სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?
"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "ბი-ბი-სი“-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის («BBC russian») ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია პუბ­ლი­კა­ცია სა­თა­უ­რით "და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ტყუ­ი­ლი“: სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლეს ბრალს სდებს“, რო­მელ­შიც დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახ­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი სკან­და­ლის პე­რი­პე­ტი­ე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია მე­გან მარ­კლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე არ უნდა ელო­დოს იმას, რომ ის და პრინ­ცი ჰარი ჩუ­მად იქ­ნე­ბი­ან მა­შინ, როცა "ჩვენს შე­სა­ხებ სიც­რუ­ეს უკ­ვდა­ვჰ­ყო­ფენ“.

ინ­ტერ­ვი­უს ნა­წყვეტ­ში, რო­მე­ლიც წყვილ­მა ამე­რი­კელ ტე­ლე­წამ­ყვანს ოპრა უინფრის მის­ცა, მე­განს ჰკი­თხეს, რო­გორ უყუ­რებს იგი იმას, თუ რას იტყვი­ან სა­სახ­ლე­ში მისი ინ­ტერ­ვი­უს გამო.

მე­გან­მა გა­აგ­რძე­ლა: "თუ ეს რა­ღა­ცის და­კარ­გვის რისკს უკავ­შირ­დე­ბა, რას ვი­ზამთ... უკვე ბევ­რი რამ ისე­დაც და­კარ­გუ­ლია“.

ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე იძი­ებს იმ გან­ცხა­დე­ბის სი­ნამ­დვი­ლეს, რომ­ლის თა­ნახ­მად, ჰერ­ცო­გი­ნია პერ­სო­ნალს აბუ­ჩად იგ­დებ­და.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ოპრა უინფრი­სათ­ვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც აშშ-ის ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში კვი­რას გა­უშ­ვე­ბენ (დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში უკვე ორ­შა­ბა­თი იქ­ნე­ბა), ვრცლად იქ­ნე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლი ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბა ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში იმ დრომ­დე, როცა მათ უარი თქვეს სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუს­ზე და აშშ-ში გა­ემ­გზავრნენ.

30-წა­მი­ან ტი­ზერ­ში, რო­მე­ლიც CBS-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, უინფრი ეკი­თხე­ბა ჰერ­ცო­გი­ნი­ას:

"რო­გორ უყუ­რებთ სა­სახ­ლის რე­აქ­ცი­ას, რო­მელ­საც ეს­მის, თუ რო­გორ მოჰ­ყვე­ბით თქვენს ის­ტო­რი­ას?“.

მე­გა­ნი პა­სუ­ხობს: "მე არ ვიცი... ნუთუ მათ ეგო­ნათ, რომ ამ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ჩუ­მად ვიქ­ნე­ბო­დით? თა­ნაც როცა "ფირ­მის“ მიერ აქ­ტი­უ­რად ხდე­ბა ჩვენს შე­სა­ხებ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სიც­რუ­ის უკ­ვდა­ვჰ­ყო­ფა“.

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა და ჰერ­ცო­გი­ნი­ამ 2020 წლის მარ­ტში სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის მა­ღალ წო­დე­ბა­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ზე უარი თქვეს და ამ­ჟა­მად კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ.

  • სა­ჩი­ვა­რი აბუ­ჩად აგ­დე­ბა­ზე

მე­გა­ნის მი­სა­მარ­თით ბრალ­დე­ბა სა­სახ­ლის პერ­სო­ნა­ლის აბუ­ჩად აგ­დე­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­და ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი, როცა ჰერ­ცო­გი­ნი­ამ ინ­ტერ­ვიუ ოპრა უინფრის მის­ცა.

გა­ზეთ "თა­იმ­სის" («The Times») მიერ ოთხშა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ჰერ­ცო­გი­ნი­ას მა­ში­ნაც უჩი­ოდ­ნენ, როცა იგი ფორ­მა­ლუ­რად ჯერ კი­დევ სა­მე­ფო ოჯა­ხის მა­ღალ­წო­დებ­რივ წევ­რად მი­იჩ­ნე­ო­და. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს მოხ­და 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, როცა ჰერ­ცო­გი და ჰერ­ცო­გი­ნია, იმა­ვე წლის მა­ის­ში ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობ­დნენ.

ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის ელექტრო­ნულ წე­რილ­ში, რომ­ლის მო­პო­ვე­ბა გა­ზეთ­მა შეძ­ლო, ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ მე­გან­მა ორი პი­რა­დი თა­ნა­შემ­წე სა­სახ­ლი­დან გა­აგ­დო, ხოლო მე­სა­მეს მო­რა­ლუ­რი ტრამ­ვა მი­ა­ყე­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბუ­კი­ნ­ჰე­მის სა­სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში (რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­მე­ფო ოჯა­ხის პერ­სო­ნა­ლის და­ქი­რა­ვე­ბა­ზე) შეშ­ფო­თე­ბა იქნა გა­მო­ხა­ტუ­ლი გა­ზეთ "თა­იმ­სის" სტა­ტი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გამო.

"სა­მე­ფო ოჯა­ხი ერ­თგუ­ლია "სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ღირ­სე­ბის დაც­ვის“’ პო­ლი­ტი­კი­სად­მი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და არ მო­ით­მენს აბუ­ჩად აგ­დე­ბას ან შე­ვიწ­რო­ვე­ბას სა­მუ­შაო ად­გილ­ზე“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ანა­ლი­ზი

ჯონი და­ი­მონ­დი, სა­მე­ფო ოჯა­ხის საქ­მე­თა კო­რეს­პონ­დენ­ტი:

"სა­ეჭ­ვო იქ­ნე­ბო­და იმის იმე­დად ყოფ­ნა, რომ პრინ­ცი ჰარი და მე­გა­ნი თა­ვი­ანთ კრი­ტი­კულ გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში მხო­ლოდ ბრი­ტა­ნუ­ლი მა­ს­მე­დი­ით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც მათ მი­მართ აშ­კა­რად არ არი­ან სიმ­პა­თი­ით გან­წყო­ბილ­ნი. "ფირ­მა“, ანუ სა­მე­ფო ოჯა­ხი და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - ისი­ნიც მათ სა­მიზ­ნე­ში მოხ­ვდნენ.

ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე ეხე­ბა არა უშუ­ა­ლოდ მე­გა­ნი­სად­მი და უფრო ნაკ­ლე­ბად, ჰა­რის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ბრალ­დე­ბას, აბუ­ჩად აგ­დე­ბას. ისი­ნი ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, მაგ­რამ წყვილს ეს ბრალ­დე­ბა იმის მა­გა­ლი­თად მი­აჩ­ნი­ათ, თუ რო­გორ გა­მო­დი­ან ზო­გი­ერ­თე­ბი სა­სახ­ლე­ში მათ წი­ნა­აღ­მდეგ.

ჩვენ, რო­გორც ჩანს, მოც­და მოგ­ვი­წევს ინ­ტერ­ვი­უს ეთერ­ში გაშ­ვე­ბამ­დე, რათა გა­ვი­გოთ - კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი "სიც­რუე“ გა­ავ­რცე­ლა, წყვი­ლის აზ­რით, ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლემ. ის ბრალ­დე­ბა აბუ­ჩად აგ­დე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ჰარი და მე­გა­ნი არ ეთან­ხმე­ბი­ან, ამ­ჟა­მად ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია.

მაგ­რამ უკვე გა­სა­გე­ბია: ხელ­თათ­მა­ნი გა­დაგ­დე­ბუ­ლია... ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბი სა­ს­ექ­სე­ბის წყვილს უკვე ვე­ღარ შე­ა­კა­ვებს, როცა ისი­ნი თა­ვი­ანთ თვალ­საზ­რისს გა­მო­ხა­ტა­ვენ".

გა­მო­ძი­ე­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში სა­სახ­ლის ყო­ფილ და ამ­ჟა­მინ­დელ მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს შეს­თა­ვა­ზეს, რომ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად ელა­პა­რა­კათ მე­გან­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე.

სა­ს­ექ­სე­ბის წყვი­ლი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს. გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მე­გან მარ­კლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა "თა­იმ­სის" სტა­ტი­ის სა­პა­სუ­ხოდ გა­ავ­რცე­ლა, ნათ­ქვა­მია:

"ჰერ­ცო­გი­ნია დამ­წუხ­რე­ბუ­ლია მას­ზე ბოლო დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პი­რა­დუ­ლი ხა­სი­ა­თის თავ­დას­ხმის გამო იმი­ტო­მაც, რომ თა­ვის დრო­ზე თვი­თონ ის იყო აბუ­ჩად აგ­დე­ბის მსხვერ­პლი და შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი­ად მხარს უჭერს მათ, ვინც მსგავ­სი ტკი­ვი­ლი და ტრამ­ვა გა­და­ი­ტა­ნა. ჰერ­ცო­გი­ნი­ას გან­ზრა­ხუ­ლი აქვს ძა­ლის­ხმე­ვა მო­ახ­მა­როს იმას, რომ მსოფ­ლი­ო­ში თა­ნაგ­რძნო­ბა მუ­დამ არ­სე­ბობ­დეს და შე­ეც­დე­ბა სა­მა­გა­ლი­თო იყოს კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი­სა და სწო­რი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში“.

პრინ­ცი ჰარი ად­რეც აცხა­დებ­და, რომ მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უარი თქვას სა­მე­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რათა სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხი პრე­სი­სა­გან და­იც­ვას

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა და ჰერ­ცო­გი­ნი­ამ თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ზე სა­მე­ფო ოჯა­ხის მა­ღალ­წო­დე­ბი­ა­ნი წევ­რის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2020 წლის მარ­ტში თქვეს უარი და ამ­ჟა­მად აშშ-ის კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში ცხოვ­რო­ბენ.

თე­ბერ­ვალ­ში ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლემ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ისი­ნი თა­ვი­ან­თი ცე­რე­მო­ნი­ა­ლუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას აღარ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.

მე­გა­ნი­სა და პრინც ჰა­რის ორ­სა­ა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვიუ აშშ-ის ტე­ლე­ე­თერ­ში CBS-ის არხზე 7 მარტს, კვი­რა სა­ღა­მოს უნდა გა­ვი­დეს, ხოლო დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ორ­შა­ბათს, ლონ­დო­ნის დრო­ით სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე, ITV-ის არხზე.

CBS-ის ანონსში ნათ­ქვა­მია, რომ მე­გა­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რებს თუ რო­გორ გა­თხოვ­და, რო­გორ გახ­და სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი. იგი ილა­პა­რა­კებს დე­დო­ბა­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ ცხოვ­რობს იგი ასე­თი ძლი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზე­წო­ლის პი­რო­ბებ­ში.

ინ­ტერ­ვი­უს მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრინ­ცი ჰა­რიც შე­უ­ერ­თდე­ბა და შემ­დეგ ისი­ნი უკვე ერ­თად მოჰ­ყვე­ბი­ან, თუ რო­გორ მი­ი­ღეს გა­სულ წელს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აშშ-ში გამ­გზავ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ორი­ვე ასე­ვე ისა­უბ­რებს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც.

ინ­ტერ­ვი­უს ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ნა­წყვეტ­ში სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი პა­რა­ლელს ავ­ლებს სა­მე­ფო ოჯა­ხი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე დე­და­მი­სის, პრინ­ცე­სა დი­ა­ნა­სა და მე­გა­ნის მი­მართ. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
20

ეს რომ ვინმეს შეურაცყოფას მიაყენებს

დავით
18

არა შეჯდა მწყერი ხესა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?

"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის («BBC russian») ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პუბლიკაცია სათაურით "დაუსრულებელი ტყუილი“: სასექსის ჰერცოგინია ბუკინგემის სასახლეს ბრალს სდებს“, რომელშიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ბოლო დღეებში განვითარებული ხმაურიანი სკანდალის პერიპეტიებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლიმ განაცხადა, რომ ბუკინგემის სასახლე არ უნდა ელოდოს იმას, რომ ის და პრინცი ჰარი ჩუმად იქნებიან მაშინ, როცა "ჩვენს შესახებ სიცრუეს უკვდავჰყოფენ“.

ინტერვიუს ნაწყვეტში, რომელიც წყვილმა ამერიკელ ტელეწამყვანს ოპრა უინფრის მისცა, მეგანს ჰკითხეს, როგორ უყურებს იგი იმას, თუ რას იტყვიან სასახლეში მისი ინტერვიუს გამო.

მეგანმა გააგრძელა: "თუ ეს რაღაცის დაკარგვის რისკს უკავშირდება, რას ვიზამთ... უკვე ბევრი რამ ისედაც დაკარგულია“.

