საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა" - როგორ იხსენებს ნათია ფანჯიკიძე გარდაცვლილ მეგობარს, რომელმაც "ლოპოტას სამოთხე" შექმნა
"ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა" - როგორ იხსენებს ნათია ფანჯიკიძე გარდაცვლილ მეგობარს, რომელმაც "ლოპოტას სამოთხე" შექმნა

"ლო­პო­ტა სპა რე­ზორ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გოგა მა­ი­სუ­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ის ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და.

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წერ­და გოგა მა­ი­სუ­რა­ძის შე­სა­ხებ, რო­გორც ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც "ქვე­ყა­ნას მისი კვა­ლი და­ა­ტყო და უდა­ბუ­რი ად­გი­ლი სა­მო­თხედ აქ­ცია".

მათ შო­რის არის ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე. მას და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მა­ი­სუ­რა­ძეს­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

"არ გძი­ნავს? შენც არ გძი­ნავს? ვერ ვი­ძი­ნებ. ვერ იძი­ნებ?ვერ ვი­ძი­ნებ­დით, ვგრძნობ­დით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტო­ვებ­და. წნე­ვა რამ­დე­ნი აქვს? რამე ხომ არ სტკი­ვა? ლექ­სო რას ამ­ბობს? ახლა რო­გო­რაა? ნი­ნას ხომ არ და­უ­რე­კავს? მე­გობ­რის წას­ვლა აუ­ტა­ნელ სი­ცა­რი­ე­ლეს ტო­ვებს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აუ­ტა­ნელს. არაფ­რის და­წე­რა არ მინ­დო­და დღეს. მი­თუ­მე­ტეს, რომ დე­დის დღეა და უამ­რა­ვი სიყ­ვა­რუ­ლი იღ­ვრე­ბა ყვე­ლას კედ­ლი­დან და მიყ­ვარს ასე­თი დღე­ე­ბი და არ მიყ­ვარს ასე­თი დღე­ე­ბის­თვის "ხე­ლის შეშ­ლა", რად­გან "სიყ­ვა­რუ­ლი არ­სე­ბობს?" - ამ სუ­ლე­ლურ კთხვას პა­სუხს თვი­თონ სცე­მენ ადა­მი­ა­ნე­ბი.

რამ­დე­ნა­დაც გუ­ლუბ­რყვი­ლოა კი­თხვა, იმ­დე­ნად­ვე საყ­ვა­რელ და გუ­ლუბ­რყვი­ლო პა­სუ­ხებს. არც ახლა შე­მიძ­ლია პი­რა­დი დავ­წე­რო რამე, ჩემი წილი გო­გას შე­სა­ხებ, ამა­საც ბრმად ვწერ, ცრემ­ლებს და ცრემ­ლებს შო­რის, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მე­წე­რა ეს სა­ხე­ლი, - გოგა - იმი­ტომ რომ მხო­ლოდ ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი არ დავ­რჩით მის გა­რე­შე. მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­ი­მე­ო­როს მისი სა­ხე­ლი.

ეტა­ლო­ნუ­რი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი, რო­მელ­მაც უფუ­ლოდ, ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე, შე­მოქ­მე­დე­ბით­მა და უზო­მოდ მშრო­მელ­მა, უნი­ჭი­ე­რეს­მა, აირ­ჩია უდა­ბუ­რი ად­გი­ლი, და­სა­წყის­ში პა­ტა­რა წუმ­პე, რო­გორც ამას ხე­დავ­და მის გარ­და ყვე­ლა სხვა ადა­მი­ა­ნის თვა­ლე­ბი და გიჟი ეგო­ნათ, რომ ლა­პა­რა­კობ­და "მე ამის­გან გა­ვა­კე­თებ..." ხოდა ამ "გიჟ­მა" ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, სა­მო­თხედ, ლო­პო­ტას ტბად გა­და­აქ­ცია მიგ­დე­ბუ­ლი ად­გი­ლი. ბა­ლა­ხის ყვე­ლა ღერი მისი ხე­ლით ნა­ფე­რე­ბია, ყვე­ლა კვად­რა­ტულ სან­ტი­მეტს იმ­ხე­ლა შრო­მის და სიყ­ვა­რუ­ლის კვა­ლი აქვს, რომ ალ­ბათ ამი­ტომ, არ­სად სხვა­გან ასე­თი ენერ­გე­ტი­კა არ არის, რო­გორც ლო­პო­ტა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი მას ჰგავს, სიყ­ვა­რუ­ლის კუნ­ძუ­ლია, გო­გა­სა­ვით კე­თილ­შო­ბი­ლი. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი საქ­მის აწე­ვა შეძ­ლო.

