მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრცხვენოდეს, ბატონო სერგო! - არცერთხელ, არსად მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა" - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს?
"გრცხვენოდეს, ბატონო სერგო! - არცერთხელ, არსად მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა" - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს?

"არ­ცერ­თხელ, არ­სად არ მო­მი­თხო­ვია ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა მსგავ­სი, სულ ოდ­ნავ მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლიც კი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა და ვერც იქ­ნე­ბო­და. მე არც სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს და არც ვაქ­ცი­ნე­ბის საბ­ჭოს წევ­რი არ ვარ და არა­ნა­ი­რი, მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ხე­ბაც კი არ მაქვს ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა-არ­შე­მო­ტა­ნას­თან",- ასე პა­სუ­ხობს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვა­დამ­ყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე "სტარ­ტე­გია აღ­მაშ­ნე­ბე­ლის“ წევ­რის სერ­გო ჩიხ­ლა­ძის ბრალ­დე­ბას ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის ლო­ბი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მას არ­ცერ­თხელ არ მო­უ­თხო­ვია ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა და ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნამ მხო­ლოდ ის ვაქ­ცი­ნა უნდა შე­მო­ი­ტა­ნოს, რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა აქვს.

"გრცხვე­ნო­დეს ბა­ტო­ნო სერ­გო! სამ­წუ­ხა­როდ, ბ-ნი სერ­გო ჩიხ­ლა­ძე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სი­სა და ექ­სპერ­ტი­სა­გან ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­და­იქ­ცა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თილ "ჰე­ი­თე­რად" (მუდ­მი­ვად კრი­ტი­კუ­ლად და სი­ძულ­ვი­ლის ენით მო­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს სა­კუ­თა­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის და სხვი­სი წარ­მა­ტე­ბის ფო­ბია), თა­ნაც ჩვენ­გან ყო­ველ­გვა­რი, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ბა­ბის მი­ცე­მის გა­რე­შე. იგი თან­და­თან კარ­გავს რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას და სულ უფრო და უფრო ღრმად ტო­პავს, მის მი­ერ­ვე გა­მო­გო­ნი­ლი ბო­რო­ტი ფან­ტა­ზი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში. ბოლო დღე­ებ­ში მან სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტე­ბი, სა­დაც არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე პირ­და­პირ გვდებს ბრალს ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის ლო­ბი­რე­ბა­ში?! და "ფი­ნან­სუ­რი სქე­მე­ბის და­ლა­გე­ბა­ში"?! და ამ­ბობს, რომ მე ვი­ქე­ცი "არა ჯანრმთე­ლო­ბის მუ­შა­კად", არა­მედ "ფუ­ლის საჭ­რე­ლი დაზ­გის ჩი­ნოვ­ნი­კად"?! გარ­და ამი­სა, ბრალს მდებს: "მავ­ნებ­ლო­ბა­ში"?! "ბე­დოვ­ლა­თო­ბა­ში"?!, "უუ­ნა­რო­ბა­ში"?! "არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში"?! "აგ­რე­სი­ულ ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბა­ში"?! (ეს უკვე მკრე­ხე­ლო­ბაც კი აღარ არის) და ა.შ.

ამას უკვე უზ­ნე­ო­ბაც აღარ ჰქვია და რო­გორც ხე­დავთ, ბ-ნი სერ­გო უკვე ყო­ველ­გვარ ზღვარს გას­ცდა და თა­ნაც მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებს სხვი­სი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და უნდა შექ­მნას ილუ­ზია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ვფიქ­რობ, მთე­ლი ქვე­ყა­ნა მიც­ნობს და ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ სი­ცო­ცხლე­ში არა­თუ რა­ი­მე გა­რი­გე­ბის­გან სარ­გე­ბე­ლი, არა­მედ არ­ცერ­თი, ვი­მე­ო­რებ არ­ცერ­თი ავად­მყო­ფის­გან არც ერთხელ, ვი­მე­ო­რებ არც ერთხელ არა­ნა­ი­რი სულ მცი­რე ჰო­ნო­რა­რიც კი არ ამი­ღია. ჩემი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც კი უფა­სოა. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრინ­ცი­პია, რაც არც ერთხელ, ვი­მე­ო­რებ არ­ცერ­თხელ არ და­მირ­ღვე­ვია და ეს ყვე­ლამ კარ­გად იცის, ეს თვი­თონ ბ-ნ სერ­გო­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის და ამი­ტომ მისი საქ­ცი­ე­ლი ორ­მა­გად უზ­ნე­ო­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის ლო­ბი­რე­ბას, მსგავ­სი, სულ ოდ­ნავ მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლიც კი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა და ვერც იქ­ნე­ბო­და. ჯერ ერთი, მე არც სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს და არც ვაქ­ცი­ნე­ბის საბ­ჭოს წევ­რი არ ვარ და არა­ნა­ი­რი, მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ხე­ბაც კი არ მაქვს ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა-არ­შე­მო­ტა­ნას­თან და ეს ბ-ნმა სერ­გო­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის. მე მკურ­ნა­ლი ექი­მი ვარ და მხო­ლოდ იმას ვლო­ბი­რებ და ალ­ბათ, წარ­მა­ტე­ბი­თაც, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი COVID ავად­მყო­ფი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. მეტი არა­ფე­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პო­ზი­ცი­ას ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ - არ­ცერ­თხელ არ­სად არ მო­მი­თხო­ვია ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა და ყო­ველ­თვის ხაზ­გას­მით ვამ­ბობ­დი და ვამ­ბობ, რომ მხო­ლოდ ის ვაქ­ცი­ნა უნდა შე­მო­ვი­ტა­ნოთ, რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო (FDA, EMA, ჯან­მო და სხვ,) აღი­ა­რე­ბა აქვს. თუ ასე არ არის, ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მა­ინც მაჩ­ვე­ნონ (ახლა ხომ ყვე­ლა სი­ტყვა ფიქ­სირ­დე­ბა და ვე­რა­ფერს და­მა­ლავ).

ახლა, რაც შე­ე­ხე­ბა იმ კონ­ტექსტს, რო­მელ­შიც ჩი­ნურ და რუ­სულ ვაქ­ცი­ნებს ვახ­სე­ნებ და რაც ბ-ნი სერ­გოს და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ძა­ლი­ან არ მოს­წონთ.

ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი უა­პე­ლა­ცი­ოდ ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ოს 108-მა ქვე­ყა­ნამ (200-ზე მეტი ქვეყ­ნი­დან), მათ შო­რის ყვე­ლა ჩვენ­მა უშუ­ა­ლო მე­ზო­ბელ­მა ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე და­ი­წყო და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო არ არის, რაც ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ძა­ლი­ან ცუდ მუ­შა­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. მე კი გან­ვმარ­ტე, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში - თურ­ქეთ­მა, აზერ­ბა­ი­ჯან­მა და უკ­რა­ი­ნამ, ისე­ვე რო­გორც ძა­ლი­ან ბევ­რმა სხვა ქვე­ყა­ნამ ვაქ­ცი­ნა­ცია სწო­რედ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით და­ი­წყო, რო­მე­ლიც ჩვენ (და მათ შო­რის თვი­თონ ბ-ნმა სერ­გომ და მის­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა) დიდი ხნის წინ კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­ვი­წუ­ნეთ, ხოლო სომ­ხეთ­მა, რუ­სეთ­მა და ასე­ვე ბევ­რმა სხვა ქვე­ყა­ნამ ვაქ­ცი­ნა­ცია რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნით და­ი­წყო, რომ­ლის გა­გო­ნე­ბაც კი არ გვინ­და (გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო). ასე, რომ არ­ცერთ ჩვენს მე­ზო­ბელს, ისე­ვე იმ 108 ქვეყ­ნი­დან ძა­ლი­ან ბევ­რს ევრო-ამე­რი­კუ­ლი ვაქ­ცი­ნით ვაქ­ცი­ნა­ცია არ და­უ­წყია და ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო სუ­ლაც არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი და მე მო­ვუ­წო­დე ყვე­ლას, რომ ნუ გვექ­ნე­ბა ორ­მა­გი სტან­დარ­ტი და ვი­ყოთ სა­მარ­თლი­ა­ნი, კერ­ძოდ, თუ ჩვენ არ გვინ­და ჩი­ნუ­რი და მი­თუ­მე­ტეს რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა და გვინ­და უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის ვაქ­ცი­ნა, მა­შინ კი­დევ უნდა მო­ვით­მი­ნოთ 2-3 კვი­რა და არ უნდა დავ­ხა­ტოთ აპო­კა­ლიფ­სის სუ­რა­თი და არ უნდა გა­ვუ­ჩი­ნოთ მო­სახ­ლე­ო­ბას უი­მე­დო­ბის გან­ცდა. ხოლო თუ ჩვენ გვშურს თურ­ქე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, უკ­რა­ი­ნის და მი­თუ­მე­ტეს სომ­ხე­თის და რუ­სე­თის და სხვა ქვეყ­ნე­ბის, მა­შინ არ უნდა გვეთ­ქვა უარი ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე, რისი შე­მო­ტა­ნაც ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას კარ­გა ხნის წინ შე­ეძ­ლო, მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვა და ხალ­ხის აზრი, არ შე­მო­ი­ტა­ნა ეს ვაქ­ცი­ნა და ამბჯო­ბი­ნა და­ლო­დე­ბო­და ევრო-ამე­რი­კუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნას. რა არის ჩემს ამ პო­ზი­ცი­ა­ში რა­ი­მე არას­წო­რი ან არა­სა­მარ­თლი­ა­ნი?

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს "მავ­ნებ­ლო­ბას" და "არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს", ამის გან­სჯა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მინ­დვია. ისე, ხომ უნდა გე­ყოს ფან­ტა­ზია, რომ ბ-ნი სერ­გოს­ნა­ირ­მა ადა­მი­ან­მა "მავ­ნე­ლო­ბა­ში", "არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში", "ბე­დოვ­ლა­თო­ბა­ში" და ა.შ. დას­დოს ბრა­ლი ექიმს (ამ შემ­თხვე­ვა­ში მე), რო­მელ­მაც შექ­მნა აივ/შიდსის სამ­სა­ხუ­რი და ქვე­ყა­ნას თა­ვი­დან აა­ცი­ლა აივ/შიდსის ფარ­თე­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მია უდი­დე­სი მსხვერ­პლით და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლით, რო­მე­ლიც იდგა მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი და უნი­კა­ლუ­რი C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის სა­თა­ვე­ებ­თან, რო­მელ­მაც უკვე გა­და­არ­ჩი­ნა ქვე­ყა­ნა­ში 73 ათას­ზე მეტი C ჰე­პა­ტი­ტით ავად­მყო­ფი და დადო გან­კურ­ნე­ბის მსოფ­ლი­ო­ში სარ­ე­კორ­დოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 99%, რო­მელ­მაც შექ­მნა COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კლი­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი და მი­აღ­წია ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნებ­ლებს და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს "აგ­რე­სი­ულ ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბას", ეს ბ-ნი სერ­გოს კი­დევ უფრო ცხე­ლი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია, რამ­დე­ნა­დაც მე COVID-19-ის ვაქ­ცი­ნის, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ვაქ­ცი­ნის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მომ­ხრე ვარ და არ­სად არა­ნა­ი­რი ფორ­მით არ მით­ქვამს, რომ ჩვენ COVID ვაქ­ცი­ნა­ცია არ გვჭირ­დე­ბა და თუ ასე არ არის, ბ-ნმა სერ­გომ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაგ­ვიმ­ტკი­ცოს.

ალ­ბათ, უკი­დუ­რე­სი უზ­ნე­ო­ბაა და სა­მარ­ცხვი­ნოა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც COVID-19-ის და­სა­მარ­ცხებ­ლად არა­ფე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს აქეთ შე­მოგ­ვე­და­ვოს და თან ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი, ცი­ლის­წა­მე­ბა და მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფა იკად­როს.

ბ-ნი სერ­გოს ბოლო პოს­ტე­ბი სუ­ლაც არ არის მხო­ლოდ კრი­ტი­კა და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. რა უფ­ლე­ბით მდებს საქ­ვეყ­ნოდ ბრალს ყო­ველ­გვა­რი (თუნ­დაც გა­მო­გო­ნი­ლი) მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის ლო­ბი­რე­ბა­ში და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ში, რომ მე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი "ფუ­ლის საჭ­რე­ლი დაზ­გის ჩი­ნოვ­ნი­კად"?! რა უნდა იფიქ­როს ჩემ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა. რა უფ­ლე­ბით მდებს ბრალს, ასე­ვე ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე "მავ­ნებ­ლო­ბა­ში" და სხვა ათას­გვარ ცოდ­ვა­ში. რა უფ­ლე­ბით ატყუ­ებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ თით­ქოს მე ვთქვი, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია არ გვჭირ­დე­ბა, როცა მსგავ­სი არა­ფე­რი მით­ქვამს. ხომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ და­ი­ჯე­როს, რომ ეს მე მარ­თლა ვთქვი და ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა­ზე უარი სთქვას.

თუ ბ-ნი სერ­გო უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ჯა­როდ არ მო­იხ­დის ბო­დიშს უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გა­მოთ­ქმე­ბი­სა და დიდი ტყუ­ი­ლე­ბი­სათ­ვის ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, სა­პა­სუ­ხო ზო­მებს მივ­მარ­თოთ და მას ძა­ლი­ან მკაც­რი პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევს. ისე, რომ ვერც პო­ლი­ტი­კუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი და ვერც თა­ვი­სი "ჰე­ი­თე­რე­ბის" საძ­მოს­თან ქი­ლი­კი უშ­ვე­ლის.

P.S. სამ­წუ­ხა­როა, რომ ბ-ნი სერ­გო წარ­მო­ად­გენს საკ­მა­ოდ სიმ­პა­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ლი­დე­რე­ბით და მე რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი არ ვიყო, ალ­ბათ, ჯერ კი­დევ ცოტა ხნის წინ ამ პარ­ტი­ას და­ვუ­ჭერ­დი მხარს (ე.წ. "მე­ო­რე არ­ჩე­ვა­ნის" პრინ­ცი­პით), მაგ­რამ ბ-ნმა სერ­გომ თა­ვი­სი ზღვარ­გა­და­სუ­ლი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბით, ცი­ლის­წა­მე­ბე­ბით და შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბით იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხა, რომ ამ პარ­ტი­ამ ბოლო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 3% ძლივს მი­ი­ღო, ხოლო ახლა ალ­ბათ, ამ­დენ­საც ვერ მი­ი­ღებს. თუ პარ­ტი­ის ლი­დერ­ში­ფი მა­ინც ჩათ­ვლის, რომ ბ-ნი სერ­გოს­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სჭირ­დე­ბა, ღმერ­თმა მშვი­დო­ბა­ში მო­ახ­მა­როს“, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

ცნო­ბის­თვის, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ წევ­რის, სერ­გო ჩიხ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ პა­ა­ტა იმ­ნა­ძე­სა და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს უნ­დათ, რომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მომ­ტა­ნე­ბის ლო­ბი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giabar
66

მართლაც უნდა რცხვენოდეს სერგოს.

ყველა თემას აკომენტარებს, ვაიპროფესიონალი.

ბატონო თენგიზ, რომც არ გეპასუხათ, მაინც ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის..

levanis mshobeli
18

თენგიზ ბიძია სუსტი ექიმი ბრძანდებით, ლევანი გჯობიათ რატიანი

ავტორი:

"გრცხვენოდეს, ბატონო სერგო! - არცერთხელ, არსად მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა" - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს?

"გრცხვენოდეს, ბატონო სერგო! - არცერთხელ, არსად მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა" - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს?

"არცერთხელ, არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა მსგავსი, სულ ოდნავ მიახლოებულიც კი არაფერი ყოფილა და ვერც იქნებოდა. მე არც საკოორდინაციო საბჭოს და არც ვაქცინების საბჭოს წევრი არ ვარ და არანაირი, მინიმალური შეხებაც კი არ მაქვს ვაქცინების შემოტანა-არშემოტანასთან",- ასე პასუხობს ინფექციური საავადამყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "სტარტეგია აღმაშნებელის“ წევრის სერგო ჩიხლაძის ბრალდებას ჩინური ვაქცინის ლობირებასთან დაკავშირებით.

როგორც ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, მას არცერთხელ არ მოუთხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა და ფიქრობს, რომ ქვეყანამ მხოლოდ ის ვაქცინა უნდა შემოიტანოს, რომელსაც ოფიციალური საერთაშორისო აღიარება აქვს.

"გრცხვენოდეს ბატონო სერგო! სამწუხაროდ, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური პოლიტიკოსისა და ექსპერტისაგან ბოლო პერიოდში გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ "ჰეითერად" (მუდმივად კრიტიკულად და სიძულვილის ენით მოსაუბრე ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი წარუმატებლობის და სხვისი წარმატების ფობია), თანაც ჩვენგან ყოველგვარი, თუნდაც მინიმალური საბაბის მიცემის გარეშე. იგი თანდათან კარგავს რეალობის შეგრძნებას და სულ უფრო და უფრო ღრმად ტოპავს, მის მიერვე გამოგონილი ბოროტი ფანტაზიების სამყაროში. ბოლო დღეებში მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტები, სადაც არც მეტი არც ნაკლები, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე პირდაპირ გვდებს ბრალს ჩინური ვაქცინის შემოტანის ლობირებაში?! და "ფინანსური სქემების დალაგებაში"?! და ამბობს, რომ მე ვიქეცი "არა ჯანრმთელობის მუშაკად", არამედ "ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკად"?! გარდა ამისა, ბრალს მდებს: "მავნებლობაში"?! "ბედოვლათობაში"?!, "უუნარობაში"?! "არაპროფესიონალიზმში"?! "აგრესიულ ანტივაქსერობაში"?! (ეს უკვე მკრეხელობაც კი აღარ არის) და ა.შ.

ამას უკვე უზნეობაც აღარ ჰქვია და როგორც ხედავთ, ბ-ნი სერგო უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა და თანაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საშინლად აღიზიანებს სხვისი გაკეთებული საქმეები და გადარჩენილი ადამიანები და უნდა შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა.

სინამდვილეში ვფიქრობ, მთელი ქვეყანა მიცნობს და ყველამ კარგად იცის, რომ სიცოცხლეში არათუ რაიმე გარიგებისგან სარგებელი, არამედ არცერთი, ვიმეორებ არცერთი ავადმყოფისგან არც ერთხელ, ვიმეორებ არც ერთხელ არანაირი სულ მცირე ჰონორარიც კი არ ამიღია. ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა. ეს ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია, რაც არც ერთხელ, ვიმეორებ არცერთხელ არ დამირღვევია და ეს ყველამ კარგად იცის, ეს თვითონ ბ-ნ სერგომაც ძალიან კარგად იცის და ამიტომ მისი საქციელი ორმაგად უზნეობაა.

რაც შეეხება ჩინური ვაქცინის ლობირებას, მსგავსი, სულ ოდნავ მიახლოებულიც კი არაფერი ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჯერ ერთი, მე არც საკოორდინაციო საბჭოს და არც ვაქცინების საბჭოს წევრი არ ვარ და არანაირი, მინიმალური შეხებაც კი არ მაქვს ვაქცინების შემოტანა-არშემოტანასთან და ეს ბ-ნმა სერგომაც ძალიან კარგად იცის. მე მკურნალი ექიმი ვარ და მხოლოდ იმას ვლობირებ და ალბათ, წარმატებითაც, რომ რაც შეიძლება მეტი COVID ავადმყოფი გადავარჩინოთ. მეტი არაფერი.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას ვაქცინების მიმართ - არცერთხელ არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა და ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი და ვამბობ, რომ მხოლოდ ის ვაქცინა უნდა შემოვიტანოთ, რომელსაც ოფიციალური საერთაშორისო (FDA, EMA, ჯანმო და სხვ,) აღიარება აქვს. თუ ასე არ არის, ერთი მტკიცებულება მაინც მაჩვენონ (ახლა ხომ ყველა სიტყვა ფიქსირდება და ვერაფერს დამალავ).

