მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო..." - როგორი დედა იყო ინოლა გურგულია და რატომ სურდა, ია შუღლიაშვილი მსახიობი გამხდარიყო
"იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო..." - როგორი დედა იყო ინოლა გურგულია და რატომ სურდა, ია შუღლიაშვილი მსახიობი გამხდარიყო

"პირ­ვე­ლად იყო სიმ­ღე­რა, გა­ლო­ბა მრა­ვალ­ხმი­ა­ნი და სიმ­ღე­რის­თვის შე­იქ­მნა ადა­მი­ა­ნი" - ეს ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის ცნო­ბი­ლი ფრა­ზაა... და თვი­თო­ნაც სწო­რედ სიმ­ღე­რის­თვის, სი­კე­თის­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მო­ვი­და ამ­ქვეყ­ნად. ასე იცხოვ­რა, შექ­მნა და შთა­მო­მავ­ლო­ბას და­უ­ტო­ვა თა­ვი­სი უკ­ვდა­ვი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს...

სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ნი­ჭი­ე­რი კომ­პო­ზი­ტო­რის, ავ­ტორ-შემ­სრუ­ლებ­ლის, პე­და­გო­გის ცხოვ­რე­ბა არც ისე ხან­გრძლი­ვი აღ­მოჩ­ნდა, ამ ქვეყ­ნი­დან ახალ­გაზ­რდა, 48 წლის ასაკ­ში წა­ვი­და... მისი მუ­სი­კა ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის ახ­ლო­ბე­ლი და თბი­ლია.

მსა­ხი­ო­ბი ია შუღ­ლი­აშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, დე­დას, ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას იხ­სე­ნებს. მის­თვის ასე­თი დე­დის შვი­ლო­ბა სა­ა­მა­ყოა, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა და ამას­თან, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც.

- 10 წლის ვი­ყა­ვი, დედა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი პა­ტა­რა ასა­კი­სა, მისი ცხოვ­რე­ბი­დან ბევ­რი რამ მახ­სოვს... ინო­ლაც და მა­მაც ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ სამ­ყა­რო შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და ში­ნა­არ­სი­ა­ნად შეგ­ვეგ­რძნო...

დედა პრო­ფე­სი­ით უცხო ენე­ბის (ინ­გლი­სუ­რის გან­ხრით) სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო, უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, იქ ლექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და... მუ­სი­კა­ლუ­რი ათწლე­დი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მცდე­ლო­ბაც ჰქონ­და, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, უცხო ენებ­მა გა­და­წო­ნა...

მუ­სი­კა ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და, ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა ქმნი­და სიმ­ღე­რებს. მისი ძი­რი­თა­დი ნა­მუ­შევ­რე­ბი ალ­ბათ, 17 წლის ასა­კი­და­ნაა შექ­მნი­ლი - თან­და­ყო­ლი­ლი, ღმერ­თის­გან ნა­ჩუ­ქა­რი ნიჭი თა­ვი­სას აკე­თებ­და... მუზა რომ ეწ­ვე­ო­და, მის რე­ა­ლი­ზე­ბას ინ­სტრუ­მენ­ტთან, რო­ი­ალ­თან მა­შინ­ვე აკე­თებ­და. მუზა კი შე­იძ­ლე­ბო­და ყველ­გან სწვე­ო­და, სა­დაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ღი­მი­ლი­ა­ნი სევ­დაც იგ­რძნო­ბა...

- ბევ­რი რა­მაა შე­წყმუ­ლი, მაგ­რამ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი რა­ტომ­ღაც ღი­მილ­ნა­რევ სევ­დას უფრო მო­ი­ცავს... არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში ლაღი, მხი­ა­რუ­ლი, ღი­მი­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. მისი ამ ხა­სი­ა­თის ზუს­ტად გა­მოვ­ლე­ნა, მე და ჩემ­მა ძმამ მისი ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნილ ვერც ერთ სა­ღა­მო­ზე ვერ შევ­ძე­ლით, სევ­და მა­ინც თან სდევს ხოლ­მე. რო­გორც ჩანს, შიგ­ნი­დან ბევრ ტკი­ვილს და დარდს ატა­რებ­და. ალ­ბათ უნ­დო­და, სამ­ყა­რო უკე­თე­სი ყო­ფი­ლი­ყო, რა­საც ჩვენც გვას­წავ­ლი­და...

დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მის მე­გობ­რებს რომ ვე­კი­თხე­ბო­დი, ყვე­ლა ინო­ლას მხი­ა­რულ ხა­სი­ათს, იუ­მორს უს­ვამ­და ხაზს, სულ სხვა მხა­რეს მი­ხა­ტავ­დნენ, შე­მოქ­მე­დე­ბა­ში კი, სხვა შტრი­ხე­ბია. თუმ­ცა პო­ე­ზი­ით სავ­სე მუდ­მი­ვად იყო...

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დია, ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, არა­ვის ჰგავს... თვი­თონ წერს ლექსს, მუ­სი­კას, თვი­თონ ას­რუ­ლებს და მსმე­ნელ­თან თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი ხმით მო­აქვს...

- კი, იმ თა­ო­ბის­თვის მარ­თლაც ერ­თა­დერ­თი ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს თვი­თონ ქმნი­და და ას­რუ­ლებ­და. ამი­ტო­მაც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი.

მერე და მერე კი წა­მო­ვიდ­ნენ ავ­ტორ-შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ იმ დრო­ის­თვის პირ­ვე­ლი იყო, რად­გა­ნაც თა­ვის სამ­ყა­როს თვი­თონ გუ­ლახ­დი­ლად, გულ­წრფე­ლად ერთი პი­როვ­ნე­ბა აკე­თებ­და და გად­მოს­ცემ­და... იყო ნაღ­დი, ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი. ხმაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, თა­ვი­სე­ბუ­რი ჰქონ­და და სი­ტყვე­ბის, ბგე­რე­ბის გა­მოთ­ქმის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბაც.

სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ დღეს მომ­ღერ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, რე­პერ­ტუ­არ­ში ბევ­რი თუ არა, ინო­ლას ერთი სიმ­ღე­რა მა­ინც ჰქონ­დეთ, რაც სა­სი­ხა­რუ­ლოა. ვფიქ­რობ, ეს მა­საც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და. მა­შინ­დე­ლი თა­ო­ბის მუ­სი­კო­სებს, ვი­საც უთხო­ვია, უარი არა­ვის­თვის უთ­ქვამს. უხა­რო­და, როცა მის სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ...

- ვი­სა­უბ­როთ ინო­ლა­ზე, რო­გორც დე­და­ზე...

- ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. სულ მუ­შა­ობ­და, დღე ინ­სტი­ტუ­ტში იყო, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც ჰყავ­და, მერე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­დი­ო­და. მა­შინ უცხო­ე­ლე­ბი რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, მათ­თვის მო­წყო­ბილ შეხ­ვედ­რებ­ზეც სულ იწ­ვევ­დნენ...

შა­ბათ-კვი­რა კი მის­თვის შვი­ლე­ბის, ანუ ჩვე­ნი დღე იყო. იმ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და გან­ვლი­ლი სა­მუ­შაო დღე­ე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა... სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ხან სახ­ლში, ხან - ბუ­ნე­ბა­ში. ლი­სის ტბა­ზე, არ­მაზ­ში უყ­ვარ­და ყოფ­ნა, იქ საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლე­ბი ჰქონ­და. ფოთ­ლებს, ყვა­ვი­ლებს ვკრეფ­დით, ვაგ­რო­ვებ­დით - ბუ­ნე­ბა­ში თავს ლა­ღად გრძნობ­და. იყო ასე­ვე შე­მეც­ნე­ბი­თი მო­მენ­ტე­ბი ბავ­შვებ­თან, სიყ­ვა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბა, სიმ­ღე­რე­ბის სწავ­ლა და ჩვე­ნი ყვე­ლას ერ­თად იმ სამ­ყა­რო­ში ყოფ­ნა, რა­საც ინო­ლა ჰქვია...

ხან ხალ­ხურს ვმღე­რო­დით, ხმებ­ში, ხან თა­ვის სიმ­ღე­რებს გვას­წავ­ლი­და. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სა­ბავ­შვო სიმ­ღე­რე­ბი ჩვე­ნი და­ბა­დე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა... მოკ­ლედ, ინო­ლას­თან ყვე­ლა­ფე­რი სიმ­ღე­რის გარ­შე­მო ხდე­ბო­და.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს მო­გი­წო­ნებ­დათ?

- დე­დის არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია მაქვს... რო­დე­საც ის უკვე აღარ იყო, ნა­თე­სავ­მა ასე­თი რამ მი­თხრა: ინო­ლა ამ­ბობ­და, ია მორ­ცხვი ბავ­შვია, მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა, გახ­სნის და გზა­ზე და­ა­ყე­ნებ­სო... კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვა­პი­რებ­დი ჩა­ბა­რე­ბას, ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, გა­და­ვი­ფიქ­რე და თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე...

- სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ქვეყ­ნი­დან ავად­მყო­ფო­ბის გამო, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და...

- რო­გორც ჩანს, იცო­და, რაც სჭირ­და, რად­გა­ნაც იმ პე­რი­ო­დის­თვის და­წე­რი­ლი აქვს ან­დერ­ძი, რო­მე­ლიც შე­ვი­ტა­ნე მისი იუ­ბი­ლის­თვის, 1999 წელს გა­მო­ცე­მულ წიგნ­ში - "ინო­ლა"... ან­დერ­ძი სევ­დის­მომ­გვრე­ლია, უც­რემ­ლოდ არ იკი­თხე­ბა, მაგ­რამ ბევრ რა­მეს აგ­ვირ­გვი­ნებს... მი­მაჩ­ნია, რომ მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბია, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა და პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნა, გარ­შე­მომ­ყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ ამ­ხე­ლა ტკი­ვილს გა­ყე­ნებ­თო...

ან­დერ­ძში მი­მარ­თავს ყვე­ლას: უახ­ლო­ეს ადა­მი­ა­ნებს, მე­გობ­რებს, მე და ჩემს უმ­ცროს ძმას... მე მე­უბ­ნე­ბა - "იმ­ღე­რეთ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი, რომ ცო­ცხა­ლი ვიყო"

რო­დე­საც მის სიმ­ღე­რებს ვმღე­რი, ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მი­სი­აა, სწო­რე­დაც ეს უნდა ვა­კე­თოთ. ასე­ვეა ჩემი ძმაც... შე­იძ­ლე­ბა, ეს თავს არა­ვის მო­ვახ­ვი­ოთ, მაგ­რამ ჩვე­ნი საქ­მეა შვი­ლებს, შვი­ლიშ­ვი­ლებს და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­დავ­ცეთ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მის­მა სა­ხელ­მა იარ­სე­ბოს, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად იშ­ვი­ა­თია.

- მარ­თლაც სხვა ინო­ლა არც გა­მი­გია...

- ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­სა­ვით აქვს ინო­ლას და­წე­რი­ლი და იქ წერს: მის­მა ბი­ძამ აღ­მო­ა­ჩი­ნა სვა­ნეთ­ში ძვე­ლი საფ­ლა­ვის ქვა, რო­მელ­საც გარ­კვე­ვით ეწე­რა - ინო­ლა. "ზა­ფხუ­ლის ცხელ დღეს და­მარ­ქვეს ეს სა­ხე­ლიო“. მის მერე წა­მო­ვი­და ეს სა­ხე­ლი და უკვე ბევ­რს ჰქვია, მათ შო­რის, ჩემს ძმიშ­ვილ­საც...

- პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის­თვის რო­გო­რი იყო დე­დის გა­რე­შე გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბა?

- ძა­ლი­ან ტკი­ვი­ლი­ა­ნია და რაც უფრო ასაკ­ში შევ­დი­ვარ, ტკი­ვი­ლი იმა­ტებს. ბავ­შვი ამას ისე ვერ აღიქ­ვამს, რად­გა­ნაც დედა მა­ინც მას­თან არის - ასე­თი შეგ­რძნე­ბით ვი­ყა­ვი სულ, მისი სა­ხე­ლი მავ­სებ­და, თავს ეუ­ლად არ ვგრძნობ­დი... გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში და მერე, წლე­ბი რომ მო­მე­მა­ტა, სხვა­ნა­ი­რად დავ­ფიქ­რდი, - დედა ჩემ გარ­შე­მო სულ კი არ­სე­ბობს, მაგ­რამ რო­გო­რი და­სა­ნა­ნია, გვერ­დით რომ არ მყავს, მის ფი­ზი­კურ სი­ახ­ლო­ვეს რომ ვერ ვგრძნობ, ვერ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ტკი­ვილს, ემო­ცი­ას, სიყ­ვა­რულს ვერ ვუ­ზი­ა­რებ... ეს ძა­ლი­ან ძნე­ლია...

რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, მისი სიმ­ღე­რე­ბის, ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­ძი­ე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რა­დი­ო­ში და­ვი­წყე. ინო­ლას მე­გობ­რებ­ში, ახ­ლობ­ლებ­ში მას­ზე არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაგ­რო­ვებ­დი.

- ვინ იყო მისი სა­მე­გობ­რო წრე?

- მისი მე­გობ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, მა­გა­ლი­თად, მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ბაღ­ში და­დი­ო­და და შემ­დეგ უკვე ორ ფილმში აქვთ ნამ­ღე­რი... მისი სა­მე­გობ­რო იყო ინ­სტი­ტუ­ტის მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თად მღე­როდ­ნენ კი­დეც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტრიო "სა­მა­ია" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს - გი­უ­ლი და­რახვე­ლი­ძე, მე­დი­კო სი­ხა­რუ­ლი­ძე და ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას შე­მად­გენ­ლო­ბით.

2019 წელს 90 წლის იუ­ბი­ლე აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ბავ­შვო სიმ­ღე­რე­ბი გა­მო­ვე­ცით. შემ­დე­გი იუ­ბი­ლე 95 წლის­თა­ვი 2024 წელს იქ­ნე­ბა და კი­დევ გვაქვს სა­ო­ჯა­ხო არ­ქივ­ში მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნოს...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იური პაპავა
2

სიმღერისთვის დაბადებული, უნიკალური და განუმეორებელი! შორი ნაცნობობა და ერთადერთი შეხვედრა, რითაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში!

P.S. უკაცრავად, იმ წიგნის შეძენა სად შეიძლება? ან წაკითხვა მაინც?

 

თამაზი
1
იშვიათად ქართული სულის შემცველია ყველა სიმღერა, რაც ქალბატონმა ინოლამ დაგვიტოვა. მახსოვს ტრიო "სიმი", მისი შემადგენლობით. დაუვიწყარია მისი შემოქმედება. ქალბატონი იაც მშვენივრად ასრულებს დედის ანდერძს, გვატკბობს როგორც მომღერალი, ნიჭიერი მსახიობი და კარგი პიროვნება.
ავტორი:

"იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო..." - როგორი დედა იყო ინოლა გურგულია და რატომ სურდა, ია შუღლიაშვილი მსახიობი გამხდარიყო

"იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო..." - როგორი დედა იყო ინოლა გურგულია და რატომ სურდა, ია შუღლიაშვილი მსახიობი გამხდარიყო

"პირველად იყო სიმღერა, გალობა მრავალხმიანი და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი" - ეს ინოლა გურგულიას ცნობილი სიმღერის ცნობილი ფრაზაა... და თვითონაც სწორედ სიმღერისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად. ასე იცხოვრა, შექმნა და შთამომავლობას დაუტოვა თავისი უკვდავი ნამუშევრები, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს...

სამწუხაროა, რომ ამ ნიჭიერი კომპოზიტორის, ავტორ-შემსრულებლის, პედაგოგის ცხოვრება არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა, 48 წლის ასაკში წავიდა... მისი მუსიკა ყველა თაობის ადამიანისთვის ახლობელი და თბილია.

მსახიობი ია შუღლიაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, დედას, ინოლა გურგულიას იხსენებს. მისთვის ასეთი დედის შვილობა საამაყოა, დიდი ბედნიერებაა და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც.

- 10 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა, მიუხედავად ჩემი პატარა ასაკისა, მისი ცხოვრებიდან ბევრი რამ მახსოვს... ინოლაც და მამაც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამყარო შემოქმედებითად და შინაარსიანად შეგვეგრძნო...

დედა პროფესიით უცხო ენების (ინგლისურის განხრით) სპეციალისტი იყო, უცხო ენათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იქ ლექტორად მუშაობდა... მუსიკალური ათწლედი ჰქონდა დამთავრებული და მცდელობაც ჰქონდა, კონსერვატორიაში ჩაებარებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, უცხო ენებმა გადაწონა...

მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ქმნიდა სიმღერებს. მისი ძირითადი ნამუშევრები ალბათ, 17 წლის ასაკიდანაა შექმნილი - თანდაყოლილი, ღმერთისგან ნაჩუქარი ნიჭი თავისას აკეთებდა... მუზა რომ ეწვეოდა, მის რეალიზებას ინსტრუმენტთან, როიალთან მაშინვე აკეთებდა. მუზა კი შეიძლებოდა ყველგან სწვეოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო.

- მის შემოქმედებაში ღიმილიანი სევდაც იგრძნობა...

