ავტორი:

"მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს იმ დეპუტატებმაც, ვინც გახარიას კვოტით მოხვდნენ პარლამენტში" - ნიკოლოზ მეტრეველი

"მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს იმ დეპუტატებმაც, ვინც გახარიას კვოტით მოხვდნენ პარლამენტში" - ნიკოლოზ მეტრეველი

დღეს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ოპოზიცია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი.

გახარიას გადადგომას ambebi.g-სთან ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი აფასებს:

- რამდენიმე წუთია გახარიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და კონკრეტული კომენტირება მმართველ გუნდში ალბათ რამდენიმე საათში, ან დღეში უფრო იქნება შესაძლებელი. თუმცა რაც ისაუბრა პრემიერმა, იქიდან გამომდინარე, ალბათ ის თვლის, რომ გარკვეულად სხვა კუთხით და სხვა სიტუაციაში შეიძლებოდა ეს მოქმედებები განხორციელებულიყო. რაღაც საკითხებში შეიძლება დავეთანხმოთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რაღაც საკითხებში - არა. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ არსებულ ვითარებაში და გამოწვევების პირობებში ის არ ეთანხმება მელიას დაკავების გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო მთლიანად მმართველმა გუნდმა, მათ შორის იმ ხალხმაც, რომლებიც მისი მხარდამჭერები არიან პარლამენტში, ანუ მისი კვოტით მოხვდნენ სიაში - დაუჭირეს რა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

- გახარიას გადადგომა ხომ არ უკავშირდება მმართველ გუნდში არსებულ კლანებს შორის დაპირისპირებასა და გავლენებისთვის ბრძოლას?

- მმართველ გუნდში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პარტიაში, დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც დიდი ხნის დაპირისპირების შედეგია. მგონია, რომ კონკრეტულად ამ საკითხში გახარია გულწრფელია და რაც თქვა, ის არის გადადგომის მიზეზი, თუმცა პირადად მის ამ გადაწყვეტილებას არ მივესალმები. ახლა მთავარია, ზედმეტი დაძაბულობა არ მოხდეს და კანონი აღსრულდეს. არ ვარ სამართალდამცველი, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანის დაკავება მაქსიმალური ზარალის და შოუს დადგმის გარეშე შეიძლება, რისი სურვილიც აქვთ დესტრუქციულ ძალებს - დადგან შოუ და სისხლი დაიღვაროს.

ამ სცენარს გეგმავდა სააკაშვილი ჯერ კიდევ “რუსთავი-2”-ის შენობასთან, ამიტომ ამ სცენარის ნაწილი არ უნდა გახდეს მმართველი გუნდი.

“ნაციონალების” შტაბბინაში შეკრებილი ხალხისთვის “ქართულ ოცნებაში” არსებული ცვლილებები სასიკეთო და სასიხარულო გრძელვადიან პერსპექტივაში არ იქნება.

"21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი ზუსტად ისევე, როგორც 100  წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"კონსტიტუციაში ასახულია კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად სექსისა" -  სალომე ზურაბიშვილის მორიგი კურიოზი სიტყვით გამოსვლისას

კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება პარლამენტში და  ღონისძიებაზე შესრულებული საქართველოს ეროვნული ჰიმნი