საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაარღვია თუ არა "ჯორჯიან მანგანეზმა" ე.წ. ტრესტის შენობის რეაბილიტაციისას კანონი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტება
დაარღვია თუ არა "ჯორჯიან მანგანეზმა" ე.წ. ტრესტის შენობის რეაბილიტაციისას კანონი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტება

რამ­დე­ნი­მე დღეა, ჭი­ა­თუ­რის სამ­თო-გა­მამ­დიდ­რე­ბელ შე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის ერთი ჯგუ­ფი მი­იჩ­ნევს, რომ კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ შე­ნო­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს კა­ნონ­დარ­ღვე­ვით აწარ­მო­ებს. მათი მო­საზ­რე­ბით, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ობი­ექტს არ შე­ის­წავ­ლის, ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ას არ ჩა­ა­ტა­რებს და სა­რე­მონ­ტო არე­ა­ლებს არ გან­სა­ზღვრავს, მა­ნამ­დე სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ უნდა ჩა­ტარ­დეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ­ტი­ვის­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს ჩარ­თვას ითხო­ვენ, შე­ნო­ბას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­გენ­ტო ამ ეტაპ­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი არ არის, ჩა­ე­რი­ოს „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა: არ­ღვევს თუ არა კომ­პა­ნია კა­ნონს და გვაქვს თუ არა საქ­მე ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ხელ­ყო­ფას­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ას სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ეწარ­მო­ე­ბი­ნა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ეს პრო­ცე­სი არ სა­ჭი­რო­ებ­და სა­ა­გენ­ტოს ჩარ­თუ­ლო­ბას. გარ­და ამი­სა, სა­ა­გენ­ტო მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ნო­ბის სტრუქ­ტუ­რის გა­ჯან­სა­ღე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

„ის ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, კომ­პა­ნი­ის დაკ­ვე­თით, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბის ცალ­კე­ულ არე­ა­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, მო­ი­ცავ­და მიმ­დი­ნა­რე გა­და­უ­დე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბებს. მოქ­მე­დი ნორ­მა­ტი­ვე­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნი­ას ევა­ლე­ბო­და, სამ­შე­ნებ­ლო ჩა­რე­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­თა­ნა­დო პრო­ექ­ტი შე­ე­თან­ხმე­ბი­ნა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის დო­ნე­ზე. ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­გე­ბო­ბა არ წარ­მო­ად­გენს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბელ შე­ნო­ბას და ის მხო­ლოდ იმ­ყო­ფე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დაც­ვის არე­ალ­ში, ამ ეტაპ­ზე და ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტის შე­თან­ხმე­ბა არ წარ­მო­ად­გენ­და აუ­ცი­ლებ­ლო­ბას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ნე­ბარ­თვე­ბი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის სამ­სა­ხურ­თან.

სა­მო­მავ­ლოდ, თუკი ამ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნა­გე­ბო­ბას მი­ე­ნი­ჭე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უძ­რა­ვი ძეგლის სტა­ტუ­სი, მისი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტის შე­თან­ხმე­ბის პრო­ცე­სი უშუ­ა­ლოდ გა­ივ­ლის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ურ­ბა­ნუ­ლი საბ­ჭოს სექ­ცი­ის დო­ნეს და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტი შე­თან­ხმდე­ბა სა­ა­გენ­ტოს­თან. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ძეგლის ვი­ზუ­ა­ლუ­რი იერ­სა­ხე მო­ცე­მუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად არ შეც­ვლი­ლა არც არ­ქი­ტექ­ტუ­რულ და არც ვი­ზუ­ა­ლურ ნა­წილ­ში - იგუ­ლის­ხმე­ბა ნა­გე­ბო­ბის ფა­სა­დე­ბის ფე­რი­სა და კო­ლო­ნე­ბის სა­კი­თხი - ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი საპ­რო­ექ­ტო შე­თან­ხმე­ბას არ სა­ჭი­რო­ებ­და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან. ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო თვლის, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ძეგლის სტრუქ­ტუ­რის გა­ჯან­სა­ღე­ბას და ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, არ მო­ი­ცავ­და მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რი იერ­სა­ხის ცვლი­ლე­ბას.“ - აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­ში“ სა­მუ­შა­ო­ებ­სა და მის მიმ­დი­ნა­რე ეტა­პებს შემ­დეგ­ნა­ი­რად გან­მარ­ტა­ვენ:

„ამ ეტაპ­ზე თან­ხმდე­ბა ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის ექ­სტე­რი­ე­რის და გა­და­ხურ­ვის პრო­ექ­ტი. ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს ნე­ბარ­თვა, რომ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ექ­ტის შე­თან­ხმე­ბამ­დე ჩა­ვა­ტა­როთ ფა­სა­დის გა­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. შე­ნო­ბა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს.