ახლა, რაც შეეხება იმ კონტექსტს, რომელშიც ჩინურ და რუსულ ვაქცინებს ვახსენებ და რაც ბ-ნი სერგოს და მისი თანამოაზრეებს ძალიან არ მოსწონთ.

ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ ამბობენ, რომ მსოფლიოს 108-მა ქვეყანამ (200-ზე მეტი ქვეყნიდან), მათ შორის ყველა ჩვენმა უშუალო მეზობელმა ვაქცინაცია უკვე დაიწყო და მათ შორის საქართველო არ არის, რაც ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძალიან ცუდ მუშაობაზე მიუთითებს. მე კი განვმარტე, რომ სინამდვილეში - თურქეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ, ისევე როგორც ძალიან ბევრმა სხვა ქვეყანამ ვაქცინაცია სწორედ ჩინური ვაქცინით დაიწყო, რომელიც ჩვენ (და მათ შორის თვითონ ბ-ნმა სერგომ და მისმა თანამოაზრეებმა) დიდი ხნის წინ კატეგორიულად დავიწუნეთ, ხოლო სომხეთმა, რუსეთმა და ასევე ბევრმა სხვა ქვეყანამ ვაქცინაცია რუსული ვაქცინით დაიწყო, რომლის გაგონებაც კი არ გვინდა (გასაგები მიზეზების გამო). ასე, რომ არცერთ ჩვენს მეზობელს, ისევე იმ 108 ქვეყნიდან ძალიან ბევრს ევრო-ამერიკული ვაქცინით ვაქცინაცია არ დაუწყია და ამ მხრივ საქართველო სულაც არ არის გამონაკლისი და მე მოვუწოდე ყველას, რომ ნუ გვექნება ორმაგი სტანდარტი და ვიყოთ სამართლიანი, კერძოდ, თუ ჩვენ არ გვინდა ჩინური და მითუმეტეს რუსული ვაქცინა და გვინდა უფრო მაღალი სტანდარტის ვაქცინა, მაშინ კიდევ უნდა მოვითმინოთ 2-3 კვირა და არ უნდა დავხატოთ აპოკალიფსის სურათი და არ უნდა გავუჩინოთ მოსახლეობას უიმედობის განცდა. ხოლო თუ ჩვენ გვშურს თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და მითუმეტეს სომხეთის და რუსეთის და სხვა ქვეყნების, მაშინ არ უნდა გვეთქვა უარი ჩინურ ვაქცინაზე, რისი შემოტანაც ქვეყნის ხელმძღვანელობას კარგა ხნის წინ შეეძლო, მაგრამ გაითვალისწინა სპეციალისტების რჩევა და ხალხის აზრი, არ შემოიტანა ეს ვაქცინა და ამბჯობინა დალოდებოდა ევრო-ამერიკული ვაქცინის შემოტანას. რა არის ჩემს ამ პოზიციაში რაიმე არასწორი ან არასამართლიანი?

რაც შეეხება ჩემს "მავნებლობას" და "არაპროფესიონალიზმს", ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია. ისე, ხომ უნდა გეყოს ფანტაზია, რომ ბ-ნი სერგოსნაირმა ადამიანმა "მავნელობაში", "არაპროფესიონალიზმში", "ბედოვლათობაში" და ა.შ. დასდოს ბრალი ექიმს (ამ შემთხვევაში მე), რომელმაც შექმნა აივ/შიდსის სამსახური და ქვეყანას თავიდან ააცილა აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემია უდიდესი მსხვერპლით და ეკონომიკური ზარალით, რომელიც იდგა მსოფლიოში პირველი და უნიკალური C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სათავეებთან, რომელმაც უკვე გადაარჩინა ქვეყანაში 73 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფი და დადო განკურნების მსოფლიოში სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელი - 99%, რომელმაც შექმნა COVID-19-ის საწინააღმდეგო კლინიკური სამსახური და მიაღწია ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლებს და ა.შ. რაც შეეხება ჩემს "აგრესიულ ანტივაქსერობას", ეს ბ-ნი სერგოს კიდევ უფრო ცხელი ფანტაზიის ნაყოფია, რამდენადაც მე COVID-19-ის ვაქცინის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინის ფართოდ გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე ვარ და არსად არანაირი ფორმით არ მითქვამს, რომ ჩვენ COVID ვაქცინაცია არ გვჭირდება და თუ ასე არ არის, ბ-ნმა სერგომ საწინააღმდეგო დაგვიმტკიცოს.

ალბათ, უკიდურესი უზნეობაა და სამარცხვინოა, როდესაც ადამიანი, რომელსაც COVID-19-ის დასამარცხებლად არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია, თავს უფლებას აძლევს აქეთ შემოგვედავოს და თან ამდენი ტყუილი, ცილისწამება და მძიმე შეურაცხყოფა იკადროს.

ბ-ნი სერგოს ბოლო პოსტები სულაც არ არის მხოლოდ კრიტიკა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. რა უფლებით მდებს საქვეყნოდ ბრალს ყოველგვარი (თუნდაც გამოგონილი) მტკიცებულებების გარეშე ჩინური ვაქცინის ლობირებაში და მასთან დაკავშირებულ კორუფციაში, რომ მე ჩამოვყალიბდი "ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკად"?! რა უნდა იფიქროს ჩემზე საზოგადოებამ და ჩემმა ახლობლებმა. რა უფლებით მდებს ბრალს, ასევე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე "მავნებლობაში" და სხვა ათასგვარ ცოდვაში. რა უფლებით ატყუებს მოსახლეობას, რომ თითქოს მე ვთქვი, რომ ვაქცინაცია არ გვჭირდება, როცა მსგავსი არაფერი მითქვამს. ხომ შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, რომ ეს მე მართლა ვთქვი და ვაქცინის გაკეთებაზე უარი სთქვას.

თუ ბ-ნი სერგო უახლოეს მომავალში საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოთქმებისა და დიდი ტყუილებისათვის ჩვენ იძულებული ვიქნებით, საპასუხო ზომებს მივმართოთ და მას ძალიან მკაცრი პასუხისგება მოუწევს. ისე, რომ ვერც პოლიტიკური იმუნიტეტი და ვერც თავისი "ჰეითერების" საძმოსთან ქილიკი უშველის.

P.S. სამწუხაროა, რომ ბ-ნი სერგო წარმოადგენს საკმაოდ სიმპატიურ პოლიტიკურ პარტიას "სტრატეგია აღმაშენებელი" საკმაოდ სერიოზული ლიდერებით და მე რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ ვიყო, ალბათ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ამ პარტიას დავუჭერდი მხარს (ე.წ. "მეორე არჩევანის" პრინციპით), მაგრამ ბ-ნმა სერგომ თავისი ზღვარგადასული, დანაშაულებრივი განცხადებებით, ცილისწამებებით და შეურაცხყოფებით იმდენი მოახერხა, რომ ამ პარტიამ ბოლო არჩევნებში ხმების 3% ძლივს მიიღო, ხოლო ახლა ალბათ, ამდენსაც ვერ მიიღებს. თუ პარტიის ლიდერშიფი მაინც ჩათვლის, რომ ბ-ნი სერგოსნაირი ადამიანები სჭირდება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ "ჩინურ ვაქცინაზე გარკვეული წრეები მუშაობენ პაატა იმნაძესა და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს - "ეს სანატრელი დღე დადგა - ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში"

ახალი მილიონერი საქართველოში!

სემეკში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა