მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გეთანხმებით, რომ დასაჭერია... დაკავებას ვეცადეთ,  აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?!" - რა უპასუხა გომელაურმა ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას
“გეთანხმებით, რომ დასაჭერია... დაკავებას ვეცადეთ,  აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?!" - რა უპასუხა გომელაურმა ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას

ბად­რი ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბა დღეს თუ არა ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა - მა­გა­ლი­თად, სამი კვი­რის წინ 12 წლის წინ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე მკვლე­ლო­ბის და­ნა­შა­უ­ლის­თვის ძებ­ნი­ლი პირი და­ვა­კა­ვეთ, - ეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან შს მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა გა­ა­კე­თა. მან დე­პუ­ტა­ტე­ბის კი­თხვის პა­სუ­ხად ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ არ უყ­ვარს ტრა­ბა­ხი და წი­ნას­წარ არ იტყვის, ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბა მოხ­დე­ბა ხვალ, ზეგ, ერთ სა­ათ­ში თუ მაქ­სი­მუმ ერთ თვე­ში,

“მეს­მის, რომ და­სა­კა­ვე­ბე­ლია. მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო ალე­კო, კი­თხვა ოპე­რა­ცი­ის კარ­გად ჩა­ტა­რე­ბა­ზე რომ არ დას­ვით. იყო ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა - ან უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით და ოპე­რა­ცია დაგ­ვე­წყო და შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი და­ღუ­პუ­ლიყ­ვნენ, ან უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც ჩვენ გა­ვა­კე­თეთ. მე პრე­მი­ერს ავუხ­სე­ნი, რა ვა­რი­ან­ტე­ბი იყო, რაც არც გო­მე­ლა­უ­რის მო­გო­ნი­ლია, არც - ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და არც გოგა მღებ­რიშ­ვი­ლის - ეს არის ამე­რი­კუ­ლი სტან­დარ­ტი! მი­თხრა, არა­ვი­თა­რი სის­ხლისღვრა! და­კა­ვე­ბას ვე­ცა­დეთ, რო­გორ არ ვე­ცა­დეთ... აბა, წადი და მშვი­დო­ბა­ში მო­იხ­მა­რე - ასე ხომ არ გა­ვუშ­ვებ­დით?! ჩვენ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­რის­კა და მან­ქა­ნა­ში ჩა­უჯ­და. შეგ­ვეძ­ლო ოპე­რა­ცია მას­თან ერ­თად ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, სა­დაც კი­დევ სამი მო­ქა­ლა­ქე იჯდა, თუმ­ცა მათი სი­ცო­ცხლის გა­წირ­ვაც ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იყო, რად­გან მან­ქა­ნა­ში გახ­სნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რით იჯდა. აქაც ჩავ­თვა­ლე, რომ შტურ­მი არ და­მე­წყო, რად­გან ხელ­ყუმ­ბა­რა რომ აფეთ­ქდე­ბა, იქ ვე­რა­ვინ გა­დარ­ჩე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრმა.

გო­მე­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბად­რი ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა არ ისა­უბ­რებს, კონ­კრე­ტუ­ლად რა ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა და ესე­ბუ­ას ვერ მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, მის­გან ახ­ლოს არის თუ არა.

“გე­თან­ხმე­ბით, რომ და­სა­ჭე­რია. მერ­წმუ­ნეთ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვენ გვინ­და, იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი და უმ­კაც­რე­სად დას­ჯი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
29

აი ამერიკული მეთოდი არ ყოფილა კარგი . აწი რუსული მეთოდები მოსინჯეტ.

ინტრიგანი
22

ადამიანის სიცოცხლე აპრიორში უზენაესია. ოპერაცია მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა.

“გეთანხმებით, რომ დასაჭერია... დაკავებას ვეცადეთ,  აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?!" - რა უპასუხა გომელაურმა ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას

“გეთანხმებით, რომ დასაჭერია... დაკავებას ვეცადეთ,  აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?!" - რა უპასუხა გომელაურმა ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას

ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება - მაგალითად, სამი კვირის წინ 12 წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულისთვის ძებნილი პირი დავაკავეთ, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. მან დეპუტატების კითხვის პასუხად ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უყვარს ტრაბახი და წინასწარ არ იტყვის, ესებუას დაკავება მოხდება ხვალ, ზეგ, ერთ საათში თუ მაქსიმუმ ერთ თვეში,

“მესმის, რომ დასაკავებელია. მადლობა, ბატონო ალეკო, კითხვა ოპერაციის კარგად ჩატარებაზე რომ არ დასვით. იყო ორი მიმართულება - ან უნდა შევსულიყავით და ოპერაცია დაგვეწყო და შეიძლება ადამიანები დაღუპულიყვნენ, ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი, რა ვარიანტები იყო, რაც არც გომელაურის მოგონილია, არც - ღარიბაშვილის და არც გოგა მღებრიშვილის - ეს არის ამერიკული სტანდარტი! მითხრა, არავითარი სისხლისღვრა! დაკავებას ვეცადეთ, როგორ არ ვეცადეთ... აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?! ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა და მანქანაში ჩაუჯდა. შეგვეძლო ოპერაცია მასთან ერთად ჩაგვეტარებინა, სადაც კიდევ სამი მოქალაქე იჯდა, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, რადგან მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა. აქაც ჩავთვალე, რომ შტურმი არ დამეწყო, რადგან ხელყუმბარა რომ აფეთქდება, იქ ვერავინ გადარჩება“, - განაცხადა შს მინისტრმა.

გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუას დაკავებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა არ ისაუბრებს, კონკრეტულად რა ოპერატიული ღონისძიებები ტარდება და ესებუას ვერ მიაწვდის ინფორმაციას, მისგან ახლოს არის თუ არა.

“გეთანხმებით, რომ დასაჭერია. მერწმუნეთ, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, იყოს დაკავებული და უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

"იმედია, არ დამაჯარიმებენ" - ვახტანგ გომელაურის ხუმრობა ჟურნალისტებთან საუბრისას

"სასაფალოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად" - ვახტანგ მეგრელიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"