მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"
"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი ქარ­თუ­ლი მხრი­დან ე.წ. სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე გა­ნაგ­რძობს ისე­თი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც ზრდის და­ძა­ბუ­ლო­ბას მხა­რე­ებს შო­რის.

დე ფაქ­ტო კო­მი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი „აძ­ლე­ვენ ბრძა­ნე­ბას დი­ვერ­სან­ტებს, სამ­ხრეთ ოსურ ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის სექ­ტორ­ში მოხ­დეს დი­ვერ­სან­ტე­ბის შეს­ვლა, ქმნის პი­რის­პირ შე­ტა­კე­ბის რე­ა­ლურ საფრ­თხეს და კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას“.

დე ფაქ­ტო უწყე­ბას ამის დას­ტუ­რად ე.წ. სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი მოჰ­ყავს, მათ შო­რის, 3 თე­ბერ­ვალს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლის ფაქ­ტი. ასე­ვე, მათი ცნო­ბით, 7 თე­ბერ­ვალს ე.წ. მე­სა­ზღვრე­ებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს კი­დევ ერთი დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ უის­ტას­თან.

„ამ ფონ­ზე, КГБ აღ­ნიშ­ნავს მო­რიგ კონ­სტრუქ­ცი­ულ ნა­ბი­ჯებს პატ­რი­ო­ტუ­ლად გან­წყო­ბილ ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - მოძ­რა­ო­ბის მხრი­დან, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს სა­ზღვრის პირ­ზე მო­ნი­ტო­რინგს და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის სა­ზღვრის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. და­ვით ქა­ცა­რა­ვას ინი­ცი­ა­ტი­ვით, 13 თე­ბერ­ვალს სო­ფელ ახ­მა­ჯის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იგეგ­მე­ბა აქ­ცი­ის მო­წყო­ბა, რომ­ლის დრო­საც ის აპი­რებს მო­ნიშ­ნოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გამ­ყო­ფი ხაზი. ასე­თი ქმე­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის მხრი­დან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს მი­ვაღ­წი­ოთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის სა­თა­ნა­დო დო­ნეს, ეს შე­ამ­ცი­რებს დარ­ღვე­ვებს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­ახ­დენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას სამ­ხრეთ ოსე­თის სა­სა­ზღვრო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის სა­კი­თხში“ , - ნათ­ქვა­მია დე ფაქ­ტო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
давид
10

могиииии диши

დ გ
3

ესენი ამრთლა იზოლაციაში უნდა მოაქციო და აღუძრა საქმე 2008 წლის ომისათვის მაგრამ ამის გამკეთებელი არავინაა

ავტორი:

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართული მხრიდან ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას მხარეებს შორის.

დე ფაქტო კომიტეტში აცხადებენ, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები „აძლევენ ბრძანებას დივერსანტებს, სამხრეთ ოსურ ქვედანაყოფების სექტორში მოხდეს დივერსანტების შესვლა, ქმნის პირისპირ შეტაკების რეალურ საფრთხეს და კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას“.

დე ფაქტო უწყებას ამის დასტურად ე.წ. საზღვრის დარღვევის რამდენიმე ფაქტი მოჰყავს, მათ შორის, 3 თებერვალს ქართველი პოლიციელის მიერ ოკუპირებული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტი. ასევე, მათი ცნობით, 7 თებერვალს ე.წ. მესაზღვრეებმა დააფიქსირეს კიდევ ერთი დარღვევის ფაქტი დასახლებულ პუნქტ უისტასთან.

„ამ ფონზე, КГБ აღნიშნავს მორიგ კონსტრუქციულ ნაბიჯებს პატრიოტულად განწყობილ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - მოძრაობის მხრიდან, რომელიც ახორციელებს საზღვრის პირზე მონიტორინგს და ქართული საზოგადოების ინფორმირებას ახდენს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის არსებობის შესახებ. დავით ქაცარავას ინიციატივით, 13 თებერვალს სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე იგეგმება აქციის მოწყობა, რომლის დროსაც ის აპირებს მონიშნოს სახელმწიფო საზღვრის გამყოფი ხაზი. ასეთი ქმედება სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების სათანადო დონეს, ეს შეამცირებს დარღვევებს სახელმწიფო საზღვარზე და ქართულ საზოგადოებაში მოახდენს პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევის საკითხში“ , - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

"ტკივილი არ ნელდება, უფრო გაუსაძლისი ხდება - ჩემი შვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან" - არჩილ ტატუნაშვილის მამა

"მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო - უიმედოდ არის" - რას ყვება მეუღლე, ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულების შემდეგ

"მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელთა ქმედებებმა, რომელთაც კავკასიის ხალხთა საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს"- ასლან ბჟანია პოზნერს მიმართავს