ავტორი:

"სულ ვსაყვედურობდი მამაჩემს და დედაჩემს, რატომ დამარქვით ეს სახელითქო" - ნიკა მელია "ნიკანორზე"

"სულ ვსაყვედურობდი მამაჩემს და დედაჩემს, რატომ დამარქვით ეს სახელითქო" - ნიკა მელია "ნიკანორზე"

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ "ღამის მთავარში" საუბრისას თავისი სახელის ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვობაში აკომპლექსებდა, როცა ნიკანორს ეძახდნენ და სკოლაში იტყუებოდა კიდეც:

"სულ ვსაყვედურობდი მამაჩემს და დედაჩემს, რატომ დამარქვით ეს სახელითქო.თავიდან კომპლექსი მქონდა, არ დაგიმალავთ. სკოლის ჟურნალში ნიკოლოზს ვაწერინებდი. სიაში 21-ე ვიყავი და ეწერა - ნიკოლოზ მელია. ნიკოლოზი ნათლობის სახელია... ბაბუაჩემს ერქვა ნიკანორი, გამარჯვების სიმბოლოაო - ამით მანუგეშებდა მამაჩემი. ახლა შევეჩვიე ამ სახელს და ვიღაცას თუ ჰგონია "ქართულ ოცნებაში" ასე რომ მომმართავს, მაკნინებს, ცდება - ამ ასაკში ძალიან მომწონს ეს სახელი" - აღნიშნა მელიამ.

მანვე გაიხსენა სახალისო ისტორია იმ პერიოდიდან, როცა 2014 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო:

"უმრავლესობა მიცნობს როგორც ნიკა მელიას. ბევრი მივიდა საარჩევნო უბანზე და აღმოაჩინა ბიულეტენში ნიკანორ მელია. ერთი მეგობარი გვყავს მე და ბაჩო დოლიძეს, ბაჩო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ახალი სახეა და მისი ნამდვილი სახელია ჰენრი. ბაჩო მაშინ იყო ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს ჩვენი მეგობარი მივიდა ნიკა მელიას და ბაჩო დოლიძის შემოსახაზად და ბიულეტენში დახვდა - ნიკანორ მელია და ჰენრი დოლიძე, გაგიჟდა კაცი" - გაიხსენა ნიკა მელიამ.

"გავრილოვის ჩამოშვება შეცდომა იყო..." - მამუკა მდინარაძე

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა - როგორ გამოიყურება მინისტრთა კაბინეტი

"ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პროვოკაციას გეგმავს" - ხატია დეკანოიძე