სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას" - სალომე ზურაბიშვილი
"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას" - სალომე ზურაბიშვილი

სა­ჭი­როა სი­ტუ­ა­ცი­ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დე­ეს­კა­ლა­ცია და და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვა, რო­მელ­საც პირ­ველ რიგ­ში სჭირ­დე­ბა ნამ­დვი­ლი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა პო­ლა­რი­ზა­ცია, და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის დღეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა და შეხ­ვედ­რა­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ცხრა თვის წინ მი­ვი­ღე ჩემ­თვის უმ­ძი­მე­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა­სა და დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას.

სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა პო­ლა­რი­ზა­ცია, და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა. ლე­გი­ტი­მუ­რად ცნო­ბი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ყე­ნე­ბა, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ყვე­ლა ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტის წა­ქე­ზე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ქვეყ­ნის და­სუს­ტე­ბა­სა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას.

ამას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნდო­ბის და­კარ­გვა, არა თუ ჩვენ­თვის, არა­მედ ჩვენ­ზე ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი პრე­ცე­დენ­ტის შექ­მნას უდ­რის. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გის პა­ტი­ვის­ცე­მა და წა­გე­ბის აღი­ა­რე­ბა ხომ დე­მოკ­რა­ტი­ის ქვა­კუ­თხე­დია! ამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის უარ­ყო­ფა კი, აწყობს მხო­ლოდ იმ ძა­ლებს, ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ, ვინც სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ებს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა აყე­ნებს და ვინც რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბას საფრ­თხედ აღიქ­ვამს.

დღეს შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თე დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლეთ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჭი­როა სი­ტუ­ა­ცი­ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დე­ეს­კა­ლა­ცია და და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვა, რო­მელ­საც პირ­ველ რიგ­ში სჭირ­დე­ბა ნამ­დვი­ლი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გი, რათა ამ პრო­ცე­სებ­მა არ და­ა­ზი­ა­ნოს ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯი.

ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მზად ვარ ყვე­ლა ფორ­მის დი­ა­ლოგს მხა­რი და­ვუ­ჭი­რო, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დათ­მო­ბის პო­ლი­ტი­კა მხო­ლოდ მა­შინ ამარ­თლებს, თუ ორი­ვე მხა­რე კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის­თვის მზა­დაა და არა, როცა დათ­მო­ბა აღ­ქმუ­ლია სი­სუს­ტედ, ან უფრო მე­ტიც, რო­დე­საც ეს შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ სა­კუ­თარ გა­მარ­ჯვე­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ასე­ვე, კონ­სტრუქ­ცი­ულ დი­ა­ლოგს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა წი­ნა­პი­რო­ბე­ბის წა­ყე­ნე­ბა და პრო­ცე­სე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცია.

მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ევ­რო­პუ­ლო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მა­შა­სა­და­მე სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი, გა­მოვ­დი­ვარ ქვეყ­ნი­სა და მისი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან და მჯე­რა, რომ ქვეყ­ნის და­წყნა­რე­ბით და გან­ვი­თა­რე­ბით ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა.

ვი­მე­დოვ­ნებ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი და მო­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბა შეძ­ლებს ამ მძი­მე პრო­ცე­სე­ბის შე­ჩე­რე­ბას და არ და­უშ­ვებს, რომ ვინ­მემ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნოს და საფრ­თხე შე­უქ­მნას ქვეყ­ნის იმ ინ­სტი­ტუ­ტებს, რომ­ლე­ბიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს საყ­რდე­ნია“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დურსუნი
98

ქალბატონი სალომე ერთადერთი ნათელი პერსონაა დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. წარმატებას გისურვებთ პრეზიდენტო! 

mimino
0

და დიდი დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ წინადადებები სანქციებზე გადასცეს......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას" - სალომე ზურაბიშვილი

"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას" - სალომე ზურაბიშვილი

საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და შეხვედრაზე შექმნილი ვითარება დეტალურად განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას.

სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.

ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს.

დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.

მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება.

ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

"ჩვენ დაგამარცხებთ!" - ნიკა მელიას მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს

"დღეს თუ ხვალ, მოვლენ მონები, ნიღბებით, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით - მინდა გთხოვოთ, ჩვენ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია" - ნიკა მელია

"რამდენიმე ადამიანი გამოვავლინეთ, რომლებიც ხელოვნურად ძაბავდნენ სიტუაციას" - გიორგი ბარამიძის თქმით, ოფისის შტურმის საფრთხე რეალურია