საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას გადადგომას?
როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას გადადგომას?

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში უზურ­პა­ტო­რი მთავ­რო­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­ხა­რია გა­დად­გა იმი­ტომ, რომ არ მო­ი­სურ­ვა თა­ვის თავ­ზე აეღო ივა­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სის­ხლის ღვრა­სა და ხალ­ხის მა­სობ­რივ დარ­ბე­ვა­ზე, - ასე შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნავს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბია.

"დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში უზურ­პა­ტო­რი მთავ­რო­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­ხა­რია გა­დად­გა იმი­ტომ, რომ არ მო­ი­სურ­ვა თა­ვის თავ­ზე აეღო ივა­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სის­ხლისღვრა­სა და ხალ­ხის მა­სობ­რივ დარ­ბე­ვა­ზე. ეს ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბის, ნიკა მე­ლი­ას და სა­ერ­თოდ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მარ­თლაც დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ შე­ვა­სუს­ტოთ ერ­თო­ბა, პი­რი­ქით, გა­ვა­ფარ­თო­ვოთ, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა არის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მათი ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მათ გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მო­პა­რეს, მო­პა­რა ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა ჯგუფ­მა.

ახლა, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­გორც არას­დროს, სა­ჭი­როა ერთი მხრივ, სი­ფხიზ­ლე იმი­ტომ, რომ თავ­გა­ცხე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­მა­რის­ზე მე­ტია, შე­იძ­ლე­ბა მა­ინც ჩა­ი­დი­ნონ რა­ღაც უმ­სგავ­სო­ბე­ბი და მე­ო­რე მხრივ, დრო­ზე მი­ვაღ­წი­ოთ შე­თან­ხმე­ბას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე, ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ით და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბით.

მინ­და ასე­ვე მი­მარ­თო უცხო­ურ დი­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, დიდი მად­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს გუ­შინ­დე­ლი ძა­ლი­ან სწო­რი გან­ცხა­დე­ბის­თვის. აშშ-ის სა­ელ­ჩოს დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბაც სწო­რი იყო, მაგ­რამ ახლა უნდა ვთქვათ, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ასე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბო­და, როცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­დად­გა და არის ღრმა კრი­ზი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ტორ კო­ა­ლი­ცი­ა­ში, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ტარ­დე­ბო­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო რი­თია ნე­ბის­მი­ერ სხვა ქვე­ყა­ნა­ზე ნაკ­ლე­ბი, თუ თქვენ აღი­ა­რებთ, რომ ჩვენ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ქვე­ყა­ნა ვართ, თუ აღი­ა­რებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მარ­თუ­ლია ერთი ოლი­გარ­ქის მიერ ფორ­მა­ლუ­რად, მა­შინ არ­ჩევ­ნე­ბი არ არის სა­ჭი­რო, ამი­ტომ, ახლა თქვენ უნდა აირ­ჩი­ოთ“,-აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. რო­გორც გა­ხა­რი­ამ გან­მარ­ტა, მას გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­აჩ­ნია ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი ეს­კა­ლა­ცი­ის საფრ­თხე. გა­ხა­რი­ას თქმით, გა­დად­გო­მის მი­ზე­ზია ის, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუნდთან შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წია.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
60

შენთვის რა აზრი აქვს? მაინც ყველაფერი დამთავრებულია,მათ შორის შენც...

სოფო
28

ამას ძალიან ბევრი პოპკორნი უყიდია, რა კარგად ერთობა

ავტორი:

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას გადადგომას?

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას გადადგომას?

დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლის ღვრასა და ხალხის მასობრივ დარბევაზე, - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ქართველი ხალხის და ოპოზიციური ერთობის მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებია.

"დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრასა და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს ოპოზიციური ერთობის, ნიკა მელიას და საერთოდ, ქართველი ხალხის მართლაც დიდი გამარჯვებაა. ახლა მნიშვნელოვანია, არ შევასუსტოთ ერთობა, პირიქით, გავაფართოვოთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის, ოპოზიციური ერთობის მთავარი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები, ქართველი ხალხისთვის მათი ნების დაბრუნება, რომელიც მათ გასული წლის ოქტომბერში მოპარეს, მოპარა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა.

ახლა, ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა ერთი მხრივ, სიფხიზლე იმიტომ, რომ თავგაცხელებული ადამიანები საკმარისზე მეტია, შეიძლება მაინც ჩაიდინონ რაღაც უმსგავსობები და მეორე მხრივ, დროზე მივაღწიოთ შეთანხმებას დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებზე, ახალი საარჩევნო კომისიით და საერთაშორისო დამკვირვებლებით.

მინდა ასევე მიმართო უცხოურ დილომატიურ კორპუსს, დიდი მადლობა ევროკავშირის ელჩს გუშინდელი ძალიან სწორი განცხადებისთვის. აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადებაც სწორი იყო, მაგრამ ახლა უნდა ვთქვათ, ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი სიტუაცია შეიქმნებოდა, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა და არის ღრმა კრიზისი ხელისუფლების უზურპატორ კოალიციაში, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. საქართველო რითია ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ნაკლები, თუ თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ სრულფასოვანი ქვეყანა ვართ, თუ აღიარებთ, რომ საქართველო მართულია ერთი ოლიგარქის მიერ ფორმალურად, მაშინ არჩევნები არ არის საჭირო, ამიტომ, ახლა თქვენ უნდა აირჩიოთ“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

"პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია - გაიყვეს" - რას წერს დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"