- ბევრი რამაა შეწყმული, მაგრამ მისი ნამუშევრები რატომღაც ღიმილნარევ სევდას უფრო მოიცავს... არადა, ცხოვრებაში ლაღი, მხიარული, ღიმილით სავსე ადამიანი იყო. მისი ამ ხასიათის ზუსტად გამოვლენა, მე და ჩემმა ძმამ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ვერც ერთ საღამოზე ვერ შევძელით, სევდა მაინც თან სდევს ხოლმე. როგორც ჩანს, შიგნიდან ბევრ ტკივილს და დარდს ატარებდა. ალბათ უნდოდა, სამყარო უკეთესი ყოფილიყო, რასაც ჩვენც გვასწავლიდა...

დედის გარდაცვალების შემდეგ, მის მეგობრებს რომ ვეკითხებოდი, ყველა ინოლას მხიარულ ხასიათს, იუმორს უსვამდა ხაზს, სულ სხვა მხარეს მიხატავდნენ, შემოქმედებაში კი, სხვა შტრიხებია. თუმცა პოეზიით სავსე მუდმივად იყო...

- განსაკუთრებული შემოქმედია, ავტორ-შემსრულებელი, არავის ჰგავს... თვითონ წერს ლექსს, მუსიკას, თვითონ ასრულებს და მსმენელთან თავისი საოცარი ხმით მოაქვს...

- კი, იმ თაობისთვის მართლაც ერთადერთი ავტორ-შემსრულებელი იყო, რომელიც ამ ყველაფერს თვითონ ქმნიდა და ასრულებდა. ამიტომაც იყო გამორჩეული.

მერე და მერე კი წამოვიდნენ ავტორ-შემსრულებლები, მაგრამ იმ დროისთვის პირველი იყო, რადგანაც თავის სამყაროს თვითონ გულახდილად, გულწრფელად ერთი პიროვნება აკეთებდა და გადმოსცემდა... იყო ნაღდი, ყველასთვის მისაღები. ხმაც განსხვავებული, თავისებური ჰქონდა და სიტყვების, ბგერების გამოთქმის განსაკუთრებული თვისებაც.

სასიამოვნოა, რომ დღეს მომღერლები ცდილობენ, რეპერტუარში ბევრი თუ არა, ინოლას ერთი სიმღერა მაინც ჰქონდეთ, რაც სასიხარულოა. ვფიქრობ, ეს მასაც ძალიან გაუხარდებოდა. მაშინდელი თაობის მუსიკოსებს, ვისაც უთხოვია, უარი არავისთვის უთქვამს. უხაროდა, როცა მის სიმღერებს მღეროდნენ...

- ვისაუბროთ ინოლაზე, როგორც დედაზე...

- ძალიან დაკავებული ადამიანი იყო. სულ მუშაობდა, დღე ინსტიტუტში იყო, აბიტურიენტებიც ჰყავდა, მერე ტელევიზიაში მიდიოდა. მაშინ უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, მათთვის მოწყობილ შეხვედრებზეც სულ იწვევდნენ...

შაბათ-კვირა კი მისთვის შვილების, ანუ ჩვენი დღე იყო. იმ პერიოდში ხდებოდა განვლილი სამუშაო დღეების ანაზღაურება... სულ ერთად ვიყავით, ხან სახლში, ხან - ბუნებაში. ლისის ტბაზე, არმაზში უყვარდა ყოფნა, იქ საყვარელი ადგილები ჰქონდა. ფოთლებს, ყვავილებს ვკრეფდით, ვაგროვებდით - ბუნებაში თავს ლაღად გრძნობდა. იყო ასევე შემეცნებითი მომენტები ბავშვებთან, სიყვარულის გაზიარება, სიმღერების სწავლა და ჩვენი ყველას ერთად იმ სამყაროში ყოფნა, რასაც ინოლა ჰქვია...

ხან ხალხურს ვმღეროდით, ხმებში, ხან თავის სიმღერებს გვასწავლიდა. მის შემოქმედებაში საბავშვო სიმღერები ჩვენი დაბადების შემდეგ გაჩნდა... მოკლედ, ინოლასთან ყველაფერი სიმღერის გარშემო ხდებოდა.

- როგორ ფიქრობთ, ცოცხალი რომ ყოფილიყო, პროფესიულ არჩევანს მოგიწონებდათ?

- დედის არჩეული პროფესია მაქვს... როდესაც ის უკვე აღარ იყო, ნათესავმა ასეთი რამ მითხრა: ინოლა ამბობდა, ია მორცხვი ბავშვია, მსახიობის პროფესია ძალიან დაეხმარება, გახსნის და გზაზე დააყენებსო... კონსერვატორიაში ვაპირებდი ჩაბარებას, ეს ამბავი რომ გავიგე, გადავიფიქრე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე...

- სამწუხაროა, რომ ამ ქვეყნიდან ავადმყოფობის გამო, ძალიან ახალგაზრდა წავიდა...

- როგორც ჩანს, იცოდა, რაც სჭირდა, რადგანაც იმ პერიოდისთვის დაწერილი აქვს ანდერძი, რომელიც შევიტანე მისი იუბილისთვის, 1999 წელს გამოცემულ წიგნში - "ინოლა"... ანდერძი სევდისმომგვრელია, უცრემლოდ არ იკითხება, მაგრამ ბევრ რამეს აგვირგვინებს... მიმაჩნია, რომ მხატვრული ღირებულების ნაწარმოებია, სიყვარულის გამოხატულებაა და პატიების თხოვნა, გარშემომყოფი ადამიანების მიმართ, რომ ამხელა ტკივილს გაყენებთო...

ანდერძში მიმართავს ყველას: უახლოეს ადამიანებს, მეგობრებს, მე და ჩემს უმცროს ძმას... მე მეუბნება - "იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო"

როდესაც მის სიმღერებს ვმღერი, ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მისიაა, სწორედაც ეს უნდა ვაკეთოთ. ასევეა ჩემი ძმაც... შეიძლება, ეს თავს არავის მოვახვიოთ, მაგრამ ჩვენი საქმეა შვილებს, შვილიშვილებს და თაობიდან თაობას გადავცეთ მისი ნამუშევრები... მნიშვნელოვანია, მისმა სახელმა იარსებოს, რომელიც თავისთავად იშვიათია.

- მართლაც სხვა ინოლა არც გამიგია...

- ავტობიოგრაფიასავით აქვს ინოლას დაწერილი და იქ წერს: მისმა ბიძამ აღმოაჩინა სვანეთში ძველი საფლავის ქვა, რომელსაც გარკვევით ეწერა - ინოლა. "ზაფხულის ცხელ დღეს დამარქვეს ეს სახელიო“. მის მერე წამოვიდა ეს სახელი და უკვე ბევრს ჰქვია, მათ შორის, ჩემს ძმიშვილსაც...

- პატარა ბავშვებისთვის როგორი იყო დედის გარეშე გავლილი ცხოვრება?

- ძალიან ტკივილიანია და რაც უფრო ასაკში შევდივარ, ტკივილი იმატებს. ბავშვი ამას ისე ვერ აღიქვამს, რადგანაც დედა მაინც მასთან არის - ასეთი შეგრძნებით ვიყავი სულ, მისი სახელი მავსებდა, თავს ეულად არ ვგრძნობდი... გარდატეხის ასაკში და მერე, წლები რომ მომემატა, სხვანაირად დავფიქრდი, - დედა ჩემ გარშემო სულ კი არსებობს, მაგრამ როგორი დასანანია, გვერდით რომ არ მყავს, მის ფიზიკურ სიახლოვეს რომ ვერ ვგრძნობ, ვერ ველაპარაკები, ტკივილს, ემოციას, სიყვარულს ვერ ვუზიარებ... ეს ძალიან ძნელია...

რომ წამოვიზარდე, მისი სიმღერების, ჩანაწერების მოძიება ტელევიზიაში, რადიოში დავიწყე. ინოლას მეგობრებში, ახლობლებში მასზე არსებულ ინფორმაციას ვაგროვებდი.

- ვინ იყო მისი სამეგობრო წრე?

- მისი მეგობრები საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იყვნენ, მაგალითად, მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი, რომელთან ერთადაც ბაღში დადიოდა და შემდეგ უკვე ორ ფილმში აქვთ ნამღერი... მისი სამეგობრო იყო ინსტიტუტის მეგობრები, რომლებიც ერთად მღეროდნენ კიდეც. მოგვიანებით ტრიო "სამაია" ჩამოაყალიბეს - გიული დარახველიძე, მედიკო სიხარულიძე და ინოლა გურგულიას შემადგენლობით.

2019 წელს 90 წლის იუბილე აღვნიშნეთ, საბავშვო სიმღერები გამოვეცით. შემდეგი იუბილე 95 წლისთავი 2024 წელს იქნება და კიდევ გვაქვს საოჯახო არქივში მასალები, რომლებიც გვინდა საზოგადოებამ გაიცნოს...