მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ბიჭზეა საუბარი, ვინმეს ჩაგრავდაო? ღმერთმანი...ყველაზე კარგი ადამიანია" - რას წერენ ბერას მეგობარი ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში
"ამ ბიჭზეა საუბარი, ვინმეს ჩაგრავდაო? ღმერთმანი...ყველაზე კარგი ადამიანია" - რას წერენ ბერას მეგობარი ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ კი­დევ მა­შინ გა­იც­ნო, სა­ნამ მისი მი­ლი­არ­დე­რი მამა პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­დო­და. იმ დრო­ის­თვის უც­ნო­ბი მე­ცე­ნა­ტის შვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი იყო. "კარ­გი მა­მის, კარ­გი შვი­ლი“ - ასე მო­იხ­სე­ნებ­დნენ მე­დი­ა­ში. მა­მის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ბე­რამ პო­ლი­ტი­კუ­რად გა­რე­პა.

ბევ­რს ახ­სოვს ცნო­ბი­ლი ჰიტი, რო­მე­ლიც მა­შინ­დე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთ წევ­რს გოგა ხა­ჩი­ძეს მი­უ­ძღვნა. სიმ­ღე­რა­ში იყო ასე­თი ფრა­ზა - "გოგა, გთხოვ, წვი­მად გა­და­ი­ქე­ცი...“

მა­მის გაპ­რე­მი­ე­რე­ბის შემ­დეგ, ბერა გა­სარ­თო­ბი არ­ხის, GDS-ის დი­რექ­ტო­რი გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ას მა­ღალ ხა­რისხზე ჰქონ­და პრე­ტენ­ზია და ძვი­რა­დღი­რე­ბულ გა­და­ცე­მებ­საც ამ­ზა­დებ­ნენ, პო­ლი­ტი­კუ­რად მუდ­მი­ვად ქა­ოს­ში მყოფ ქვე­ყა­ნა­ში არ­ხმა რე­ი­ტინ­გი ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და GDS-ი გა­ი­ყი­და. ეს რი­გით მე­სა­მე ტე­ლე­ვი­ზია გახ­ლდათ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ, გა­ი­ყი­და, ან და­ი­ხუ­რა.

ბე­რას ყო­ველ­თვის ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი "ინ­სტაგ­რამ­ზე", "ტიკ-ტოკ­ზე“, "ფე­ის­ბუქ­ზე." ის ასე­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და ქვე­ყა­ნა­ში შემ­ქნი­ლი კრი­ზი­სის დროს მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, რომ­ლის შემ­დე­გაც სუ­რა­თი იც­ვლე­ბო­და ხოლ­მე. შე­გახ­სე­ნებთ, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რას მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და მა­ნამ­დე "ბირ­ჟა მა­ფი­ას“ წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, "თქვენ­თან ვარ ბი­ჭე­ბო! #FreeBirjaMafia #თა­ვი­სუფ­ლე­ბა", – წერ­და ბერა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­შე­მო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და, ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბე­რას გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ელო­დე­ბო­და. მის მი­მართ არ იყო დიდი დო­ზით აგ­რე­სია და ის მა­ინც რჩე­ბო­და, მი­ლი­არ­დე­რი მა­მის "კე­თილ შვი­ლად."

ამი­ტომ, "ტვ პირ­ვე­ლით“ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­რედ ამ ნა­წი­ლის­თვის აღ­მოჩ­ნდა შო­კის­მომ­გვრე­ლი. ჩა­ნა­წე­რებ­ში, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბას არ და­უდ­გე­ნია, გვეს­მის რო­გორ უკ­ვე­თავ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე­სა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ში­ნე­ბას და დას­ჯას, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს წერ­დნენ.

ამ დრომ­დე ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია უც­ნო­ბია. ეთერ­ში სი­უ­ჟე­ტის გას­ვლის შემ­დეგ, ბე­რამ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე პრო­ფი­ლის ფოტო გა­ნა­ახ­ლა, ფოტო არის ბე­რას ცნო­ბი­ლი კლი­პი­დან She Said Yes, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს მი­უ­ძღვნა.

ჩა­ნა­წე­რი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც პი­რა­დად იც­ნო­ბენ რე­პერს და მე­გობ­რო­ბენ. თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა მა­ინც გა­ბე­და, თუმ­ცა კრი­ტი­კა არც მათ და­აკ­ლდათ.

თბი­ლი­სის მე­რის, კახი კა­ლა­ძის პი­ა­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"კი­დევ კარ­გი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს მე­გობ­რებ­თან ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი, თო­რემ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის კან­დი­და­ტი ვარ. 2011 წლის ამ­ბე­ბი­დან მე სულ სხვა ის­ტო­რია მახ­სენ­დე­ბა- სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი ეს­ტუმ­რა სტუ­დი­ა­ში და კონ­ცერ­ტი გა­უ­მარ­თა. თვი­თო­ნაც ბავ­შვი იყო მა­შინ (ისე­ვე რო­გორც იმ აკო­წი­წე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში). მთე­ლი სული და გული ჩადო, აი­ყო­ლია ყვე­ლა, ერ­თად მღე­როდ­ნენ. ვთხო­ვე, ამ შეხ­ვედ­რის ჩა­ნა­წერს გა­ვა­შუ­ქებ, ძაან მა­გა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვე­ბა-თქო და უარი მი­ვი­ღე, შე­იძ­ლე­ბა ამ ბავ­შვებს რამე პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ, ჩემ­თან რომ იყ­ვნე­ნო (გახ­სოვთ ხო რა დრო იყო?). და ამ ბიჭ­ზეა სა­უ­ბა­რი, ვინ­მეს ჩაგ­რავ­დაო? ღმერ­თმა­ნი!“ - წერს თქო­მა­ჯიშ­ვი­ლი.

ბე­რას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და პა­ტი­ვის­ცე­მა კი­დევ ერთხელ და­უ­დას­ტუ­რა მომ­ღე­რალ­მა ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ: "ბერა ყვე­ლა­ზე კარ­გი და ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს! “ - წერს ნუცა.

მე­დეა შა­ფა­თა­ვა, რო­მე­ლიც წლე­ბია ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან მუ­შა­ობს და მე­გობ­რობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს: "რო­გორ ვერ გა­და­ი­ტა­ნა ირაკ­ლის და­ნიშ­ვნა... ბოღ­მა. რო­გორ იშიფ­რე­ბი, შე სა­წყა­ლო, დამ­შვიდ­დი, არ გა­გი­ვა მაი პონ­ტი, დურუ... ბე­რას ბავ­შვუ­რი ხუმ­რო­ბა კი “კრი­მი­ნა­ლი­აო”... არც ჩუ­ბი­ნი­ძეს, არც გო­მე­ლა­ურს და მით უმე­ტეს, ღა­რი­ბაშ­ვილს არა­სო­დეს გა­და­უკ­ვე­თავთ ხაზი...წადი ცივი წყა­ლი და­ლიე და დამ­შვიდ­დი, “წყა­რო”. ფლეშ­კე­ბი გა­ამ­რავ­ლე, არ­სად და­გე­კარ­გოს...პა­ჟა­რია, პა­ჟა­რი... პ.ს. მი­შას ჩა­ნა­წე­რი მი­შას “მე­ფო­ბი­სას” რას გა­მო­იწ­ვევ­და, და­მი­წე­რეთ აქ, ფლიზ.“

ფა­რულ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებს ეხ­მი­ა­ნე­ბა ბე­რას მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს: "ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის დაბ­რა­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით ეს ფუ­ჩე­ჩი ბრალ­დე­ბაა. ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით ერთი ნა­ბი­ჯით წინ ხართ დაჟე...“ - შე­გახ­სე­ნებთ რომ გო­გო­რე­ლი­ა­ნი ინგა გრი­გო­ლი­ას სიძე (დის შვი­ლის მე­უღ­ლე) გახ­ლავთ და წლე­ბია ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან მე­გობ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოცი.
15

ვეშამი ნა ვიხოდ

ბერიკაცი
9

უნებლიედ მელიას კუდი გამახსენდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ამ ბიჭზეა საუბარი, ვინმეს ჩაგრავდაო? ღმერთმანი...ყველაზე კარგი ადამიანია" - რას წერენ ბერას მეგობარი ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში

"ამ ბიჭზეა საუბარი, ვინმეს ჩაგრავდაო? ღმერთმანი...ყველაზე კარგი ადამიანია" - რას წერენ ბერას მეგობარი ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში

ბერა ივანიშვილი საზოგადოებამ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, სანამ მისი მილიარდერი მამა პოლიტიკაში წავიდოდა. იმ დროისთვის უცნობი მეცენატის შვილი, მომღერალი თინეიჯერი, ტელევიზიებისთვის სასურველი რესპონდენტი იყო. "კარგი მამის, კარგი შვილი“ - ასე მოიხსენებდნენ მედიაში. მამის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ბერამ პოლიტიკურად გარეპა.

ბევრს ახსოვს ცნობილი ჰიტი, რომელიც მაშინდელი "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს გოგა ხაჩიძეს მიუძღვნა. სიმღერაში იყო ასეთი ფრაზა - "გოგა, გთხოვ, წვიმად გადაიქეცი...“

მამის გაპრემიერების შემდეგ, ბერა გასართობი არხის, GDS-ის დირექტორი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიას მაღალ ხარისხზე ჰქონდა პრეტენზია და ძვირადღირებულ გადაცემებსაც ამზადებნენ, პოლიტიკურად მუდმივად ქაოსში მყოფ ქვეყანაში არხმა რეიტინგი ვერ შეინარჩუნა და GDS-ი გაიყიდა. ეს რიგით მესამე ტელევიზია გახლდათ ივანიშვილების მფლობელობაში, რომელიც უბრალოდ, გაიყიდა, ან დაიხურა.

ბერას ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მილიონობით გამომწერი "ინსტაგრამზე", "ტიკ-ტოკზე“, "ფეისბუქზე." ის ასევე გამოირჩეოდა ქვეყანაში შემქნილი კრიზისის დროს მოულოდნელი განცხადებებით, რომლის შემდეგაც სურათი იცვლებოდა ხოლმე. შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილის სიმღერას მარიხუანას ლეგალიზაციაზე და მანამდე "ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებაზე გამოხმაურებას, "თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება", – წერდა ბერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი აზრი მუდმივად იცვლებოდა, ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ადამიანთა ნაწილი სოციალურ ქსელში ბერას გამოხმაურებას ელოდებოდა. მის მიმართ არ იყო დიდი დოზით აგრესია და ის მაინც რჩებოდა, მილიარდერი მამის "კეთილ შვილად."

ამიტომ, "ტვ პირველით“ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერები საზოგადოების სწორედ ამ ნაწილისთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი. ჩანაწერებში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით გამოძიებას არ დაუდგენია, გვესმის როგორ უკვეთავდა, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს იმ ადამიანების შეშინებას და დასჯას, რომლებიც მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ.

ამ დრომდე ივანიშვილის ოჯახის ოფიციალური პოზიცია უცნობია. ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ბერამ "ფეისბუქის" გვერდზე პროფილის ფოტო განაახლა, ფოტო არის ბერას ცნობილი კლიპიდან She Said Yes, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა.

ჩანაწერი დაუჯერებელი აღმოჩნდა იმ ცნობილი ადამიანებისთვის, რომლებიც პირადად იცნობენ რეპერს და მეგობრობენ. თუმცა სოციალურ ქსელში სტატუსების გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ. რამდენიმე მათგანმა მაინც გაბედა, თუმცა კრიტიკა არც მათ დააკლდათ.

თბილისის მერის, კახი კალაძის პიარის სამსახურის წარმომადგენელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"კიდევ კარგი არავის აინტერესებს მეგობრებთან ჩემი სატელეფონო საუბრები, თორემ უვადო პატიმრობის კანდიდატი ვარ. 2011 წლის ამბებიდან მე სულ სხვა ისტორია მახსენდება- საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმე ბავშვი ესტუმრა სტუდიაში და კონცერტი გაუმართა. თვითონაც ბავშვი იყო მაშინ (ისევე როგორც იმ აკოწიწებულ ჩანაწერში). მთელი სული და გული ჩადო, აიყოლია ყველა, ერთად მღეროდნენ. ვთხოვე, ამ შეხვედრის ჩანაწერს გავაშუქებ, ძაან მაგარი გამოხმაურება მოყვება-თქო და უარი მივიღე, შეიძლება ამ ბავშვებს რამე პრობლემები შეექმნათ, ჩემთან რომ იყვნენო (გახსოვთ ხო რა დრო იყო?). და ამ ბიჭზეა საუბარი, ვინმეს ჩაგრავდაო? ღმერთმანი!“ - წერს თქომაჯიშვილი.

ბერასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ: "ბერა ყველაზე კარგი და ნამდვილი ადამიანი, ძალიან მიყვარს! “ - წერს ნუცა.

მედეა შაფათავა, რომელიც წლებია ივანიშვილების ოჯახთან მუშაობს და მეგობრობს, სოციალურ ქსელში წერს: "როგორ ვერ გადაიტანა ირაკლის დანიშვნა... ბოღმა. როგორ იშიფრები, შე საწყალო, დამშვიდდი, არ გაგივა მაი პონტი, დურუ... ბერას ბავშვური ხუმრობა კი “კრიმინალიაო”... არც ჩუბინიძეს, არც გომელაურს და მით უმეტეს, ღარიბაშვილს არასოდეს გადაუკვეთავთ ხაზი...წადი ცივი წყალი დალიე და დამშვიდდი, “წყარო”. ფლეშკები გაამრავლე, არსად დაგეკარგოს...პაჟარია, პაჟარი... პ.ს. მიშას ჩანაწერი მიშას “მეფობისას” რას გამოიწვევდა, დამიწერეთ აქ, ფლიზ.“

ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეხმიანება ბერას მეგობარი, მსახიობი ლევან გოგორელიანი და სოციალურ ქსელში წერს: "ადამიანის მკვლელობის დაბრალებასთან შედარებით ეს ფუჩეჩი ბრალდებაა. ადამიანური თვალსაზრისით ერთი ნაბიჯით წინ ხართ დაჟე...“ - შეგახსენებთ რომ გოგორელიანი ინგა გრიგოლიას სიძე (დის შვილის მეუღლე) გახლავთ და წლებია ივანიშვილების ოჯახთან მეგობრობს.

"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

"ძალიან საშიში ხალხი ვართ... ეს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს მომავალში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას" - რას წერს ჟურნალისტი ბასილაშვილის საქმის "გარჩევებზე"

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე