საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა - რა პროცედურებს გეგმავს პროკურატურა
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა - რა პროცედურებს გეგმავს პროკურატურა

პარ­ლა­მენ­ტმა დე­პუ­ტატ ნიკა მე­ლი­ას სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა. კა­ნონ­მდებ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რას თან­ხმო­ბა მის­ცეს, მე­ლი­ას მი­მართ აღ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს. შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბა 88 ხმით მი­ი­ღეს, რა­საც წინ უძღო­და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვა. 2-მა დე­პუ­ტატ­მა წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა.

ნიკა მე­ლია 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის, “სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 225-ე მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა და მას სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და, ასე­ვე ელექტრო­სა­მა­ჯუ­რი და­უ­მაგრდა, რაც მე­ლი­ამ 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მო­იხ­სნა. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ოს ოდე­ნო­ბა 70 ათასს ლა­რამ­დე გა­უ­ზარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მას და­მა­ტე­ბით 40 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა, რის გა­დახ­და­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ უარი თქვა.

ამ­ჯე­რად პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლო­ში მე­ლი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას აპი­რებს, რის­თვი­საც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბა და მე­ლი­ას­თვის, რო­გორც დე­პუ­ტა­ტის­თვის, იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის მიერ დე­პუ­ტა­ტის და­კა­ვე­ბა­ზე ან და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე თან­ხმო­ბის მი­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში, და­პა­ტიმ­რე­ბულ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბით შე­უ­ჩერ­დე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, და­კა­ვე­ბის ან და­პა­ტიმ­რე­ბის პე­რი­ო­დით.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის შე­წყვე­ტის ან სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს და­პა­ტიმ­რე­ბის ვადა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­ერ­თო ვა­და­ში ჩა­ეთ­ვლე­ბა და და­პა­ტიმ­რე­ბის დრო­ის შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცია მი­ე­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
79

ადამიანურად მეორედ შემეცოდა ბატონი ნიკანორ მელია რადგამ მერამდენედ გაწირეს მისმა თანაპარტიელებმა და ფსწვდოოპოზიციამ.სასურველი იყო გადაეხადათ მისთვის და არა ერის მოღალატეებისათვის გირაო 

ზურაბ
84

აწი ოპოზიციას ბოკერიას ავტორიტეტი თუ უშველის, დაიძვრება ხალხის კოჰორტები თბილისისკენ, რომ მელია ვერ დაიჭირონ.

ავტორი:

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა - რა პროცედურებს გეგმავს პროკურატურა

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა - რა პროცედურებს გეგმავს პროკურატურა

პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე ელექტროსამაჯური დაუმაგრდა, რაც მელიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, მელიას სასამართლომ გირაოს ოდენობა 70 ათასს ლარამდე გაუზარდა. შესაბამისად, მას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რის გადახდაზეც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უარი თქვა.

ამჯერად პროკურატურა სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რისთვისაც საგამოძიებო უწყებას პარლამენტის თანხმობა და მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის, იმუნიტეტის შეჩერება სჭირდებოდა. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მიერ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს, პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება, დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით.

სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს დაპატიმრების ვადა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში ჩაეთვლება და დაპატიმრების დროის შესაბამისი კომპენსაცია მიეცემა.

14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

"ის ავად არის, გუშინ შეუძლოდ გახდა..." - ადვოკატი ითხოვს, გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა