საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ უნდა ამ ხალხს გერმანიაში სამუშაოდ წასვლა? საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი?"
"რატომ უნდა ამ ხალხს გერმანიაში სამუშაოდ წასვლა? საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი?"

გერ­მა­ნი­ა­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის­თვის გუ­შინ ამოქ­მე­დე­ბულ პორ­ტალ­ზე სა­აპ­ლი­კა­ციო ფორ­მა 35 121 ადა­მი­ან­მა შე­ავ­სო.

სსიპ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ი­სათ­ვის, „დრო­ე­ბი­თი და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი შრო­მი­თი მიგ­რან­ტის სა­რე­გის­ტრა­ციო პორ­ტალ­ზე“ და­რე­გის­ტრირ­და 53 274 პირი, მათ­გან სა­აპ­ლი­კა­ციო ფორ­მა „დრო­ე­ბი­თი და­საქ­მე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში“ 35 121 პირ­მა შე­ავ­სო.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

რა­მაზ გი­გა­უ­რი, ას­ტრო­ლო­გი:

"53 000 ადა­მი­ა­ნი არა. უფრო მე­ტია. ეს იმი­ტომ, რომ სა­ი­ტი ბევ­რი ხალ­ხის ერ­თდრო­უ­ლად შეს­ვლის გამო „და­ე­კი­და“, ანუ გა­ი­ჭე­და. რა­ღაც ნა­წილ­მა რე­გის­ტრა­ცია უბ­რა­ლოდ ვერ მო­ა­ხე­რა. ეს მი­ნი­მუმ ორ­ჯერ მეტი იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ უნდა ამ ხალ­ხს წას­ვლა?! ელე­მენ­ტა­რუ­ლი არით­მე­ტი­კაა.

სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბა და სა­ათ­ში 9,5 ევ­როა. 8 სა­ა­თი­ან სა­მუ­შო დღე­ში 76 ევ­როა. თი­ბი­სის მო­ბა­ილ­ბან­კის კურსს ჩავ­ხე­დე და 76 ევრო ეს არის 302,1 ლარი, ანუ 302 ლარი და 10 თეთ­რი. და­ვამ­რგვა­ლოთ 300 ლა­რამ­დე. თვე­ში 24 დღე რომ იმუ­შა­ონ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა 7200 ლარი გა­მოს­დით. ახლა კი მი­მო­ი­ხე­დეთ, თქვენს რამ­დენ ახ­ლო­ბელს აქვს თვე­ში ხელ­ფა­სი 7200 ლარი? ცხა­დია, ხარ­ჯე­ბიც იქ­ნე­ბა - ბინა, კვე­ბა და სხვა ხარ­ჯე­ბი და არა მგო­ნია ეს თან­ხის 30%-ზე მეტი იყოს. ხელ­ზე 4800 ლარი დარ­ჩე­ბათ. ახლა კი მთა­ვა­რი: ეს არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან. რო­გორ გგო­ნი­ათ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რამ­დენ პრო­ცენტს აქვს თვე­ში 5000 ლარ­ზე მეტი ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი? 0.57%-ს!"

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი, მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლი­ას“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი და Forbes Goergia-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რი:

"ერთ დღე-ღა­მე­ში 53 ათას­ზე მეტი პირი და­რე­გის­ტრირ­და გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლა­დო, ხალ­ხს უკ­ვირს. მე ის მიკ­ვირს, ათ­ჯერ მეტი რა­ტომ არა. გა­ინ­ტე­რე­სებთ რა­ტომ? ახ­ლა­ვე: სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე მო­დის და­საქ­მე­ბის 40% ანუ 660,000 ადა­მი­ა­ნი. არა 2-ჯერ თუ 3-ჯერ მეტი, არა­მედ 12-ჯერ თუ 13-ჯერ მეტი, ვიდ­რე გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში. ასე­თი დიდი წილი მხო­ლოდ აფ­რი­კის და სამ­ხრეთ აზი­ის ზო­გი­ერთ უღა­რე­ბეს ქვეყ­ნებს აქვს. შე­და­რე­ბის­თვის, სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ტოლ ჰო­ლან­დი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ბა­ში 2.6%, ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ზე 15-ჯერ ნაკ­ლე­ბია და­საქ­მე­ბუ­ლი. ამავდრო­უ­ლად, ნი­დერ­ლან­დე­ბის აგ­რო­ექ­სპორ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ექ­სპორ­ტს (sic! მთელ ექ­სპორ­ტს და არა სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ეს­პორ­ტს) და­ახ­ლო­ე­ბით 40-ჯერ აღე­მა­ტე­ბა. ანუ, სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი ექ­სპორ­ტი - ოქ­რო­ი­ან, მან­გა­ნუ­მი­ან, ელექტრო­ო­ბი­ან, რე­ექ­სპორ­ტი­რე­ბულ მან­ქა­ნე­ბი­ან, ყუ­რძენ-თხი­ლი­ა­ნად - ჰო­ლან­დი­ის მარ­ტო პ ო მ ი დ ვ რ ი ს ექ­სპორ­ტის ტო­ლია.

