პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში - რაზე საუბრობენ დიპლომატები და ოპოზიციის ლიდერები
შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში - რაზე საუბრობენ დიპლომატები და ოპოზიციის ლიდერები

ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის კარლ ჰარ­ცე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ჩა­ი­ნიშ­ნა.

შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ერთ-ერთი ლი­დე­რი სერ­გო ჩიხ­ლა­ძე, „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი - სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი და თინა ბო­კუ­ჩა­ვა, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგა ბო­კე­რია, "ლე­ლოს" ლი­დე­რი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე.

კარლ ჰარ­ცე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, აშშ-ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნა­ნიც მი­ვი­და:

"ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ. ვსა­უბ­რობთ მთავ­რო­ბას­თან და ოპო­ზი­ცი­ას­თან. ახლა ვი­ცით, რომ ყვე­ლა მხა­რე მზა­დაა, იპო­ვოს გა­მო­სა­ვა­ლი" - გა­ნა­ცხა­და დეგ­ნან­მა ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რის წინ.

"დღეს ყვე­ლა­ზე საკ­ვან­ძო სი­ტყვე­ბი არის დე­ეს­კა­ლა­ცია და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­კენ დაბ­რუ­ნე­ბა, რათა არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­ნი­მუხ­ტოს"- ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში კარლ ჰარ­ცელ­მა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის წინ გა­ნა­ცხა­და.

"ჩვე­ნი ბევ­რი ხმა გა­ვი­გეთ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის­გან ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი რა­ტო­მაც ვმას­პინ­ძლობ აქ სტუმ­რებს. ჩვენ ვი­სა­უბ­რებთ სხვა­დას­ხვა მხა­რეს­თან, მათ შო­რის მე - შუ­ა­მავ­ლის როლ­ში და მო­უთ­მენ­ლად ველი ამ სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბას" - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კომ­პლექ­სუ­რად, ბევ­რი სა­კი­თხის გან­ხილ­ვას აპი­რე­ბენ.

"ჩვენ ვა­პი­რებთ ვი­სა­უბ­როთ კომ­პლექ­სუ­რად ბევრ სა­კი­თხზე, რაც შე­ე­ხე­ბა და­სავ­ლე­თის მიერ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კას იმის­თვის, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი იყოს ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის ზე­წო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ ვნა­ხეთ, რომ გა­ვი­და ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან, რაც არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის თუ ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­ცი­ე­ლის­გან, რა­საც უნდა ვე­ლო­დე­ბო­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

შეხ­ვედ­რა­ზე შეს­ვლამ­დე “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ელ­ჩე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბაა, რაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ბუ­ნებ­რი­ვია.

„ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის დიპ­ლო­მა­ტებ­თან და ბუ­ნებ­რი­ვია ამ სა­მარ­ცხვი­ნო, რეპ­რე­სი­უ­ლი ნა­ბი­ჯის შემ­დეგ, კო­მუ­ნი­კა­ცია ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ნამ­დე ელექტრო­ნუ­ლად შედ­გა და ახლა პი­რა­დად შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს, ჩვენ ბრი­უ­სე­ლი­დან პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი ამ თე­მებ­ზე, რომ მხო­ლოდ ესაა გან­მუხ­ტვის გზა პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის შე­ჩე­რე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბას­თან ერ­თად. ამ კა­ტას­ტრო­ფულ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, მე­ლი­ას, რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტაა. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მე­გო­ბა­რი, ბო­ლოს მივა ამ დას­კვნამ­დე" - აღ­ნიშ­ნა გიგა ბო­კე­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nino
12

batono harcel tqveni gancxadebebidan da poziciidan gamomdinare getkobat saqartvelo tqventvis zedmeti tvirti gaxda,an rusettan garigeba dadet da saqartvelo mat gadaulocet.cinaagmdeg shemtxvevashi gaugebaria tqveni samarcxvino saqcieli.

ჰა?
20

დაგნანი რაზე მივიდა? რომ გაეგო რაზე საუბრობენ? ეს ქალი ტრამპის, ანუ პუტინის რეზიდენტია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში - რაზე საუბრობენ დიპლომატები და ოპოზიციის ლიდერები

შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში - რაზე საუბრობენ დიპლომატები და ოპოზიციის ლიდერები

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ელჩებთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩაინიშნა.

შეხვედრაზე იმყოფებიან „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები - სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც მივიდა:

"ძალიან შეშფოთებულები ვართ. ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი" - განაცხადა დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრის წინ.

"დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვები არის დეესკალაცია და მოლაპარაკებებისკენ დაბრუნება, რათა არსებული დაძაბულობა განიმუხტოს"- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ განაცხადა.

"ჩვენი ბევრი ხმა გავიგეთ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვმასპინძლობ აქ სტუმრებს. ჩვენ ვისაუბრებთ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის მე - შუამავლის როლში და მოუთმენლად ველი ამ საუბრის გაგრძელებას" - აღნიშნა ელჩმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციის წარმომადგენლები კომპლექსურად, ბევრი საკითხის განხილვას აპირებენ.

"ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ კომპლექსურად ბევრ საკითხზე, რაც შეეხება დასავლეთის მიერ უახლოეს დღეებში და უახლოეს კვირებში განხორციელებულ პოლიტიკას იმისთვის, რომ ადეკვატური იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ გავიდა ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რაც არსებობს საერთაშორისო სამართლის თუ ჩვენი კონსტიტუციის გათვალისწინებით დემოკრატიული არჩეული ხელისუფლების საქციელისგან, რასაც უნდა ველოდებოდეთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეხვედრაზე შესვლამდე “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ელჩების განცხადებებში არსებითი ცვლილებაა, რაც განვითარებული მოვლენების ფონზე ბუნებრივია.

„ოპოზიციურ პარტიებს მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების დიპლომატებთან და ბუნებრივია ამ სამარცხვინო, რეპრესიული ნაბიჯის შემდეგ, კომუნიკაცია ამ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით მანამდე ელექტრონულად შედგა და ახლა პირადად შეხვედრის შესაძლებლობა იქნება.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩვენ ბრიუსელიდან პირველად მოვისმინეთ განცხადებები ამ თემებზე, რომ მხოლოდ ესაა განმუხტვის გზა პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებასა და პოლიტიკური პარტიების გამოშვებასთან ერთად. ამ კატასტროფულ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნები, მელიას, რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა. საქართველოს ყველა მეგობარი, ბოლოს მივა ამ დასკვნამდე" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ყველა, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, ამორალური და იდიოტია" - მიხეილ სააკაშვილი

"ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება" - ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"