს არ იხილავს. სტრასბურგი ევროპული კონვენციით ჩადენილ დარღვევას იხილავს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო. სამართლებრივად ასეთ საქმეებს სტრასბურგი წარმოებაში არ იღებს“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება. დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა - რის გაძარცვას ცდილობდნენ დაკავებულები