ამ დროს, ნაც­ვლად იმი­სა, რომ პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბის გა­დი­დე­ბა­ზე, ანუ ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ა­ზე ვზრუ­ნავ­დეთ - რაც სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის გამ­სხვი­ლე­ბას და ამ დარ­გის მეტ პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და - მი­ლი­არ­დებს ვხარ­ჯავთ ბი­უ­ჯე­ტი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის "სო­ფელ­ში და­კა­ვე­ბა­ზე", ანუ სი­ღა­რი­ბე­ში ჩა­ტო­ვე­ბა­ზე.

50 ათა­სი გაგ­ვიკ­ვირ­და? მე ის უფრო მიკ­ვირს, 500 ათა­სი რა­ტომ არ არის. ეს დარ­ჩე­ნილ­თა უფრო კარ­გად ყოფ­ნის კი არა, კი­დევ უფრო ცუ­დად ყოფ­ნის ბრა­ლია - ან ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელი არ მი­უწ­ვდე­ბათ, ან აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო. ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა შე­იც­ვლე­ბა თბი­ლის­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი თავ­კომ­ბა­ლა ქვეყ­ნის ჯერ ჩა­ნა­სა­ხად ქცე­ვით, შემ­დეგ კი დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბით - თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის გან­ვით­რე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის­თვის უფ­ლე­ბის მი­ცე­მით, თვი­თონ გან­სა­ზღვრონ სა­კუთ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფის­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა, თვი­თონ და­ი­ტო­ვონ შე­მო­სავ­ლე­ბის წილი და თვი­თონ გან­სა­ზღვრონ, რაში და­ხარ­ჯა­ვენ.

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ეკო­ნო­მი­კუ­რი ლო­გი­კით ბა­თუ­მიც და ქუ­თა­ი­სიც თბი­ლის­ზე მდი­და­რი ქა­ლა­ქე­ბი უნდა იყოს, ჩვენ­თან კი გლ­დან­ში და ვარ­კე­თილ­ში მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლაქს არ­ჩე­ულ მე­რებს ცენ­ტრი­დან უხ­სნი­ან, მერე უკ­ვირთ ვი­ღა­ცა "აჭა­რა აჭარ­ლებს" რომ იყ­ვი­რებს".

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით ლე­გა­ლურ და­საქ­მე­ბა­ზე რე­გის­ტრა­ცია 15 თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო. და­საქ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში, რაც სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნუ­რი მო­სავ­ლის აღე­ბას გუ­ლის­ხმობს. გერ­მა­ნი­ის შრო­მის ბა­ზარ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა 1-დან 3 თვემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა. რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პორ­ტალ­ზე: https://workabroad.moh.gov.ge/ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის მი­მარ­თეთ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს facebook გვერდს ან და­უ­კავ­შირ­დით ცხელ ხაზს - 1505. დრო­ე­ბი­თი სე­ზო­ნუ­რი და­საქ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???:)
36

რა პატარა ქალაქების გამსხვილებაზე რას მიედმოედები თუ აზრზე ხარ ეკონომიკის საერთოდ

დ გ
1

მალე ამ პროექტსაც გაართულებენ და გაფილტრავენ აგერ ნახავთ,რატოომ იმიტომ.რომ.მოსახლეობის არნახული გადინება იქნება და იმიტომ

ავტორი:

"რატომ უნდა ამ ხალხს გერმანიაში სამუშაოდ წასვლა? საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი?"

"რატომ უნდა ამ ხალხს გერმანიაში სამუშაოდ წასვლა? საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი?"

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებისთვის გუშინ ამოქმედებულ პორტალზე სააპლიკაციო ფორმა 35 121 ადამიანმა შეავსო.

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა.

რამაზ გიგაური, ასტროლოგი:

"53 000 ადამიანი არა. უფრო მეტია. ეს იმიტომ, რომ საიტი ბევრი ხალხის ერთდროულად შესვლის გამო „დაეკიდა“, ანუ გაიჭედა. რაღაც ნაწილმა რეგისტრაცია უბრალოდ ვერ მოახერა. ეს მინიმუმ ორჯერ მეტი იქნება. შეიძლება მეტიც. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა ამ ხალხს წასვლა?! ელემენტარული არითმეტიკაა.

საათობრივი ანაზღაურება და საათში 9,5 ევროა. 8 საათიან სამუშო დღეში 76 ევროა. თიბისის მობაილბანკის კურსს ჩავხედე და 76 ევრო ეს არის 302,1 ლარი, ანუ 302 ლარი და 10 თეთრი. დავამრგვალოთ 300 ლარამდე. თვეში 24 დღე რომ იმუშაონ ამ ადამიანებმა 7200 ლარი გამოსდით. ახლა კი მიმოიხედეთ, თქვენს რამდენ ახლობელს აქვს თვეში ხელფასი 7200 ლარი? ცხადია, ხარჯებიც იქნება - ბინა, კვება და სხვა ხარჯები და არა მგონია ეს თანხის 30%-ზე მეტი იყოს. ხელზე 4800 ლარი დარჩებათ. ახლა კი მთავარი: ეს არის ოფიციალური სტატისტიკა შემოსავლების სამსახურიდან. როგორ გგონიათ, საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი? 0.57%-ს!"

შოთა დიღმელაშვილი, მოძრაობა „სირცხვილიას“ თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი და Forbes Goergia-ს აღმასრულებელი რედაქტორი:

"ერთ დღე-ღამეში 53 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველადო, ხალხს უკვირს. მე ის მიკვირს, ათჯერ მეტი რატომ არა. გაინტერესებთ რატომ? ახლავე: საქართველოში სოფლის მეურნეობაზე მოდის დასაქმების 40% ანუ 660,000 ადამიანი. არა 2-ჯერ თუ 3-ჯერ მეტი, არამედ 12-ჯერ თუ 13-ჯერ მეტი, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებსა და ევროკავშირში. ასეთი დიდი წილი მხოლოდ აფრიკის და სამხრეთ აზიის ზოგიერთ უღარებეს ქვეყნებს აქვს. შედარებისთვის, სასოფლო სამეურნეო მიწებით საქართველოს ტოლ ჰოლანდიაში სოფლის მეურნებაში 2.6%, ანუ საქართველოზე 15-ჯერ ნაკლებია დასაქმებული. ამავდროულად, ნიდერლანდების აგროექსპორტი საქართველოს მთელ ექსპორტს (sic! მთელ ექსპორტს და არა სასოფლო სამეურნეო ესპორტს) დაახლოებით 40-ჯერ აღემატება. ანუ, საქართველოს მთლიანი ექსპორტი - ოქროიან, მანგანუმიან, ელექტროობიან, რეექსპორტირებულ მანქანებიან, ყურძენ-თხილიანად - ჰოლანდიის მარტო პ ო მ ი დ ვ რ ი ს ექსპორტის ტოლია.

ამ დროს, ნაცვლად იმისა, რომ პატარა ქალაქების გადიდებაზე, ანუ ურბანიზაციაზე ვზრუნავდეთ - რაც სასოფლო სამეურნეო მიწების გამსხვილებას და ამ დარგის მეტ პროდუქტიულობას უზრუნველყოფდა - მილიარდებს ვხარჯავთ ბიუჯეტიდან ადამიანების "სოფელში დაკავებაზე", ანუ სიღარიბეში ჩატოვებაზე.

50 ათასი გაგვიკვირდა? მე ის უფრო მიკვირს, 500 ათასი რატომ არ არის. ეს დარჩენილთა უფრო კარგად ყოფნის კი არა, კიდევ უფრო ცუდად ყოფნის ბრალია - ან ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ, ან აპლიკაციის შევსება არ შეუძლიათ სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს სამწუხარო რეალობა შეიცვლება თბილისზე ჩამოკიდებული თავკომბალა ქვეყნის ჯერ ჩანასახად ქცევით, შემდეგ კი დეცენტრალიზებული განვითარებით - თვითმმართველობების განვითრებით, ადგილობრივი წარმომადგენლობებისთვის უფლების მიცემით, თვითონ განსაზღვრონ საკუთრი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა, თვითონ დაიტოვონ შემოსავლების წილი და თვითონ განსაზღვრონ, რაში დახარჯავენ.

განვითარებული სამყაროს ეკონომიკური ლოგიკით ბათუმიც და ქუთაისიც თბილისზე მდიდარი ქალაქები უნდა იყოს, ჩვენთან კი გლდანში და ვარკეთილში მეტი ადამიანი ცხოვრობს და სიდიდით მეორე ქალაქს არჩეულ მერებს ცენტრიდან უხსნიან, მერე უკვირთ ვიღაცა "აჭარა აჭარლებს" რომ იყვირებს".

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505. დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

"ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხდი, რომ არასწორი ვიყავი" - როგორ ულოცავს გიორგი ვაშაძე ცოლს დაბადების დღეს

"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს!" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი?

"რეალურად, გვერდს მართავდა ჩემი ძმა..." - რას წერს გაბრიელ წულაია "ოცნებასთან" ასოცირებულ "ფეიჯზე", რომელმაც სახელი შეიცვალა?