ბუკინგემის სასახლე იძიებს იმ განცხადების სინამდვილეს, რომლის თანახმად, ჰერცოგინია პერსონალს აბუჩად იგდებდა.

მოსალოდნელია, რომ ოპრა უინფრისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც აშშ-ის ტელევიზიის ეთერში კვირას გაუშვებენ (დიდ ბრიტანეთში უკვე ორშაბათი იქნება), ვრცლად იქნება გადმოცემული ჰარისა და მეგანის ხანმოკლე ცხოვრება ბუკინგემის სასახლეში იმ დრომდე, როცა მათ უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე და აშშ-ში გაემგზავრნენ.

30-წამიან ტიზერში, რომელიც CBS-მა გამოაქვეყნა, უინფრი ეკითხება ჰერცოგინიას:

"როგორ უყურებთ სასახლის რეაქციას, რომელსაც ესმის, თუ როგორ მოჰყვებით თქვენს ისტორიას?“.

მეგანი პასუხობს: "მე არ ვიცი... ნუთუ მათ ეგონათ, რომ ამ დროის გასვლის შემდეგ ჩუმად ვიქნებოდით? თანაც როცა "ფირმის“ მიერ აქტიურად ხდება ჩვენს შესახებ დაუსრულებელი სიცრუის უკვდავჰყოფა“.

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ 2020 წლის მარტში სამეფო ოჯახის წევრის მაღალ წოდებასა და უფლებამოსილებაზე უარი თქვეს და ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობენ.

  • საჩივარი აბუჩად აგდებაზე

მეგანის მისამართით ბრალდება სასახლის პერსონალის აბუჩად აგდების შესახებ მას შემდეგ გახდა ყველასათვის ცნობილი, როცა ჰერცოგინიამ ინტერვიუ ოპრა უინფრის მისცა.

გაზეთ "თაიმსის" («The Times») მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ჰერცოგინიას მაშინაც უჩიოდნენ, როცა იგი ფორმალურად ჯერ კიდევ სამეფო ოჯახის მაღალწოდებრივ წევრად მიიჩნეოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მოხდა 2018 წლის ოქტომბერში, როცა ჰერცოგი და ჰერცოგინია, იმავე წლის მაისში ქორწინების შემდეგ, კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობდნენ.

ერთ-ერთი თანამშრომლის ელექტრონულ წერილში, რომლის მოპოვება გაზეთმა შეძლო, ლაპარაკია იმაზე, რომ მეგანმა ორი პირადი თანაშემწე სასახლიდან გააგდო, ხოლო მესამეს მორალური ტრამვა მიაყენა.

მოგვიანებით ბუკინჰემის სასახლის განცხადებაში (რომელიც პასუხისმგებელია სამეფო ოჯახის პერსონალის დაქირავებაზე) შეშფოთება იქნა გამოხატული გაზეთ "თაიმსის" სტატიაში დაფიქსირებული ბრალდებების გამო.

"სამეფო ოჯახი ერთგულია "სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვის“’ პოლიტიკისადმი მრავალი წლის განმავლობაში და არ მოითმენს აბუჩად აგდებას ან შევიწროვებას სამუშაო ადგილზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • ანალიზი

ჯონი დაიმონდი, სამეფო ოჯახის საქმეთა კორესპონდენტი:

"საეჭვო იქნებოდა იმის იმედად ყოფნა, რომ პრინცი ჰარი და მეგანი თავიანთ კრიტიკულ გამონათქვამებში მხოლოდ ბრიტანული მასმედიით შემოიფარგლებოდნენ, რომლებიც მათ მიმართ აშკარად არ არიან სიმპათიით განწყობილნი. "ფირმა“, ანუ სამეფო ოჯახი და მისი თანამშრომლები - ისინიც მათ სამიზნეში მოხვდნენ.

ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა უშუალოდ მეგანისადმი და უფრო ნაკლებად, ჰარის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას, აბუჩად აგდებას. ისინი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ გამოაქვეყნეს, მაგრამ წყვილს ეს ბრალდება იმის მაგალითად მიაჩნიათ, თუ როგორ გამოდიან ზოგიერთები სასახლეში მათ წინააღმდეგ.

ჩვენ, როგორც ჩანს, მოცდა მოგვიწევს ინტერვიუს ეთერში გაშვებამდე, რათა გავიგოთ - კონკრეტულად რომელი "სიცრუე“ გაავრცელა, წყვილის აზრით, ბუკინგემის სასახლემ. ის ბრალდება აბუჩად აგდების შესახებ, რომელსაც ჰარი და მეგანი არ ეთანხმებიან, ამჟამად ძიების პროცესშია.

მაგრამ უკვე გასაგებია: ხელთათმანი გადაგდებულია... ოჯახური კავშირები სასექსების წყვილს უკვე ვეღარ შეაკავებს, როცა ისინი თავიანთ თვალსაზრისს გამოხატავენ".

გამოძიების ჩარჩოებში სასახლის ყოფილ და ამჟამინდელ მოსამსახურეებს შესთავაზეს, რომ კონფიდენციალურად ელაპარაკათ მეგანთან მუშაობის გამოცდილებაზე.

სასექსების წყვილი ბრალდებებს უარყოფს. განცხადებაში, რომელიც მეგან მარკლის წარმომადგენელმა "თაიმსის" სტატიის საპასუხოდ გაავრცელა, ნათქვამია:

"ჰერცოგინია დამწუხრებულია მასზე ბოლო დროს განხორციელებული პირადული ხასიათის თავდასხმის გამო იმიტომაც, რომ თავის დროზე თვითონ ის იყო აბუჩად აგდების მსხვერპლი და შესაბამისად, სრულიად მხარს უჭერს მათ, ვინც მსგავსი ტკივილი და ტრამვა გადაიტანა. ჰერცოგინიას განზრახული აქვს ძალისხმევა მოახმაროს იმას, რომ მსოფლიოში თანაგრძნობა მუდამ არსებობდეს და შეეცდება სამაგალითო იყოს კეთილი საქმეებისა და სწორი მიზნების განხორციელებაში“.

პრინცი ჰარი ადრეც აცხადებდა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას სამეფო ვალდებულებებზე, რათა საკუთარი თავი და ოჯახი პრესისაგან დაიცვას

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თავიანთ უფლებამოსილებაზე სამეფო ოჯახის მაღალწოდებიანი წევრის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში თქვეს უარი და ამჟამად აშშ-ის კალიფორნიის შტატში ცხოვრობენ.

თებერვალში ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ ისინი თავიანთი ცერემონიალური მოვალეობის შესრულებას აღარ დაუბრუნდებიან.

მეგანისა და პრინც ჰარის ორსაათიანი ინტერვიუ აშშ-ის ტელეეთერში CBS-ის არხზე 7 მარტს, კვირა საღამოს უნდა გავიდეს, ხოლო დიდ ბრიტანეთში ორშაბათს, ლონდონის დროით საღამოს 9 საათზე, ITV-ის არხზე.

CBS-ის ანონსში ნათქვამია, რომ მეგანი ინტერვიუში ისაუბრებს თუ როგორ გათხოვდა, როგორ გახდა სამეფო ოჯახის წევრი. იგი ილაპარაკებს დედობაზე და იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს იგი ასეთი ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლის პირობებში.

ინტერვიუს მოგვიანებით პრინცი ჰარიც შეუერთდება და შემდეგ ისინი უკვე ერთად მოჰყვებიან, თუ როგორ მიიღეს გასულ წელს გადაწყვეტილება აშშ-ში გამგზავრების თაობაზე. ორივე ასევე ისაუბრებს სამომავლო გეგმებზეც.

ინტერვიუს ზემოთ ხსენებულ ნაწყვეტში სასექსის ჰერცოგი პარალელს ავლებს სამეფო ოჯახისა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე დედამისის, პრინცესა დიანასა და მეგანის მიმართ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"იმუქრებიან, რომ მას ძალით აჭმევენ" - ნავალნის თანაგუნდელების თქმით, პოლიტიკოსმა შიმშილობით 15 კილოგრამი დაიკლო

სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურები, დაზიანებული სომხური სამხედრო ტექნიკა, ჩაფხუტები - აზერბაიჯანში ყარაბაღის ომის ნადავლის პარკი გახსნეს (ფოტოები)

"უცხოეთის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქებში ჩემი ჩამოგდების გეგმის დამუშავება მიმდინარეობდა" - ილჰამ ალიევი