მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელისაშვილი ღარიბაშვილზე: "ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის "ნაციონალების" ცოცხლად შეჭმა უნდა"
ელისაშვილი ღარიბაშვილზე: "ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის "ნაციონალების" ცოცხლად შეჭმა უნდა"

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ხით, მმარ­თველ­მა გუნ­დმა პრე­მი­ე­რო­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უა­რე­სი კან­დი­და­ტუ­რა შე­არ­ჩია.

"ხომ ნა­ხეთ, რო­გო­რი პრე­მი­ე­რი იყო? მას ნუ­ლო­ვა­ნი შე­დე­გი ჰქონ­და, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. თვი­თო­ნაც წვა­ლობ­და და ამ ქვე­ყა­ნა­საც აწ­ვა­ლებ­და თა­ვი­სი პრე­მი­ე­რო­ბის დროს და იგი­ვე უნდა გაგ­რძელ­დეს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ისე­თი ადა­მი­ა­ნი უნდა შე­ერ­ჩია, ვინც ნა­ბი­ჯებს გა­დად­გმდა დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ, სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის­კენ, ვინც მო­ლა­პა­რა­კე­ბის მომ­ხრე იქ­ნე­ბო­და და შეძ­ლებ­და, ოპო­ზი­ცი­ის რე­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის მოს­მე­ნას და მაქ­სი­მა­ლუ­რად გათ­ვა­ლის­წი­ნებ­და. ყვე­ლა­ზე კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­არ­ჩი­ეს, ვი­საც ლა­მის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ცო­ცხლად შეჭ­მა უნდა.

რო­გორც ჩანს, გა­ნაგ­რძო­ბენ ჯი­უ­ტად უგ­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის პო­ლი­ტი­კას. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი გზავ­ნი­ლი, ეს იქ­ნე­ბა ცუდი ქვეყ­ნის­თვის. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ისევ კუნ­თე­ბის თა­მაშს აგ­რძე­ლებს მა­შინ, როცა ყვე­ლამ უნდა ამო­ვი­სუნ­თქოთ, დავ­მშვიდ­დეთ და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა და­ი­წყოს, ოპო­ზი­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ღა­ცა­ზე უნდა შე­თან­ხმდნენ. ამის ნაც­ვლად ნიშ­ნა­ვენ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არის ყვე­ლა­ზე კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი და მო­ძუ­ლე ოპო­ზი­ცი­ის.

ვხე­დავთ იმას, რომ კუნ­თე­ბის თა­მა­ში, ეს­კა­ლა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა. გაგ­რძელ­დე­ბა ის, რომ ორი­ვე მხა­რე ცდი­ლობს ცე­ცხლზე ნავ­თი და­ას­ხას და ამ დროს ღა­ტა­კი და გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა გვერ­დზე მიგ­დე­ბუ­ლი. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ისი­ნი უნდა და­ამ­თავ­რონ, ესე­ნი ხეზე ჩა­მო­კი­დონ. იქე­დან სა­ა­კაშ­ვი­ლი ლა­მის ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მოძ­ვრეს, უკვე ხე­ლე­ბი ეფხა­ნე­ბა, უკვე გეგ­მე­ბი აქვს აწყო­ბი­ლი თა­ვი­სი რე­ვან­შის და აქეთ არის ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ქვე­ყა­ნას კა­ტას­ტრო­ფის­კენ მი­ვა­ქა­ნებთ. ქვე­ყა­ნას უნდა დამ­შვი­დე­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

ეს ოხე­რი მე­ხუ­თე რა­უნ­დი აქამ­დე რომ გა­მარ­თუ­ლი­ყო, ეს სჭირ­დე­ბო­და ქვე­ყა­ნას და არა აქე­დან და იქე­დან მუშ­ტე­ბის ბრა­ხუ­ნი. მხარს არ და­ვუ­ჭერთ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას. ვინც ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი და კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი იყო “ოც­ნე­ბა­ში”, ის და­აბ­რუ­ნეს პრე­მი­ე­რად. მე ის მა­ინ­ტე­რე­სებს, ქვე­ყა­ნას რა ელო­დე­ბა წინ. მარ­თლა ყვე­ლამ შე­ვავ­სოთ და გერ­მა­ნი­ა­ში ყა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უნდა წა­ვი­დეთც თუ ქვე­ყა­ნას რამე ეღირ­სე­ბა. ეს არის მთა­ვა­რი დარ­დი", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეჰ
32

შენ კიდევ დაყენდი რა!!!

იონა
26

ბანძი რომ ხარ არ გეუბნებიანიან შენუ კეთილმოსურნენი? 

ავტორი:

ელისაშვილი ღარიბაშვილზე: "ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის "ნაციონალების" ცოცხლად შეჭმა უნდა"

ელისაშვილი ღარიბაშვილზე: "ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის "ნაციონალების" ცოცხლად შეჭმა უნდა"

"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ღარიბაშვილის სახით, მმართველმა გუნდმა პრემიერობისთვის ერთ-ერთი ყველაზე უარესი კანდიდატურა შეარჩია.

"ხომ ნახეთ, როგორი პრემიერი იყო? მას ნულოვანი შედეგი ჰქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრს. თვითონაც წვალობდა და ამ ქვეყანასაც აწვალებდა თავისი პრემიერობის დროს და იგივე უნდა გაგრძელდეს. ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ სიტუაციაში “ქართულ ოცნებას” ისეთი ადამიანი უნდა შეერჩია, ვინც ნაბიჯებს გადადგმდა დეესკალაციისკენ, სიტუაციის განმუხტვისკენ, ვინც მოლაპარაკების მომხრე იქნებოდა და შეძლებდა, ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას და მაქსიმალურად გათვალისწინებდა. ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის "ნაციონალების" ცოცხლად შეჭმა უნდა.

როგორც ჩანს, განაგრძობენ ჯიუტად უგნური დაპირისპირების პოლიტიკას. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი, ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ისევ კუნთების თამაშს აგრძელებს მაშინ, როცა ყველამ უნდა ამოვისუნთქოთ, დავმშვიდდეთ და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. ამის ნაცვლად ნიშნავენ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე კონფრონტაციული და მოძულე ოპოზიციის.

ვხედავთ იმას, რომ კუნთების თამაში, ესკალაცია გაგრძელდება. გაგრძელდება ის, რომ ორივე მხარე ცდილობს ცეცხლზე ნავთი დაასხას და ამ დროს ღატაკი და გასაცოდავებული ქვეყანა იქნება გვერდზე მიგდებული. ღარიბაშვილის პირველი განცხადება ხომ წარმოგიდგენიათ, ისინი უნდა დაამთავრონ, ესენი ხეზე ჩამოკიდონ. იქედან სააკაშვილი ლამის ტელევიზორში გამოძვრეს, უკვე ხელები ეფხანება, უკვე გეგმები აქვს აწყობილი თავისი რევანშის და აქეთ არის ღარიბაშვილი. ქვეყანას კატასტროფისკენ მივაქანებთ. ქვეყანას უნდა დამშვიდება და მოლაპარაკება.

ეს ოხერი მეხუთე რაუნდი აქამდე რომ გამართულიყო, ეს სჭირდებოდა ქვეყანას და არა აქედან და იქედან მუშტების ბრახუნი. მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას. ვინც ყველაზე რადიკალური და კონფრონტაციული იყო “ოცნებაში”, ის დააბრუნეს პრემიერად. მე ის მაინტერესებს, ქვეყანას რა ელოდება წინ. მართლა ყველამ შევავსოთ და გერმანიაში ყანაში სამუშაოდ მთელი საქართველო უნდა წავიდეთც თუ ქვეყანას რამე ეღირსება. ეს არის მთავარი დარდი", - განაცხადა ელისაშვილმა.

გია გაჩეჩილაძის თქმით, 9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართება და "საქართველოს მარადისობის დღე" დაფუძნდება

"IRI-ის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული იყო" - მამუკა მდინარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"