სა­ქარ­თვე­ლო აქ­ცია კულ­ტუ­რულ ად­გი­ლად და ბიძ­გი მის­ცა კა­ხე­თის აყ­ვა­ვე­ბას. მო­დუ­რი გახ­და შემ­დეგ კა­ხე­თი, უამ­რა­ვი რამ გა­კეთ­და მისი მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბით, მის­გან შთა­გო­ნე­ბით და ასე გა­ას­წრო გან­ვი­თა­რე­ბით კა­ხეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სხვა კუ­თხეს. ხოდა რომ "თოვს" ხოლ­მე, "წვიმს" ხოლ­მე ფე­ის­ბუქ­ში, ასე უნდა იმე­ო­რებ­დეს მთე­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ქსე­ლი მის სა­ხელს, თუ გვინ­და იდე­ა­ლე­ბი ჩა­მო­ვი­ყა­ლი­ბოთ და სა­ერ­თო­დაც გა­დავ­რჩეთ ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, მსხვი­ლი კად­რით ასეთ ადა­მი­ა­ნებს უნდა ვხე­დავ­დეთ მხო­ლოდ და მერე ყვე­ლა და­ნარ­ჩენს" - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
2

ღმერთმა გაანათლოს მისი სული, რა დასანანია ასეთი ადამიანის დაკარგვა. 

ქეთი
1

გოგა.... ნათელში იყოს შენი სული

ავტორი:

"ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა" - როგორ იხსენებს ნათია ფანჯიკიძე გარდაცვლილ მეგობარს, რომელმაც "ლოპოტას სამოთხე" შექმნა

"ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა" - როგორ იხსენებს ნათია ფანჯიკიძე გარდაცვლილ მეგობარს, რომელმაც "ლოპოტას სამოთხე" შექმნა

"ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი, ცნობილი ბიზნესმენი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერდა გოგა მაისურაძის შესახებ, როგორც ადამიანზე, რომელმაც "ქვეყანას მისი კვალი დაატყო და უდაბური ადგილი სამოთხედ აქცია".

მათ შორის არის ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე. მას და ირაკლი ალასანიას მაისურაძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ.

"არ გძინავს? შენც არ გძინავს? ვერ ვიძინებ. ვერ იძინებ?ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა. წნევა რამდენი აქვს? რამე ხომ არ სტკივა? ლექსო რას ამბობს? ახლა როგორაა? ნინას ხომ არ დაურეკავს? მეგობრის წასვლა აუტანელ სიცარიელეს ტოვებს. განსხვავებულად აუტანელს. არაფრის დაწერა არ მინდოდა დღეს. მითუმეტეს, რომ დედის დღეა და უამრავი სიყვარული იღვრება ყველას კედლიდან და მიყვარს ასეთი დღეები და არ მიყვარს ასეთი დღეებისთვის "ხელის შეშლა", რადგან "სიყვარული არსებობს?" - ამ სულელურ კთხვას პასუხს თვითონ სცემენ ადამიანები.

რამდენადაც გულუბრყვილოა კითხვა, იმდენადვე საყვარელ და გულუბრყვილო პასუხებს. არც ახლა შემიძლია პირადი დავწერო რამე, ჩემი წილი გოგას შესახებ, ამასაც ბრმად ვწერ, ცრემლებს და ცრემლებს შორის, მაგრამ აუცილებლად უნდა დამეწერა ეს სახელი, - გოგა - იმიტომ რომ მხოლოდ ოჯახი და მეგობრები არ დავრჩით მის გარეშე. მთელმა საქართველომ უნდა გაიმეოროს მისი სახელი.

ეტალონური ადამიანის სახელი, რომელმაც უფულოდ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შემოქმედებითმა და უზომოდ მშრომელმა, უნიჭიერესმა, აირჩია უდაბური ადგილი, დასაწყისში პატარა წუმპე, როგორც ამას ხედავდა მის გარდა ყველა სხვა ადამიანის თვალები და გიჟი ეგონათ, რომ ლაპარაკობდა "მე ამისგან გავაკეთებ..." ხოდა ამ "გიჟმა" ნაბიჯ-ნაბიჯ, სამოთხედ, ლოპოტას ტბად გადააქცია მიგდებული ადგილი. ბალახის ყველა ღერი მისი ხელით ნაფერებია, ყველა კვადრატულ სანტიმეტს იმხელა შრომის და სიყვარულის კვალი აქვს, რომ ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი. დაუჯერებელი საქმის აწევა შეძლო.

საქართველო აქცია კულტურულ ადგილად და ბიძგი მისცა კახეთის აყვავებას. მოდური გახდა შემდეგ კახეთი, უამრავი რამ გაკეთდა მისი მიმბაძველობით, მისგან შთაგონებით და ასე გაასწრო განვითარებით კახეთმა საქართველოს ყველა სხვა კუთხეს. ხოდა რომ "თოვს" ხოლმე, "წვიმს" ხოლმე ფეისბუქში, ასე უნდა იმეორებდეს მთელი ვირტუალური ქსელი მის სახელს, თუ გვინდა იდეალები ჩამოვიყალიბოთ და საერთოდაც გადავრჩეთ ღირებულებითი თვალსაზრისით, მსხვილი კადრით ასეთ ადამიანებს უნდა ვხედავდეთ მხოლოდ და მერე ყველა დანარჩენს" - წერს ფანჯიკიძე.

"ოპერაცია გავიკეთე...არ შემიძლია დისკუსია..." - რას წერს ინგა გრიგოლია ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე

"სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით" - რას წერს რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც ბერას წლების წინ ბოდიში საჯაროდ მოუხადა

"2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები ბოროტებაა... არ დამიჯერა" - რას წერს გია ხუხაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე?