საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც აღმიქვამს, გამეცინა" - მელიას პასუხი პროკურატურას
"ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც აღმიქვამს, გამეცინა" - მელიას პასუხი პროკურატურას

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, „სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამს და ეცი­ნე­ბა“ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, პრო­კუ­რა­ტუ­რა მზა­დაა ნიკა მე­ლი­ას მიერ გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლოს პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თოს.

ნიკა მე­ლი­ას ამ გან­ცხა­დე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლი“ ავ­რცე­ლებს, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, ბრალ­დე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან წე­რი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას გა­უგ­ზავ­ნა.

„ტე­ლე­ვი­ზო­რი შე­მო­მი­ტა­ნეს სა­კან­ში, ჯერ კი­დევ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვე­ნენ ოთახ­ში და ტე­ლე­ვი­ზო­რის მონ­ტაჟ­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ჩავ­რთე პირ­ვე­ლი წამს პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრი­ფინ­გი ჩა­ირ­თო. ამ­ბობ­დნენ, რომ მზად არი­ან სა­სა­მარ­თლოს ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თონ. სე­რი­ო­ზუ­ლად არც კი, აღ­მიქ­ვამს, გა­მე­ცი­ნა. ერთი წუ­თი­თაც არ ვნა­ნობ რაც გა­ვა­კე­თე.

ამ ბრძო­ლა­ში 2014 წელს ჩა­ვერ­თე. მა­შინ გა­მარ­ჯვე­ბა ჰო­რი­ზონტზეც კი არ ჩან­და და იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა უი­მე­დო­ბა ეპა­რე­ბო­და ოპ­ტი­მიზმს, მაგ­რამ ყო­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა უფრო მაძ­ლი­ე­რებ­და. ახლა კი, მტკი­ცედ მჯე­რა, რომ გა­მარ­ჯვე­ბა ხე­ლის გაწ­ვდე­ნის მან­ძილ­ზეა. მთა­ვა­რია ყვე­ლამ ვირ­წმუ­ნოთ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და გვჯე­რო­დეს გა­მარ­ჯვე­ბის, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ახ­ლოს არის“, - აცხა­დებს ნიკა მე­ლია“.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რა მზა­დაა, ნიკა მე­ლი­ას მიერ გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თოს. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის თვით­მი­ზა­ნი. „2020 წლის 3 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბის მხა­რე გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თოს ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის გი­რა­ო­თი შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და გუ­ლუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზასტაველი
124

მელიას უყვარს საქათმე და იყოს მანდ,თავადაც ასე უნდა და რას ერჩით.

gurami
15

dzlierebi ar nebdebia, masetma shemartebam mogviyvana aqamde qartveli eri, gaumarjos tavisufal saqartvelos

ავტორი:

"ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც აღმიქვამს, გამეცინა" - მელიას პასუხი პროკურატურას

"ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც აღმიქვამს, გამეცინა" - მელიას პასუხი პროკურატურას

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „სერიოზულად არ აღიქვამს და ეცინება“ პროკურატურის განცხადებაზე, რომლის თანახმად, პროკურატურა მზადაა ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

ნიკა მელიას ამ განცხადებას ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს, რომლის ინფორმაციითაც, ბრალდებულმა პოლიტიკოსმა პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი ტელეკომპანიას გაუგზავნა.

„ტელევიზორი შემომიტანეს საკანში, ჯერ კიდევ ციხის თანამშრომლები იყვენენ ოთახში და ტელევიზორის მონტაჟში მეხმარებოდნენ, როდესაც ჩავრთე პირველი წამს პროკურატურის ბრიფინგი ჩაირთო. ამბობდნენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ. სერიოზულად არც კი, აღმიქვამს, გამეცინა. ერთი წუთითაც არ ვნანობ რაც გავაკეთე.

ამ ბრძოლაში 2014 წელს ჩავერთე. მაშინ გამარჯვება ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა და იყო მომენტები, როცა უიმედობა ეპარებოდა ოპტიმიზმს, მაგრამ ყოველი გამოწვევა და წინააღმდეგობა უფრო მაძლიერებდა. ახლა კი, მტკიცედ მჯერა, რომ გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა. მთავარია ყველამ ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობების და გვჯეროდეს გამარჯვების, რომელიც ძალიან ახლოს არის“, - აცხადებს ნიკა მელია“.

ცნობისთვის, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. „2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - განაცხადა გულუაშვილმა.

"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან..." - რატომ არ იყო "გირჩი" პარლამენტთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან?

"დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე, რაც დასანანია" - ნიკა მელია

"მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გეგმას ეხმაურება