იმი­სათ­ვის, რომ შემ­დეგ აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შევ­ძლოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პირ­ველ რიგ­ში, ძვე­ლი ნა­ლე­სი და სა­ღე­ბა­ვი მო­იხ­სნას. რო­დე­საც შე­ნო­ბის თაღ­ზე სა­ღე­ბა­ვის აფხე­კა და­ვი­წყეთ, სი­ნეს­ტის­გან და წყლის­გან და­ბე­რი­ლი კო­ლო­ნე­ბი და არა მხო­ლოდ კო­ლო­ნე­ბი იმ­დე­ნად ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ ნა­ლე­სი თა­ვი­სით ჩა­მო­ი­შა­ლა. თუკი ძველ ნა­ლესს არ მო­ა­შო­რებ, მა­შინ ახ­ლი­დან შე­ლეს­ვას და შე­ღევ­ბას აზრი ეკარ­გე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გად, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა შე­ნო­ბის ის­ტო­რი­უ­ლი იერ­სა­ხე, თა­ვი­სი ჩუ­ქურ­თმე­ბით, რი­კუ­ლე­ბით, შე­ნო­ბის ინ­ტე­რი­ე­რი­სა და ექ­სტე­რი­ე­რის გეგ­მე­ბი­თა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ფე­რე­ბი­თაც კი. ფა­სა­დის ფე­რიც შე­თან­ხმე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­თან,“- გან­მარ­ტავს „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, „ჯმ-კონ­სტრაქ­შე­ნის“ დი­რექ­ტო­რი შალ­ვა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­ლო­ნე­ბი უკვე აღად­გი­ნეს და შე­ფუ­თეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ფა­სა­დის გაწ­მენ­დის სა­მუ­შო­ე­ბი ნამ­დვი­ლად იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას­თან და ის ხელს ვერ შე­უშ­ლის სა­მო­მავ­ლოდ შე­ნო­ბის­თვის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცესს. რო­გორც ჭი­ა­თუ­რის მე­რი­ის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, და­ვით ბი­წა­ძემ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ფა­სად­ზე არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა არ მოხ­დე­ბა. „არ­სე­ბი­თად, სა­ერ­თოდ არ იც­ვლე­ბა ფა­სა­დის მდგო­მა­რე­ო­ბა.

უბ­რა­ლოდ, ჩა­მო­ი­ფხი­კე­ბა ძვე­ლი ნა­ლე­სი, შე­ი­ფი­თხე­ბა და შე­ი­ღე­ბე­ბა. ფერი შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან შე­თან­ხმდე­ბა. ფა­სად­ზე რა­ი­მე სხვა ცვლი­ლე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. რაც არის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სახე, იგი­ვე დარ­ჩე­ბა.“ - გან­მარ­ტა და­ვით ბი­წა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კომ­პა­ნი­ამ ცოტა ხნის გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ე.წ. ტრეს­ტის შე­ნო­ბა­ში მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც 4 მარტს იგეგ­მე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ კი­დევ 2 კვი­რის წინ, ცენ­ტრის შექ­ნის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ სპე­ცი­ა­ლურ­მა მმარ­თველ­მა, ნი­კო­ლოზ ჩი­ქო­ვან­მა ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­აჟ­ღე­რა ინი­ცი­ა­ტი­ვა და გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ კომ­პა­ნი­ას სურს, ე.წ. ტრეს­ტის შე­ნო­ბას, მისი ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს.

bebe
0

ტრესტის შენობას რომ ისტორიული ფუნქცია ჩამოართვეს იმაზე რატომ არავინ იღებს ხმას. საგამანატებლო ცენტრების შემქნა ნუთუ სხვა შენობებში არ შეიძლებოდა, სამთო-გამამდიდრებელი შენობისათვის ძირძველი ფუნქცია რომ არ ჩამოერთმიათ? უფუნქციო შენობების ნაკლებობას ქალაქი ნამდვილად არ უჩივის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

დაარღვია თუ არა "ჯორჯიან მანგანეზმა" ე.წ. ტრესტის შენობის რეაბილიტაციისას კანონი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტება

დაარღვია თუ არა "ჯორჯიან მანგანეზმა" ე.წ. ტრესტის შენობის რეაბილიტაციისას კანონი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტება

რამდენიმე დღეა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ შენობასთან დაკავშირებით, ხმაურიანი განცხადებები კეთდება. სამოქალაქო აქტივისტების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ შენობის სარემონტო სამუშაოებს კანონდარღვევით აწარმოებს. მათი მოსაზრებით, სანამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ობიექტს არ შეისწავლის, ინვენტარიზაციას არ ჩაატარებს და სარემონტო არეალებს არ განსაზღვრავს, მანამდე სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტები მიმდინარე პროცესში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩართვას ითხოვენ, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერჯერობით არ აქვს მინიჭებული და შესაბამისად, სააგენტო ამ ეტაპზე უფლებამოსილი არ არის, ჩაერიოს „ჯორჯიან მანგანეზის“ კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში. საინტერესოა, როგორია რეალური ვითარება: არღვევს თუ არა კომპანია კანონს და გვაქვს თუ არა საქმე ისტორიული მემკვიდრეობის ხელყოფასთან.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კომპანიას სრული უფლება ჰქონდა, ეწარმოებინა ჩატარებული სამუშაოები და ეს პროცესი არ საჭიროებდა სააგენტოს ჩართულობას. გარდა ამისა, სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამუშაოები შენობის სტრუქტურის გაჯანსაღებას ემსახურებოდა.

„ის ქმედებები, რომლებიც, კომპანიის დაკვეთით, არქიტექტურული ნაგებობის ცალკეულ არეალებზე განხორციელდა, მოიცავდა მიმდინარე გადაუდებელ საჭიროებებს. მოქმედი ნორმატივების თანახმად, კომპანიას ევალებოდა, სამშენებლო ჩარევების შესახებ სათანადო პროექტი შეეთანხმებინა მუნიციპალური არქიტექტურის სამსახურის დონეზე. ვინაიდან აღნიშნული ნაგებობა არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობას და ის მხოლოდ იმყოფება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში, ამ ეტაპზე და ამ სამუშაოების გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო პროექტის შეთანხმება არ წარმოადგენდა აუცილებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურთან.

სამომავლოდ, თუკი ამ არქიტექტურულ ნაგებობას მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მისი სარეაბილიტაციო პროექტის შეთანხმების პროცესი უშუალოდ გაივლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული საბჭოს სექციის დონეს და სარეაბილიტაციო პროექტი შეთანხმდება სააგენტოსთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ძეგლის ვიზუალური იერსახე მოცემული სამუშაოების შედეგად არ შეცვლილა არც არქიტექტურულ და არც ვიზუალურ ნაწილში - იგულისხმება ნაგებობის ფასადების ფერისა და კოლონების საკითხი - ეს სამუშაოები საპროექტო შეთანხმებას არ საჭიროებდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. ეროვნული სააგენტო თვლის, რომ ამ შემთხვევაში, ეს სამუშაოები ემსახურებოდა ძეგლის სტრუქტურის გაჯანსაღებას და ჩვენი შეფასებით, არ მოიცავდა მისი ვიზუალური იერსახის ცვლილებას.“ - აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ სამუშაოებსა და მის მიმდინარე ეტაპებს შემდეგნაირად განმარტავენ:

„ამ ეტაპზე თანხმდება ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციული შენობის ექსტერიერის და გადახურვის პროექტი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მიღებული გვაქვს ნებართვა, რომ სარემონტო სამუშაოების პროექტის შეთანხმებამდე ჩავატაროთ ფასადის გასუფთავების სამუშაოები. შენობა ცუდ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს.

იმისათვის, რომ შემდეგ აღდგენითი სამუშაოების ჩატარება შევძლოთ, აუცილებელია, პირველ რიგში, ძველი ნალესი და საღებავი მოიხსნას. როდესაც შენობის თაღზე საღებავის აფხეკა დავიწყეთ, სინესტისგან და წყლისგან დაბერილი კოლონები და არა მხოლოდ კოლონები იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ნალესი თავისით ჩამოიშალა. თუკი ძველ ნალესს არ მოაშორებ, მაშინ ახლიდან შელესვას და შეღევბას აზრი ეკარგება. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის შედეგად, შენარჩუნდება შენობის ისტორიული იერსახე, თავისი ჩუქურთმებით, რიკულებით, შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის გეგმებითა და თქვენ წარმოიდგინეთ, ფერებითაც კი. ფასადის ფერიც შეთანხმებული იქნება შესაბამის სტრუქტურებთან,“- განმარტავს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი, „ჯმ-კონსტრაქშენის“ დირექტორი შალვა ელიზბარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კოლონები უკვე აღადგინეს და შეფუთეს. როგორც ირკვევა, ფასადის გაწმენდის სამუშოები ნამდვილად იყო შეთანხმებული მუნიციპალიტეტის მერიასთან და ის ხელს ვერ შეუშლის სამომავლოდ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესს. როგორც ჭიათურის მერიის მთავარი არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ბიწაძემ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ფასადზე არსებითი ცვლილება არ მოხდება. „არსებითად, საერთოდ არ იცვლება ფასადის მდგომარეობა.

უბრალოდ, ჩამოიფხიკება ძველი ნალესი, შეიფითხება და შეიღებება. ფერი შესაბამის სამსახურებთან შეთანხმდება. ფასადზე რაიმე სხვა ცვლილება გამორიცხულია. რაც არის ამჟამინდელი სახე, იგივე დარჩება.“ - განმარტა დავით ბიწაძემ.

როგორც ცნობილია, კომპანიამ ცოტა ხნის გააკეთა განცხადება, რომ ე.წ. ტრესტის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნება, რომლის პრეზენტაციაც 4 მარტს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, ცენტრის შექნის შესახებ პირველი ინფორმაციის გავრცელებისთანავე „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ადგილობრივი ტელევიზიით გააჟღერა ინიციატივა და გამოთქვა სურვილი, რომ კომპანიას სურს, ე.წ. ტრესტის შენობას, მისი ისტორიული ღირებულებებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.

ბინები თბილისში, მცხეთასა და წყნეთში... წილები კომპანიებში - რა ქონებას ფლობს ნინო წილოსანის ოჯახი?

ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა

თბილისის რომელ ქუჩებზეა შეზღუდლი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - რას აცხადებს შსს?