სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვერდითი კარი გაიღო და მეუფის რეზიდენციაში შესვლა ერთბაშად ბევრმა ადამიანმა სცადა, მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა" - რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში?
"გვერდითი კარი გაიღო და მეუფის რეზიდენციაში შესვლა ერთბაშად ბევრმა ადამიანმა სცადა, მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა" - რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში?

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მარ­ტვილ­ში, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. სწო­რედ იმ დროს ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი სტე­ფა­ნე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან შეხ­ვედ­რას მარ­თავ­და, სა­დაც ხმა­უ­რი იყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ­მა მე­უ­ფემ ეპარ­ქი­ის ორ დი­ა­კონს კონ­სტან­ტი­ნე გა­ბი­სო­ნი­ას და პეტ­რე ღუ­დუ­შა­ურს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა შე­უ­ჩე­რა. ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დღეს დი­ლი­დან მრევ­ლმა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­წყვე­ტი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა იწყეს შეკ­რე­ბა, ამი­ტომ იქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მოგ­როვ­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, მრევ­ლის ნა­წი­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ცდი­ლობ­დნენ მე­უ­ფის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეს­ვლას. შე­ნო­ბას ხალ­ხის დიდი ნა­კა­დი მი­ა­წყდა და ამ დროს მო­უ­ლოდ­ნე­ლად რე­ზი­დენ­ცი­ის მო­ა­ჯი­რის ნა­წი­ლი ჩა­ინ­გრა.

სამ­წუ­ხა­როდმ ადა­მი­ა­ნე­ბი 5-6 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­დაც­ვივ­დნენ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­შავ­დნენ "რუს­თა­ვის 2-ის", "ტვ.პირ­ვე­ლის", "ფორ­მუ­ლას, "პოს­ტი­ვის" ოპე­რა­ტო­რე­ბი. სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო "ტვპირ­ვე­ლის" სა­მეგ­რე­ლოს ბი­უ­როს ჟურ­ნა­ლის­ტმა პა­პუ­ნა შუ­შა­ნი­ამ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­შა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე "მთა­ვა­რი არ­ხის" ოპე­რა­ტო­რი.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­მო­იყ­ვა­ნეს და შემ­დეგ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა რომ შე­უ­ჩე­რეს ორ მღვდელს იმ სა­კითხს იხი­ლავ­დნენ და იქ ცდი­ლო­ბე­ნენ შეს­ვლას ადა­მი­ა­ნე­ბი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო მოგ­რო­ვი­ლი, რო­გორც ვხვდე­ბი ძი­რი­თა­დად მე­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი. ეტყო­ბა ისი­ნი წინ იდ­გნენ და ხალ­ხი რომ მი­აწ­ვა, ჩა­ინ­გრა მო­ა­ჯი­რი და ჩაც­ვივ­დნენ. მერე იმათ ზე­ვი­და­ნაც და­ე­ცა ხალ­ხი და ამი­ტომ ვინც ქვე­ვით მოყ­ვნენ, ძი­რი­თა­დად ისი­ნი და­შავ­დნენ. 6 ადა­მი­ა­ნია გა­დაყ­ვა­ნი­ლი კლი­ნი­კებ­ში. რო­გორც მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ზოგს ნეკ­ნი აქვს მო­ტე­ხი­ლი, ზოგს ფეხი. ერთი ვი­ცა­ნი, "მთა­ვა­რი არ­ხის" ოპე­რა­ტო­რი იყო ად­რეც მი­ნა­ხავს ეს ბიჭი მარ­ტვილ­ში. სხვებს არ ვიც­ნობ. ძი­რი­თა­დად მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვთ. ახ­ლაც რენდგე­ნის რიგ­ში დგა­ნან, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­ირ­კვეს, ძი­რი­თა­დად სხვა­დას­ხვა სა­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბია", - გვი­თხრა ად­გი­ლობ­რივ­მა.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით მარ­ტვი­ლის ტაძ­რის მო­ძღღვარს მამა გოჩა ცა­ა­ვას:

- მად­ლო­ბა ღმერ­თს მსხვერ­პლი არ არის, გა­დავ­რჩით. მო­ა­ჯირ­მა ვერ გა­უძ­ლო და ჩა­მო­ინ­გრა. ბევ­რი ხალ­ხი იყო, ამი­ტომ მხედ­ვე­ლო­ბა არ იყო კარ­გი, მე კუ­თხე­ში ვი­ყა­ვი და ზუს­ტად ვერ გე­ტყვით რამ­დე­ნი ად­მი­ა­ნია და­შავ­და. უფრო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ავდმყო­ფო­ში არი­ან. მრევ­ლის ნა­წი­ლი მე­უ­ფეს­თან ითხოვ­და შეხ­ვედ­რას, ეტყო­ბა თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­და­ღე­ბა უნ­დო­დათ იმის, თუ რა ხდე­ბო­და შიგ­ნით, სა­დაც კრე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ამ დროს გვერ­დი­თი კარი გა­ი­ღო და მე­უ­ფის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეს­ვლა ერ­თბა­შად ბევ­რმა ადა­მი­ან­მა სცა­და, მო­ა­ჯირ­მა ვერ გა­უძ­ლო და ჩა­ინ­გრა.... სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არ არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლან... ღმერ­თმა ყვე­ლა დაგ­ლო­ცოთ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
170

აბა რა ეგონათ ურჯულოებს წმინდა ადგილში შევარდნა და დარბევა რომ უნდოდათ აბა ეხლაც აღიარეთ რაიმე ძალა არ არსებობსოი

ზურა ჯავახიშვილი
12

ცირკად იქცა ყველაფერი.

ავტორი:

"გვერდითი კარი გაიღო და მეუფის რეზიდენციაში შესვლა ერთბაშად ბევრმა ადამიანმა სცადა, მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა" - რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში?

"გვერდითი კარი გაიღო და მეუფის რეზიდენციაში შესვლა ერთბაშად ბევრმა ადამიანმა სცადა, მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა" - რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში?

რამდენიმე საათის წინ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში უბედური შემთხვევა მოხდა. სწორედ იმ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა, სადაც ხმაური იყო. როგორც ცნობილია, ახალმა მეუფემ ეპარქიის ორ დიაკონს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ტერიტორიაზე დღეს დილიდან მრევლმა და უფლებამოსილება შეწყვეტილი სასულიერო პირების მხარდამჭერებმა იწყეს შეკრება, ამიტომ იქ უამრავი ადამიანი მოგროვდა. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მრევლის ნაწილი და ჟურნალისტები ცდილობდნენ მეუფის რეზიდენციაში შესვლას. შენობას ხალხის დიდი ნაკადი მიაწყდა და ამ დროს მოულოდნელად რეზიდენციის მოაჯირის ნაწილი ჩაინგრა.

სამწუხაროდმ ადამიანები 5-6 მეტრის სიმაღლიდან გადაცვივდნენ. ჩვენი ინფორმაციით დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის", "ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები. სხეულის დაზიანება მიიღო "ტვპირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. ჩვენი ინფორმაციით დაშავებულია ასევე "მთავარი არხის" ოპერატორი.

დაშავებულები სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს და შემდეგ სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

"უფლებამოსილება რომ შეუჩერეს ორ მღვდელს იმ საკითხს იხილავდნენ და იქ ცდილობენენ შესვლას ადამიანები. უამრავი ადამიანი იყო მოგროვილი, როგორც ვხვდები ძირითადად მედიის თანამშრომლები არიან დაშავებულები. ეტყობა ისინი წინ იდგნენ და ხალხი რომ მიაწვა, ჩაინგრა მოაჯირი და ჩაცვივდნენ. მერე იმათ ზევიდანაც დაეცა ხალხი და ამიტომ ვინც ქვევით მოყვნენ, ძირითადად ისინი დაშავდნენ. 6 ადამიანია გადაყვანილი კლინიკებში. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ზოგს ნეკნი აქვს მოტეხილი, ზოგს ფეხი. ერთი ვიცანი, "მთავარი არხის" ოპერატორი იყო ადრეც მინახავს ეს ბიჭი მარტვილში. სხვებს არ ვიცნობ. ძირითადად მოტეხილობები აქვთ. ახლაც რენდგენის რიგში დგანან, რომ დაზიანებები გაირკვეს, ძირითადად სხვადასხვა სახის მოტეხილობებია", - გვითხრა ადგილობრივმა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მარტვილის ტაძრის მოძღღვარს მამა გოჩა ცაავას:

- მადლობა ღმერთს მსხვერპლი არ არის, გადავრჩით. მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. ბევრი ხალხი იყო, ამიტომ მხედველობა არ იყო კარგი, მე კუთხეში ვიყავი და ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ადმიანია დაშავდა. უფრო ჟურნალისტები არიან დაშავებულები საავდმყოფოში არიან. მრევლის ნაწილი მეუფესთან ითხოვდა შეხვედრას, ეტყობა თან ჟურნალისტებს გადაღება უნდოდათ იმის, თუ რა ხდებოდა შიგნით, სადაც კრება მიმდინარეობდა, ამ დროს გვერდითი კარი გაიღო და მეუფის რეზიდენციაში შესვლა ერთბაშად ბევრმა ადამიანმა სცადა, მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩაინგრა.... სასულიერო პირები არ არიან დაშავებულან... ღმერთმა ყველა დაგლოცოთ.

როგორ გადავუხადოთ ბავშვს დაბადების დღე სახლში – პრაქტიკული რჩევები

13 გარდაცვლილი და 529 ახალი ინფიცირებული - როგორია კორონავირუსის შემთხვევათა ბოლო მონაცემები რეგიონების მიხედვით

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს