პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება..." - როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს NATO-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები
"პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება..." - როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს NATO-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები

ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის და­კა­ვე­ბა ღრმა შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, ჯე­იმს აპა­ტუ­რაი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

„ნატო ელო­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ახლო პარტნი­ო­რი და ას­პი­რან­ტი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ასე ძლი­ე­რად იშ­რო­მა. ეს მო­ი­ცავს პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბას დი­ა­ლო­გის გზით და პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი რი­ტო­რი­კი­სა და ქმე­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას,“ - წერს აპა­ტუ­რაი.

ნატო-ს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი მხა­რე­ებს თავ­შე­კა­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს.

„ის რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. პირ­ვე­ლი, ვინც აგებს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხია. მო­ვუ­წო­დებ, გა­მო­ი­ჩი­ნონ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო უკუს­ვლით არ წა­ვი­დეს. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ მათ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას და დე­მოკ­რა­ტი­ას იცავს,“ - წერს ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი „ტვი­ტერ­ში“.

ასევე დაგაინტერესებთ
09:27 / 23-02-2021

"ძალიან სევდიანი დღე საქართველოში... ჩვენ ყველანი გიყურებთ“ - როგორ ეხმიანებიან ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პოლიტიკოსები

12:19 / 23-02-2021

"უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, კრემლი და ბატონი ბიძინაა" - გენერალი ბენ ჰოჯესი

14:45 / 23-02-2021

"აშშ-ს აქვს რეალური ბერკეტები საქართველოში, ახლა მისი გამოყენების დროა... "შეშფოთება" კარგია მხოლოდ დასაწყისისთვის..." - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი

15:25 / 23-02-2021

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას პასუხობს

17:24 / 23-02-2021

"ამგვარი უსამართლო "რჩევები" ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს" - რას წერს თეა წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე?

12:07 / 24-02-2021

"ვითარება საგანგაშოა, "ოცნება" ცეცხლს ეთამაშება... შემდეგი ეტაპი სანქციებია" - ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი შეფასებები და ქართველი ექსპერტების პროგნოზი

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კარლ ჰარ­ცე­ლიც ეხ­მა­უ­რე­ბა.

ჰარ­ცე­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს­კა­ლა­ცი­ის ლო­გი­კა იმარ­ჯვებს და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ღრმავ­დე­ბა.

„ეს­კა­ლა­ცი­ის ლო­გი­კა იმარ­ჯვებს. პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ღრმავ­დე­ბა. ყვე­ლა მხა­რემ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს და ქვეყ­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დოს. სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვის მცდე­ლო­ბებ­ზე უარი არ უნდა ით­ქვას“, - აცხა­დებს კარლ ჰარ­ცე­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თლდამ­ცა­ვებ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მე­ლი­ას აყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­წყო. ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში შსს-მ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი გა­მო­ი­ყე­ნა. გა­უშ­ვა ე.წ. წი­წა­კის სპრეი, რი­თაც პარ­ტი­ის ოფის­ში მყო­ფი პი­რე­ბი და­შა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ნატოში მიღება რომ გდომოდათ მოგვიღებდით აქამდე. ასე,რომ მოეშვით ვაჭრობას და თითის ქნევას.

მერაბი
1

ამ აპა-ტურა- მ დაგვღუპა ჩვენ თუ გინდათ სიმართლე. ალიევმა ხომ გამოაბუნძულა იქედან. ასე უნდა ჩვენიდანაც. თავის „დემოკრატიულ“ ქვეყანას მიხედოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება..." - როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს NATO-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები

"პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება..." - როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს NATO-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები

ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ასე ძლიერად იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას,“ - წერს აპატურაი.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს,“ - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერში“.

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელიც ეხმაურება.

ჰარცელის განცხადებით, საქართველოში ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

„ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე