პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა
კახა კალაძემ  საკუთარი თავი გააშარჟა

ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბის გამო, თბი­ლი­სე­ლი მძღო­ლე­ბი ჩი­ვი­ან, რომ ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და მოყი­ნუ­ლი გზე­ბის გამო ხში­რად სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია ექ­მნე­ბათ. ქა­ლა­ქის მე­რია კი იუ­წყე­ბა, რომ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ გზე­ბის გა­საწ­მენ­დად და ყო­ველ­დღი­უ­რად ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით 200 ტო­ნა­ზე მეტი ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი იყ­რე­ბა.

ორი დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტექ­ნი­კურ მა­რილს ხე­ლით ყრი­ან "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. კომ­პა­ნი­ამ ამის გამო გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო რომ, ყვე­ლა ქუ­ჩა­სა და ტრო­ტუ­არ­ზე, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­სა და მეტ­რო სად­გუ­რე­ბის ჩა­სას­ვლე­ლებ­ში, ასე­ვე, სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დებ­ზე, ვერ მოძ­რა­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა და ასეთ ად­გი­ლებ­ში მა­რი­ლი იყ­რე­ბა ნიჩ­ბით, ან ხე­ლით.

მოყი­ნუ­ლი გზე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის თე­მას კახა კა­ლა­ძე ფოტო-შარ­ჟით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. თბი­ლი­სის მე­რის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ფოტო-მონ­ტა­ჟი, რო­მელ­ზეც კახა კა­ლა­ძე ცნო­ბი­ლი თურ­ქი მზა­რე­უ­ლის, ნუს­რეთ გოქჩეს სტილ­ში ყრის მა­რილს.

ნუს­რეთ გოქჩე, რო­მელ­საც Youtube-სა და სხვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში Salt Bae-ს (მა­რი­ლის ბიჭი) სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ, თურ­ქი ყა­სა­ბი, შეფ-მზა­რე­უ­ლი და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის მფლო­ბე­ლია. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მას ზედ­მეტ­სა­ხე­ლი Salt Bae შე­ურ­ჩი­ეს, რაც მზა­რე­უ­ლის მიერ მა­რი­ლის მოყ­რის ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ ჟესტს ასა­ხავს - ხე­ლი­დან იდაყ­ვზე, იდაყ­ვი­დან კი ხორ­ცზე.

კახა კა­ლა­ძის შარჟ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იუ­მორ­საც მის­ცა გა­სა­ქა­ნი. მე­რის პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში უამ­რა­ვი ფო­ტო­შარ­ჟი აიტ­ვირ­თა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
68

აუ არ გვინდა რა ახლა ეს "კეთილი" იუმოლი ლააა... we don't buy it კაი ახლა მართლა. თუ ემიჯნები გაემიჯნე. 

TAMARI
57

dzzzaan magaria. yochag , batono Kaxi.martla yochag.

ავტორი:

კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა

კახა კალაძემ  საკუთარი თავი გააშარჟა

ძლიერი ყინვების გამო, თბილისელი მძღოლები ჩივიან, რომ ქალაქში გადაადგილება შეუძლებელია და მოყინული გზების გამო ხშირად საავარიო სიტუაცია ექმნებათ. ქალაქის მერია კი იუწყება, რომ შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ გზების გასაწმენდად და ყოველდღიურად ქალაქის მასშტაბით 200 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იყრება.

ორი დღის წინ "ფეისბუქზე" გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ მარილს ხელით ყრიან "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები. კომპანიამ ამის გამო განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო რომ, ყველა ქუჩასა და ტროტუარზე, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტრო სადგურების ჩასასვლელებში, ასევე, საფეხმავლო ხიდებზე, ვერ მოძრაობს სპეციალური ტექნიკა და ასეთ ადგილებში მარილი იყრება ნიჩბით, ან ხელით.

მოყინული გზებისა და ტექნიკური მარილის თემას კახა კალაძე ფოტო-შარჟით გამოეხმაურა. თბილისის მერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო-მონტაჟი, რომელზეც კახა კალაძე ცნობილი თურქი მზარეულის, ნუსრეთ გოქჩეს სტილში ყრის მარილს.

ნუსრეთ გოქჩე, რომელსაც Youtube-სა და სხვა სოციალურ ქსელებში Salt Bae-ს (მარილის ბიჭი) სახელით იცნობენ, თურქი ყასაბი, შეფ-მზარეული და მსოფლიოს მასშტაბით რესტორნების ქსელის მფლობელია. ინტერნეტმომხმარებლებმა მას ზედმეტსახელი Salt Bae შეურჩიეს, რაც მზარეულის მიერ მარილის მოყრის ყველაზე უცნაურ ჟესტს ასახავს - ხელიდან იდაყვზე, იდაყვიდან კი ხორცზე.

კახა კალაძის შარჟმა მოქალაქეების იუმორსაც მისცა გასაქანი. მერის პოსტის კომენტარებში უამრავი ფოტოშარჟი აიტვირთა.

"ერთი წელია შევირყიე ამდენი ოჯახის უბედურებით... ხვალ რომ მქონდეს დაგეგმილი, კვლავ აუცილებლად ავიცრებოდი" - რას წერს ექიმი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

"ეს დედა მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული... ღმერთო, ეს შეგვაძლებინე" - რას წერს რატიანი ახალციხელ ექთანზე?

"ანაფილაქსური შოკი არის ყველა ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას" - გურული